გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება
baxuti
პოსტი Apr 11 2012, 04:34 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 10-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,316



10 აპრილს დილის 9.10 სთ-ზე კურიერში გავიდა პატარა რეპორტაჟი რომელშიც ნათქვამია რომ ყველა სახის პნევმატური იარაღი უნდა დაექვემდებაროს გაფორმებას ტარების უფლებით ანუ როგორც სანადირო იარაღი?
თუ იცით ვინმემ რამე დაწერეთ რა
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
gregory
პოსტი May 17 2012, 10:56 AM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 4,801
რეგისტრ.: 2-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi
წევრი №: 237
ქალაქი:თბილისი



ilariona
8 მაისს კი არა 7-ში მოეწერა

ვებგვერდი, 07/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.016699

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.“.
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე;“.
3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს:
ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის:
ა.ა) სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ა.ბ) დამზადებისა და გადაკეთების წესს;
ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ე) ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესს;
ვ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების წესს;
ზ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია.“.
4. მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
5. მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
6. მე-19 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.“;
ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა.“;
გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.“.
7. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას.“.
8. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენისა და აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ;“.
მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
გ.ა) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.გ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;
გ.დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ვ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
გ.ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.ი) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
გ.კ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
გ.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
გ.მ) იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია;
გ.ნ) იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
გ.ო) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;
გ.პ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა;
გ.ჟ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
გ.რ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
გ.ს) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ტ) იარაღის ჩამოწერა;
გ.უ) იარაღის რეესტრის წარმოება;
გ.ფ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
გ.ქ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
გ.ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
გ.ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
გ.შ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა;
გ.ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა;
გ.ც) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა;
გ.ძ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა;
გ.წ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;
გ.ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
გ.ხ) მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება;
გ.ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა;
გ.ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ1) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ2) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ3) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ4) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ5) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა;
გ.ჰ6) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
გ.ჰ7) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;
გ.ჰ8) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
გ.ჰ9) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;
გ.ჰ10) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ11) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ12) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ლ4“, „ლ5“ და „ლ6“ ქვეპუნქტები:
„ლ4) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ5) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ6) ამ მუხლის „ლ4“ და „ლ5“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღების ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;“;
ბ) „მ6“ და „მ7“ ქვეპუნქტები:
„მ6) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;
მ7) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე2) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის, იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“;
ბ) „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი:
„ე3) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
„12. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.
13. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით:
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.“.
მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 და 1822 მუხლები:
„მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 1822. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება
1. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 1821, 1822, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).“.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2012 წლის 24 აპრილი.
№6058-Iს


მაგრამ რად გინდა! ისეთი აბსურდული რამეები წერია რომ ....
მაგალითად:
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე;“.

