დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Discovery - Barrel Band
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
ja_ja
მოკლედ გუშინ თითქმის ბოლომდე დავშალე ჩემი დისკო, პრობლემა დაშლისა არ არის, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა, თითქმის 1800-ზე დატენილის დაშლა დავიწყე და უკანა პრობკის მესამე ვინტს რომ ვხსნიდი გამიჭირდა, რაღაც დაიძრასავით, კიდევ კაი ბოლოს მივხვდი რას სისულელეს ვაკეთებდი და გავჩერდი, თორემ გავარდნა გარანტირებული იყო biggrin.gif biggrin.gif

სამაგიეროდ გავიგე რამდენიმე კაი და რამდენიმე ცუდი ინფო

1) კაი ისაა, რომ იოლად იშლება ერთი ვინტის გარდა (ჩახმახის ქვევით რომაა ის ვინტი), ეს ვინტი არის 6 კუთხა თავიანი და 1.5 მილიმეტრიანი გასაღები არ მიდის, უფრო წვრილი უნდა, მეტი არ მქონდა და რაც მე ვიწვალე...... კაროჩე ახლა თავზე ნორმალური ატვიორკის თავს გავუჭრი, თორემ პონტია მაგის მოშვება მოჭერა.

2) ლულა პრაქტიკულად არ არის ფიქსირებული, ჩადებულია უბრალოდ და ლულის რკინის ღვედის გარდა პრაქტიკულად იჭერს კლაპლიდან გამომავალი ჰაერის გადამყვანი პატარა შტუკენცია. მოკლედ ჯერ ხომ როგორც ასეთი კოლოფი არ აქვს სდისკოს, პლიუს აღმოჩნდა რომ ლულა დამაგრებულიც არაფერიში არ არის. ასე რომ გამოკიდებული ლულით სროლა გადაიდო სამუდამოდ biggrin.gif. ფაქტია საჭიროა ლულის ფიქსაცია და ჩემის აზრით მხოლოდ ერთი რკინის ღვედი ამ საქმისთვის არ კმარა.


ასე რომ მოვხსენი და გავაკეთე მისი ნახაზები, დღეს ხვალ შევეცდები ფირმა dazga.ge-ში გავიდე და გავიგო თუ გამოჩარხავენ და რამდენად. თუ ძალიან ძვირი დააფასეს, მაშინ შეიძლება ნებისმიერ ხარატთან მისვლა და მასთან გამოჩარხვის მოსინჯვა, თუ ეგეც არ გამოვიდა ვფიქრობ გრიგოლ ხელაძეს ვთხოვო შემდეგ პარტიასთან ერთად ჩამოიტანოს რამდენიმე Barrel Band-ი (უბრალოდ დროში გაიჭიმება და ზაფხულის ბოლომდე ალბათ არ იქნება). ვგროვდებით ამ დისკოების მომხმარებლები და ფაქტია დაგვჭირდება ეს დეტალი.

მოკლედ აგერ რეალური Barrel Band-ი, რომლის ზომებიც ჩემი ელექრტო შტანგელ-ცირკულით ავიღე




ეს კი კომპიუტერში გადატანის შემდეგ რაფრა გამოიყურება 2D და 3D ვარიანტებში


ეს კი ისევ კომპში გადატანილი და ზომების ვარიანტში აღებული (იმედია არ მიწყენთ სკოლა უნივერსიტეტის შემდეგ ხაზვისთვის ხელი არ მომიკიდია და აღმნიშვნელი სიმბოლოები აღარ მახსოვს კორექტულად როგორ იწერება, მაგრამ იმედია მიხვდებით რა რას ნიშნავს)



მოკლედ დავყარე ინფო იმისათვის, რომ თქვენც გქონდეთ ეს შტუკა თუ დაგჭირდებათ, ვდრუგ და მე რამე დამემართოს, აგერ გუშინ კინაღამ მარილზე გავედი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
parna
ციტატა(ja_ja @ Jun 17 2009, 08:40 AM) *
მოკლედ დავყარე ინფო იმისათვის, რომ თქვენც გქონდეთ ეს შტუკა თუ დაგჭირდებათ, ვდრუგ და მე რამე დამემართოს, აგერ გუშინ კინაღამ მარილზე გავედი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



კიდეკარგი გაგახსენდა რასაც ხსნიდი :mellow: მაგ ბოლტს ალბათ 400მწ თი გაისროდა მთელი წნევა
nihontoman
ციტატა
მოკლედ დავყარე ინფო იმისათვის, რომ თქვენც გქონდეთ ეს შტუკა თუ დაგჭირდებათ, ვდრუგ და მე რამე დამემართოს, აგერ გუშინ კინაღამ მარილზე გავედი

სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, თორე ცუდი რამე შეგემთხვევა...
Jah
ციტატა(ja_ja @ 17th June 2009 - 11:40 AM) *
თორემ პონტია მაგის მოშვება მოჭერა.

