![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,736 რეგისტრ.: 10-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 628 ![]() |
ძალიან ვწუხვარ რომ ჯერჯერობით აქ არ ყოფილა ამდაგვარი ზ.დ.პ.- ეს განხილვა თავისი ნიუანსებით და ფოტო მასალით. თუ ვინმეს გაქვათ თხოვნა იქნება არ დაიზაროთ და გაგვიზიაროთ მათზე შდაბეჭდილებები. მე ქაღალდზე სპორტული სროლა ნაკლებად მიტაცებდა (დღემდე!!!) დღეს კი ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, რადგან დღეს შეხება მქონდა გერმანულ სპორტულ თოფთან Haenel Suhl 312 - თან. ![]() ნუ მოკლედ დამაინტერესა რა მუღამი ქონდა სპორტულ 10 მეტრიან სროლას ხელიდან. თოფი ხელში ზის რაღაც სასიამოვნოდ,წონაც რაღაც ისეთი ქონდა რომ სწორ სპორტულ პოზიციაში შეშდებოდა რაღაცნაირად.გადავტენე,შევაცუ რე ლულაში ჯიესბე და მივყევი ყველა იმ ინსტრუქციას რისი გაკეთებაც აუცილებელია ამის მერე. (სტოიკა,მიზნის ამოყვანა და სუნთქვა) შევაჩერე თუ არა გამოსუნთქვისას ჰაერი, ჩამოწვა სასიამონო პაუზა. სადღაც 5-6 წამი თოფი გაქვავდა ხელში. უცებ სიცილი ამიტყდა რამე ჯადოქრობა ხომარ ხდება მეთქი ![]() ჩამოვწიე თოფი,დავასვენე ხელი და გავიმეორე იგივე.ახლა უკვე იმ 5 წამიან პაუზაში სასხლეტი მოვწიე ნელ-ნელა და გავისროლე. გასროლა იყო მინიმალური უკუცემით,სასხლეტი ურბილესი და უსასწაულესი (ყოველშემთხვევაში ჩემთვის ![]() ![]() ის რასაც ჩემი დატუნინგებული მურკა და ჰასტანი აკეთებდა ოპტიკით თანაც ჩამოყრდნობით და ჩამოჯდომით,ეს ყველაფერი ხელიდან გააკეთა ამ ცისფერსისხლიანმა Haenel Suhl 312 - მა. 15 მილიმეტრიან რადიუსში წავიდა სუყველა ტყვია ხოლო დამჯდარი და გაშეშებული ხო ვაბშე სასწაულს იზამს ალბათ.თანაც თოფი იყო მოუვლელი და ჟანგმოკიდებული. ახლა ვზივარ და ისევ იმ განცდაზე ვფიქრობ რაც სროლის დროს განვიცადე. მაგარია რა ძააან მაგარი ქაღალდზე სპორტული სროლა! აუცილებლად შევიძენ მომავალში ასეთი ტიპის სპორტულ თოფს.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: საჯარიმო და წასულები პოსტები: 222 რეგისტრ.: 7-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: zestafoni წევრი №: 1,335 ![]() |
გამარჯობათ,მე მაქვს მაგ თოფი, უფრო სწორად მქონდა და წამოსვლისას დავუტოვე ჩემს ქალიშვილს, ჯერ ერთი რომ პნევმატიკიდან სროლა აინტერესებს, მეორეც რომ ვერ გავრისკე მაგ ეგზემპლიარის წამოღება, რადგან გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი მოსალოდნელ უსიამოვნებას საბაჟო სამსახურიდან (სხვათა შორის ჩემი არსენალის სურათში არის მაგ თოფი). შევიძინე მინსკში, მპ-512 -ში გაცვლით, რომელიც თავის მხრივ შევიძინე 30 დოლარად არა მუშა მდგომარეობაში. მაგეც არა მუშა მდგომარეობაში იყო, არ დგებოდა ფეხძე. მიზეზი იყო ის რომ სასხლეტ მექანიზმში იყო მოხვედრილი ლურსმნის ნატეხის მაგვარი რაღაც საგანი. ამიტომ მექანიზმის აღდგენა სრულიად იოლი აღმოჩნდა. მფლობელი აზრზე არ იყო რა იარაღი ჰქონდა, და ძალიან გაუხარდა ჩემი მპ-512-ის შეთავაზებაზე, რადგან ის ამ თოფით გამთენიისას განაგლებულ ყვავებს მოიგერიებდა დაჩაზე. ლულა და სხვა ნაწილები იყო ჩემდა საკვირველად კარგ მდგომარეობაში, მხოლოდ შავი ფერი ჰქონდა გაცრეცილი და არ ჰქონდა კონდახის ამორტიზატორი, რომელიც მე აღვადგინე მარეგულირებადი (ვერცხლის კუდის) კონსტრუკციით. მინდა ავღნიშნო რომ ამ თოფით დავიწყე მე ტყვიის სროლა 1984 წ., მერე გადავედი მცირე კალიბრიან შაშხანაზე, და მერე სპორტულ პისტოლეტზე (მარგოლინი), რომლითაც გავხდი მინსკის ვერცხლის პრიზიორი 1987 წ. და შევასრულე სპორტის ოსტატის კანდიდატის ნორმატივი. ამ თოფით ისროდნენ ბელორუსიის ნაკრების წევრები, და ბევრი ოლიმპიადაზეც ხმარობდა მათ. ხალხში ამ მოდელს ეძახდნენ ''ოლიმპიისკის'', რადგან, როგორც ავღნიშნე ბევრი ისროდა მით ოლიმპიადაზე, და ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ისროდნენ ანშუტსიდან, რომლის სრული ანალოგი არის ეგ მოდელი. მე ნანხი მაქვს ანშუტსიც, როგორც გამართული, ასევე მთლინად ადშლილ მდგომარეობაშიც, და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ლულის დიამეტრში (ზულის ლულადიამეტრში - 16 მმ-ია, ხოლო ანშუტსის - 18 მმ.) და ''ნადულნიკშია (ანშუტზე უფრო მასიური ფოლადის ნადულნიკია). თოფი, როგორც აღნიშნა სეკურიფამ, საკმაოდ მოხერხებულია და ზუსტია 10-15 მეტრზე თავისი სუსტი ზამბარით (როგორც მახსოვს ტყვიის სიჩქარე 135 მ/წ-ია). მაგრამ თუ ზამბარას შევცვლით ძლიერით, მისი სიზუსტე ძალიან ფუჭდება. მე ეს თოფი არ დამიტუნინგებია, გარდა გარედან ''კლევერით'' გაშავებისა და ''ნადულნიკ-სტაბილიზატორის'' წამოგებით. ვაღიარებ რომ გაშავება ''კლევერით'' არ გამოვიდა მაინც და მაინც ხარიცხიანი, ეს, ჩემი აზრით, მისი ლულის და კომპრესორის ფოლადის ლეგირებადობით (თუ არსებობს ასეთი სიტყვა) არის გამოწვეული. რადგან ''კლევერი'' არ აშავებს თუ ფოლადში ქრომის შემცველობა 3 პროცენტს აღემატება. სასხლეტი აქვს ძალიან მოსახერხებელი, რეგულირებადი და მსუბუქი. ეს რაც მე ახლა გამახსენდა. დარწმუნებული ვარ სხვებიც დაამატებენ თავის მოსაზრებას. თუ რამე ზედმატი დავწერე ვიხდი ბოდიშს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:51 AM |
Hosted by Pro-Service |