მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და.... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და.... |
Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი
#1
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და..... ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის. რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ. მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს , მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია. დავიწყეთ.... თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს. თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა , ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას... ბალონების სხვადასხვა ეტაპები მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება , თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს. ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები . მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.
| |
> |
|
|
Jun 15 2012, 08:50 AM
პოსტი
#2
|
||
ვეტერანი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი |
ჰო კიდევ რა აღმოვაჩინე.... ბევრ Crosman-ის ბალონს უკანა მხარეს აქვს რაღაც ხაზები, ნაჭ*ლეტები... თითქოს ღარაც ვინტით არის მოჭერილიო.... დააკვირდით ძირა სურათს,. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ჩანაჭ*ლეტები მარჯვენა ბალონის უკანა ზედაპირზე როგორც გაირკვა ინტერნეტში უსასრულო ქექვისას, კროსმანი ერთერთი იმ მწარმოებელთაგანია, რომელიც ასევთქვათ მომხამრებლის ჯიბეზე ზრუნავს და თან ეკოლოგიაზე, ანუ გამოყენებულ ბალონებს უკან იბარებს ქარხანა და ხელახლა ტენის! ეს რა თქმა უნდა ამცირებს წარმოების ხარჯებს... აღარაა პირველჯერივით ახალი ბალონები მოსაჭრელი, უბრალოდ ივსება არასაკმარისი რაოდენობა, დანარჩენი კი უკვე გამოყენებული ბალონების ხელახმა დატუმბვა და ხელახლა გაყიდვა მიმდინარეობს... ამიტომაცაა ამერიკაში ეს ბალონები ასეთი აიფი რომ ღირს, პრაქტიკულად მხოლოდ co2-ის ფულს იხდი... ამ ერთი შეხედვით ისე რა ფაქტს საკმაოდ კაი შინაარსი აქვს, ანუ თვითონ მწარმოებელიც კი ამ ბალონებს მრავალჯერადად იყენებს, ასე რომ არიქა იქ მეორადია და სახიფათოა... ყოველ შემთხვევაში ჩემთვის საერთოდ ამოვარდა ეს თემა, პლიუს უკრაინლების ტესტი არის კროსმანის ბალონის სტრეს ტესტზე... დეფორმირება ბალონს დაეწყო 350 ატმოსფეროს მერე, რეალურად გახევა... ხაზს ვუსვავ გახევა და არა აფეთქება და ნაწილებად გაფანტვა, მოხდა მიახლოებით 1000 ატმოსფეროზე.... ბალონთან დამჭირხნავი ერთდებოდა სტანდარტული M5 რეზბით. ისეთივეთი რასაც მე ვიყენებ ასე რომ არც პრობკა ამოვარდა 1000 ატმოსფეროზე... გარდა ამისა უნდა ავღნიშნო რომ ბალონი არის, რაღაც არაადეკვატურად პლასტიური ფოლადისგან დამზადებული, მარკის გაგებაში არ ვარ, მაგრამ როგორც კი ოდნავ ბევრს აიღებ რეზეცით ეგრევე ეტყეპება, ეწეპება... მერე ეს დაწეპებული მასა აღარ იჭრება შედეგად იმიტომაც იყო რომ არასწორი ცენტრირებისას ბალონს ბაბთიდან მიგდებდა, ან თუ მყარად იყო ჩამაგრებული, მაშინ ბაბთაშივე ღუნავდა.... ეგეთი საზიზღარი თვისება აქვს AMG მარკის ალუმინს, სადაც ალუმინი უფრო მეტია და დურალის თვისებები არ აქვს, ითხიპნება, იზილება, მოკლედ ვერ დაჭრი ახლა რისთვისაა ეს ეფექტი კარგი... იმისათვის რომ პლასტიური ლითონი არ იმსხვრებავა არამედ ყველაზე კოშმარულ შემთხვევაშიც კი იხევა და არ სკდება, ანუ ერთი მთლიანი დეტალი რჩება და შრაპნელად არ იშლება.... მოკლედ ასეა თუ ისე ეს ბალონები ლამის 10-მაზი მარაგითაა გაკეთებული და .... ახლა რაც შეეხება გუშინდელ შეპირებულ სურათებს: გამზადებულები არიან და ელოდებიან დატენვას ეს კი აწონვა დატენვის წინ... საშუალოდ 35 გრამია თითო ბალონის წონა, ანუ როდესაც დაიტენება +12 გრამი უნდა დაემატოს ამ ბალონებს და უხეშად სადღაც წონა უნდა გახდეს 47 გრამი. ყველაზე მსუბუქი ყველაზე მძიმე gregory ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც კლაპნის ზედაპირი სოლისებური რომ გააკეთო? ან შუაში პატარა ღარი გაუკეთო და აირი უპრობლემოდ შება მაგ ღაროდან? აი არ ვიცი ვნახოთ რა, ჯერ პირველი რას მინდა გავაკეთო ეს არის დატენვა, თუ დაიტენა, ნუ მთავარი პრობლემა მოხსნილი იქნება და მერე უკვე დავიწყებ მაგაზე ფიქრს თუ ეგ პრობლემა გაიჩითება, მაგის შემოწმება კი საკმაოდ მარტივია, უბრალოდ ჩადებ პისტალეტში და ვსიო ბოლო ბოლო ყველაზე მარტივი გამოსავალი არსებობს ასეთი (ნუ ჯერ რაც მომივიდა თავში), ავდგები და წვრილ ხაზს დავიტან კლაპნის ზედაპირზე, ნუ აი ატვიორკისთვის თომ არის, ისეთს მორჩება მაგით პრობლემა... მანდ პრობლემები შეიძLებას კიდევ სხვაც იყოს, მაგალითად შეიძლება კლაპნის სიმაღლე გახდეს დასაპატარავებელი, ნუ ეხლა ზედაპირის სისწორეზეა, მაგრამ თოფში ჩაწებისას თუ ისე მოხდა რომ ნემსი ეგრევე შეეხება კლაპანს შეიძლება ეგრევე გაახსნევინოს თავი, აი ეგ რომ არ მოხდეს შეიძლება 1 მილიმეტრით დასაპატარავებელი გახდეს კლაპნის სიმაღლე.... ნუ კაროჩე ეს ყველაფერი ცალკე ექსპერიმენტია და დატენვის მერე იგეგმება
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:17 AM |
Hosted by Pro-Service |