თუ გინდა გათხოვებ smile.gif
ოღონდ ს ვაზვრატომ biggrin.gif მაგარი იშვიათი შტუკაა. მეც ძლივს ვიშოვე smile.gif
bazuka
ნუგადამრიეთ რაარი იშვიათი??? T5?? არანაირი იშვიათიც არაა, გითხარით აკი სად და როგორც wink.gif დაჟე T4 კი აქვს
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 17th June 2009 - 01:08 PM) *
თუ გინდა გათხოვებ
ოღონდ ს ვაზვრატომ მაგარი იშვიათი შტუკაა. მეც ძლივს ვიშოვე

დღეს ელიავაზე ვიბოდიალე 2 ტიპი მატყუებდა, აგერ 1 მილიმეტრიანი არისო, დავაძრე ჩემი შტანგელი და ნაგლად წერს 1.47მმ. შევხედე შტანგელს, უხ შე უსინდისო ელექტრო მოწყობილობავ, როგორ ბედავ და ამ პატიოსანი გამყიდველის სიტყვას არ უჯერებ მეთქი biggrin.gif

ერთი ნაგლად 3 მილიმეტრიანს მტენიდა, მეთქი 1 მილიმეტრი მაგხელა არ არის მეთქი, ტიპი ვენებს იჭრიდა როგორ არა მე მასწავლი მთელი ცხოვრება აქ გავატარეო. დავუძრე ამასაც ჩემი მოწყობილობა და მოკვდა ბაზარი, დარჩა ის გამყიდველი დარჩენილი ცხოვრების ელიავაზე გასატარებლად, მაგრამ ცოდნას მანდ ვერ შეიძენს biggrin.gif

ერთს ვეუბნები 1 მილიმეტრიანი მინდა მეთქი და ტიპმა დაიწყო იმხელა რკინებში ძრომიალი მეთქი აშკარად 1 დუიმიანს ეძებს ეს უბედურითქვა biggrin.gif biggrin.gif მერე მითხრა არ მქონიაო, გულში კი გავიფიქრე მანტიროვკა თუ დამჭირდება ვიცი ვისთანაც უნდა მივიდე მეთქი biggrin.gif biggrin.gif

ბოლოს რომ ყველაფერი მოვიარე და ვიცოდი რომ 1-იანს ვერ ვიშოვიდი ერთი მოხუცი შემხვდა, ტიპი მაგრა შეწუხდა მქონდაო, ეძება ვერ ნახა, ბოლოს დააძრო ერთი 1.5-იანი და ჩესნათ თქვა ეს არ არის ის რაც შენ მითხარი, მარა თუ გაწყობს მარტო ეს მაქვსო. მეთქი მოიტა ნადფილი მაქვს და ცოტა წავუთლი მეთქი 3 გრანს და ეგაა.

მოკლედ 40 თეთრად ვიყიდე 1.5-იანი გადაკეთების პერსპექტივით (მიშენების პერსპექტივით biggrin.gif biggrin.gif )

ასე რომ ჯერ ამას ვცდი და თუ არ გამოვა მერე შეიძლება გენათხოვრო. ისე სად დაითრიე, მაღაზიების კომპლექტაციაშიც კი 1.5-იანი ყველაზე პარარა არის.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 17th June 2009 - 04:05 PM) *
ნუგადამრიეთ რაარი იშვიათი??? T5?? არანაირი იშვიათიც არაა, გითხარით აკი სად და როგორც დაჟე T4 კი აქვს

არა ბაზუკა T4 და T5-ზე არაა საუბარი, საუბარია აი ასეთ ქინძობაზე



აქ მოყვანილ სურატზე კალმის წვერი არის 0.5 მმ ხოლო გასაღების წვერი არის 1.5მმ

ჩახმახის ქვეშ არის მოქცეული ეგ ვინტი რომელსახ 1 მილიმეტრიანი 6 კუთხა გასაღები სჭირდება
bazuka
ja_ja
ნუ გადამრიე შენ მე ხო ???
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...=272&st=150
აი აქ გადაათვალიერე სურათები, გეუბნები T5 შენ არაო
Jah
ციტატა(ja_ja @ 17th June 2009 - 04:09 PM) *
ისე სად დაითრიე, მაღაზიების კომპლექტაციაშიც კი 1.5-იანი ყველაზე პარარა არის.

