გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Preparing for BR50, ანუ ვემზადებით და ვამოწმებთ
ja_ja
პოსტი Apr 24 2012, 01:27 AM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ვხსნით წიგნს და ავტორისგან ვკითხულობთ:

მოკლედ აგვიტყდა მუსიე ილარიონა გერმანიიდან გინდა თუ არა კვირას შევხვდეთ და შეჯიბრისთვის წინა მოსამზადებელი შეხვედრა ჩავატაროთ რომ პრობლემები ვნახოთ რა გვექნებაო....

რა არ ვითხარით რა არ ვეხვერწეთ არ გვინდათქვა ვერ მოახერხებ გიტლერ იურგენტის ქვეყნიდან ჩამოსვლას მეთქი და სულ შვაინე ხუნდები გვეძახა smile.gif : ჩვენც რა დაგვრჩენოდა და დავნებდით.. ასე ჩაეყარა საფუძველი ამ წინა საჩემპიონატო გასვლას.

ხელმოწერა - Ja_Ja 2012 წლის 23 მარტი.



ყველაფერი დაიწყო ამ პოსტით და მოვედით ამ სტატიამდე.

მაშ ასე მთავარი მიზანი... ხალხის გამოტყუება სახლიდან არყისა და მწვადის მეშვეობით, რომ ვაიძულოთ მინი შეჯიბრში მონაწილეობა, რეალური შეჯიბრი დაგეგმილია მაისში, მაგრამ BR ჩემპიონატს საქართველოში პირველად გატარებთ და რაღაც კურიოზი რომ არ ამოხტეს ატ შეიძლება, ამიტომაც გვინდოდა ჩაგვეტარებინა წინა სავარჯიშო შეხვედრა, მაქსიმალურად მიახლოებული რეალურ პირობებთან რომ გვენახა რა როგრ განვითარდებოდა.

როგორც სჩვევია ქართველ ხალხს, მწვადის სუნზე ყველან გამოყო თავი ბუჩქებიდან biggrin.gif ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ვინც ვერ გაიგებს ამ და სხვა სახალისო ხუმრობებს გთხოვთ ეს გვერდი დატოვოთ უკომენტაროდ smile.gif

მაშ ასე კვირა გათენდა, და ჩემთვის გათენდა საოცრად, მაღვიძარა დავაყენე 7 საათზე რომ არ ჩამძინებოდა, მაგრამ დილის ექვსის ნახევრიდან კვირა დღეს გამთენიას მეზობელს რაცხა საჩხუბარი თემა გაეჩითა, ამას მეორე მეზობელი აყვა და... მოკელდ ვინ დაგაძინა 6 საათიდან ტელეფონს ვუყურებდი როდის გავიდოდა 1 საათი რომ ლოგინში კოტრიალისთვსი მომეღო ბოლო და...მოკლედ სისულეებს ვყვები.

მოვიდა თაზო 8 საათზე გერმანული სიზუსტით, ჩავედი მეც მთელი ჩემი ბარგი ბარხანით, გავუარეთ ტემპლარს, გზად ჩავისვით დავითუსა და გავწიეთ რუსთავისკენ. ამინდიაააა. ნუ ეგეთი ამინდი კაიხანია არ ყოფილა, მზე, მზე, მზე, ნიავიც არ იძვრის... მოკლედ გშურდეს მტერო და გიხაროდეს, აირგანელო smile.gif

რუსთავის ავტო ბაზრობასთან ილარიონას ეკიპაჟმა შეგვახსენა თავი მოვედით სად ხართო... და ჩვენც 2 წუთში იქანე დავერჭეთ smile.gif. სტანდარტული შეხვედრის ადგილი ემოციების ფრქვევა იდეების გაზიარება....