არადა ეს „გ1“ პუნქტი საერთოდ არარსებობს biggrin.gif

ასეთი უაზრობები მრავლადაა...
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- baxuti   პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება   Apr 11 2012, 04:34 PM
- - gigi30   სილქნეტით ვეძებე დ...   Apr 11 2012, 05:20 PM
- - monadire.   მემგონი გუშინ, ჩემ...   Apr 11 2012, 07:39 PM
- - levanib   http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...04-20...   Apr 11 2012, 09:09 PM
|- - baxuti   ციტატა(levanib @ Apr 11 2012, 10...   Apr 12 2012, 02:28 PM
- - cz80   თემა გადატანილია შ...   Apr 11 2012, 09:33 PM
- - geojorjika   ძალიანაც კარგია, დ...   Apr 11 2012, 09:40 PM
- - sekurifa   კურიერი მაგ დროს ა...   Apr 11 2012, 09:43 PM
- - NASA   გუშინ იყო იმედზე დ...   Apr 11 2012, 10:03 PM
- - ikaaa   ვერ გავიგე? ესეიგი ...   Apr 11 2012, 10:28 PM
- - EnDeL   ikaaa ასაკობრივი შეზ...   Apr 11 2012, 11:08 PM
- - baxuti   ჩემ თოფს ნომერი არ ...   Apr 12 2012, 08:49 AM
- - baxuti   http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ru...04-20...   Apr 12 2012, 09:11 AM
- - kaka8079   baxuti და რას უნდა უყურ...   Apr 12 2012, 10:31 AM
- - Power_VANO   მაგ ლინკზე მარტო ი...   Apr 12 2012, 10:44 AM
- - foxi   ეს ამოგლეჯილი და ყ...   Apr 12 2012, 02:48 PM
- - iorama   და რა პრობლემაა, რო...   Apr 12 2012, 02:56 PM
- - kaka8079   foxi ხალხმა რა ინფორმ...   Apr 12 2012, 03:21 PM
- - foxi   ციტატა(kaka8079 @ 12th April 2012...   Apr 12 2012, 05:43 PM
- - Power_VANO   მოკლედ, როგორც ჩან...   Apr 12 2012, 07:56 PM
- - Power_VANO   რაღაც სტრანნია: http://w...   Apr 12 2012, 08:08 PM
- - Power_VANO   მგონი დავუმუღამე ქ...   Apr 12 2012, 08:21 PM
- - Power_VANO   ჰმ.. 30 მარტის სხდომა...   Apr 12 2012, 08:28 PM
- - Hellados   გაფორმებას რომ შემ...   Apr 12 2012, 08:37 PM
- - Power_VANO   http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=me...04-20...   Apr 12 2012, 08:45 PM
- - ja_ja   Power_VANO ვანოჯან დაწყნ...   Apr 12 2012, 08:50 PM
- - Power_VANO   ja_ja მადლობა ჯა_ჯ, საი...   Apr 12 2012, 08:53 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Apr 12 2012, 08:57 PM
- - Power_VANO   ja_ja აჰაა, გასაგებია ...   Apr 12 2012, 09:06 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Apr 12 2012, 09:18 PM
- - CHICO30   ja_ja ჯაჯა ბიძაჩემია ...   Apr 16 2012, 09:24 PM
- - kaka8079   CHICO30 აბა აუღჭურვიათ ...   Apr 16 2012, 09:33 PM
- - CHICO30   kaka8079 მარტო ქრონოები...   Apr 16 2012, 10:07 PM
- - ja_ja   CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 16th Ap...   Apr 17 2012, 08:51 AM
|- - gela   ციტატა(ja_ja @ Apr 17 2012, 08...   Apr 17 2012, 09:22 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(ja_ja @ Apr 17 2012, 09...   May 5 2012, 08:01 AM
- - CHICO30   ja_ja არა რა ბალისტიკ...   Apr 17 2012, 08:35 PM
- - ja_ja   CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 17th Ap...   Apr 17 2012, 09:00 PM
- - ilariona   foxi koknar geojorjika CHICO30 თქვე...   Apr 18 2012, 10:00 AM
- - gigi30   აქ არანაკლები მომე...   Apr 18 2012, 12:52 PM
- - ilariona   ja_ja norica_dragon თქვენი პოს...   Apr 19 2012, 01:50 AM
- - koknar   მთავრობის საპარლა...   Apr 19 2012, 09:08 AM
- - geojorjika   მდააა , აუფ ეს მოსახ...   Apr 19 2012, 10:53 AM
- - ja_ja   ამონარიდი ციტატას...   Apr 19 2012, 11:11 AM
- - gigi30   კალიბრი? სიმძლავრე...   Apr 19 2012, 03:07 PM
- - ja_ja   gigi30 ნუ პანიკიორობთ   Apr 19 2012, 05:06 PM
- - ilariona   gigi30 შენი ბოლო პოსტი...   Apr 19 2012, 05:33 PM
- - WARNer brother   gigi30 ვინ გითხრა იქ კა...   Apr 19 2012, 06:02 PM