ეს შემთხვევით გავჩითე, ჩემს ყოფილ ბიგ- ნიკოს კომპლექტში იყო, და რომ გავყიდე არ გავაყოლე biggrin.gif
ძალიან მაგარია smile.gif, და 1377-ზეც იგივე ვინტია... ასე რომ გამომადგება smile.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 17th June 2009 - 04:26 PM) *
ნუ გადამრიე შენ მე ხო ???
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...=272&st=150
აი აქ გადაათვალიერე სურათები, გეუბნები T5 შენ არაო

ეტყობა მაგ ნაკრებში აქვს მაგას T4 თუ T5-ის სახელი თორემ 1 მილიმეტრიანი როგორ შეიძლება იყოს 4 ან 5 ნომერი??
bazuka
ja_ja
ნუ არა რა გამაგიჟებ ეხლა შენ მე. 24.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 17th June 2009 - 06:36 PM) *
ნუ არა რა გამაგიჟებ ეხლა შენ მე.

ვცდილობ ბატონო ვცდილობ და არ გამომდის.

გუშინ რუსთაველზე მომიწია გასვლა HR-რის ოფისში და ეტყობა ამ ოპოზიციისგან რაცხა აგივიდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ახლა რაც შეეხება ძირითადს. დღეს ვერ მოვახერხე გასვლა, ელ-ჯავა მოვიარე და საბურთალოზე გასვლა ვეღარ მოვახერხე, ხვალ გავივლი დასგაში და ვნახოთ ერთი რას და რამდენს იტყვიან.
bazuka
აგერ ბატონო.
მივგუგლე ცოტა და ვნახე, რომ T5 ძირითადად გამოიყენება მობილური ტელეფონებში და ზოგადად მცირეზომიანი ტექნიკაში.
ასე რომ T5 გოლიათი ნუ გგონია, და თან არის არა 1მმ არამედ 1.25მმ



[img=http://img140.imageshack.us/img140/4009/69979294.th.jpg]
ja_ja
bazuka
მოკლედ რა არ მომეშვი, და რამდენადაც ვხედავ საყიდელი მექნება ეგეთი ნაბორი, არადა ერთი ეგ დეტალი მაკლია დანარჩენი მაქვს, მამაჩემს ჰქონდა ძველი ნაკრები ნაყიდი და იქედან გამომადგა პრაქტიკულად ყველა ვინტის მოსაშვები, გარდა ამ ერთისა. და ეს უბედური კროსმანი რომ აკეთებდა ამ ფიშტოს, ბარემ ეგ ვინტიც ადამიანური გაეკეთებინა რა მოხდებოდა?
parna
ციტატა(ja_ja @ Jun 17 2009, 07:18 PM) *
bazuka
მოკლედ რა არ მომეშვი, და რამდენადაც ვხედავ საყიდელი მექნება ეგეთი ნაბორი, არადა ერთი ეგ დეტალი მაკლია დანარჩენი მაქვს, მამაჩემს ჰქონდა ძველი ნაკრები ნაყიდი და იქედან გამომადგა პრაქტიკულად ყველა ვინტის მოსაშვები, გარდა ამ ერთისა. და ეს უბედური კროსმანი რომ აკეთებდა ამ ფიშტოს, ბარემ ეგ ვინტიც ადამიანური გაეკეთებინა რა მოხდებოდა?

:lol: არდაგავიწყდეს მაგათი გამოგონებულია 99,95 დოლარი :P
ja_ja
ჰოოოოოოოოოოოო

ჰო-ჰოოოოოოოოოო

დღეს რავარც იქნა დავადგი საშველი და გავედი დაზგა.გე-ს ოფისში. მოკლედ მე ეგ ფირმა ყველანაირად დავივიწყე, ადრე ხომ მედლების გაკეთებაზე 70 ლარი მომითხარეს თითოზე, ახლა კი.....

მოკლედ ვაჩვენე ეს დეტალი და
-ასეთის გამოთლა მინდამეთქი
- რისგანო? ხე თუ ლითონიო?
- ლითონი მეთქი

იჩალიჩეს ერთი მეორეს გადასცეს, ერთმა თავი გააქნია მე ვერ გავაკეთებო, მერე მეორეს, და ბოლოს ვიღაცას მისცეს ვინც ასეთქვათ ლითონზე მუშაობს (იმ დანარჩენებს რაღას აძლევდა ის ტიპი, მაინც ვუთხარი ლითონისგან მინდათქო და მგონი მაინც მოსინჯა ეგებ და მარმარილოსგან, ან ხისგან გამოთლილიყო, კაროჩე ვერ არიან)

კაი მივიდა იმ კაცამდე ვინც ლითონზე მუშოაბს, მეკითხება
- ალუმინი გაწყობსო?
- მეთქი კი მაწყობს
- კაი დავთვლიო, მარა ეს ვინტების ხვრელებიც გინდაო?
- მეთქი არა (ვიფიქრე გააძვირებს და ჯობია მარტო დეტალი ამოჭრას მეთქი)