ილარიონას ახალმა სათამაშომ მაგარი ინტერესი გამოიწვია... "დაჟე" იქვე მდგომი ტაქსისტემი მოვიდნენ და ერთი დიდი მცოდნეს ვარიანტშ კითხულობს - რამდენიანია?!, ილია ეკითხება რა? - რამდენი ტყვია ჩადისო? ილოსაც ერთი წამიც არ უფიქრია, ეგრევე აჯახა 10 ტყვიაო smile.gif, შეუბრუნდა ეს ტაქსისტი მეორეს და ეუბნება ხომ გეუბნებოდი, მაგარი სერიოზული შტუკააო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



















ამასობაში სოხას ეკიპაჟიც მოვიდა, და რა თქმა უნდა ბოლოს გამოჩნდა პრეზიდენტი თავისი ურემით smile.gif






სხვათა შორის ამ გასვლაზე ერთი ახალი წევრი შემოგვიერთდა რეალ ცხოვრებაში თან ხელთ ჰქონდა საკმაოდ საინტერესო ახალი ხილი... ნუ ჩვენთვის ახალი ხილი თორემ მსოფლიომ კაი ხანია იცის რომ ევანიქსს აქვს გამოშვებული თოფები smile.gif ნუ ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ვესალმებით ikaa-ს.















დავიშალეთ და ზოგი წავიდა ბაზარში, ზოგი მაღაზიაში, ზოგი ღვინოზე და დავთქვით შესახვედრი ადგილი, ვინც ადრე მივედით რანდევუს წერტილში გადმოვედით მანქანებიდან და ვღლაბუცობდით, ამასობაში კი ცოცხალი არსება გაიჩითა და CZ-ს ყურები მომენტალურად ყალყზე დადგა smile.gif



ასე იყო თუ ისე მივედით სასურველ ადგილზე და ფოქსი გამალებული ეცა ტოტებს ლაიქ ე რემბო! ვო! smile.gif









ნელ-ნელა მოვედით აზრზე და მინი ინსტრუქტაჟის ჩატარება დავაპირეთ რომ ხალხისთვის წესები გამეცნო, ამისათვის კი ერთი დახვრეტილი სამიზნე იყო საჭირო, რა თქმა უნდა დირაკოლის საქმის შესრულება ტავის თავზე ნორიკამ აიო და გვაცვა ჯვარს... ეგ თუ სასროლად დაჯდა მერე ხომ მაგიდიდან ვერ ააყენებ smile.gif







ნუ როგროც ვიდეოში ჩანს, ნორიკა ისვრის, კაკა ახალ წევს აგიჟებს ველური წნევებით, ikaa არ ნებდება და არ იტყუებს თავს, მაგრამ აშკარად იხალისა იმ დღეს ნახა ყველა შესაძლო თოფი, ტყვია სამიზნე და რავიცი, მოკლედ თვითონაც გაგვაცნო თავისი ახალი თოფი და ჩვენც იმედია ახალი ინფორმაცია შევძინეთ smile.gif

ასე იყო თუ ისე ja_ja მასწავლებელმა დაიწყო ახსნა განმარტებიბი.



პატარა ინსტრუქტაჟის მერე ცოტაოდენ მოვსუსტდით ზოგი შეუდგა სამიზნის გასწორებას, ზოგი ოპტიკის მორგებას, ზოგი კი თავისი ახალი სათამაშოს დემონსტრირებას შეუდგა, ზოგიც კი ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ კი შეპ პოვრობას შეუდგა რომ 20-მდე ველად გაჭრილი აირგანელი დამშეული არ ყოფილიყო smile.gif

























მე ამასობაში ბუნებაში შლანგებს დავსდევდი.. ნუ აი იმას რა, კუდია თუ ცხოველი რომ ვერ გაიგებ biggrin.gif, დავინახე კუდი, მარა სანამ მივუახლოვდი და კამერა გავაძრე ქე გასრიალდა სადღაც, სამაგიეროდ ფოთლების შხარუნს მივყევი და ჯამი ვიპოვე სახელად კუ smile.gif



ნუ უკან მობრუნებისას თაზო პოზიორობდა, საჭმელი, კაკა და სხვა... პლიუს ევანიქსის გატესტვის დრო მოვიდა და....






















ბარემ ბოლო დარჩენილ კოლაჟს ჩავაგდებ და... მოკლედ ამის მერე რავარც იქნა ღლაბუცი მორჩა...
ისე ბარემ ხალხს ვაჩვენეთ მედლები რომლებიც იქნება რეალურ შეჯიბრზე მაისში წარდგენილი, ნუ შესაბამისად ბრინჯაო, ვერცხლი და პირველი ადგილის მფლობელი ოქროს მედალს წაიღებს სახლში...




