![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება. ვებ-ის სერფინგის დროს ჩემდა გასაკვირად ვნახე ეს ვებ-რესურსი, სადაც ძალიან კორექტული, ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. გმადლობთ საიტის შემქმნელებს ასეთი კარგი საიტისთვის და მომსახურებისთვის. პერსონალურად გამოყოფ Ja-Ja-ს და ioramas პოსტებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტური და საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ტიპიური რჩევებია. პატივი მქონდა Ja-Ja-სთან პირადი მიწერ- მოწერისა (მადლობა მას დაუზარელი და დეტალური პასუხისთვის, ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს, აქ გადმოვაკოპირებ, როგორც ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს კორექტული და მრავლისმომცველი პოსტი). Ja-Ja-სვე რჩევით საერთო ფორუმზე მინდა დისკუსია გადმოვიტანო და თქვენს სამსჯავროზე გამოვფინო. ჩემი ისტორია ორიოდე სიტყვით ასე აღიწერება: დიდი სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი. რამოდენიმე კვირის ძიების, მრავალი ქართული თუ უცხოური საიტის, სპეციალური ლიტერატურის გაცნობის და შედარებითი ანალიზის შემდეგ ჩემი არჩევანი შემოიფარგლა BT1500WNP Benjamin Nitro-ს და/ან მსგავსი პარამეტრების მქონე იარაღის შეძენის სურვილით. Ja-Ja-ს ზომიერი, მაგრამ მაინც უარყოფითი შეხედულებისა BT1500WNP Benjamin Nitro-ს, მისი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიმართ, უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ. განათლებით ფიზიკოსი ვარ და ნათელია ინფორმაცია საწყის სიჩქარეს, ენერგიას და ტყვიის მასის შესახებ, ასაკითაც არ ვარ ახალგაზრდა და გამოუცდელი. უფრო დამჯდარი/ ჩასაფრებული ტიპის ნადირობის მომხრე ვარ, ამიტომაც ამ, შედარებით მძიმე, მაგრამ ძლიერი თოფის პარამეტრები მაკმაყოფილებს. მიზანში სროლით, ჯგუფთა კეთებით და/ან ე.წ. "პლინკაობის" დაკავების სურვილი არ მაქვს. პერსონალურად ვმტრობ სოფელში ჩემს შინაურ ფრინველებზე მონადირე ბანდას, რომლის წევრებიცაა: სინდიოფალა (კვერნა), მოპარპაშე ყვავ-ყორნები და ქორი, ხოლო მომხვდურთა ბანდას, უტყუარი ცნობებით მეთაურობს წუწკი ტურა. მაგათ სინდისზეა მრავალი უცოდველი წიწილის, შეღერებული ყვინჩილის თუ იმედისმომცემი ბროილერის ვარიის უმანკო სული... არც ჩასუქებულ იხვებზე აქვთ ტაბუ დადებული და ეხლახანს, ბანდის მეთაურმა, მარხვაშიაც კი სიამოვნებით გაიყოლა მოვიშვიშე მამალი იხვი. მოკლედ Casus Belli მაქვს და შურისძიებით აღტკინებული, ჯერ ვირტუალურად ვემუქრები მათ, როგორც ამერიკა ირანს... მართალია რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი ვარ, მაგრამ ჟენევის კონვენციის მსგავსად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მათ წინააღმდეგ გარკვეული მიზეზთა გამო ვერიდები. ხომ ვერ დამეხმარებოდით იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ა) ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? (საორიენტაციოდ, ბატონ გრიგოლის ვებ-გვერდზე მითითებულ ფასებში, იხილეთ www.iaragi.ge); ხომ ვერ გამიზიარებდით BT1500WNP Benjamin Nitro-ს მფლობელები ამ ზარბაზნის ცოდვა-მადლს, ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
გაფრთხილება მიღებულია; თავადაც, ასე ვთქვათ მკაცრი კონტროლის მქონე სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ, არც ფორუმის წესების 2.7 პარაგრაფის დარღვევას ვაპირებ (!). თუმცა აქვე მინდა თქვენივე ციტირება მოგიყვანოთ: ja_ja: საქართველოში აქამდე მუშაობს ძველი კანონი, რომელიც მოქმედებდა 2010 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 4.5 კალიბრზე მეტს კანონი არ სცნობს. ასე რომ უფრო მეტი და ძლიერი უკანონოა. თუმცა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიქოქა მაგრამ ბოლომდე თავის ძალაში ვერ შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკვე სცნობს პნევმატიკურ იარაღში კალიბრებს 6 მილიმეტრამდე, ანუ როდესაც ეს კანონი ამოქმედდება, გვექნება შესაძლებლობა შევიძინოთ 3 კალიბრის იარაღი. ეს იქნება 4.5 მილიმეტრი, 5.0 მილიმეტრი და 5.5 მილიმეტრი. თუ კანონი 01.01.2011-ში ამოქმედდა, ცოტა გაუგებარია რატომ არაა აქამდე ძალაში შესული, ალბათ კანონის გარდამავალ დებულებაშია რაიმე სახის შეზღუდვა. სამწუხაროდ კოდექსის პროგრამა სახლის კომპიუტერზე არ მიყენია, აქამდე ამ საკითხის სამართლებლივი ასპექტებით არ დავინტერესებულვარ, ხოლო ხვალ ჩვენს იურიდიულ დეპარტამენტს ვთხოვ ამ საკითხის დეტალურად გავლას...