თვალა თვალა და

- მოკლედ ძვირი გამოდის და ორგმინა რომ იყოს არ გაწყობსო?
- კაი ეგეც მითხარი მეთქი,
- კაროჩე ალუმინისგან თუ გამოიჭრება 100$-მდე დაჯდებაო, ორგმინიდან კიდევ 20 ლარად გაგიკეთებთო (ოღონდორგნიმის სისქე 10 მილიმეტრი აქვთ ეს დეტალი კი 12 მილიმეტრია, მე ვაბშეტა უფრო სქელის გაკეთებაც მინდოდა ერთიცალის)

კაროჩე ბევრი ბოდიალი იყო კიდევ ზომებზე, ნახაზი ვაჩვენე და რაცხა სტრანნად შემომხედეს, ან მე მქონდა ნამეტანი ქაჯურად დახატული, ან მაგათ ცხოვრებაში 3D ვარიანტში დახატული დეტალი არ უნახიათ ზომების მითითებით

ბოლოს ერთი დასძინეს თუ შენ მოიტან მასალას მაშინ 50$-მდე დაგიჯდებაო, გინდა ალუმინი, გინდა ფოლადი გინდა ტიტანი მოიტანეო.

გულში ვიფიქრე ხვალ-ზეგ იუპიტერზე მივფრინავ და კამანდიროვკა რომ დამიმთავრდება მერე შემოგივლით მეთქი. მოკლედ ეს დაზგა.გე და მისი სანაქებო ლაზერული სტანოკები მე პირადად გავუშვი..................

ვეძებ ნორმალურ ხარატს, ვინც დახგასთან მუშაობა იცის და 3D ნახაზის ან 2D ნახაზის დანახვის არ შეეშინდება.

P.S. რა ბავშვურად მჯეროდა რომ 10-15 ლარი დაჯდებოდა biggrin.gif ნუ მაქსიმუმ 20 ლარი.
Davitus
ja_ja
ერი ხარატი ვიცი ელიავაზე, მაქნანისთVის ისეთი სტრანნი დეტალი გამომიჩარხა პირი დამრცა ღია, თან ლაივში გაყურებინებს როგორ აკეთებს მაგას, მტავარია მსგავს დეტალს თუ ჩარხავს

ჩემი დეტალი, მაქნანის კალოდკების შტირი იყო, რომელსაც ზალიან სტრანნი ფორმა ქონდა და რარაც უფორმო არმატურისგან ზუსტად ასლი გამიკეთა რა 10 ლარად smile.gif

მოკლედ როგორ აგიხსნა, ელიავას ბაზრობის ზედა ფროფილაკტიკების მხარეა, ანუ საბურავები რომ იყიდება იმ ჩასახვევში არ უნდა ჩაუხვიო და უნდა წახვიდე სეით smile.gif მანდ ზეით ნახავ პროფილაკტიკის ყველაზე დიდ შენობას, მაგ შენობას 10 მეტრში რომ გაცდები ჭიშკარია და ქი იკითხე "ტოკარი" ზურა, მაგ მიდამოში ერთადერთია მგონი, 31-ე საავიაციო ქარხნის ყოფილი ხარატია, და საქმე მაგრად იცის იმენნა, თუ მოკიდა ხელი პირდაღებულს დაგტოვებს რაღაც კომუნისტების დროინდელი დაზგა აქვს და თვალის ზომით ისეთ რაღაცეებს აკეთებს, ლამის ზედმეტი დეტალი გავაჩარხინე კიდევ ვნახო თქო და... biggrin.gif
bazuka
ja_ja
არადა როგორი აუცილებელი რამაა, დაჟე 3 დავაყენებდი რომ იყოს
ja_ja
Davitus
დიდი მადლობა რჩევისთვის, ამ კვირას თუ არსად გავიდით აუცილებლად დავძებნი მაგ კაცის ადგილმდებარეობას.


bazuka
ციტატა(bazuka @ 20th June 2009 - 02:15 AM) *
არადა როგორი აუცილებელი რამაა, დაჟე 3 დავაყენებდი რომ იყოს

3-ს არა, მაგრა, მემგონი ცოტა განიერს დიდი სიამოვნებით დავაყენებდი, ანუ ეს არის 12 მილიმეტრიანი და სავსებით წყნარად დავაყენებდი 24 ან 30 მილიმეტრიანს 2 ცალს. მოშნად დააფიქსირებდა ლულას. თუმცა შეიძლება ზედმეტებში გადავდიბარ (იდეაში ეგეთი დასაფიქსირებელი დისკოს არაფერი სჭირს biggrin.gif)
geojorjika
ja_ja
ციტატა
(იდეაში ეგეთი დასაფიქსირებელი დისკოს არაფერი სჭირს biggrin.gif)