ზედა სურათზე ჩანს როგორ ტარდება ქართლად შეჯიბრი, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს პურის ნაჭერი და ხახვი smile.gif ჩვენ საერთოდ სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ, აპა მსროლელი მშიერი ხომ ისვრის smile.gif, ჰოდა მაგიდაზე ხვდება საკენკი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





და დავიწყეთ შეჯიბრის იმიტაცია.... ჰოოო აქ პრობლემები ამოხტაააა.... ნუ დიდი არაფერი, მაგრამ წვრილმანი არის...












როგორ სულმოუთმელნად ელოდება ხალხი თავის რიგს smile.gif, ოღონდ ჩეროში smile.gif







პრობლემები შემდეგია:

1) პირველი ის რომ მიუხედავად ამდენი ინსტრუქციისა უმეტესობამ არ გაიგო რაზე იყო საუბარი და ჩვენთან ჩვეული ჯგუფების პრინციპით დაიწყო სროლა...
2) რეალურმა პირობებმა გვიჩვენა რომ ჯგუფზე სრულა სულ სხვაა და BR-ის მიზანში სროლა სულ სხვაა smile.gif, ამინდს შეაქვს ცვლილებები სროლაში ისეთი რომააა...
3) პრობლემა აღმოჩნდა გამოტოვებული სამიზნე... ბევრმა მონაწილემ ვერ გაიგო რომ თუ მიზანს ტყვია არ მოხვდა (საუბარია გამოყოფილ კუბიკზე), მაშინ ითვლება რომ მიზანი დაზიანებული არაა, მეც არ ვიცოდი ამ შემთხვევაში რა იყო გასაკეთებელი, რადგანაც არ მოველოდი იმას რომ ხალხი საერთოდ ხელუხლებელ სამიზნე წერტილებს დატოვებდა...
4) რამდენიმე მოხვედრა ართ სამიზნეში, საერთაშორისო წესები საზიზღარია და უმოწყალოა მსროლელის მიმართ, შედეგად ყველაზე ცუდი შედეგი რომელიცაა ის ითვლება რამდენიმე მოხვედრიდან...
5) სამიზნეში 2 ან მეტი ნატყვიარები და ყველა -50 ქულიანი, ანუ ერთი მინუს ქულა მოხვდა, მაგრამ მსროლელი ისევ იგივე მიზანს ესვრის და ისევ მინუს ქულას არტყავს, ამ შემთხვევაში ზედმეტი ტყვიის მორტყმისთვის ჯარიმა ერიცხება... ეს კი გარკვეულ წილად კომფლიქტში მოდის წინა წესთან... მოკლედ ესეც დასაზუსტებელია
6) სამარკაციო ზოლია გასავლები. სადაც ადიდგმება მაგიდები, ირგვლივ შემოღობილი უნდა იყოს და მანქანა იქნება თუ ადამიანი ცეცხლის ხასის გადაკვეთის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, ნუ მინიმუმ მანამდე სანამ ერთი სროლის სესია არ ჩათავდება.
7) რაღაცნაირად მოსაცილებელია გრუზინული ზახოდები, მაგალითად ერთი ადგა წავიდა ხალხი მიზნის მოსახსნელად, და ამასობაშ ვიღაც ეგრევე სკამზე ჯდება და იწყებს სროლას, რომ ეუბნები ნუ შვები... - კაი რა მოხდა, მიზანს ვასწორებო... არ შეიძლება! რომ თქვას მერე წინა მსროლელმა მე სუფთად ვისროლე და ეს ზედმეტი ნატყვიარები რატომა რის ჩემს სამიზნეშიო!!!!
8) თოფები ყველამ უნდა გადადოს გვერდზე, ანუ ვინც ისვრის და მაგიდასთანაა ის ისვრის, დანარჩენს თოფები მიყუდებული უნდა ჰქონდეს, როგროც რეალურ შეჯიბრზეა ხოლმე, აი ასეთ ვარიანტში:


