![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ გუშინ თითქმის ბოლომდე დავშალე ჩემი დისკო, პრობლემა დაშლისა არ არის, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა, თითქმის 1800-ზე დატენილის დაშლა დავიწყე და უკანა პრობკის მესამე ვინტს რომ ვხსნიდი გამიჭირდა, რაღაც დაიძრასავით, კიდევ კაი ბოლოს მივხვდი რას სისულელეს ვაკეთებდი და გავჩერდი, თორემ გავარდნა გარანტირებული იყო ![]() ![]() სამაგიეროდ გავიგე რამდენიმე კაი და რამდენიმე ცუდი ინფო 1) კაი ისაა, რომ იოლად იშლება ერთი ვინტის გარდა (ჩახმახის ქვევით რომაა ის ვინტი), ეს ვინტი არის 6 კუთხა თავიანი და 1.5 მილიმეტრიანი გასაღები არ მიდის, უფრო წვრილი უნდა, მეტი არ მქონდა და რაც მე ვიწვალე...... კაროჩე ახლა თავზე ნორმალური ატვიორკის თავს გავუჭრი, თორემ პონტია მაგის მოშვება მოჭერა. 2) ლულა პრაქტიკულად არ არის ფიქსირებული, ჩადებულია უბრალოდ და ლულის რკინის ღვედის გარდა პრაქტიკულად იჭერს კლაპლიდან გამომავალი ჰაერის გადამყვანი პატარა შტუკენცია. მოკლედ ჯერ ხომ როგორც ასეთი კოლოფი არ აქვს სდისკოს, პლიუს აღმოჩნდა რომ ლულა დამაგრებულიც არაფერიში არ არის. ასე რომ გამოკიდებული ლულით სროლა გადაიდო სამუდამოდ ![]() ასე რომ მოვხსენი და გავაკეთე მისი ნახაზები, დღეს ხვალ შევეცდები ფირმა dazga.ge-ში გავიდე და გავიგო თუ გამოჩარხავენ და რამდენად. თუ ძალიან ძვირი დააფასეს, მაშინ შეიძლება ნებისმიერ ხარატთან მისვლა და მასთან გამოჩარხვის მოსინჯვა, თუ ეგეც არ გამოვიდა ვფიქრობ გრიგოლ ხელაძეს ვთხოვო შემდეგ პარტიასთან ერთად ჩამოიტანოს რამდენიმე Barrel Band-ი (უბრალოდ დროში გაიჭიმება და ზაფხულის ბოლომდე ალბათ არ იქნება). ვგროვდებით ამ დისკოების მომხმარებლები და ფაქტია დაგვჭირდება ეს დეტალი. მოკლედ აგერ რეალური Barrel Band-ი, რომლის ზომებიც ჩემი ელექრტო შტანგელ-ცირკულით ავიღე ![]() ![]() ეს კი კომპიუტერში გადატანის შემდეგ რაფრა გამოიყურება 2D და 3D ვარიანტებში ![]() ეს კი ისევ კომპში გადატანილი და ზომების ვარიანტში აღებული (იმედია არ მიწყენთ სკოლა უნივერსიტეტის შემდეგ ხაზვისთვის ხელი არ მომიკიდია და აღმნიშვნელი სიმბოლოები აღარ მახსოვს კორექტულად როგორ იწერება, მაგრამ იმედია მიხვდებით რა რას ნიშნავს) ![]() მოკლედ დავყარე ინფო იმისათვის, რომ თქვენც გქონდეთ ეს შტუკა თუ დაგჭირდებათ, ვდრუგ და მე რამე დამემართოს, აგერ გუშინ კინაღამ მარილზე გავედი ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰოოოოოოოოოოოო ჰო-ჰოოოოოოოოოო დღეს რავარც იქნა დავადგი საშველი და გავედი დაზგა.გე-ს ოფისში. მოკლედ მე ეგ ფირმა ყველანაირად დავივიწყე, ადრე ხომ მედლების გაკეთებაზე 70 ლარი მომითხარეს თითოზე, ახლა კი..... მოკლედ ვაჩვენე ეს დეტალი და -ასეთის გამოთლა მინდამეთქი - რისგანო? ხე თუ ლითონიო? - ლითონი მეთქი იჩალიჩეს ერთი მეორეს გადასცეს, ერთმა თავი გააქნია მე ვერ გავაკეთებო, მერე მეორეს, და ბოლოს ვიღაცას მისცეს ვინც ასეთქვათ ლითონზე მუშაობს (იმ დანარჩენებს რაღას აძლევდა ის ტიპი, მაინც ვუთხარი ლითონისგან მინდათქო და მგონი მაინც მოსინჯა ეგებ და მარმარილოსგან, ან ხისგან გამოთლილიყო, კაროჩე ვერ არიან) კაი მივიდა იმ კაცამდე ვინც ლითონზე მუშოაბს, მეკითხება - ალუმინი გაწყობსო? - მეთქი კი მაწყობს - კაი დავთვლიო, მარა ეს ვინტების ხვრელებიც გინდაო? - მეთქი არა (ვიფიქრე გააძვირებს და ჯობია მარტო დეტალი ამოჭრას მეთქი) თვალა თვალა და - მოკლედ ძვირი გამოდის და ორგმინა რომ იყოს არ გაწყობსო? - კაი ეგეც მითხარი მეთქი, - კაროჩე ალუმინისგან თუ გამოიჭრება 100$-მდე დაჯდებაო, ორგმინიდან კიდევ 20 ლარად გაგიკეთებთო (ოღონდორგნიმის სისქე 10 მილიმეტრი აქვთ ეს დეტალი კი 12 მილიმეტრია, მე ვაბშეტა უფრო სქელის გაკეთებაც მინდოდა ერთიცალის) კაროჩე ბევრი ბოდიალი იყო კიდევ ზომებზე, ნახაზი ვაჩვენე და რაცხა სტრანნად შემომხედეს, ან მე მქონდა ნამეტანი ქაჯურად დახატული, ან მაგათ ცხოვრებაში 3D ვარიანტში დახატული დეტალი არ უნახიათ ზომების მითითებით ბოლოს ერთი დასძინეს თუ შენ მოიტან მასალას მაშინ 50$-მდე დაგიჯდებაო, გინდა ალუმინი, გინდა ფოლადი გინდა ტიტანი მოიტანეო. გულში ვიფიქრე ხვალ-ზეგ იუპიტერზე მივფრინავ და კამანდიროვკა რომ დამიმთავრდება მერე შემოგივლით მეთქი. მოკლედ ეს დაზგა.გე და მისი სანაქებო ლაზერული სტანოკები მე პირადად გავუშვი.................. ვეძებ ნორმალურ ხარატს, ვინც დახგასთან მუშაობა იცის და 3D ნახაზის ან 2D ნახაზის დანახვის არ შეეშინდება. P.S. რა ბავშვურად მჯეროდა რომ 10-15 ლარი დაჯდებოდა ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 07:56 PM |
Hosted by Pro-Service |