![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება. ვებ-ის სერფინგის დროს ჩემდა გასაკვირად ვნახე ეს ვებ-რესურსი, სადაც ძალიან კორექტული, ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. გმადლობთ საიტის შემქმნელებს ასეთი კარგი საიტისთვის და მომსახურებისთვის. პერსონალურად გამოყოფ Ja-Ja-ს და ioramas პოსტებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტური და საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ტიპიური რჩევებია. პატივი მქონდა Ja-Ja-სთან პირადი მიწერ- მოწერისა (მადლობა მას დაუზარელი და დეტალური პასუხისთვის, ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს, აქ გადმოვაკოპირებ, როგორც ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს კორექტული და მრავლისმომცველი პოსტი). Ja-Ja-სვე რჩევით საერთო ფორუმზე მინდა დისკუსია გადმოვიტანო და თქვენს სამსჯავროზე გამოვფინო. ჩემი ისტორია ორიოდე სიტყვით ასე აღიწერება: დიდი სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი. რამოდენიმე კვირის ძიების, მრავალი ქართული თუ უცხოური საიტის, სპეციალური ლიტერატურის გაცნობის და შედარებითი ანალიზის შემდეგ ჩემი არჩევანი შემოიფარგლა BT1500WNP Benjamin Nitro-ს და/ან მსგავსი პარამეტრების მქონე იარაღის შეძენის სურვილით. Ja-Ja-ს ზომიერი, მაგრამ მაინც უარყოფითი შეხედულებისა BT1500WNP Benjamin Nitro-ს, მისი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიმართ, უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ. განათლებით ფიზიკოსი ვარ და ნათელია ინფორმაცია საწყის სიჩქარეს, ენერგიას და ტყვიის მასის შესახებ, ასაკითაც არ ვარ ახალგაზრდა და გამოუცდელი. უფრო დამჯდარი/ ჩასაფრებული ტიპის ნადირობის მომხრე ვარ, ამიტომაც ამ, შედარებით მძიმე, მაგრამ ძლიერი თოფის პარამეტრები მაკმაყოფილებს. მიზანში სროლით, ჯგუფთა კეთებით და/ან ე.წ. "პლინკაობის" დაკავების სურვილი არ მაქვს. პერსონალურად ვმტრობ სოფელში ჩემს შინაურ ფრინველებზე მონადირე ბანდას, რომლის წევრებიცაა: სინდიოფალა (კვერნა), მოპარპაშე ყვავ-ყორნები და ქორი, ხოლო მომხვდურთა ბანდას, უტყუარი ცნობებით მეთაურობს წუწკი ტურა. მაგათ სინდისზეა მრავალი უცოდველი წიწილის, შეღერებული ყვინჩილის თუ იმედისმომცემი ბროილერის ვარიის უმანკო სული... არც ჩასუქებულ იხვებზე აქვთ ტაბუ დადებული და ეხლახანს, ბანდის მეთაურმა, მარხვაშიაც კი სიამოვნებით გაიყოლა მოვიშვიშე მამალი იხვი. მოკლედ Casus Belli მაქვს და შურისძიებით აღტკინებული, ჯერ ვირტუალურად ვემუქრები მათ, როგორც ამერიკა ირანს... მართალია რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი ვარ, მაგრამ ჟენევის კონვენციის მსგავსად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მათ წინააღმდეგ გარკვეული მიზეზთა გამო ვერიდები. ხომ ვერ დამეხმარებოდით იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ა) ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? (საორიენტაციოდ, ბატონ გრიგოლის ვებ-გვერდზე მითითებულ ფასებში, იხილეთ www.iaragi.ge); ხომ ვერ გამიზიარებდით BT1500WNP