ჩეხეთის და ახალი ზელანდიის ჩემპიონატებზე მინახია საერთოდ ცალკე გაკეთებული სადგამი, ვინც არ ისვრის, იმას თოფი აყუდებული აქვს, ფიცრებისგან გაკეთებულ სადგამზე. ფაქტი ერთს გვიჩვენებს,. ვინ სად როდის და რატომ ისვრის კაცმა არ იცის, ყველა გასროლა შეიძლება საკამათო გახდეს, მითუმეტეს როდესაც სხვის სამიზნეში მოხვედრაზე ჯარიმაა, პლიუს შენ თუ მოარტყი ცუდად მაშინ შენ ზარალდები... მოკლედ ეს რაღაცნაირად ასაკრძალია და გრუზინული თავის მართლება - კაი რა დაგემართა მიზანს ვასწორებ ქაღალდებს არ ვესვრიო, ... ნუ ეს არ უნდა იყოს. მივედით ადგილზე დატენე თოფი მიისროლე და მორჩა დანარჩენი გასწორება მიზანში სროლის დროს, არის მისროლის ზონა და შესაძებელი ულიმიტიდ სროლა.
9) მსაჯის მითითებების მოსმენა და დამორჩილება... ზოგი სროლას ისე იწყებს რომ დრო დანიშნული არაა, ზოგი ისვრის მაშინაც როდესაც მსაჯი მესამედ ყვირის, გაჩერდით, პრობლემაააააა....
10) რიგის გარეშე სროლა - წესებში არის, ნახსენები შესაძლებლობა როდესაც მსროლელს შეუძლია მოითხოვოს მეორეჯერ გამოსვლა, მაგრამ იმის შემდეგ რაც უკვე შედგენილი სია ჩაივლის და ხელმეორედ იქნება შესაძლებელი სროლა./
11) სია თავიდანვეა შესადგენი, მერე აღარ მოსულა აუ მე დავჯდები, ის ჯერ მაინც თოფს ტენის, ხახვზე წავიდა, კუს ეფერება აქლემის გასაწვრთვნელადაა smile.gif და ასე შედმეგ
12) სამიზნეებზე ფერებია მისაბეჭდი, ჯობია 50 თეთრით მეტი გადავიხადოთ და ფერადი სამიზნეები იყოს, მაგალითად ყვითელი ვარდისფერი და ღია მწვანე იყოს განმასხვავებელი ფერი, იმისათვის რომ სხვის სამიზნეში არ ისროლო, შეიძლება შეიღებოს, სამიზნეებს შორის არსებული ზოლები. ან ყველა მსროლელს თვალთვალი უნდა, სხვისი ტყვია რომ მოხვდეს შენს სამიზნეშ მაგას არავინ უყურებს, სხვა თუ შემთხვევით თავისაში არ ისვრის, იმასაც არავინ აქცევს ყურადღებას smile.gif
13) გადაძახილი და სხვისი დახმარება - პატარა ბავშვობაა რა... აუ ჩემი სამიზნე ისეთია რომ არ ჩანს და მიდი ერთი მე ვესვრი და შენ ნახე სად მოვარტყი... სადაა> ზემოთ ვისროლო?! - არ შეიძლება ასეთი რამ. საერთოდ სროლისას სიჩუმე უნდა იყოს, და სხვა მსროლელს ხელს არ უნდა უშლიდე.
14) ხმაური სასროლ ადგილზე, ნუ კაკა ხომ შეუძლებელია გააჩერო და რაიმე სასაცილო არ თქვას თან ხმამაღლა smile.gif გვაქვს ცალკე სასადილო ზონა, თუ შეიძება გადაადგილდით იქეთ საუბრის მსურველებმა და ნიხტ პრობლემო.
15) არ გინდა რა იმერლობა... დაჯექი სასროლად მაშინ ისროლე ბოლომდე... აუ გასწორებული არ მქონდა, მაინც არ ვიღებ მონაწილეობას... არ შეიძლება ასე, დაჯექი დაამთავრე, თორემ 3-4 კაცი დაჯდა ისროლა და ნახევარი სამიზნეები ცარიელი დატოვა სამაგიეროდ დარჩენილებში თითო მიზანში 5-6 ტყვია ისროლა, რატომ?! გეშინიათ ვინმე გიკბენთ, ჩნ მედლები გეკარგებათ თუ რა? ჯერ მოიგეთ ის ჩინ მედალი და მერე იფიქრეთ მის დაკარგვაზე, ხოლო თუ არ გაქვთ შეჯიბრის წინ ეს ჩნები და მედლები რას მორცხვობთ...
16) ქულების სისტემა საბოლოოდ ჩამოსაყალიბებელია ან თითი მიზანშ ყველაზე დიდი ქულაა 100 ქულა და სულ გამოდის 5000 ქულა, ან თითიო მიზანში არის 10 ქულა მაქსიმუმი და მაშინ სულ მაქსიმუმი გამოდის 500 ქულა. ეს საჭიროა იმისათვის რომ „ღ„-ის წესებში პირდაპირაა გაწერილი თუ შეჯიბრზე მსროლელები ვერ ახერხებენ მაქსიმალურად შესაძლებლის 10%-ის ქულების მოგროვებას (მაგალითად 500 ქულის შემთხვევაში მინიმუმ 50 ქულა უნდა გქონდეს დაგროვებული, 5000-ის შემთხვევაში 500, მაშინ ამ შეჯიბრში გამარჯვებული არ გვყავს...) ფაქტია ეს ქულები ჩამოსაყალიბებელია თორემ ზოგიერთმა მინუსებში გასვლა დაიწყეს, ვინ ელოდება 500 ქულას, სასტავმა -300 და -600 ასევე -700 ქულები აიღო პლიუსებში ვერ ამოვიდნენ smile.gif
17) კაი იქნება გადახურული და დიდი სასროლი ადგილი იყოს, რომ ერთდროულად რამდენიმე ისროდეს, ზედმეტი საუბრებიც გაქრება, უცებაც ჩატარდება შეჯიბრი და ყველა ამოისუნთქებს... კაი იქნება რაიმე ამდაგვარი, მაგრამ ეს ოცნებებია sad.gif


