![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და..... ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა ![]() რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ. მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს ![]() დავიწყეთ.... თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი ![]() ![]() მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები ![]() მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს. თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა ![]() ![]() შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს ![]() ![]() ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას... ![]() ბალონების სხვადასხვა ეტაპები ![]() ![]() მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით ![]() ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს ![]() ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული ![]() მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან ![]() ![]() ![]() ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება ![]() ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები ![]() მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
gigi30 დიახ, დაგეთანხმე, რომ მოწამვლას co იწვევს(მხუთავი აირი, ნახშირჟანგი) და ბევრად საშიშია, ვიდრე "ჩვენი" co2(ნახშირორჟანგი) ნუ ხუთვაში კი ![]() ![]() ![]() ![]() აი რაც შეეხება -3-5 გრადუსს, მოცულობით კამერას და ლულას.... ნუუუ ლულაზე პირდაპირ შემიძლია გითხრა პნევმატიკაშიც და ცეცხლსასროლშიც (ისევე როგორც საფურთხებელ სისტემებში - აი ტიტველი აბორიგენები რომ დადიან ხოლმე და დროტიკებს რომ ისვრიან ხოლმე), მოკლედ ლულის სიგრძე მოქმედებს სიჩქარეზე... რაც მეტია ლულა სიჩქარეც მეტია, რაც უფრო მოკლეა შესაბამისად ნაკლებია. უხეშად შეგიძლია ასე იანგარიშო ხოლმე, ვთქვათ ამა თუ იმ იარაღს აქვს 20 სანტიმეტრიანი ლულა და სიჩქარე აქვს 100 მეტრ წამი, ყოველ 10 სანტიმეტრით დაგრძელებული ლულა კაკ მინიმუმ 1-0 მეტრ წამს მოგიმატებს, ანუ 30 სანტიმეტრიანზე იგივე თოფი გაისვრის 110-ით, 40-იანზე 120-ით და ასე შედმეგ, მაგრამ ეს მაინც ინდივიდუალურია და ცვალებადია იარაღიდან იარაღამდე, ასევე ლულიდან ლულამდე... უხეშად ითვლება ყოველი 10 სანტიმეტრი 10 მეტრ წამის ექვივალენტია, თუმცა ეს აქსიომა არაა და შეიძლება ყოველ 10 სანტიმეტრზე 15 მეტრ წამით გაიზარდოს სიჩქარე... იგივეს დარჩენა არ დაკლება ამ დროს არ განიხილება, ანუ ზრდა აუცილებლად არის, მაგრამ რამდენით ეს უკვე კონკრეტულ მოდელზე და პირობებზეა შესამოწმებელი. აი რაც შეეხება კამერას და 30 ატმოსფეროს... რავიცი რა გითხრა.. აი ჩავატაროთ ამ ზამთარს ექსპერიმენტი და გავიგებთ ![]() შეიძლება ქეც იმოქმედოს დადებითად და შეიძლება, რაცხა სხვა მოხდეს, რავიცი მაინც თხევადი სუბსტანცია გადადის აირადში და ვდრუგ და იმ დიდ მოცულობაში არსებულმაც დაიწყოს თხევად სუბსტანციაში გადასვლა ![]() ![]() პისტალეტში მუშაობისას როდესაც კლაპანი იხსნება - პრაქტუკულად ბალონთან გაქვს პირდაპირი დოსტუპი, მერე მილიწამებში იკეტება კლაპანი... შეიძლება ვცდები, მაგრამ წარმოიდგინე სიტუაცია... გაქვს ახალი ბალონი, გავსებულია თხევადი Co2-ით, ჩადე პისტალეტში და ისვრი ვთქვათ 100 მეტრ წამით...., იმის გამო რომ თხევადი სუბსტანციაა ოხრად, აირადი სუბსტანციისთვის ადგილი არაა.... ასე 40 გასროლის მერე, ნაწილ-ნაწილ თხევადი ცო2 გადადის აირადში და ნელ-ნელა თხევადი სუბსტანციის მოცულობა კლებულობს, ანუ აირად გადაქცეული co2 კაკრაზ მოცულობაში იზრდება და იღებ შენს მიერ ნახსენებ დიდ მოცულობას.... თუ შენ ხარ სწორე, მაშინ ამ დროს პისტალეტმა უფრო დიდი სიჩქარით უნდა დაიწყოს სროლა, ხოლო თუ ჩემი ეჭვებია მართალი და რაც დავაკვირდი, რეალობას, ბალონი როდესაც მინიმუმზე დადის პისტალეტს სიჩქარე აკლდება, ბლოუ-ბექიანს კი გადატენვის ტრაკი აღარ აქვს ხოლმე ![]() ანუ რეალობაში ხრენ ივო ზნაიტ რა იქნება, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე რაცხა სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა თუ სურვილი გაქვს ამ ზამთარს ჩავუჯდეთ და....
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:10 PM |
Hosted by Pro-Service |