გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> შევარჩევინოთ nxs027-ს პნევმატური თოფი, აბა დავეხმაროთ ამ კაცს
nxs027
პოსტი Feb 12 2012, 09:25 PM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება. ვებ-ის სერფინგის დროს ჩემდა გასაკვირად ვნახე ეს ვებ-რესურსი, სადაც ძალიან კორექტული, ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. გმადლობთ საიტის შემქმნელებს ასეთი კარგი საიტისთვის და მომსახურებისთვის.

პერსონალურად გამოყოფ Ja-Ja-ს და ioramas პოსტებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტური და საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ტიპიური რჩევებია. პატივი მქონდა Ja-Ja-სთან პირადი მიწერ- მოწერისა (მადლობა მას დაუზარელი და დეტალური პასუხისთვის, ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს, აქ გადმოვაკოპირებ, როგორც ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს კორექტული და მრავლისმომცველი პოსტი).

Ja-Ja-სვე რჩევით საერთო ფორუმზე მინდა დისკუსია გადმოვიტანო და თქვენს სამსჯავროზე გამოვფინო.

ჩემი ისტორია ორიოდე სიტყვით ასე აღიწერება: დიდი სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი. რამოდენიმე კვირის ძიების, მრავალი ქართული თუ უცხოური საიტის, სპეციალური ლიტერატურის გაცნობის და შედარებითი ანალიზის შემდეგ ჩემი არჩევანი შემოიფარგლა BT1500WNP Benjamin Nitro-ს და/ან მსგავსი პარამეტრების მქონე იარაღის შეძენის სურვილით.

Ja-Ja-ს ზომიერი, მაგრამ მაინც უარყოფითი შეხედულებისა BT1500WNP Benjamin Nitro-ს, მისი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიმართ, უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ. განათლებით ფიზიკოსი ვარ და ნათელია ინფორმაცია საწყის სიჩქარეს, ენერგიას და ტყვიის მასის შესახებ, ასაკითაც არ ვარ ახალგაზრდა და გამოუცდელი. უფრო დამჯდარი/ ჩასაფრებული ტიპის ნადირობის მომხრე ვარ, ამიტომაც ამ, შედარებით მძიმე, მაგრამ ძლიერი თოფის პარამეტრები მაკმაყოფილებს. მიზანში სროლით, ჯგუფთა კეთებით და/ან ე.წ. "პლინკაობის" დაკავების სურვილი არ მაქვს. პერსონალურად ვმტრობ სოფელში ჩემს შინაურ ფრინველებზე მონადირე ბანდას, რომლის წევრებიცაა: სინდიოფალა (კვერნა), მოპარპაშე ყვავ-ყორნები და ქორი, ხოლო მომხვდურთა ბანდას, უტყუარი ცნობებით მეთაურობს წუწკი ტურა. მაგათ სინდისზეა მრავალი უცოდველი წიწილის, შეღერებული ყვინჩილის თუ იმედისმომცემი ბროილერის ვარიის უმანკო სული... არც ჩასუქებულ იხვებზე აქვთ ტაბუ დადებული და ეხლახანს, ბანდის მეთაურმა, მარხვაშიაც კი სიამოვნებით გაიყოლა მოვიშვიშე მამალი იხვი. მოკლედ Casus Belli მაქვს და შურისძიებით აღტკინებული, ჯერ ვირტუალურად ვემუქრები მათ, როგორც ამერიკა ირანს... მართალია რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი ვარ, მაგრამ ჟენევის კონვენციის მსგავსად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მათ წინააღმდეგ გარკვეული მიზეზთა გამო ვერიდები.

ხომ ვერ დამეხმარებოდით იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ა) ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? (საორიენტაციოდ, ბატონ გრიგოლის ვებ-გვერდზე მითითებულ ფასებში, იხილეთ www.iaragi.ge); ხომ ვერ გამიზიარებდით BT1500WNP Benjamin Nitro-ს მფლობელები ამ ზარბაზნის ცოდვა-მადლს, ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას?

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
nxs027
პოსტი Feb 13 2012, 05:54 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 25
რეგისტრ.: 11-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,524
ქალაქი:თბილისი



სიმართლე ვთქვა, არც კი ველოდი რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა BT1500WNP-ის მიმართ თუ ფორუმზე ამხელა რეზონანს გამოიწვევდა. თემის შეცვლაც კი მოჰყვა, თუმცა BT1500WNP -ის მფლობელების გამოხმაურებებს მოველოდი უფრო. ბატონ გრიგოლს, რომ ჰქონოდა ფიზიკურად გაყიდვაში, რომ ასე ვთქვათ "ხელში ამეღო" თოფი და დამეთვალიერებინა, გადამეტენა , პირადად ფიზიკურად გამომეცადა ეგ თოფი, სიმძიმით და ზომებით, მაშინ მხოლოდ თემების წაკითხვას დავჯერდებოდი და არც ja_ja-ს გაღიზიანებას გამოვიწვევდი ახალბედა/არიფისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარული შეკითხვებით. blush.gif მე არც პირველი ვარ და ალბათ არც ბოლო, რომელიც მისთვის ახალ სფეროში, უცნობი თოფის შეფასებაში იგივე შეცდომებს უშვებს. ფორუმიც მაგისთვისაა მოგონებული რომ "მოძმესა შენსას სიძნელე გზისა გაუადვილდეს". ყველას დიდი მადლობ გამოხმაურებისთვის.