ნუ არის კიდევ მელკი მელკი ამბები რომლებიც ასევე დასახვეწია...

მოკლედ ასე იყო თუ ისე რაცხანაირად ჩავამთავრეთ საცდელი სროლები... შედეგები ვავა smile.gif, ნუ ორი გამარჯვებული გვყავს, პირვალდ ცხოვრებაში „„ პირველ ადგილზეა! კაკა, კაკა, კაკა!!!! smile.gif 480 ქულა დააგროვა (ბიჭები ხართ და ხმა ამოიღეთ აბა მარადიორზე smile.gif ) სამაგიეოროდ, სოხამ რა ქნა არ ვიცი რა, ეს კაცი საწინააღმდეგო გამარჯვებულია smile.gif, მინუს 720 ქულა დააგროვა smile.gif... ხვალ გადავიღებ სამიზნეების სურათებს და მაგათაც დავყრი, თუმცა რაღაც ხვალ ბარემ დრეს, ოღონდ რომ გათენდება და გავიღვიძებ მერე, ახლა ნეტა ეს დამადებინა smile.gif

პარალელურად მიმდინარეობა სამზარეულოში მუშაობა... სხვათაშრის ცუდი ისაა რომ სამზარეულოში ჩართულმა ხალხმა და სამზარეუოსთან შეკრებილებმა საერთოდ გადაწყვიტეს ზაბასტოვკის გამოცხადება და შეჯიბრში მონაწილეობა არ მიითეს... რატომ?.









მსუნაგი გამოჭერილი ფაქტებზე smile.gif






















ძირითადი შეჯიბრის დამთავრების მერე, და სანამ საჭმელ სასმელი მზადდებოდა, ხალხმა ტურნირს შემდგომი შეჯიბრობანა დაიწყეს... ნუ ახლა ნორიკას რა გააჩერებდა წინაზე ჩემპიონი კაცი იყო და ახლა მინუს 300 ქულა დააგროვა, რა მოასვენებდა მაგას, არც საჭმელი უნდოდა და არც სასმელი, მაიტა ნასოსი თოფი უნდა დავბერო!







ნუ პლიუს მწვადებიც შუშხუნებენ....





შედმეგ კი დაიწყო ყველა ქართველისთვის საყვარელი პროცესი, მაგრამ დაიწყო გერმანელი ლიოჩიკის გაღვიძებით smile.gif



აქვე გამოჩნდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოყოფილი პრეზიდენტიც..., მარა ცოტახანში ასევე დამოუკიდებლობა იორამამ გამოაცხადა, ოღონდ მაგას სკამი აღარ შეხვდა, პრეზიდენტმა თქვა აგი ტახტი მე მინდაო და....



თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტს, ტახტი მძინარე მზეთუნახავმა წაართვა... მოკლედ გარდამავალი სკამია... ტფუი... ტახტი კაცი ტახტი smile.gif



ნუ დანარჩენებმა გავაგრძელთ საკუთარი თავის გამოკვებაზე ზრუნვა... სხვათაშორის როდესაც მაღაზიაში იყვნენ პროვიზიის შესაძენად... ნუ მოკელდ იმდენი რამ იყიდეს, რომ ბონუსები დაუწესა მაღაზიამ.... რა ეყიდათ რა ეყიდათ ბონუსად და იყიდეს სასმელები... იმდენი სასმელი იყიდეს რომ კიდევ ბუნუსმა მოუწიათ, ამასობაში მანქანაში აღარაფერი აღარ ეტევა არადა დასახარჯია ფული smile.gif ჰოდა შეიძინეს ისეთი რამ რაც არცერთ ევროპა ამერიკულ შეჯიბრზე არავის არ უნახავს smile.gif



ნუ სუფრა სუფრა სუფრა და სუფრა...



შედმეგ ნაწილი გამოვეყავით სუფრას და წავიდა პლინკაობა







სხვათა შორის ტყეში მომსახურე პერსონალიც ეძრობა კაცო! აპაააა



კტო ეტოტ პასტრადავში, ატკუდა ონ ვზიალსა... ისე ნაბეღლავი კი დაგვილია ჩუმათ და smile.gif

შედმეგ გერმანელმა ლიოტჩიკმაც გაიღვიძაბევრი ხვრინვის შემდეგ და გვაჩვენა პლინკის კლასი, ხელიდან 150 მეტრში ბოთლების მოხსნა!









ნუ ბოლოს რა თქმა უნდა ყველასათვის საყვარელი ოფროუდი




ბოლოს კი რა თქმა უნდა ალაგება, მილაგება, ნაგვის წამოღება,. აშლა და დამშვიდობება













აუფფფ... სამის ნახევარია ბლინ smile.gif, მგონი მოვრჩი, მოკლედ გამოვაქვეყნე აგი ახლა მე და წავედი დევიძინე თორემ ვავა smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ReMiNgToN
პოსტი Apr 24 2012, 04:38 PM
პოსტი #2


მსროლელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 945
რეგისტრ.: 24-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 464



