მე ქაღალდზე სპორტული სროლა ნაკლებად მიტაცებდა (დღემდე!!!) დღეს კი ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, რადგან დღეს შეხება მქონდა გერმანულ სპორტულ თოფთან Haenel Suhl 312 - თან.

ნუ მოკლედ დამაინტერესა რა მუღამი ქონდა სპორტულ 10 მეტრიან სროლას ხელიდან. თოფი ხელში ზის რაღაც სასიამოვნოდ,წონაც რაღაც ისეთი ქონდა რომ სწორ სპორტულ პოზიციაში შეშდებოდა რაღაცნაირად.გადავტენე,შევაცუ
რე ლულაში ჯიესბე და მივყევი ყველა იმ ინსტრუქციას რისი გაკეთებაც აუცილებელია ამის მერე. (სტოიკა,მიზნის ამოყვანა და სუნთქვა)
შევაჩერე თუ არა გამოსუნთქვისას ჰაერი, ჩამოწვა სასიამონო პაუზა. სადღაც 5-6 წამი თოფი გაქვავდა ხელში. უცებ სიცილი ამიტყდა რამე ჯადოქრობა ხომარ ხდება მეთქი

ჩამოვწიე თოფი,დავასვენე ხელი და გავიმეორე იგივე.ახლა უკვე იმ 5 წამიან პაუზაში სასხლეტი მოვწიე ნელ-ნელა და გავისროლე.
გასროლა იყო მინიმალური უკუცემით,სასხლეტი ურბილესი და უსასწაულესი (ყოველშემთხვევაში ჩემთვის


ის რასაც ჩემი დატუნინგებული მურკა და ჰასტანი აკეთებდა ოპტიკით თანაც ჩამოყრდნობით და ჩამოჯდომით,ეს ყველაფერი ხელიდან გააკეთა ამ ცისფერსისხლიანმა Haenel Suhl 312 - მა. 15 მილიმეტრიან რადიუსში წავიდა სუყველა ტყვია ხოლო დამჯდარი და გაშეშებული ხო ვაბშე სასწაულს იზამს ალბათ.თანაც თოფი იყო მოუვლელი და ჟანგმოკიდებული.
ახლა ვზივარ და ისევ იმ განცდაზე ვფიქრობ რაც სროლის დროს განვიცადე. მაგარია რა ძააან მაგარი ქაღალდზე სპორტული სროლა! აუცილებლად შევიძენ მომავალში ასეთი ტიპის სპორტულ თოფს.