გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 19.02.2012-ში უცებ მოფიქრებული გასვლა, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის.
ja_ja
პოსტი Feb 20 2012, 01:22 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



TAMPLIER
ციტატა(TAMPLIER @ 20th February 2012 - 10:52 AM) *
ძალიან მაინტერესებს რუსთავის ოფროუდის სურათები

ეგეთი არ არსებობს smile.gif მხოლოდ ვიდეოა ჩაწერილი biggrin.gif


გასვლაი და მოსვლაი ...
კაი ბატონო მოდით ვნახოთ ვენახი... უფ! რაის ვენახი ამ სიცივეში კაცო, აი ის რა ჰქვია ... ნუ მოკელდ წაიკითხავთ და თქვენთვითონ მოიფიქრეთ smile.gif

ესე იგი გუშინწინ გადავწყვიტეთ გასვლა, კი ვამბობდი ცივა მეთქი ჩემი უკანა ნალი ეგეთი ტემპერატურებისთვის არ არის შექმნილი მეთქი, მაგრამ.. ნო მოკლედ არ შეგცივდებაო ცეცხლი იქნებაო... მერამდენედ წამოვეგე ეგეთ დაგოიმებაზე ბლინ smile.gif

კაი დევიწყეთ, ესეიგი მთელი ღამე ისეთი ქარი იყო რომ... თუმცა რას გიხსნით ახლაც ისეთი ქარია რომ მიაქვს მთელი ქალაქი. დილით 8 საათზე მაღვიძარამ გამაღვიძა და იმ იმედათ რომ ამ ქარში არსად აღარ მივდიოდით გადავურეკე ილარიონას.. ნუ ველოდები ახლა იტყვის რას ამბობ ამ ქარში არაფერი გვესაქმება იქანაო და... და უცებ გამოვფხიზლდი როდესაც მეუბნება კი გავდივართ რუსთავში დავრეკე დევილთან და ქარის ნატამალი არ არისო smile.gif

ეეეხ ვიკრუსუნე ვიწუწუნე მაგრამ მაინც ავდექი smile.gif.. შედეგად დაიწყო თავგადასავლები.



თავი პირველი ჩარლის ანგელოზები



ასე იყო თუ ისე ილარიონამ გამომიარა სახლში და გევეშურეთ რუსტავისკენ სადაც ქარის ნატამალი არ უნდა ყოფილიყო. არ დაიჯეროთ smile.gifეგეთი რამ არ ხდება რო თბილისში ქარი იყო და აქცევდეს ყველაფერს, ხოლო რუსთავში შტილი იყოს smile.gif ქალაქის გადასახვევთან გაჩერებისას გადმოვედით პიპიიდან და უბერავს მარა....

ნუ ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ამტკიცებდა რომ დილით ნაამალი ქარი არ იყო, ნიავიც კი არ იძროდა smile.gif, ნუუუ შეიძლება დილით მართლად ეგრე იყო (მაგარი საზიზღარი ვარ, ძალით არ ვიჯერებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ), მაგრამ სანამ ჩვენ ჩავედით რუსთავში ქე გათენდა და ... ეეეჰ









კაი ბატონო გავჩერდით მაღაზიასთან, უფროსწორედ Shop-თან biggrin.gif და შევიძინეთ რაცხაები. ამჯერად მენიუ გავამრავალფეროვნეთ ილარიონას მიერ ამორჩეული თევზის კონსერვებით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რა უნდოდა კაცო რას გვერჩოდა... მარა რავიცი ყველამ გემრიელად კი ვუტყაპუნეთ და ესეიგი ქე გვნდომებია smile.gif

მოკლედ ნაწილი მაღაზიასთან გარეთ დარჩა, ნაწილი კი საყიდლებზე წაიდა





თუცა ეს მეორე მაღაზიასთან მოხდა ასეთი რამ, პირველ მაღაზიაში კი მთელი ბატალიონი შევარდით და....


რაცხა სტრანნი კი ხდება ამ სურათზე მარა....



კაი ბატონო ასე იყო თუ ისე გავეშურეთ რუსტავის ტყისკენ იმ იმედათ რომ ტყეში ქარი არ იქნებოდა... ნუ იდეაში ტყეში ქარი მართლა არ იყო, მაგრამ ტყეც აღარ იყო smile.gif, ყველა გზა და ბილიკი ვეებერთელა შლაგბაუმით იყო გადაკეტილი. მოკელდ გავიჭერით ამის გამო მდინარის ნაპირისკენ... რა დაგგვხვდა იქანე და რა დღეში ვიყავით სურათებზე და ვიდეოზე ნახავთ smile.gif