საღოლ ბიჭები მაგარი დრო გიტარებიათ, რაც შეეხება ჩემს არ ყოფნას,ეს კვირაც და მერე სულ მეცლება ხოლმე თქვენთან ერთად დროს ტარებისთვის
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   Preparing for BR50   Apr 24 2012, 01:27 AM
- - monadire.   ვააა, საღოლ ჩვენა, მ...   Apr 24 2012, 07:36 AM
- - norica_dragon   საღოლ ჯაჯ მაგარი ხ...   Apr 24 2012, 09:41 AM
- - ganja1981   საღოლ ბიჭები შემდე...   Apr 24 2012, 10:15 AM
- - gregory   ჯიგრული დროსტარებ...   Apr 24 2012, 11:28 AM
- - ilariona   ვახ რა მაგარი დრო ვ...   Apr 24 2012, 12:17 PM
- - name   ჯაჯა როგორც ყოველთ...   Apr 24 2012, 02:06 PM
- - geojorjika   ja_ja მალაძეც რა , ფორმ...   Apr 24 2012, 02:31 PM
- - ReMiNgToN   საღოლ ბიჭები მაგარ...   Apr 24 2012, 04:38 PM
- - beqa   ჯაჯა შეჯიბრის წესე...   Apr 24 2012, 05:19 PM
- - ikaaa   5+ით ჯა-ჯას, ყოჩაღ მ...   Apr 24 2012, 06:47 PM
- - iuza   მალადეც რა მშურს თ...   Apr 24 2012, 07:36 PM
- - bazuka   ყველაფერი მშვენიე...   Apr 24 2012, 07:38 PM
- - ilariona   bazuka ეგაა რაც არის   Apr 24 2012, 08:44 PM
- - mano   მალადეც დძმებო, მა...   Apr 24 2012, 09:19 PM
- - Davitus   თურმე რა კარგად გა...   Apr 24 2012, 09:57 PM
- - feroni   კარგები ხართ ბიჭებ...   Apr 24 2012, 11:50 PM
- - daviti   ეხ რა შეკრება გავმ...   Apr 25 2012, 10:22 AM
- - TAMPLIER   ესეიგი ნაკლებს არც...   Apr 25 2012, 12:37 PM
- - monadire.   კი მაქვს ვიდიუებიც...   Apr 25 2012, 07:13 PM
- - norica_dragon   RE: Preparing for BR50   Apr 26 2012, 10:30 AM
- - ja_ja   დადო ახლა სურათი ზ...   Apr 26 2012, 10:33 AM
- - cz80   ციტატა(ja_ja @ 26th April 2012 ...   Apr 26 2012, 10:53 AM
- - ja_ja   cz80 არა ეგ მართლა გა...   Apr 26 2012, 01:38 PM
- - norica_dragon   არა რა 600 ტყვია, ეს პ...   Apr 26 2012, 01:50 PM
- - kaka8079   norica_dragon ეს თუ პირველი...   Apr 26 2012, 02:35 PM
- - ja_ja   მოკლედ აგერაა სურა...   Apr 26 2012, 09:11 PM
- - ilariona   კაციშვილმა სროლა ა...   Apr 27 2012, 12:27 PM
|- - norica_dragon   ციტატა(ilariona @ Apr 27 2012, 01...   Apr 27 2012, 01:51 PM
- - ja_ja   ilariona ვინ გითხრა? მინ...   Apr 27 2012, 01:56 PM
- - ilariona   ja_ja იმ ოთხი კაცის სა...   Apr 27 2012, 02:10 PM
- - norica_dragon   ჯაჯ ჩემი ბოლო შედე...   Apr 27 2012, 02:13 PM
- - ilariona   50*50-ზე =2500-ს 1700-ი 2500-ში ა...   Apr 27 2012, 02:18 PM
- - norica_dragon   აუ მე მაგარ მუღამშ...   Apr 27 2012, 02:37 PM
- - name   თქვენ კიდე ხო მარა ...   Apr 27 2012, 03:20 PM
- - ja_ja   name ციტატა(name @ 27th April 20...   Apr 27 2012, 03:47 PM
- - norica_dragon   ერთი წავარიშებაც ა...   Apr 28 2012, 02:39 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 27th ...   Apr 28 2012, 04:53 PM
- - davil   არ გვაწყენდა მგონი...   Apr 28 2012, 07:58 PM
- - gregory   ციტატა(davil @ 28th April 2012 ...   Apr 28 2012, 08:03 PM
- - ja_ja   ოხ თქვე მოვარჯიშეე...   Apr 28 2012, 08:24 PM
- - cz80   ციტატა(davil @ 28th April 2012 ...   Apr 28 2012, 08:32 PM
- - kaka8079   აბა როდის იქნება მ...   Apr 28 2012, 08:49 PM
- - ilariona   ja_ja უიი მე მეგონა მა...   Apr 28 2012, 10:16 PM
- - ja_ja   მოკლედ ახლა დილიდა...   Apr 29 2012, 08:52 AM
- - ja_ja   აუ მაგრად მომწონს ...   Apr 29 2012, 08:58 AM
- - ja_ja   ჰო ასევე საორგანიზ...   Apr 29 2012, 09:25 AM
- - ja_ja   ვიპოვე ქარის საზომ...   Apr 29 2012, 08:18 PM
- - geojorjika   ja_ja რა იყო სინოპტიკ...   Apr 30 2012, 08:10 AM
- - ja_ja   geojorjika უი შე კუკუ შენ...   Apr 30 2012, 09:47 AM