+1 biggrin.gif
ja_ja
მივწერე ახლა კროსმანსაც და პირამიდსაც მეთქი თუ მოსულა თქვენგან შეძენა მეთქი,

კროსმანისგან მეეჭვება სასურველი პასუხი მივიღო (მეტყვის დილერს მიმართეო, მაგათ საიტზე კი მხოლოდ ამერიკული მისამართის მითითება შეიძლება საკონტაქტო ფორმაში, ანუ ჩათვლის რომ ამერიკელი ვარ და სადმე გვერდზე ქუჩაზე არსებული დილერისგან შევძლებ სასურველი დეტალების აღებას sad.gif).

პირამიდიც იდეაში მეეჭვება მაგრამ რავიცი, რავიცი....
Davitus
ja_ja
შენც ტექსტში მიგენიშნებინა გურჯისტანიდან ვარ თქო biggrin.gif
nihontoman
აი ჯაჯ ეს არის კარგი ნაბორი წვრილი ინსტრუმენტების-ძჩვენთან მრო იყიდება იმ სირობებს არ გავს:


ეს არის ბენჩმეიდის დასაკეცი დანების დასაშლელი ნაბორი. პირადად მე მჭირდება და ძალიან მიჭირს უმისობა. კი ღირს ბლომად მარა მართლა ხარისხიანია. წესით უნდა გამოგადგეს და თუ გინდა თავისუფლებაზე რო მონადირეა იქ აქვთ მგონი - დანებთან ერთად უდევთ მგონი....
ja_ja
nihontoman
ფასიც დაგეწერა ბარემ. თორემ ერთი ნაბორი დავითრიე და არ მომწონს, ახლა ამაზონზე ვარჩევდი რაღევეებს და თუ აქვე არის ბარემ იმას ავიღებ
nihontoman
ეს ძმაო ნახე საიტი benchmade.com
იქ ნახე აქსესუარების განყოფილება და ნახე bluebox tool kit.
მაგ საიტზე რა ფასიც ადევს არის ორჯერ ძვირი, ვიდრე სხვა გადამყიდველებთან იყიდება.
ან ვაბშე ნახე აქ: http://www.bladehq.com/item--Benchmade-Blue-Box-Knife--330
12 $ შეადარე MSRP-ს და ნახავ რამხელა განსხვავებაა..
ja_ja
მოკლედ დავუბრუნდეთ ძირითად თემას, ანუ ლულის დასამაგრებლებს. პასუხი მოვიდა პირამიდიდანაც და კროსმანიდანაც.

1) პირამიდზე დიდი იმედები მქონდა და ეგრევე გამიშვა წადი და კროსმანის კუსტომერ სუპორტს დაურეკეო (ა ნომერიც კი მომწერეს 800-724-7486) biggrin.gif, ნუ დიდი მადლობა მეთქი და აბა თქვენ იცითთქვა biggrin.gif

2) კროსმანმა მითხრა გვაქვს ეგ დეტალები რამდენიც გინდა და ვყიდითო, დაგვირეკე ნომერზე (800) 724-7486 და შესაბამის ფასებს და დასტავკის პირობებს გამცნობთო. კაროჩე რა ამერიკის იქეთ არ იხედებიან biggrin.gif

მოკლედ პირამიდთან მადლობის მეტი არაფერი მიმიწერია ხოლო კროსმანს მივწერე მეთქი US-ში არ ვცხოვრობთქვა და ვერ დაგირეკავთქვა, ასე რომ მეილზე მოიტა მეთქი ფასები და ჩამოვუთვალე რამდენიმე დეტალი, მათ შორის 0.22-იანი ლულაც.

P.S. ჰო პატარა გადახვევა, კროსმანის მიმოწერიდან გაირკვა კიდევ ერთი სასიამოვნო რამ, გადალულავა დისკოზე მოსულა ყველანაირი ჩალიჩის გარეშე, მხოლოდ 3 დეტალია შესაცვლელი და კანონმდებლობა უნდა გაარკვიო შენს შტატშიო. ნუ შტატების კანონი გასაგებია სადაც გავუშვი (სამწუხაროდ ჩვენს კანონებს ეგრე იოლად ვერ ვუშვებ იგივე მისამართზე). რაც შეეხება გადალულვას შესაცვლელია 3 დეტალი (დანარჩენი დეტალები ერთნაირია და კალიბრის დროს არ იცვლება):

1) თვითონ ლულა - ამონაჭრები და ზომები ზუსტად იგივეა რაც 0.177-იანზეო
2) ჩახმახი რომელიც ლულაში ტყვიას ტენის, ამტკიცებენ განსხვავებული არისო
3) ამ ჩახმახზე წამოცმული რეზინის რგოლი, რომელიც ჩახმახს კომპლექტად არ მოყვება