Benjamin Nitro-ს მფლობელები ამ ზარბაზნის ცოდვა-მადლს, ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nxs027 რაც შეეხება კანონს, ნუ პირველი არ ხარ ვინც არ იჯერებ და მიდის წრეზე მერე - რას ქვია არ სრულდება თუ კანონია; - მე ვიცნობ ხალხს, ყველაფერს გაარკვევენ; - მე ეგ გაუგებრომა არ მეხება; - ბოლო ბოლო სასამართლოში ვიჩივლებ და მოვიგებ; და ასე შედმეგ. თუ დაგვიჯერებ ეგ ყველამ გავიარეთ და ფაქტს აგერ გეუბნებით არ გამოვა მაი საქმე ![]() მოკლედ კანონი ნებას რთავს, მაგრამ გარკვეული კურიოზებით, კერძოდ კანონი ნახსენებია რომ ნებადართული ოპნევმატიკის სტანდარტები უნდა შეუმშაოს მეტეოროლოგიისა და სტანდარტების სამსახურმა. ეს დაევალა ამ სამსახურს 2010 წლის ივლისში. მოვიდა 2011 წელი და აღმოჩნდა რომ არაფერიც არ ჰქონდათ გაკეთებული, მერე დაიწყეს ფიქრი უი რაცხა დასაწერიაო, და შარშან თებერვალ მარტში დაიწყეს მაგაზე მუშაობა (ნუ ბევრი ტემაა ჩვენთან ფორუმზე ძIრითადად აი ამ განყოფილებაში). ჩვენც კი შევთავაზეც დახმარება, ასე თუ ისე ტექნიკური ბაზაც გვაქვს გამოცდილებაც და თეორიაც დაღეჭილი გავქვს. სტანდარტების ორგანიზაციის წარმომადგენელმა რომელიც ფორუმზე დარეგისტრირებული იყო სახელით GEOSTM (სხვათაშორის ასევე ჰქვია იმ ორგანიზაციას), გვითხრა რომ თვითონ უკეთესი მცოდნე სასტავი ყავდათ. ნუ მოკედლ ეს საკითხი იღეჭება დღემდე, რაცხა დაწერეს არ მოეწონა პარლამენტს, მეორე დაწერეს შსს-ს არ მოეწონა, და არიან რა ასე ბედნიერად ![]() ![]() შედეგად კანონი არის, მაგრამ სპეციფიკაციები არ არსებობს, ამის გამო მაგალიტად სანებართვო ხელებს იქნევს - კაცო ეგ ისაა კისტის თოფს რომ ეძახიან და გაფორმება არ უნდა რაც გინდათ ის აკეთეთო (იყიდეთ, ატარეთ, ისროლეთ რაც მოგივათ თავში ის ქენითო ყველაფერი ნებადართულიაო). ამასობაში გაუგებრობის გამო მაგალითად საბაჟოს სიტყვიერი ბრძანება აქვს, არ შემოუშვას არანაირი პნევმო იარაღი სანამ სტანდარტები არ იქნება, ეს უკვე გრძელდება 2011 წლის 1 იანვრიდან, აქ არაერთს აქვს გამოწერილი ჩამოსული და საბაჟოზე გაჩერებული ტვირთი. ფიზიკური პირების გარდა იურიდიული ფირმებიც ვერ ახერხებენ შემოტანას, იგივე iaragi.ge, magnum.ge და ასე შედმეგ. მოკლედ ეს კურიოზი არსებობს და გინდა დაიჯერე გინდა ნუ დაიჯერებ, ეს იყო უბრალოდ ინფორმაციული გადახვევა ძირითადი თემიდან, დიდი თხოვნა იქნება კანონის პუნქტები ამ თემაშI არ განვიხილოთ სრული ბარდაკი იქნება. მიგითითე განყოფილება სადაც არის ეგეთი ტემები და თუ სურვილი გექნება იქ განვიხილოთ, მანამდე კი უკვე დაწერილ ინფორმაციას თუ გაეცნობი იმ თემებში კარგი იქნება. ახლა შენს კონკრეტულ თემაზე: 1) 1000 ლარინი ბიუჯეტი მშვენიერი დიაპაზონია. მანდ მოვა ხარისხიანი ზ.დ.პ კლასიც (ანუ ზამბარ დგუშიანი, პნევმატიკის კლასების გარკვევაში დაგეხმარება აი ეს თემა, სხვათაშორის მანდ ასევე არის პატარაზე ნახსენები ძლიერი ზ.დ.პ-ს მინუსები) და ასევე შეგიძლია შეიძინო საწყისი დონის PCP კლასიც. დიდი დისტანციებზე და ზუსტი სრულისთვის PCP-ზე უკეთესი არაფერია. ერთადერთი ზ.დ.