გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> სპორტული დანიშნულების ზ.დ.პ.
sekurifa
პოსტი Apr 2 2012, 05:03 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,736
რეგისტრ.: 10-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 628



ძალიან ვწუხვარ რომ ჯერჯერობით აქ არ ყოფილა ამდაგვარი ზ.დ.პ.- ეს განხილვა თავისი ნიუანსებით და ფოტო მასალით. თუ ვინმეს გაქვათ თხოვნა იქნება არ დაიზაროთ და გაგვიზიაროთ მათზე შდაბეჭდილებები.

მე ქაღალდზე სპორტული სროლა ნაკლებად მიტაცებდა (დღემდე!!!) დღეს კი ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, რადგან დღეს შეხება მქონდა გერმანულ სპორტულ თოფთან Haenel Suhl 312 - თან.


ნუ მოკლედ დამაინტერესა რა მუღამი ქონდა სპორტულ 10 მეტრიან სროლას ხელიდან. თოფი ხელში ზის რაღაც სასიამოვნოდ,წონაც რაღაც ისეთი ქონდა რომ სწორ სპორტულ პოზიციაში შეშდებოდა რაღაცნაირად.გადავტენე,შევაცუ
რე ლულაში ჯიესბე და მივყევი ყველა იმ ინსტრუქციას რისი გაკეთებაც აუცილებელია ამის მერე. (სტოიკა,მიზნის ამოყვანა და სუნთქვა)

შევაჩერე თუ არა გამოსუნთქვისას ჰაერი, ჩამოწვა სასიამონო პაუზა. სადღაც 5-6 წამი თოფი გაქვავდა ხელში. უცებ სიცილი ამიტყდა რამე ჯადოქრობა ხომარ ხდება მეთქი biggrin.gif
ჩამოვწიე თოფი,დავასვენე ხელი და გავიმეორე იგივე.ახლა უკვე იმ 5 წამიან პაუზაში სასხლეტი მოვწიე ნელ-ნელა და გავისროლე.

გასროლა იყო მინიმალური უკუცემით,სასხლეტი ურბილესი და უსასწაულესი (ყოველშემთხვევაში ჩემთვის biggrin.gif ) ტყვია პირდაპირ ცენტრში დაჯდა. არ მოვიტყუები და მე ჯერ გასროლიდან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია არასდროს. მართალია 10 მეტრი იყო მარა მთელი ეს პროცედურა ისეთი სასიამოვნო იყო და აზარტული რომ არვიცი მოკლეთ როგორ ავღწერო. (წარმომიდგენია პცპ რა იქნება biggrin.gif )

ის რასაც ჩემი დატუნინგებული მურკა და ჰასტანი აკეთებდა ოპტიკით თანაც ჩამოყრდნობით და ჩამოჯდომით,ეს ყველაფერი ხელიდან გააკეთა ამ ცისფერსისხლიანმა Haenel Suhl 312 - მა. 15 მილიმეტრიან რადიუსში წავიდა სუყველა ტყვია ხოლო დამჯდარი და გაშეშებული ხო ვაბშე სასწაულს იზამს ალბათ.თანაც თოფი იყო მოუვლელი და ჟანგმოკიდებული.

ახლა ვზივარ და ისევ იმ განცდაზე ვფიქრობ რაც სროლის დროს განვიცადე. მაგარია რა ძააან მაგარი ქაღალდზე სპორტული სროლა! აუცილებლად შევიძენ მომავალში ასეთი ტიპის სპორტულ თოფს.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
STIG
პოსტი Apr 4 2012, 08:21 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 13-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 287





რამდენიმე დღის წინ ხელში ჩამივარდა ლეგენდარული ფაინვერქბაუს მოდელი 65. იარაღი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იმყოფება. დღეს ტირში გავტესტე და ბებრის კვალობაზე თითქმის იდეალური შედეგი აჩვენა. უარესი შედეგი უკვე მსროლელის ბრალი იყო. უკვე წელიწადზე მეტია პისტოლეტიდან აღარ მისვრია და ნელ-ნელა ვიხსენებდი ყველაფერს.



ამ მოდელის წარმოების პერიოდია 1964-1998 წლები. ჩემი პისტოლეტს არაფერი მოყოლია და ამიტომ მწარმოებელს მივწერე სერიული ნომერი გამოშვების თარიღის გასარკვევად. პასუხიც კულტურულმა გერმანელებმა გამართული წერილით მეორე დღესვე მომწერეს - როგორც აღმოჩნდა 1985 წლის თებერვალში გამოუშვეს ჩემი ნიმუში.