რაც შეეხება pcp vs. ზდპ; გემოვნების ამბავია, იგივეა რაც ბენზინი თუ დიზელი. ლოგიკურადაც pcp უფრო ზუსტი და ჩუმი იქნება, ვიდრე ზდპ. გამოცდილი და უფრო ხარისხისადმი მომთხოვნი ადამიანი pcp-ს ამჯობინებს, ამას მეც ვხედავ, როცა აქტიური ფორუმელების არსენალს ვუყურებ და მერე წყაროებში ვეძებ თუ რაა ხილია ესა თუ ის თოფი.

ფორუმის წესების დარღვევაში არ მინდა ჩამეთვალოს და არც დისკუსიების გამართვა იქნება ჩემგან კორექტული ყოველივე ზემოთნარჩევი პოსტების შემდეგ. ამიტომაც დავეთანხმები "იორამა"-ს და მოკრძალებულად ვთხოვდი იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ზდპ-ს ზემოთ ნახსენები თოფები BT1500WNP, ნიტრო ELS177DC, WEIHRAUCH HW 95, 80, 97 მოკლედ დამიხასიათოდ მათი პლიუსი და მინუსი, ჩემს მიერ ნაჩვენები ამოცანების მიმართ.
პატივისცემით, nxs027

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- nxs027   შევარჩევინოთ nxs027-ს პნევმატური თოფი   Feb 12 2012, 09:25 PM
- - geojorjika   nxs027 ციტატაყველას მ...   Feb 12 2012, 09:36 PM
- - nihontoman   nxs027 ერთადერთი რაც მ...   Feb 12 2012, 11:08 PM
- - ReMiNgToN   nihontoman არც ისე მძიმეა...   Feb 12 2012, 11:29 PM
- - nxs027   მადლობა გამოხმაურ...   Feb 12 2012, 11:46 PM
- - ja_ja   nxs027 ციტატა(nxs027 @ 12th Febr...   Feb 13 2012, 12:08 AM
- - nxs027   გაფრთხილება მიღებ...   Feb 13 2012, 01:37 AM
- - nihontoman   nxs027 თქვენს ყურადღე...   Feb 13 2012, 05:39 AM
- - ilariona   nxs027 კი დეტალურად გა...   Feb 13 2012, 09:40 AM
- - ja_ja   nxs027 რაც შეეხება კან...   Feb 13 2012, 11:46 AM
- - WARNer brother   ja_ja ჯაჯა ერთჳ 95-ეს და...   Feb 13 2012, 12:28 PM
- - cat   ამას რას უწუნებთ ბ...   Feb 13 2012, 12:32 PM
- - gregory   ja_ja nihontoman ilariona cat მგონი ...   Feb 13 2012, 01:21 PM
- - WARNer brother   cat ნუ ოპტიკაც ხომ უნ...   Feb 13 2012, 01:23 PM
- - iorama   თოფი დიდი ხანი არ მ...   Feb 13 2012, 02:02 PM
- - ilariona   gregory გრიგოლ, წილობრ...   Feb 13 2012, 03:23 PM
- - ilariona   ნიტროდან გადმოტან...   Feb 13 2012, 03:26 PM
- - iorama   მე კიდევ დავამატებ...   Feb 13 2012, 03:41 PM
- - nxs027   სიმართლე ვთქვა, არ...   Feb 13 2012, 05:54 PM
- - trigger   მემგონი ყველამ ყვე...   Feb 13 2012, 06:20 PM
- - ReMiNgToN   nxs027 BT1500WNP მქონდა მე, მა...   Feb 13 2012, 07:40 PM
- - ja_ja   nxs027 ციტატა(nxs027 @ 13th Febr...   Feb 13 2012, 09:27 PM
- - makena   XXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXXX   Feb 13 2012, 11:27 PM
- - ilariona   makena და ეს რასთან და...   Feb 14 2012, 12:12 AM
- - nihontoman   ReMiNgToN გერმანულობა რ...   Feb 14 2012, 12:01 PM
- - iorama   ჩემი აზრით NP XL 1500-სს გ...   Feb 14 2012, 01:02 PM
- - gregory   NP XL 1500-ზე ნამდვილად ი...   Feb 14 2012, 01:33 PM
- - ReMiNgToN   nihontoman ხომ მაგრამ ამ ...   Feb 14 2012, 04:34 PM
- - nihontoman   ReMiNgToN ენერგია? რა ენე...   Feb 14 2012, 05:26 PM
- - WARNer brother   ReMiNgToN ძალაინ გთXოვ გა...   Feb 14 2012, 05:58 PM
- - ReMiNgToN   nihontoman სასხლეტს რაც შ...   Feb 14 2012, 06:08 PM
- - ilariona   nihontoman WARNer brother ReMiNgToN თემ...   Feb 14 2012, 06:10 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 03:54 AM
Hosted by Pro-Service