პ-ს რაც აქვს პლიუსად ეს არის ავტონომიურობა, ანუ გადადეხე ლულა გაისროლე. PCP-ზე პირდაპირ ისვრი გარკვეული დრო, მერე უნდა გაჩერდე და რეზერვუარი უნდა შეავსო. 2) ნუუუ, ახლა პრესტიჟზე წუ თავიდა საუბარი... რა დაგისავა Walther-მა, Steyr-მა, Weihrauch-მა, Air Arms-მა, Feinwerkbau-მ, Merlin-მა? აი ესენი არიან თუ არის ასევთქვათ პრესტიჟული ფირმები... კროსმანი ჯერ ადგას გზას რომელიც ბოლოს შეიძლება მიდიოდეს მაგ დონის პრესტიჟთან, ჯერ კროსმანს მუშაობა სჭირდება მაგ საკითხში. ნუ ახლა ფასი ხარისხის საერთო ჯამი, თუ გაქვს მხედველობაში ეს სხვა საქმეა ![]() 3) მაინც PCP-ზე გავჩერდებოდი, გინდა ტურა გინდა ყვავი. და პატარა საიდუმლოს გაგიმხელს, იმოდენა ძალის თოფს დაადგი თვალი რო საერთოდ არ ფიქრობ იამზე თუ რა სიჩქარით კუმშავს ჰაერს ცილინდრში და მერე რას იზამს ეს შეკუმშული ჰაერი უცებ ლულიდან რომ გამოვადრება. 4) დამიჯერე უკეთესია თუ ცოტათი უფრო სუსტზე ფიქრობ,. შენ ამ საქმეში ახალბედა ხარ და როგორც ყველა ახალბედას სჩვევია, უნდათ რაღაც აი ისეთი რა, აი .. აი რომ მოხვდება და დედის ბუნდღას რომ არ დატოვებს რა... აი.. აი რელსს რომ გახვრიტავს და სხვას რომ შეშურდება ეს რა ძლიერი თოფი გაქვსო რა... ![]() ![]() 5) ნუ არ ვიცი რევიუ და ყვავებს 60-80 მეტრზე კი ყრიან მაგ თოფიდან ჩვენები ![]() 6) სულ ტყუილად. მოდი მარტივი პარალელები გავავლოთ, მე რომ დავწერო რომელიმე ცეცხლსასროლის ფორუმზე, მეშინია Win 308-ს ყიდვა სახიფათოა მეთქი რას იტყვი? ნუ მოვიყვან იქ საშიშ თეორიებს, რომ შეიძლება გავარდეს, სხვას მოხვდეს დიდ დისტანციაზე, მოვლა უნდა... ხომ გაგეცინება. ![]() ![]() ასევეა PCP-ც. თუ წიხლებით არ შედგები, არ გადააგდებ აივნიდან, არ დაარღვევ ტექნიკურ მაჩვენებლებს... რავიცი აგერ 4 PCP მაქვს სახლში 3 წელია თუ 4 წელია და .... ხალხს კი ათეოლობით წლები აქვთ PCP-ები. ეს ყველაფერი ატგავორკებია, უფრო ქვეცნობიერად ვგრძნობ რომ PCP არ გინდა იმიტომ რომ .... ნუ რავიცი რაღაც დაუწუნე რომელსაც შენც ვერ აყალიბებ, იმიტომ რომ რეალურად არაფერი აქვს დასაწუნებელი, მაგრამ რატომღაც არ გინდა... აი 1500 ბენჯიკა კი უუუუ ![]() ![]() 6) აი ეს კი კაი აღიარება იყო, მთელი საქმეც მაგაშია ეგ თოფი ხელში არ გჭერია... ვისაცგვეჭირა დაგვიჯერე ![]() ნუ შენ ცეცხლსასროთან გაქვს საქმე, და წარმოიდგინე ახლა მე რომ ვიყო შენს ადგილზე და ვამბობდე, ყვავებზე და ციყვებზე სანადიროდ მინდა მაგარი ძლიერი თოფი და ნუ ამოვარჩიე საკაიფო მოდელი 0.50 კალიბრის barret-ი... და არიქა ბიჭებო მირჩიეთ ხომ მაგარი თოფია მეთქი? ნუ როგორ ფიქრობ მჭირდება ციყვის მოსანადირებლად ბარეტი ![]() ეგრე შეიძლება BMW X5-იც კრუტოია, მაგრამ რეალურად ჯიპი არაა და ოდნავ ტყლაპოში მოხვედრისას ქალივით აიწევს იუბკას და კივილს დაიწყებს ![]() მოკლედ ჩემი გადასახედიდან, შენ თვალი უნდა შეაჩერო ან ნიჰონტოს მიერ რჩეულ ვეირაუხ 80-ზე, ან Hatsan AT44-ზე, ასევე მშვენიერი არჩევანი იქნება ილარიონამ რომ გირჩია Tengo-ს ნავაროჩენი დისკო. კარგად აწონ დაწონე ყველაფერი კიდევ არა ერთხელ.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th July 2025 - 06:18 AM |
Hosted by Pro-Service |