მოკლედ იდეაში შეიძლება ლულის გამოცვლა, ჩემის აზრით ჩახმახის დატოვება და რეზინა აშკარად შესაცვლელი იქნება რომ ლულის შედარებით დიდი ხვრელი ამოკეტოს. ჰა რას იტყვით საინტერესო იდეაა არა?!.
geojorjika
ja_ja
საინტერესოა ძალიან და ლულა რა ღირს და ბარამში თუ გააგზავნიან? smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd June 2009 - 01:58 PM) *
ლულა რა ღირს და ბარამში თუ გააგზავნიან?

ეგ ჯერ მიმოწერის ამბავშია, ახლა მივწერე რომ ფასები გამოუშვით და საქართველოში ვართქვა. მერე ბარამის სიყვარულს ავუხსნი. ბარამში გაგზავნაზე არამგონია პრობლემა ჰქონდეთ. დეტალებია თოფი არაა, ასე რომ მოჟნო.
Davitus
ja_ja
ისე კანონმდებლობა კრძალავს ნეტა იარაღის დეტალების ჩამოტანა-შემოტანას? ეგრე დეტალებით, თეორიულად შეგიძლია დეზერტ იგლი გამოიწერო და მერე აქ ააწყო, სამართალდამცავ სტრუქტურებში დებილები არიან?
ja_ja
Davitus
კანონი არ კრძალავს ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანას, გინდა აწყობილ გინდა დანაწევრებულ ვარიანტში, ეგ მოსული პონტია. აწყობილი საერთოდ პრობლემა არაა, მიდიხარ სანებართვოში, იღებ 40 ლარიან შემოტანის უფლებას და თუ გინდა ბარეტი შემოიტანე. მტავარია საბაჟო მოსაკრებელი გადაიხადე და დაარეგისტრირე შემოტანის მერე.

რაც შეეხება პნევმატიკას, მემგონი საერთოდ ჰკიდიათ. ახლა მარტო დეტალები რომ დაუკვეთო ნუ იასნია ვააბშე გინდა პლასკაგუფცი გიყიდია და გინდა ეგენი, აი ლულაზე არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ პრობლემა არ იქნება. თან დისკოსი და .22-იანი, მაგას ხელშI რომ დაიწერენ ისეთი თხელი კედლებით იქნება მანქანის ანტენა ეგონება ვინმეს biggrin.gif
ja_ja
გავრეკავვვვვვვვვვვვვვვვვ!!!!

კროსმანის ფასები მოვიდა, გავრეკავვვვვვვვვვ!!!!

ლულა .22-იანი ღირს $19.53
ლულის ფიქსატორი ღვედი $2.66

კიდევ რაღაცები მოიწერეს, ახლა სამსახურიდან გავრბივარ, სახლში რომ მივალ დეტალურად დავდებ ინფოს!!!!

გავრეკავვვვვ!!!!!!
parna
ციტატა(ja_ja @ Jun 23 2009, 03:00 PM) *
Davitus
თან დისკოსი და .22-იანი, მაგას ხელშI რომ დაიწერენ ისეთი თხელი კედლებით იქნება მანქანის ანტენა ეგონება ვინმეს biggrin.gif


:lol:

აუ გადავლენ ეხა 0,22 ზე biggrin.gif
parna
რაიოოოოო? 20 დოლარი ლულაა :o
ja_ja
როგორ მეობნებოდა ეს არაკაცი დაზგა გე 2.66$-იან ნივთში 100$-ს მე მაგათი ...

თავიანთ სტანოკზე უნდა მიაერთო და #@$@$#%#
parna
ციტატა(ja_ja @ Jun 23 2009, 06:05 PM) *
როგორ მეობნებოდა ეს არაკაცი დაზგა გე 2.66$-იან ნივთში 100$-ს მე მაგათი ...

თავიანთ სტანოკზე უნდა მიაერთო და #@$@$#%#


მუცელზე უნდა დააწვინო ფრეზეროვანი სტანოკზე და გაჩარხო პრს კალიბრი 30 მმ დე 20.gif
geojorjika
ja_ja
ეხლა ბევრი არ მალაპარაკო 0.22 ლულა ჩემთვისაც დაუკვეთე იცოდე თორემ მე შენზე მეტად გავრეკავ smile.gif და ეგ რაღაც ფიქსატორიც smile.gif smile.gif
geojorjika
ja_ja
ჰა ეხლა ამაიღე ხმა არ უკვეთავ ? smile.gif
ja_ja
მოკლედ ვდებ დეტალურად ინფოს რა მოიწერეს. ნუ მე მივწერე სასურველი ნაწილების ჩამონათვალი და რომ საქართველოში ვარ და შემიძლია გადახდა საერთაშორისო საკრედიტო ბარათით მეთქი, ან საბანკო გადარიცხვით მეთქი რომელი მეთოდი გაწყობთ მიმითითეთთქვა. მოიწერეს შემდეგი

Giorgi,

Listed below are the prices for the parts. The pricing shown is listed per part. All of our parts are sold separately and do not come in sets.

