პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
პნევმატური იარაღის სავალდებულო გაფორმება |
Apr 11 2012, 04:34 PM
პოსტი
#1
|
||
ცნობის მოყვარე ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 10-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,316 |
10 აპრილს დილის 9.10 სთ-ზე კურიერში გავიდა პატარა რეპორტაჟი რომელშიც ნათქვამია რომ ყველა სახის პნევმატური იარაღი უნდა დაექვემდებაროს გაფორმებას ტარების უფლებით ანუ როგორც სანადირო იარაღი? თუ იცით ვინმემ რამე დაწერეთ რა
| |
> |
|
|
May 11 2012, 09:10 PM
პოსტი
#2
|
||
მაძიებელი ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 343 რეგისტრ.: 28-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 1,502 |
ჩემი ნათესავი მუშაობს სააპელაციო სასამართლოში და იქ მიუვიდათ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რისი ამონაბეჭდიც მომიტანა. ეს არის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ეხება პნევმატურ იარაღს. მუხლი 182-ის 1 პუნქტი. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა 1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღია კონფისკაციით. 2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა- გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 3. ტირის, სასროლეთის,სასროლო-სანადირო სტენდისგახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა-გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში- გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა-გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. მუხლი4. ეს კანონი ამოქმედდეს გამიქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის 24 აპრილი. ესეიგი უკვე გასაფორმებლად უნდა გავიქცეთ?
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:40 AM |
Hosted by Pro-Service |