![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 11-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 1,524 ქალაქი:თბილისი ![]() |
ყველას მოგესალმებით, მართლაც პატივია ამ ფორუმში გაწევრიანება. ვებ-ის სერფინგის დროს ჩემდა გასაკვირად ვნახე ეს ვებ-რესურსი, სადაც ძალიან კორექტული, ამომწურავი და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება. გმადლობთ საიტის შემქმნელებს ასეთი კარგი საიტისთვის და მომსახურებისთვის. პერსონალურად გამოყოფ Ja-Ja-ს და ioramas პოსტებს, რომლებიც ძალიან კომპეტენტური და საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების ტიპიური რჩევებია. პატივი მქონდა Ja-Ja-სთან პირადი მიწერ- მოწერისა (მადლობა მას დაუზარელი და დეტალური პასუხისთვის, ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს, აქ გადმოვაკოპირებ, როგორც ნიმუშს თუ როგორი უნდა იყოს კორექტული და მრავლისმომცველი პოსტი). Ja-Ja-სვე რჩევით საერთო ფორუმზე მინდა დისკუსია გადმოვიტანო და თქვენს სამსჯავროზე გამოვფინო. ჩემი ისტორია ორიოდე სიტყვით ასე აღიწერება: დიდი სურვილი მაქვს შევიძინო პნევმატური თოფი. რამოდენიმე კვირის ძიების, მრავალი ქართული თუ უცხოური საიტის, სპეციალური ლიტერატურის გაცნობის და შედარებითი ანალიზის შემდეგ ჩემი არჩევანი შემოიფარგლა BT1500WNP Benjamin Nitro-ს და/ან მსგავსი პარამეტრების მქონე იარაღის შეძენის სურვილით. Ja-Ja-ს ზომიერი, მაგრამ მაინც უარყოფითი შეხედულებისა BT1500WNP Benjamin Nitro-ს, მისი მახასიათებლებისა და შესაძლებლობების მიმართ, უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ. განათლებით ფიზიკოსი ვარ და ნათელია ინფორმაცია საწყის სიჩქარეს, ენერგიას და ტყვიის მასის შესახებ, ასაკითაც არ ვარ ახალგაზრდა და გამოუცდელი. უფრო დამჯდარი/ ჩასაფრებული ტიპის ნადირობის მომხრე ვარ, ამიტომაც ამ, შედარებით მძიმე, მაგრამ ძლიერი თოფის პარამეტრები მაკმაყოფილებს. მიზანში სროლით, ჯგუფთა კეთებით და/ან ე.წ. "პლინკაობის" დაკავების სურვილი არ მაქვს. პერსონალურად ვმტრობ სოფელში ჩემს შინაურ ფრინველებზე მონადირე ბანდას, რომლის წევრებიცაა: სინდიოფალა (კვერნა), მოპარპაშე ყვავ-ყორნები და ქორი, ხოლო მომხვდურთა ბანდას, უტყუარი ცნობებით მეთაურობს წუწკი ტურა. მაგათ სინდისზეა მრავალი უცოდველი წიწილის, შეღერებული ყვინჩილის თუ იმედისმომცემი ბროილერის ვარიის უმანკო სული... არც ჩასუქებულ იხვებზე აქვთ ტაბუ დადებული და ეხლახანს, ბანდის მეთაურმა, მარხვაშიაც კი სიამოვნებით გაიყოლა მოვიშვიშე მამალი იხვი. მოკლედ Casus Belli მაქვს და შურისძიებით აღტკინებული, ჯერ ვირტუალურად ვემუქრები მათ, როგორც ამერიკა ირანს... მართალია რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელი ვარ, მაგრამ ჟენევის კონვენციის მსგავსად, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას მათ წინააღმდეგ გარკვეული მიზეზთა გამო ვერიდები. ხომ ვერ დამეხმარებოდით იმის გარკვევაში, თუ სად შეიძლება ა) ამ თოფის, ან მსგავსი პარამეტრების მქონე თოფების შეძენა ამჟამად? (საორიენტაციოდ, ბატონ გრიგოლის ვებ-გვერდზე მითითებულ ფასებში, იხილეთ www.iaragi.ge); ხომ ვერ გამიზიარებდით BT1500WNP Benjamin Nitro-ს მფლობელები ამ ზარბაზნის ცოდვა-მადლს, ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას?
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nxs027 ან ხომ ვერ მირჩევდით უფრო მაღალი ყალიბის .22 ან .25 ყალიბის გყიდვას და ტერიტორიულ მდებარეობას? ნუ ამაზე უკვე მოგწერე ყველაფერი, აქ კი ღიად ასევთქვათ არაკანონიერი კალიბრების შესაძენი ადგილები მიმასწავლეთო, ნუ იგივეა ღიად სადმე დაწერო ხალხნო კოკაინი მინდა და სად იყიდება ხომ არ იცით მიმასწავლეთ ვინმემო ![]() ანუ არ არსებობს, და რომც არსებობდეს, ეს არის არაკანონიერი მოქმედების წახალისება თუ მოწოდება, მოკლედ რავისი რაფერაც უკეთესად გამოვა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც უკანონო გამოვა. ჩვენი წესების მიხედვით კიდევ მაგისთანა რაცხაებზე ვაი ![]() უპირატესობას გარკვეული მიზეზთა გამო მაინც მას ვანიჭებ შენი წერილიდან მახსოვს რომ ადრე მხოლოდ იჟ-38-თან გქონდა შეხება, რა არ მოგწონდა იმ თოფში შეგიძლია აღწერო და ასევე რას მოელი ამ ძლიერი თოფიდან? მაგალიტად რატომ თვლი რომ სხვა თოფი ვერ გააკეთებს იმას რაც პნევამტურ თოფს მოეთხოვება. ცოტა არ იყოს, ჩახვეული კითხვაა, ანუ მე იმას კი არ ვგულისხმობ შენ რა ჩაიფიქრე და გინდა რომ ეგრე იყოს, არამედ ვსაუბრობ იმაზე თუ საერთოდ რა შეუძლია თოფს. მაგალიტად შენ ახსენე ტურა... ნუ ფორუმზე გვყავს კაცი რომელმაც დააგდო ტურა პნევამტური თოფიდან, მაგრამ გაითვალისწინე, გაარტყა თავში და თან შედარებით სუსტი თოფიდან, ასე რომ თუნდაც იგივე ტურის შემთXვევაში რატომ უყურებ მაინცა და მაინც ასევთქვათ ერთერთ ძლიერ თოფს? რეალურად რას ელოდები მაგისგან?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 09:03 AM |
Hosted by Pro-Service |