უკან წამოსვლისას შევხვდით ჩამორჩენილ ჯგუფს, რომელიც საიდან სად მიდიოდა არ ვიცოდით smile.gif გავაჩერეთ გავიცანით ერთმანეთი კაიხნის უნახაობის შედმეგ, ვიმსჯელეთ რა წყალში გადავმხტარიყავით... ამასობაშI ილარიონა თაზოს ეკაიფება მანქანა გიბუქსავებს ფრთხილად იყავიო smile.gif ეს პაწუა კამათი შემდგომ ისეთ შერკინებაში გადაიზარდა რომააა smile.gif









ასე იყო თუ ისე ვიარეთ წინ და უკან, ძლივს რაცხა პატარა მყუდრო გადასახვევი ვნახეთ და.... მოკლედ გადავწყვიტეთ იქანე გაჩერება. ესეც გადასახვევში მოჯდომის კადრები





ამასობაში KAKA-ს შეეცოდა ეს დათოვლილი და გაყინული ტყე, გადაწყვიტა ყველაზე კეთილშობლური აზრებით გაეთბო არემარე, ამიტომაც ცოტა მოგვცილდა და ყვითელი სითხით ცდილობდა ტყის მასივის გათბობას, მარა ვერაფერიც ვერ ქნა biggrin.gif



დავიწყეთ თოფების გადმოლაგება, დაბინავება, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ სარდაფის გასაღები არ მოიძებნა თბილისში სადაც ჩვენი მაგიდები ინახებოდა, შედეგად ტყეში, კაპოტების ამარად დავრჩით, დასაჯდომი არსად იყო და... მოკლედ საქმე წავიდა იქეთკენ რომ პაწა ვიპლინკავეთ, ნუ იქ ბოთლი გავხვრიტეთ რამდენიმე სანთებელა გავხვრიტეთ....





აქვე კაკამ გაგვიმხილა მარადიორის სუპერ ტექნოლოგიური შრაუდერის შიგნეულობა, მისი მტკიცებით ეს არის ინჟინრული აზროვნების შედევრი, რომელიც საერთოდ არ მუშაობს და საქმეს პირიქით აფუჭებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



მეტყევე კოკნარა ცდილობდა ცეცხლის დანთებას და გათბობას, მაგრამ ვერ ვასწავლე ამ კაცს ცეცხლის დანთება smile.gif ეწავ და ბეჩავ, მარა რათ გინდა, ბოლოს ისევ მე მომიწია ცეცხლის დანთება smile.gif



სიცივის და უსაქმურობის გამო, ასევე მაგიდების არ ქონის გამო გადავწყვიტეთ გაგვენადგურებინა სურსათ სანოვაგე, რომელიც მაღაზიებიდან ასევტქვათ ოხრად წამოვიღეთ smile.gif





ყველაზე სასაცილო კი ის აღმოჩნდა რომ საჭმელი ოხრად იყო და მტრავალფეროვანი, მაგრამ აი სასმელი ერთი ყლუპი მეორე და ფაფუ biggrin.gif. მოკელდ გვცივა, პნევმატიკიდნ ვერ ვისვრით, ყვავები სადრაც ჰორიზონტზე დაფრინავენ ახლოს არ გვეკარებიან, ყველას ეზარება ამ თოვლში ბოდიალი.... მოკელდ ამ პნევმანუტი ხალხმა დააძრეს ცეცხლსასროლი გლუვები და თეფშების არ ქონის გამო წავიდა ჰაეერში ბოთლების და სანთებლების სროლა smile.gif

შედეგი პნევმო -ცაცხლსასროლი სროლის აგერაა


ნუ ზოგნა ეს ჰილზები გადაყარა, პრაქტიკული აზროვნების KAKA-მ კი აკრიბა და მეორე ჯერზე გამოყენებისთვსი შეინახა.







ესეც ვიდეო მასალა, აკეფვის და გაუგებარი ჭორაობის smile.gif



ამის მერე ჩავლაგდით პიპიებში და გავეშურეთ სანაპიროსკენ, ბაკლანების მოსანადირებლად. რა ჭირად მოგვივიდა ეს აზრი არ ვიცი, ან რით ვაზროვნებდით biggrin.gif, ასე იყო თუ ისე წავედით სანაპიროსკენ.



ისევ ციოდა, ქარმა პირიქით მოიმატა, ფრინველები კი იყვნენ მაგრამ ვის რა ჭირად გვინდოდა, პლიუს შორს დაფრინავდნენ, პლიუს მართლა რომ ჩამოგვეგდო მაგის გამომტანი ცივი მდინარიდან კაციშვილი არ ვიყავით, ამიტომაც ხელი დავუქნიეთ და გადავიქრეთ ნადირობა



სამაგიეროდ დავიწყეთ ფოტო პოზიორობა smile.gif





მერე ჩამოთლილ ნაპირტან მდგარ ხალხს შევთავაზე იდეა ახლოს მისულიყვნენ პირთან და რაიმე ისეთი პოზა დაეჭირათ რა... აი ჰოლივუდის ფილმებში რომ არის ხოლმე smile.gif