- - geojorjika   ja_ja ეხლა ერთი ადგილ...   May 1 2012, 03:45 PM
- - ja_ja   geojorjika შენა მართლა ვე...   May 1 2012, 07:57 PM
- - ilariona   geojorjika ja_ja მორჩით ახლა...   May 1 2012, 09:03 PM
- - geojorjika   ja_ja კაო მე რაც დავდე ...   May 1 2012, 09:11 PM
- - koknar   ja_ja შენ რაც დადე მაგ ...   May 1 2012, 09:11 PM
- - Power_VANO   koknar ნწუ, კუდის მიმარ...   May 4 2012, 07:20 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 4...   May 4 2012, 08:06 PM
- - Davitus   ციტატა(ja_ja @ 4th May 2012 ...   May 5 2012, 12:00 AM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 5th May...   May 5 2012, 07:40 AM
- - koknar   Power_VANO მე სიჩქარეზე გ...   May 5 2012, 09:28 AM
- - doctor   ვინმეს შეგიძლიათ ა...   May 5 2012, 02:29 PM
- - ja_ja   doctor და რაფერ მოგაწო...   May 5 2012, 05:27 PM
- - doctor   ja_ja ციტატა(ja_ja @ 5th May 201...   May 5 2012, 05:38 PM
- - ja_ja   კაი გავამზადებ და ...   May 5 2012, 07:42 PM
- - ganja1981   თუ შეიძლება სადმე ...   May 7 2012, 10:45 AM
- - ja_ja   ganja1981 დოქტორსაც უნდ...   May 7 2012, 11:57 AM
|- - ganja1981   ციტატა(ja_ja @ May 7 2012, 12...   May 10 2012, 10:07 AM
- - Power_VANO   სასროლი ადგილები რ...   May 10 2012, 01:13 PM
- - ilariona   ციტატასასროლი ადგ...   May 10 2012, 01:16 PM
- - Power_VANO   ilariona ოკ, მადლობა   May 10 2012, 01:59 PM
- - gregory   პრიზებზე რა ხდება? ...   May 10 2012, 03:23 PM
- - ilariona   gregory პრიზებზე: ამ ეტ...   May 10 2012, 03:37 PM
- - ja_ja   მოკლედ ხალხნო ბოდი...   May 10 2012, 08:23 PM
- - Power_VANO   ja_ja ჯა_ჯ, A3-იც შეგიძლი...   May 10 2012, 08:25 PM
- - ilariona   ja_ja ვახ კაი საქმე კი...   May 10 2012, 08:38 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   May 11 2012, 07:12 AM
- - ilariona   მე ევროპელი ვარ 25 ...   May 11 2012, 08:12 AM
- - Power_VANO   მე მგონი ევროპული ...   May 11 2012, 08:57 AM
- - norica_dragon   ჩემთვის სულერთია ...   May 11 2012, 01:31 PM
- - feroni   25 მეტრი არ უნდა იყო...   May 11 2012, 03:03 PM
- - ja_ja   ხალხნო აქ ერთერთ თ...   May 11 2012, 04:11 PM
- - ilariona   ja_ja გიო, გამოკითხვი...   May 11 2012, 04:52 PM
- - norica_dragon   მაგრამ 50 მეტრი მაინ...   May 11 2012, 04:56 PM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 11th ...   May 11 2012, 05:00 PM
- - ja_ja   ilariona მოკლედ გადაიდო...   May 11 2012, 05:20 PM
- - ilariona   ja_ja ოკ, ხვალ მაშინ ა...   May 11 2012, 05:26 PM
- - ja_ja   მოკელდ ჩამოვაწიკწ...   May 12 2012, 11:52 PM
- - koknar   ja_ja დაბერვა ხო შეიძ...   May 13 2012, 11:26 AM
- - ilariona   koknar კი შეიძლება, მა...   May 13 2012, 11:38 AM
- - Power_VANO   ilariona ციტატა(ilariona @ 12th ...   May 13 2012, 10:12 PM
- - ilariona   ჩამოვიდა ბრ-ისთვის...   May 14 2012, 10:36 AM
- - TAMPLIER   ვაიმე უფროსო რამხე...   May 14 2012, 10:41 AM
- - ja_ja   ilariona ოო დას ისტ კლაი...   May 14 2012, 10:42 AM
- - Power_VANO   ja_ja ჰოო, ეტყობა ლინკ...   May 14 2012, 01:55 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   May 14 2012, 02:16 PM
- - ilariona   ციტატარაც შეეხება ...   May 14 2012, 02:40 PM
- - Power_VANO   ჰოო გუშინ ავაწყვე ...   May 16 2012, 11:15 AM
- - gregory   Power_VANO ბარემ სურათიც ...   May 16 2012, 03:40 PM
- - Power_VANO   დღეს დავდებ სურათე...   May 16 2012, 04:08 PM
- - ilariona   აი დღესაა ახალციხე...   May 16 2012, 05:01 PM
2 გვერდი V   1 2 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 06:22 PM
Hosted by Pro-Service