![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
საქართველოს გაუმარჯოს. მოგესალმებით მინსკიდან მეც დიდი მოყვარული ვარ პნევმატიკის ძირითადად ზამბარა დგუშიანი სისტემების. ჩვეულებრივი ზამბარის მაგივრათ ვხმარობ ჰაერის ზამბარას მისი საშუალებით თოპს უკეთესი ტექნიკური მონაცემები აქვს. ამ ზამბარებს მე თვითონ ვამზადებ ცემ ზამბარებს ხმარობენ, როგორც ბელორუსიაში ასევე უკრაინაში და რუსეთში. თუ ვინმეს გაუჩნდება ინტერესი შეიძლება ამ თემის უფრო გაღრმავებული განხილვა. ასევე შეიძლება ზამბარების შეკვეთით დამზადება. ძალიან მაინტერესებს ქართველ აირგანერებთან კავშირი უკვე შვიდი წელია რაც დასაქმებული ვარ პნევმატიკიტ (შეკეთება, აპგრეიდი ტუნინგი) მაქვს საკმაოთ კარგი მიღწევები. მოხარული ვიქნები თუ მიპასუხებთ. ღრმა პატივისცემით minchanin.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
Zaxar თუ გადახდა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ელექტრონული ვალუტით მაგ. ემონი, ვებმონი და ა. შ. ნუ webmoney ზესტაფონში კაცმა რაში გამოიყენოს? emoney კიდევ მესმის (ბოლო-ბოლო ლიბერტი ბანკმა იყიდა ეგ სისტემა და აქაური ბანკია რა...), გარდა მაგისა არსებობს აურაცხელი მარტივი მეთოდი, ელექტრონული გადახდებიდან დაწყებული (თავისი საკომისიოთი), დამთავრებული საერთოდ უფასო ნიუანსით. მაგალითად ხსნის რომელიმე ბანკში ანგარიშს, იმას წერს თავის პოსტში, მყიდველი იმავე ბანკის აქაურ ფილიალში შედის და მის ანგარიშზე შეაქვს თანხა (საერთოდ უფასო პროცედურაა), ერთადერთი მოილაპარაკეთ იდენტიფიკატორზე რომ მიხვდეს ვისგან მიიღო თანხა, ამისათვის დანიშნულების ველში ოპერატორს ჩააწერინეთ (ნუ რამდენიმე შესაძლო ვარიაციაა): - თანხის შემოტანა 0808 (ანუ რაღაც ციფრი მიუმატეთ რაც დამკვეთის ნომერი იქნება და მინჩანინი მიხვდება ვის მიერ შემოტანილი თანხაა) - ბალანსის შევსება Zaxar (ანუ რაღაც სიტყვები და ბოლოში ან თავში ნიკი ვისგანაც გაიგზავნა თანხა, მინჩანინი ისევ მიხვდება ვისგან მოვიდა თანხა) ერთადერთი დანიშნულებაში არ დაწეროთ შემდეგი სტრანნი სიტყვები: - გადახდა - დაკვეთა - დეტალის შეძენა და ასე შემდეგ.... ანუ კანონმდებლობით მოქალაქეებს შეუძლიათ ერთმანეთს თანხები ჩაურიცხონ, ეს არაა აკრძალული, თუ ეს გადახდა არ იქნება კომერციისთვის გამოყენებული, ამ შემთხვევაში მინჩანინს მოუწევს საგადასახადოსთან ურთიერთობა, ზედმეტი ხარჯები, სალარო აპარატები და სხვა ქაჯობა, პლიუს კომერციულ შინაარს რომ დაინახავენ ბანკში თვითონ ოპერატორი გეტყვის უარს, არ შეიძლება ასეთი გადარიცხვაო, მაშინ იურიდიულ პირს უნდა გადაურიცხო თანხა და არა ფიზიკურ პირსო. ამიტომაც სიტყვების თამაში მიდის ხოლმე, იგივე ამერიკიდან ჩამომტანი მინი კომპანიებიც მაგ მეთოდებს იყენებენ (ვთქვათ გადახდაში გაწერინებენ - ტრანსპორტირება დ454545) ![]() თვითონ მინჩანინს შეუძლია ანგარიშზე მიაბას ბარათი და გამოიტანოს თანხები ბანკომატიდან, და ინტერნეტ ბანკინგით აკონტროლოს ვისგან და როდის ჩაერიცხა თანხა... საკმაოდ მოხერხებულია, დაჟე ახლა ბანკების ბაზარზე დიდი კონკურენციაა და მგონი პროკრედიტი, ბაზის ბანკი და ნუ რა თქმა უნდა ლიბერტი ბანკი მომხმარებელს ბარათით ბანკომატიდან თანხის განაღდებაში საკომისიოს არ ართმევენ, ეგეც კიდევ ზედმეტი ხარჯებისგან თავის არიდება, შედეგად მინჩანინს ჩაერიცხება ვთქვათ დათქმული 35 ლარი, იმასაც ფულად დასჭირდება, მივა ბანკომატთან და ზუსტად 35 ლარსვე გამოიტანს.. ეგეც თქვენი გადახდის სქემა, როგორც წესი ერთი ბანკის მასშტაბით გადარიცხვები ლამის მომენტალურად 1-2 წუთის განმავლობაში ხდება. ანუ კიდევ ერთხელ ვუმეორებ იმათ ვინც უკუღმართად გაიგო, თუ მინჩანინი გახსნის ანგარიშს სიტყვაზე ლიბერტი ბანკში, და მომხმარებელიც თბილისში იმავე ბანკის ფილიალში მივა და მინჩანინის ანგარიშზე თანხას შეიტანს ეს იქნება ორივესთვის უფასო ანგარიშსწორების მეთოდი... ხოლო თუ ვიღაცას დაეზარება და მიუხედავად იმისა რომ მინჩანინი სიტყვაზე წერს რომ ლიბერტიში გავხსენი ანგარიშიო და თქვენ მიდიხართ თბილისში TBC ბანკში, მაშინ იმისათვის რომ TBC-დან ლიბერტიში გადაირიცხოს თანხა, ამას სჭირდება დრო (ან იმავე დღეს მაგრამ გვიან, ან ყველაზე ხშირად მეორე მესამე დღეს ხდება გადარიცხვა) პლიუს TBC გამოგართმევთ 1 ლარს საკომისიოს იმის გამო რომ სხვა ბანკში რიცხავთ თანხას. გაითვალისწინეთ ეს მხოლოდ TBC-ს ხუშტური არაა, ყველა ბანკში მოხდება 1 ლარის საკომისიოს გადახდა, თუ სხვა ბანკში რიცხავთ თანხას. minchanin როგორც ხედავ ინტერესი დიდია, პოტენციური მომხმარებლები შენს განცხადებაში ხარვეზებს პოულობენ, ამიტომაც მოდი ახალი თემა გახსენი როგროც ზედა პოსტში შემოგთავაზე, და მომხმარებლების მიერ შემოთავაზებული პუნქტებიც გაითვალისწინე (გადახდის მეთოდი, გაგზავნის მეთოდი და ასე შემდეგ).
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2025 - 09:05 AM |
Hosted by Pro-Service |