- - CHICO30   ვაა კიდე მაგიჟებს ...   Apr 19 2012, 09:32 PM
- - gigi30   მართალი ხარ: ყიდვა, ...   Apr 19 2012, 09:42 PM
- - ilariona   CHICO30 WARNer brother gigi30 ორჯერ ...   Apr 20 2012, 03:05 AM
- - smekosmeko   მე მაგალითად ძაან ...   May 6 2012, 07:45 AM
- - ikaaa   ჩემი ნათესავი მუშ...   May 11 2012, 09:10 PM
- - ja_ja   ikaaa ციტატა(ikaaa @ 11th May 20...   May 11 2012, 10:22 PM
- - foxi   ikaaa საინტერესო ინფ...   May 11 2012, 10:50 PM
- - ikaaa   მეც ვეღარ გავიგე , ...   May 12 2012, 12:25 AM
- - bazuka   ეგ ნორმა, მანდვე იქ...   May 12 2012, 12:41 AM
- - ja_ja   foxi ikaaa კანონი ძალაშI ...   May 12 2012, 06:02 AM
- - ikaaa   არცერთ მუხლში და ...   May 12 2012, 10:09 AM
- - nihontoman   ikaaa მე მაგალითად არ ...   May 12 2012, 01:31 PM
- - giga_st   საინტერესოა ნორმა ...   May 12 2012, 01:54 PM
- - gregory   nihontoman აი: https://matsne.gov.ge/index.ph...   May 12 2012, 02:17 PM
- - gregory   საოცარი ისაა, რომ ...   May 12 2012, 02:35 PM
- - nihontoman   gregory მადლობა.   May 12 2012, 04:06 PM
- - bazuka   ja_ja როგორს მიხას უყ...   May 12 2012, 10:23 PM
- - ilariona   დღეს დავრეკე მომსა...   May 17 2012, 10:43 AM
- - norica_dragon   ძაან კაი   May 17 2012, 10:53 AM
- - gregory   ilariona 8 მაისს კი არა 7-შ...   May 17 2012, 10:56 AM
- - baxuti   ვერაფერი ვერ გავიგ...   May 17 2012, 04:20 PM
- - foxi   ilariona გაიხარე ინფოს...   May 17 2012, 05:20 PM
- - Lasha1970   გამარჯობათ, ახლა რ...   Nov 20 2012, 10:44 AM
- - foxi   ციტატა(Lasha1970 @ 20th November ...   Nov 20 2012, 10:50 AM
- - Lasha1970   არა ყურმოკრულზე, ა...   Nov 20 2012, 03:35 PM
- - gregory   ჯერჯერობით არა   Nov 20 2012, 04:10 PM
- - nope1993   გაუმარჯოს , ეხლა რა ...   Nov 24 2012, 08:13 PM
- - foxi   nope1993 მაგის პასუხის ...   Nov 24 2012, 09:28 PM
- - ja_ja   nope1993 ციტატა(nope19 @ 24th No...   Nov 24 2012, 10:44 PM
- - LPFan   აირსოფტის იარაგებ...   May 6 2013, 04:11 PM
- - gregory   ჯერჯერობით არაფერ...   May 6 2013, 04:22 PM
- - ja_ja   LPFan გაფორმებით არაფ...   May 6 2013, 05:23 PM
- - kondrate   გამარჯობა-თ! ახა...   Aug 6 2013, 04:46 AM
- - ja_ja   მოკლედ ნუ ჯერ სრაზ...   Aug 6 2013, 09:33 AM
- - geojorjika   ja_ja აუ ჩაუგდე რა კაც...   Aug 6 2013, 12:19 PM
- - WARNer brother   აუ რა ქვეყანაში ვც...   Aug 6 2013, 02:10 PM
- - Axalbeda   პნევმატური იარაღი ...   Aug 6 2013, 02:16 PM
- - gregory   ციტატა(Axalbeda @ 6th August 2013...   Aug 6 2013, 02:20 PM
- - ja_ja   [/quote] Axalbeda ციტატა(Axalbeda ...   Aug 6 2013, 02:31 PM
- - WARNer brother   gregory დიახ ბატონო გრი...   Aug 6 2013, 02:41 PM
- - ja_ja   WARNer brother ციტატა(jjjjkki @ ...   Aug 6 2013, 02:54 PM
- - bazuka   ja_ja კიმარა რა ვერ გე...   Aug 6 2013, 04:03 PM
- - ja_ja   bazuka ბაზუკჯან აბა რ...   Aug 6 2013, 04:12 PM
- - bazuka   ja_ja ხო, ესენი იმათზე ...   Aug 6 2013, 04:23 PM
- - WARNer brother   რაც აქვს ძირითადი ...   Aug 6 2013, 05:27 PM
- - ja_ja   სადღაც აქაც დადო ე...   Aug 6 2013, 06:26 PM
- - WARNer brother   გაიხარე აეუფ მაგა...   Aug 6 2013, 06:54 PM
- - smekosmeko   საბოლოოდ რახდება?ა...   Nov 2 2013, 09:42 AM
- - foxi   ციტატა(smekosmeko @ 2nd November ...   Nov 2 2013, 11:22 AM
- - smekosmeko   ნერვები მომეშალა ა...   Nov 2 2013, 01:22 PM
|- - dato_janashvili   ციტატა(smekosmeko @ Nov 2 2013, 0...   Nov 2 2013, 06:01 PM
- - gregory   ციტატა(smekosmeko @ 2nd November ...   Nov 2 2013, 06:20 PM
8 გვერდი V   1 2 3 > » 


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2025 - 04:51 PM
Hosted by Pro-Service