To place an order using a credit card, you will need to contact Customer Service by phone at (800) 724-7486 as we cannot take orders via email.

You may also order by mail. Shipping to anywhere in the U.S. is a flat rate of $4.00 per order. If you need this shipped outside the U.S. please contact us directly for S&H rates.

Our office hours are Monday-Friday from 8am to 4:30pm EST.

Thank you,
Angel

და დეტალების ჩამონათვალი ფასებით:

Part # / Description / Number / Price

21) BARREL BAND - 1761-021 =$2.66 დეტალი რომლითაც ეს თემა დაიწყო
13) BARREL, 24 CROS .22 CAL. - 2260SE-001= $19.53 ლულა 22-იანი
14) BOLT .22 CAL LONG NICKEL - 2261-002= $2.68 ჩახმახი
25) O-RING - 970-028 = $1.15 ჩახმახის რეზინის რგოლი
19) STRIKER - 2300-050 = $5.69 დამრტყმელი (აი ბაზუკ შემსუბუქება რომ გინდოდა 6$ და ექსპერიმენტები მოსულა)
20) HAMMER PIN - 2100A011 = OUT OF STOCK დამრტყმელში რომ ჯდება რკინის ღერძი
30) SPRING, HAMMER - 1761-009 = PART CHANGE TO 2261-009= $1.29 დამრტყმელის ზამბარა
17) PLUG, TUBE - 1761-012 = $ 5.08 უკანა დეტალი სადაც დეგაზაციის ვინტი შედის
28) SET SCREW 8-32 x 125 (4) - 88-089 = $1.15 ექვსკუთხიანი ვინტი ლულის დასაჭერად
32) SCREW, #8x.188, PPH (3) - 1761-010 = $1.15 რეზერვუარის უკანა კლაპნის დამჭერი ვინტები 3 ცალი
38) CAP ASSEMBLY - 1761-102=OUT OF STOCK პლასმასის პრობკა აღარ აქვთ
23) SLEEVE - 1322A026 = $1.15 ლითონის მინი მილი რომლითაც რეზერვუარიდან ლულაში ჰაერი გადაიცემა
24) BREECH GASKET - 130-036 = $1.15 იმავე მინი მილის რეზინა
29) SCREW, 4-48 x250 - 1322B027= $1.15 კროსმანის ნიმი ვინტი ჩახმახის ქვეშ რომ არის

წითლით მიწერილია ის რაც მათ მიმითითეს წერილში, მაქსიმალურად დავიცავი იგივე პონტი. თქვენც გადახედეთ რაიმე ხომ არ მეშლება, შეადარეთ აი ამ დეტალების ჩამონათვალის ფაილს.

კაროჩე დაკვეთა მხოლოდ US-ში მოსულა და ტელეფონითო, ელ ფოსტით ვერ დაგვიკვეთავო, პლიუს ვერ გავიგე რაღაც, რამდენადაც მივხვდი თითო დეტალი ცალცალკე იყიდება და არა კომპლექტებადო, თან თითო დაკვეთაში 4$ ემატებაო. აქ რაღაც გასარკვევია რაცხა ბოლომდე ვერ გავიგე.
parna
მემგონი ნაწილებად აწყობა უფრო იაფი გამოვა ვიდრე ყიდვა მთელი თოფის biggrin.gif
geojorjika
ja_ja
სასწრაფოდ მინდა ესენი smile.gif ოღონდ ჯერ კაცი გვინდა ამერიკაში sad.gif

13) BARREL, 24 CROS .22 CAL. - 2260SE-001= $19.53
14) BOLT .22 CAL LONG NICKEL - 2261-002= $2.68 ჩახმახი
25) O-RING - 970-028 = $1.15 ჩახმახის რეზინის რგოლი
30) SPRING, HAMMER - 1761-009 = PART CHANGE TO 2261-009= $1.29
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd June 2009 - 11:53 PM) *
სასწრაფოდ მინდა ესენი

კაი კაცო, მარა რაფრა??? მეც მინდა მაგრამ ვდგევარ ახლა და თავს ვიფხან smile.gif ისე სკაიპით დარეკვა არ მოსულა ვითმ??? მარა მაგდენ თავისუფალ ინგლისურს მე ვერ გავქაჩავ sad.gif.
geojorjika
ja_ja
არც მე ვსხლავ ინგლისურს smile.gif , სადა ის სუბიექტი ინტერნეშენალ ჰაუსში რომ მუშაობს და ინგლისურს ასწავლის საქართველოს ? smile.gif smile.gif