ბოდიშს ვიხდი, თუ კითხვა სამართლებრივად არასწორად იქნა ფორმულირებული და ჩემს პოსტს სხვაგვარი ინტერპრეტაციის საბაბი მიეცა. ვფიქრობ, ამ განმარტებით საკითხი ამოვწურე ჩემი მხრიდან. და რაც შეეხება ნიტროს, აკვიატებას ადგილი ნამდვილად არ აქვს. რამოდენიმე მიზეზია. შევეცდები ჩამოვაყალიბო: 1. ფასი/ხარისხი; ამგვარი ტიპის გართობა/გატაცებისთვის თოფის შესაძენად 1000მდე ლარის გამოყოფას ვფიქრობ ბიუჯეტიდან. ამ ფარგლებში კი ეს გონივრული არჩევნად მეჩვენება. თქვენი არსენალი შთამბეჭდავია, მაგრამ მხოლოდ მარაუდერის ფასია 1500 ლარი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. თქვენი პოსტები მიუთითებს, რომ მარაუდერს 4.5 მმ-ის კლასში ერთ-ერთ საუკეთესოდ თვლით, ალბათ ასეცაა, თუმცა ფასი ლიმიტს ზემოთა. 2. ფირმის პრესტიჟი; დამეთანხმები, რომ კროსმანის რეპუტაცია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სფეროში, არ მინდა საშუალო და დაბალი რეპუტაციის თოფის ყიდვა. მინდა წლების გარკვეული რაოდენობა პატიოსნად მემსახუროს. 3. სიძლიერეს რაც შეეხება, ხუმრობანარევ სტილში ჩამოვთვალე ის ფრინველი და ოთხფეხი, რომელიც მინდა რომ პერსონალურად გაეცნონ ამ თოფის სიძლიერეს და ტექნიკურ მახასიათებლებს. რეალურად ესენია ყვავი, ქორი, კვერნა, პოტენციურად კი მელა და ტურა. სკვინჩა, ჩხართვზე და შაშვზე ნადირობას მე არ ვაპირებ, ბავშვობაში იჟ-38 -ით მათი ხოცვის ცოდვაც მძიმედ მაწევს, ეგეც მეყოფა. საერთოდ, მგალობელი ფრინველის ხოცვა ეხლა სასტიკად არასწორად მეჩვენება. იხვსა და მწყერისთვის იჟ27 მაქვს განპირობებული.. მაგალითისთვის მოგიყვან, რომ სოფელში ჩასულს, სახლიდან ღამით გამოსულს ეზოში 10-20 მეტრის ფარგლებში ეხლაც ძალიან ხშირად შევფეთებულვარ ტურას, იშვიათად, მაგრამ სინდიოფალაც დამინახია (თუმცა იმწამსვე ქრება), ვირთხის დანახვაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო ყვავ ყორანსა და ძერაზე არც ღირს საუბარი. 10-ოდე წლის წინ ღამით დუპლეტი ვესროლე ტურას, შედეგად , სოფელში ღამით სროლაზე განგაში ატყდა და კაი ხანი მომიწია საშველად მოვარდნილი მეზობლებ-ახლობლების რწმუნება, რომ არც ყაჩაღები არ დამსხმიან თავს და არც გავგიჟებულვარო (ტურა გამექცა და ნივთმტკიცებად ვერ წარვადგინე). გლუვლულიანი თოფით ხელში არ მხიბლავს ყვავებზე სანადიროდ წასვლა. არასერიოზულია და რიგი მიზეზთა გამო გაუგებრად იქნება აღქმული. დამეთანხმები პნევმატური თოფი საუკეთესო გამოსავალია. 4. ასევე ვფიქრობდი იგივე კლასის და ხარისხის კროსმანის ELS177DC ბენჯჯამინ ნიტროს შესახებ, მაგრამ მისი სიძლიერე დაბალია, ხოლო ერთი და იგივე ფასის პირობებში მოცემული BT1500WNP უფრო მძლავრია. 5. Remington Vantage, ან Remington Summit, ესენი ყიდვისათვის შესაძლო პრიორიტეტთა სიაში რიგით შემდგომი არიან. უბრალოდ მათი ფასები 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო გამოხმაურებები ამ საიტსა და რამოდენიმე უცხოურ საიტზე (მაგალითად www.airgundepot.com, www.pyramidair.com ) არცთუ მთლად სახარბიელო აქვს. 6. PCP , ან CO2 გაზით დატუმბული თოფის შეძენა არ მიმაჩნია პრიორიტეტულად , ვინაიდან თოფის ყოველდღიური გამოყენება არ მომიწევს, თან სოფელში იქნება განთავსებული. უსაფრთხოების ფაქტორსაც დიდ წონას ვანიჭებ (PCP მაღალი წნევის ბალონთან თამაში არაა სახუმარო), ვისაც მანქანაში საწვავი გაზის ბალონი (არაიტალიური) უნახავთ აფეთქებული უსიტყვოდ გამიგებს. 7.ფორუმზეც ამიტომაც დავრეგისტრირდი, რომ ვსაჭიროებ და მინდა საკითხში გამოცდილი ხალხიდან კონსულტაცია, თორემ კონკრეტულად ეს თოფი ხელში არასდროს მჭერია, ისევე როგორც ახალი თაობის სხვა მძლავრი პნევმატური იარაღი.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 09:15 AM |
Hosted by Pro-Service |