ტექნიკური მონაცემები:
მწარმოებელი: Feinwerkbau Westinger & Altenburger (ობერნდორფი - ლეგენდარული მაუზერის და სხვათა სამშობლო. მეტსახელად გერმანიის იარაღის სამჭედლო. აქ იწარმოება დღემდე ასევე ვალტერი და ჰეკლერ კოხი)
სისტემა: ზამაბარდგუშიანი, იტენება გვერდითი (მარცხენა) ბერკეტის მოჭიმვით
საწყისი სიჩქარე: 125-130 მ/წმ
კალიბრი: 4,5 (.177)
სიგრძე: დაახ. 390 მმ
სიმაღლე: დაახ. 140 მმ
წონა: დაახ. 1200 გრ
ლულა: 190 მმ, 12 ზოლიანი
სასხლეტი: რეგულირებადი მატჩ სვლა და დაწოლის ძალა
სასხლეტზე დაწოლა: 500-1360 გრ
სახელური: კაკლის 1970 წელს მისი ფასი 335 მარკას შეადგენდა.



ეს იარაღი საბჭოთა კავშირში ბლომად შემოდიოდა და დღესაც რუსეთსი და უკრაინაშიც ბევრს შეხვდებით. დიდი ხნის წარმოების პერიოდი განაპირობა იმან, რომ იარაღი არის ფაქტიურად გაუფუჭებელი. რუსები და გერმანელები მას საშვილიშვილო უარაღად აღიარებენ. მწარმოებელი მანუალში წერს, რომ ამ იარაღი არის ძალზე გამძლე, გააჩნია დიდი რესურსი და რთული მექანიზმის მიუხედავათ მარტივი მოსავლელი - 100 წლიანი მუშაობის რესურსი აქვს.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- sekurifa   სპორტული დანიშნულების ზ.დ.პ.   Apr 2 2012, 05:03 PM
- - ja_ja   სპორტული ზ.დ.პ იქნე...   Apr 2 2012, 05:33 PM
- - CHICO30   სეკურ ის მაინც ჩაგ...   Apr 2 2012, 07:05 PM
- - sekurifa   ციტატა(CHICO30 @ 2nd April 2012 ...   Apr 2 2012, 07:25 PM
- - minchanin   გამარჯობათ,მე მაქვ...   Apr 2 2012, 08:04 PM
- - CHICO30   minchanin სურათებიც რომ ...   Apr 2 2012, 08:31 PM
- - minchanin   დიდ ბოდიშს ვიხდი, შ...   Apr 2 2012, 09:41 PM
- - ja_ja   minchanin ციტატა(minchanin @ 2nd...   Apr 2 2012, 09:43 PM
- - foxi   minchanin ყოჩაღი ბიჭი ყო...   Apr 2 2012, 11:17 PM
- - STIG   რამდენიმე დღის წინ...   Apr 4 2012, 08:21 PM
- - Davitus   STIG ძალიან მომწონს ...   Apr 5 2012, 01:58 AM
- - ja_ja   STIG არ გინდა ცალკე გ...   Apr 5 2012, 09:02 AM
- - WARNer brother   STIG გილოცავ გილოცავ ...   Apr 5 2012, 06:20 PM
- - dushura   საკმაოდ სასიამოვნ...   Apr 22 2012, 07:56 AM
- - iduka   გამარჯობათ. მეც შე...   Apr 24 2012, 10:27 AM
- - ja_ja   iduka ციტატა(iduka @ 24th April ...   Apr 24 2012, 12:03 PM
- - iduka   ja_ja სამიწელია რაც ს...   Apr 24 2012, 08:42 PM
- - CHICO30   iduka რაღა უნდა მოვიფ...   Apr 25 2012, 12:21 AM
- - cz80   ციტატა(CHICO30 @ 25th April 2012 ...   Apr 25 2012, 12:25 AM
- - CHICO30   აააა. პროსტო თემა ზ...   Apr 25 2012, 12:27 AM
- - CHICO30   და ეს ბაიკალ ცმ2 ვერ...   Apr 25 2012, 12:46 AM
|- - dzvelo   ციტატა(CHICO30 @ Apr 25 2012, 01...   Jul 24 2012, 08:21 PM
- - ja_ja   dzvelo ისევ არქეოლოგი...   Jul 24 2012, 09:56 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 04:11 AM
Hosted by Pro-Service