ძალიან მაინტერესებს რუსთავის ოფროუდის სურათები
ეგეთი არ არსებობს


გასვლაი და მოსვლაი ...
კაი ბატონო მოდით ვნახოთ ვენახი... უფ! რაის ვენახი ამ სიცივეში კაცო, აი ის რა ჰქვია ... ნუ მოკელდ წაიკითხავთ და თქვენთვითონ მოიფიქრეთ

ესე იგი გუშინწინ გადავწყვიტეთ გასვლა, კი ვამბობდი ცივა მეთქი ჩემი უკანა ნალი ეგეთი ტემპერატურებისთვის არ არის შექმნილი მეთქი, მაგრამ.. ნო მოკლედ არ შეგცივდებაო ცეცხლი იქნებაო... მერამდენედ წამოვეგე ეგეთ დაგოიმებაზე ბლინ

კაი დევიწყეთ, ესეიგი მთელი ღამე ისეთი ქარი იყო რომ... თუმცა რას გიხსნით ახლაც ისეთი ქარია რომ მიაქვს მთელი ქალაქი. დილით 8 საათზე მაღვიძარამ გამაღვიძა და იმ იმედათ რომ ამ ქარში არსად აღარ მივდიოდით გადავურეკე ილარიონას.. ნუ ველოდები ახლა იტყვის რას ამბობ ამ ქარში არაფერი გვესაქმება იქანაო და... და უცებ გამოვფხიზლდი როდესაც მეუბნება კი გავდივართ რუსთავში დავრეკე დევილთან და ქარის ნატამალი არ არისო

ეეეხ ვიკრუსუნე ვიწუწუნე მაგრამ მაინც ავდექი

თავი პირველი ჩარლის ანგელოზები

ასე იყო თუ ისე ილარიონამ გამომიარა სახლში და გევეშურეთ რუსტავისკენ სადაც ქარის ნატამალი არ უნდა ყოფილიყო. არ დაიჯეროთ


ნუ ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ამტკიცებდა რომ დილით ნაამალი ქარი არ იყო, ნიავიც კი არ იძროდა








კაი ბატონო გავჩერდით მაღაზიასთან, უფროსწორედ Shop-თან






მოკლედ ნაწილი მაღაზიასთან გარეთ დარჩა, ნაწილი კი საყიდლებზე წაიდა


თუცა ეს მეორე მაღაზიასთან მოხდა ასეთი რამ, პირველ მაღაზიაში კი მთელი ბატალიონი შევარდით და....

რაცხა სტრანნი კი ხდება ამ სურათზე მარა....

კაი ბატონო ასე იყო თუ ისე გავეშურეთ რუსტავის ტყისკენ იმ იმედათ რომ ტყეში ქარი არ იქნებოდა... ნუ იდეაში ტყეში ქარი მართლა არ იყო, მაგრამ ტყეც აღარ იყო





უკან წამოსვლისას შევხვდით ჩამორჩენილ ჯგუფს, რომელიც საიდან სად მიდიოდა არ ვიცოდით







ასე იყო თუ ისე ვიარეთ წინ და უკან, ძლივს რაცხა პატარა მყუდრო გადასახვევი ვნახეთ და.... მოკლედ გადავწყვიტეთ იქანე გაჩერება. ესეც გადასახვევში მოჯდომის კადრები


ამასობაში KAKA-ს შეეცოდა ეს დათოვლილი და გაყინული ტყე, გადაწყვიტა ყველაზე კეთილშობლური აზრებით გაეთბო არემარე, ამიტომაც ცოტა მოგვცილდა და ყვითელი სითხით ცდილობდა ტყის მასივის გათბობას, მარა ვერაფერიც ვერ ქნა


დავიწყეთ თოფების გადმოლაგება, დაბინავება, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო რომ სარდაფის გასაღები არ მოიძებნა თბილისში სადაც ჩვენი მაგიდები ინახებოდა, შედეგად ტყეში, კაპოტების ამარად დავრჩით, დასაჯდომი არსად იყო და... მოკლედ საქმე წავიდა იქეთკენ რომ პაწა ვიპლინკავეთ, ნუ იქ ბოთლი გავხვრიტეთ რამდენიმე სანთებელა გავხვრიტეთ....


აქვე კაკამ გაგვიმხილა მარადიორის სუპერ ტექნოლოგიური შრაუდერის შიგნეულობა, მისი მტკიცებით ეს არის ინჟინრული აზროვნების შედევრი, რომელიც საერთოდ არ მუშაობს და საქმეს პირიქით აფუჭებს




მეტყევე კოკნარა ცდილობდა ცეცხლის დანთებას და გათბობას, მაგრამ ვერ ვასწავლე ამ კაცს ცეცხლის დანთება



სიცივის და უსაქმურობის გამო, ასევე მაგიდების არ ქონის გამო გადავწყვიტეთ გაგვენადგურებინა სურსათ სანოვაგე, რომელიც მაღაზიებიდან ასევტქვათ ოხრად წამოვიღეთ



ყველაზე სასაცილო კი ის აღმოჩნდა რომ საჭმელი ოხრად იყო და მტრავალფეროვანი, მაგრამ აი სასმელი ერთი ყლუპი მეორე და ფაფუ


შედეგი პნევმო -ცაცხლსასროლი სროლის აგერაა

ნუ ზოგნა ეს ჰილზები გადაყარა, პრაქტიკული აზროვნების KAKA-მ კი აკრიბა და მეორე ჯერზე გამოყენებისთვსი შეინახა.



ესეც ვიდეო მასალა, აკეფვის და გაუგებარი ჭორაობის

ამის მერე ჩავლაგდით პიპიებში და გავეშურეთ სანაპიროსკენ, ბაკლანების მოსანადირებლად. რა ჭირად მოგვივიდა ეს აზრი არ ვიცი, ან რით ვაზროვნებდით


ისევ ციოდა, ქარმა პირიქით მოიმატა, ფრინველები კი იყვნენ მაგრამ ვის რა ჭირად გვინდოდა, პლიუს შორს დაფრინავდნენ, პლიუს მართლა რომ ჩამოგვეგდო მაგის გამომტანი ცივი მდინარიდან კაციშვილი არ ვიყავით, ამიტომაც ხელი დავუქნიეთ და გადავიქრეთ ნადირობა

სამაგიეროდ დავიწყეთ ფოტო პოზიორობა



მერე ჩამოთლილ ნაპირტან მდგარ ხალხს შევთავაზე იდეა ახლოს მისულიყვნენ პირთან და რაიმე ისეთი პოზა დაეჭირათ რა... აი ჰოლივუდის ფილმებში რომ არის ხოლმე



რა იცოდნენ რომ ერთერთი სურათი თემის თავში მოხვდებოდა ჰოლივუდური სათაურით



ბოლოს CZ-მ მართლა რაცხა დაინახა, უმიზნა და უმიზნა, რას უმიზნა კაციშვილმა არ იცის, იჯდა ასე 15 წუთი გაიყინა და ბოლოს ეგეც შეეშვა ნადირობაზე ფიქრს

ბოლოს სიცივის და გაუგებრობის გამო ჩავჯექით მანქანებში და ტალახში სრიალ სრიალით დავიწყეთ სახლისკენ წამოსვლა, მაგრამ ამ დროს თაზომ აიტეხა იფ-ფი როუდობა

ასე იყო თუ ისე ბოლოს მართლა დავიზარით სახლებისკენ. ასე მორჩა ბატონო აგი გასვლა