რა იცოდნენ რომ ერთერთი სურათი თემის თავში მოხვდებოდა ჰოლივუდური სათაურით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ბოლოს CZ-მ მართლა რაცხა დაინახა, უმიზნა და უმიზნა, რას უმიზნა კაციშვილმა არ იცის, იჯდა ასე 15 წუთი გაიყინა და ბოლოს ეგეც შეეშვა ნადირობაზე ფიქრს



ბოლოს სიცივის და გაუგებრობის გამო ჩავჯექით მანქანებში და ტალახში სრიალ სრიალით დავიწყეთ სახლისკენ წამოსვლა, მაგრამ ამ დროს თაზომ აიტეხა იფ-ფი როუდობა smile.gif აგერ ბატონო ვიდეო მასალათაზოს და ილარიონას შერკინებისა



ასე იყო თუ ისე ბოლოს მართლა დავიზარით სახლებისკენ. ასე მორჩა ბატონო აგი გასვლა smile.gif


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
Davitus
პოსტი Feb 20 2012, 08:23 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 1,811
რეგისტრ.: 11-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 110



კარქეააა, არ შეუშინდით სუბსარქისას biggrin.gif

ილუშ, მაგ მანქანას ძალიან ნამეტანს თხოვ შენ მაგ საბურავებზე

monadire.

პირველ ჩვენებას მიაწექი, გაშინებს ეგ ბუა იცოდე, არათემატური პოსტი სულაც არა მაი biggrin.gif

ციტატა(monadire. @ 20th February 2012 - 08:58 PM) *
დავითუს, დავილ, თქვენი ჯერია აღადგინოთ თქვენი რაშების შელახული და ფეხქვეშ გათელილი ღირსება!


ეგღამაკლია ახლა ტალახში გასვლაზე ტუარეგს ვეჯიბრო, წინა გასვლაზე ხოდების ამბავში მეჯიბრებოდა ეგ ჯიუტი ეგა biggrin.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Davitus: Feb 20 2012, 08:24 PM
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   19.02.2012-ში უცებ მოფიქრებული გასვლა   Feb 20 2012, 01:22 PM
- - ilariona   ასეთი მაგარი რეპორ...   Feb 20 2012, 01:54 PM
- - ReMiNgToN   აუ ნგასვლაზე მაგარ...   Feb 20 2012, 02:03 PM
- - giga_st   მალადცი არლი!   Feb 20 2012, 03:23 PM
- - iorama   '' მიდი კაცო, მიდი...   Feb 20 2012, 03:29 PM
- - ilariona   ციტატა(ja_ja @ 20th February 2012...   Feb 20 2012, 03:37 PM
- - foxi   ეჰ, მაგ დროს წყალში ...   Feb 20 2012, 07:28 PM
- - monadire.   რაო რაო? თაზოს დაუნ...   Feb 20 2012, 07:58 PM
- - ilariona   monadire. თუ ხვდები, რომ ...   Feb 20 2012, 08:00 PM
- - monadire.   გამოუშვი მაგის დედ...   Feb 20 2012, 08:12 PM
- - Davitus   კარქეააა, არ შეუში...   Feb 20 2012, 08:23 PM
- - monadire.   მეც ეგრე მგონია და ...   Feb 20 2012, 08:24 PM
- - ilariona   monadire. Davitus არწივი ვნა...   Feb 20 2012, 08:33 PM
- - monadire.   ებიჭო, ამას არ გგრუ...   Feb 20 2012, 08:43 PM
- - Davitus   ilariona აი მაგაში 14 K რო...   Feb 20 2012, 09:14 PM
- - ilariona   Davitus მერე ვინა სთქვა...   Feb 20 2012, 09:28 PM
- - geojorjika   მალადეც რა , ნეტა მე...   Feb 20 2012, 10:17 PM
- - ja_ja   კაცოუ! თქვენა აქი...   Feb 20 2012, 10:20 PM
|- - iorama   ციტატა(ja_ja @ Feb 20 2012, 11...   Feb 20 2012, 10:21 PM
- - TAMPLIER   iorama ციტატა(iorama @ 20th Febr...   Feb 21 2012, 09:49 AM
- - monadire.   ბიჭო, ბიჭო, მანქანა...   Feb 22 2012, 12:57 AM
- - ilariona   monadire. ვაი მეეე, ამ ტა...   Feb 22 2012, 07:35 AM
- - ja_ja   ავოე.... არ გახდა ეს თ...   Feb 22 2012, 11:04 AM
- - cz80   ციტატა(ja_ja @ 22nd February 2012...   Feb 22 2012, 11:16 AM
- - norica_dragon   ვწუხვარ რომ არ ვიყ...   Feb 22 2012, 11:35 AM


თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 10:05 PM
Hosted by Pro-Service