![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ გუშინ თითქმის ბოლომდე დავშალე ჩემი დისკო, პრობლემა დაშლისა არ არის, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა, თითქმის 1800-ზე დატენილის დაშლა დავიწყე და უკანა პრობკის მესამე ვინტს რომ ვხსნიდი გამიჭირდა, რაღაც დაიძრასავით, კიდევ კაი ბოლოს მივხვდი რას სისულელეს ვაკეთებდი და გავჩერდი, თორემ გავარდნა გარანტირებული იყო ![]() ![]() სამაგიეროდ გავიგე რამდენიმე კაი და რამდენიმე ცუდი ინფო 1) კაი ისაა, რომ იოლად იშლება ერთი ვინტის გარდა (ჩახმახის ქვევით რომაა ის ვინტი), ეს ვინტი არის 6 კუთხა თავიანი და 1.5 მილიმეტრიანი გასაღები არ მიდის, უფრო წვრილი უნდა, მეტი არ მქონდა და რაც მე ვიწვალე...... კაროჩე ახლა თავზე ნორმალური ატვიორკის თავს გავუჭრი, თორემ პონტია მაგის მოშვება მოჭერა. 2) ლულა პრაქტიკულად არ არის ფიქსირებული, ჩადებულია უბრალოდ და ლულის რკინის ღვედის გარდა პრაქტიკულად იჭერს კლაპლიდან გამომავალი ჰაერის გადამყვანი პატარა შტუკენცია. მოკლედ ჯერ ხომ როგორც ასეთი კოლოფი არ აქვს სდისკოს, პლიუს აღმოჩნდა რომ ლულა დამაგრებულიც არაფერიში არ არის. ასე რომ გამოკიდებული ლულით სროლა გადაიდო სამუდამოდ ![]() ასე რომ მოვხსენი და გავაკეთე მისი ნახაზები, დღეს ხვალ შევეცდები ფირმა dazga.ge-ში გავიდე და გავიგო თუ გამოჩარხავენ და რამდენად. თუ ძალიან ძვირი დააფასეს, მაშინ შეიძლება ნებისმიერ ხარატთან მისვლა და მასთან გამოჩარხვის მოსინჯვა, თუ ეგეც არ გამოვიდა ვფიქრობ გრიგოლ ხელაძეს ვთხოვო შემდეგ პარტიასთან ერთად ჩამოიტანოს რამდენიმე Barrel Band-ი (უბრალოდ დროში გაიჭიმება და ზაფხულის ბოლომდე ალბათ არ იქნება). ვგროვდებით ამ დისკოების მომხმარებლები და ფაქტია დაგვჭირდება ეს დეტალი. მოკლედ აგერ რეალური Barrel Band-ი, რომლის ზომებიც ჩემი ელექრტო შტანგელ-ცირკულით ავიღე ![]() ![]() ეს კი კომპიუტერში გადატანის შემდეგ რაფრა გამოიყურება 2D და 3D ვარიანტებში ![]() ეს კი ისევ კომპში გადატანილი და ზომების ვარიანტში აღებული (იმედია არ მიწყენთ სკოლა უნივერსიტეტის შემდეგ ხაზვისთვის ხელი არ მომიკიდია და აღმნიშვნელი სიმბოლოები აღარ მახსოვს კორექტულად როგორ იწერება, მაგრამ იმედია მიხვდებით რა რას ნიშნავს) ![]() მოკლედ დავყარე ინფო იმისათვის, რომ თქვენც გქონდეთ ეს შტუკა თუ დაგჭირდებათ, ვდრუგ და მე რამე დამემართოს, აგერ გუშინ კინაღამ მარილზე გავედი ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ დავუბრუნდეთ ძირითად თემას, ანუ ლულის დასამაგრებლებს. პასუხი მოვიდა პირამიდიდანაც და კროსმანიდანაც. 1) პირამიდზე დიდი იმედები მქონდა და ეგრევე გამიშვა წადი და კროსმანის კუსტომერ სუპორტს დაურეკეო (ა ნომერიც კი მომწერეს 800-724-7486) ![]() ![]() 2) კროსმანმა მითხრა გვაქვს ეგ დეტალები რამდენიც გინდა და ვყიდითო, დაგვირეკე ნომერზე (800) 724-7486 და შესაბამის ფასებს და დასტავკის პირობებს გამცნობთო. კაროჩე რა ამერიკის იქეთ არ იხედებიან ![]() მოკლედ პირამიდთან მადლობის მეტი არაფერი მიმიწერია ხოლო კროსმანს მივწერე მეთქი US-ში არ ვცხოვრობთქვა და ვერ დაგირეკავთქვა, ასე რომ მეილზე მოიტა მეთქი ფასები და ჩამოვუთვალე რამდენიმე დეტალი, მათ შორის 0.22-იანი ლულაც. P.S. ჰო პატარა გადახვევა, კროსმანის მიმოწერიდან გაირკვა კიდევ ერთი სასიამოვნო რამ, გადალულავა დისკოზე მოსულა ყველანაირი ჩალიჩის გარეშე, მხოლოდ 3 დეტალია შესაცვლელი და კანონმდებლობა უნდა გაარკვიო შენს შტატშიო. ნუ შტატების კანონი გასაგებია სადაც გავუშვი (სამწუხაროდ ჩვენს კანონებს ეგრე იოლად ვერ ვუშვებ იგივე მისამართზე). რაც შეეხება გადალულვას შესაცვლელია 3 დეტალი (დანარჩენი დეტალები ერთნაირია და კალიბრის დროს არ იცვლება): 1) თვითონ ლულა - ამონაჭრები და ზომები ზუსტად იგივეა რაც 0.177-იანზეო 2) ჩახმახი რომელიც ლულაში ტყვიას ტენის, ამტკიცებენ განსხვავებული არისო 3) ამ ჩახმახზე წამოცმული რეზინის რგოლი, რომელიც ჩახმახს კომპლექტად არ მოყვება მოკლედ იდეაში შეიძლება ლულის გამოცვლა, ჩემის აზრით ჩახმახის დატოვება და რეზინა აშკარად შესაცვლელი იქნება რომ ლულის შედარებით დიდი ხვრელი ამოკეტოს. ჰა რას იტყვით საინტერესო იდეაა არა?!.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 08:27 PM |
Hosted by Pro-Service |