![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 ![]() |
ძალიან ვწუხვარ რომ ჯერჯერობით აქ არ ყოფილა ამდაგვარი ზ.დ.პ.- ეს განხილვა თავისი ნიუანსებით და ფოტო მასალით. თუ ვინმეს გაქვათ თხოვნა იქნება არ დაიზაროთ და გაგვიზიაროთ მათზე შდაბეჭდილებები. მე ქაღალდზე სპორტული სროლა ნაკლებად მიტაცებდა (დღემდე!!!) დღეს კი ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, რადგან დღეს შეხება მქონდა გერმანულ სპორტულ თოფთან Haenel Suhl 312 - თან. ![]() ნუ მოკლედ დამაინტერესა რა მუღამი ქონდა სპორტულ 10 მეტრიან სროლას ხელიდან. თოფი ხელში ზის რაღაც სასიამოვნოდ,წონაც რაღაც ისეთი ქონდა რომ სწორ სპორტულ პოზიციაში შეშდებოდა რაღაცნაირად.გადავტენე,შევაცუ რე ლულაში ჯიესბე და მივყევი ყველა იმ ინსტრუქციას რისი გაკეთებაც აუცილებელია ამის მერე. (სტოიკა,მიზნის ამოყვანა და სუნთქვა) შევაჩერე თუ არა გამოსუნთქვისას ჰაერი, ჩამოწვა სასიამონო პაუზა. სადღაც 5-6 წამი თოფი გაქვავდა ხელში. უცებ სიცილი ამიტყდა რამე ჯადოქრობა ხომარ ხდება მეთქი ![]() ჩამოვწიე თოფი,დავასვენე ხელი და გავიმეორე იგივე.ახლა უკვე იმ 5 წამიან პაუზაში სასხლეტი მოვწიე ნელ-ნელა და გავისროლე. გასროლა იყო მინიმალური უკუცემით,სასხლეტი ურბილესი და უსასწაულესი (ყოველშემთხვევაში ჩემთვის ![]() ![]() ის რასაც ჩემი დატუნინგებული მურკა და ჰასტანი აკეთებდა ოპტიკით თანაც ჩამოყრდნობით და ჩამოჯდომით,ეს ყველაფერი ხელიდან გააკეთა ამ ცისფერსისხლიანმა Haenel Suhl 312 - მა. 15 მილიმეტრიან რადიუსში წავიდა სუყველა ტყვია ხოლო დამჯდარი და გაშეშებული ხო ვაბშე სასწაულს იზამს ალბათ.თანაც თოფი იყო მოუვლელი და ჟანგმოკიდებული. ახლა ვზივარ და ისევ იმ განცდაზე ვფიქრობ რაც სროლის დროს განვიცადე. მაგარია რა ძააან მაგარი ქაღალდზე სპორტული სროლა! აუცილებლად შევიძენ მომავალში ასეთი ტიპის სპორტულ თოფს.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
დიდ ბოდიშს ვიხდი, შევამჩნიე რომ გამომრჩენია /ალბათ ეს უკვე ასაკობრივია/. განსხვავება ზულ-312 - სა და ანშუტს შორის კიდევ არის ის რომ ანშუტსის კომპრესიული აგრეგატი ''სალასკებზეა,'' ვიბრაციისა და უკუცემის შემცირების მიზნით, ხოლო ზულის მათ გარეშე მყარად დამაგრებული კონდახზე. გარდა ამისა ანშუტსის კონდახი სამფენიანია, ხოლო ზულის კი ერთფენიანი მასალისგანაა დამზადებული. ზულის დგუშის დიამეტრი 24მმ-ია, ''მანჟეტა'' ტყავის, ''ნარეზები'' -12 /მგონი არ ვცდები/, კომპრესორის მოცულობა 36 კუბ. სმ. მე ამ ორი პოსტის გაერთიანებას ვერ შევძლებ, ამიტომ ადმინს ვთხოვ, რა თქმა უნდა თუ ისიც ჩათვლის საჭიროდ, გააერთიანოს ეს ორი პოსტი. რაც შეეხება სურათებს, სამწუხაროდ გარდა საერთო სურათისა, მეტი სურათები ამ თოფზე, და მით უმეტეს მის ნაწილებზე არ გამაჩნია.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 12:21 AM |
Hosted by Pro-Service |