აუ ეგ უნდა გავარკვიოთ აუცილებლად მემგონი კარგი კანალი იჭრება smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ Jun 23 2009, 08:09 PM) *
ja_ja
არც მე ვსხლავ ინგლისურს smile.gif , სადა ის სუბიექტი ინტერნეშენალ ჰაუსში რომ მუშაობს და ინგლისურს ასწავლის საქართველოს ? smile.gif smile.gif

აუ ეგ უნდა გავარკვიოთ აუცილებლად მემგონი კარგი კანალი იჭრება smile.gif


:lol: თვითონაც მოუნდება ეგენი მერე :rolleyes:
Davitus
ja_ja
თუ დასარეკია, რაც გასარკვევია მითხარით და ტელეფონით დავურეკავ, სულ რაღაც კაპიკებია ამერიკაში დარეკვა, და დაველაპარაკები, ნო ფრობლემ გაიზ :
ja_ja
Davitus
აჰა გაგახარებს ღმერთი, ეს ერთი კაი წინადადება მოიდა.

მტააკ ახლა დარეკვამდე ჩამოყალიბება გვინდა რა და როგორაა, მერე დარეკვა და დეტალურად გარკვევა, ბოლოს კი დაკვეთა.
nihontoman
ციტატა
ღებ 40 ლარიან შემოტანის უფლებას და თუ გინდა ბარეტი შემოიტანე


ჰო და მერე დაეჭვებულ საბაჟოს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალთვალს/გატრაკების ობიექტი გახდები...

კარგი პიონტები ეძრობა, მგონი რაღაც უნდა გამოვიდეს ისე.
ბარამში მიიტანენ-ბარამი თქვენ მოგიტანთ. (ესე ხო მოსულა, თუ ბარამი ატორმუზებს?)
ja_ja
nihontoman
შინანარს ვერ მივხვდი, რა დროის ბარამი და 40 ლარია??

ჯერ ჩამოყალიბება გვინდა ვის რა უნდა, მერე კროსმანთან გარკვევა და დაკვეთა. ჯერ ეს სამი ეტაპი არ გაგვივლია შენ უკვე აქაურ ამბებს განიხილავ.

პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოხდეს მათი გამოჩენისდამიხედვით და არა აბდაუბდად და წინასწარი შიშებით.
bazuka
მოკლედ თუ დავუკვეთავთ ლულა არუნდა იყოს იმ ამანათში, ლულა ცალკე, თორე ისიც დაიკარგება
მოკლედ მე მინდა ვასმიორკა და რატომღაც მინდა 2 ცალი, ანუ სულ 3 ცალი რომ ჰქონდეს.
მიმმართველის რეზინი და ჩაქუჩი 2 ცალი, სხვადასხვა წონებზე რომ გავაჩარხინო.
მგონი ეგაა სულ. wink.gif
ja_ja
bazuka
ბაზუკა მგონი შენი ძმის დახმარება დაგვჭირდება თუ რათქმაუნდა ეგ კაცი ყველას ერთად არ გაგვლახავს.

მოკლედ ჯერ კავშირზე რომ გავიდეს და იმ 4 დოლარის ამბავი გაარკვიოს, მე ვერ მივხვდი თითო ვინტი ცალცალკე უნდა გამოიგზავნოს და თითო ნივთს 4 დოლარი ემატება თუ თითო დაკვეთაში შესულ საერთო ამანათს.

მეორე თავისთან რომ გაუშვას და ლულები ცალკე გადაალაგოს, რომ ინვოისში ლულა და 0.22-ი არ ეწეროს, თორემ მაგის გამოტარება საზღვარზე პონტი იქნება. თან თუ ლულებს გააჩერებენ დანარჩენი რომ წამოვიდეს მაინცა.

რას იტყვი შესაძლებელია ასეთი რამ თუ შენც გვცემ და შენი ძმაც???

თუარა რაიმე სხვა მეთოდი იქნება მოსაფიქრებელი. ნუ მაშინ დავითუსს ვთხოვთ დარეკოს და დაკვეთა თუ გამოვა ჩვენი ტელეფონიდან მერე დანარჩენს მე გადავიხდი ბარათით, მივწერე საერთაშორისო ბარათი მაქვს მეთქი და გვაწყობსო მიპასუხეს.
nihontoman
არა, ბარამზე ის ვთქვი მაგ ლულებზე ხო არ ატორმუზებენ მეთქი, როგორც მთლიან ეარგანებზე თუ არა?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.