გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> იარაღი, ყიდვა
stout96
პოსტი Jan 1 2012, 02:50 AM
პოსტი #1


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,468



კაროჩე ახალი ვარ და არ დამვარნოთ. პირველად ვარ შემოსული. ვეცდები ბევრი დავპოსტო და შემოგიერთდეთ და ვისწავლო. ეხლა კი მაინტერესებს, რა ქვია თოფსრომელიც ნამდვილს გავს მაგრამ გასროლისას მხოლოდ ხმა აქ და სხვა არაფერი. და სად და რამდენად შემიძლია ვიყიდო. ცო2 პნევმატური იარაღით სროლას მსხვერპლი მოყვება? რამეს უზამს ადამინას? 100 ლარად რა პისტალეტის კიდვას მირჩევთ > უფრო ხმის მინდა მარტო ხმა რო ქონდეს. ლინკ მოაკოლეტ
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jan 1 2012, 11:55 AM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,351
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი




stout96
ჰოოო smile.gif ნუ გეწყინება Davitus-ის რეპლიკაზე.

საერთოდ მოდი ასე მოვილაპარაკოთ - სიტყვა იარაღი რა ნივთის მიმართაც არ უდა გამოიყენებოდეს, იქნება ეს სათამაშო, რეალური, შვილდ ისარი, პნევმატიკა, ლაგატკა თუ სხვა.... მოკლედ თვითონ სიტყვა იარაღი მიგითითებს იმაზე რომ არანაირად არ შეიძლება მისი მეშვეობით ტინგიცაობა.

შენს მიერ მოყვანილი ფრაზა
ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
ცო2 პნევმატური იარაღით სროლას მსხვერპლი მოყვება?

ნუ წესით მომენტალურად ვორნს და ბანს მოითხოვს, მაგრამ ახალი წლის პირველი დღეა და მოდი ყველა ასე ვთქვათ ადამიანურად მოვიქცეთ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება, იარაღი თავისი შინაარსით შექმნილია იმისათვის რომ ზიანი მიაყენო რამეს ან ვინმეს, შესაბამისად მისი განხილვა ადამიანის მიმართ.... ნუ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მტერია, მოსაკლავია და ასე შედმეგ (მაგალითად პოლიციელი ხარ სამხედრო და ასე შედმეგ), სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაფიქრებაც და ეგეთი აზრის მოსვლა რომ არიქა და კისტის თოფია, არიქა და ტირის თოფია, არიქა და სტრაიკბოლის იარაღია, ან Co2-ის პისტოლეტია და რა უნდა უყოსო....

სწორედ მაგ მიდგომის გამო 1 წლის წინ ერთერთი სკოლის დირექტორის შვილმა, თანაკლასელს ესროლა Co2 პისტოლეტიდან, იმიტომ რომ დირექტორის შვილი იყო და ტვინის განძრევა ასე ვთქვათ არ ეკადრებოდა. შედეგად:
1) თანაკლასელი დაშავდა
2) მსროლელი დაიჭირეს
3) მამიკო მოხსნეს
4) ყველა პნევმატურ იარაღზე კონტროლი გამკაცრდა
5) საქართველოში საზღვარგარეთიდან პნევმატიკის შემოტანა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ვეღარც ცალკე ვერავის შემოაქვს, ვეღარც ფირმებს ვეღარც მაღაზიებს.

ასე რომ ერთი წინდაუხედავი გაუთვლელი ნაბიჯი და გარდა იმისა რომ ის დაზიანდა ვისაც ესროლე, ასევე შენც გაგიფუჭდა ცხოვრება და რაც მთავარია ყველას გაუფუჭე ცხოვრება smile.gif ამიტომ სიტყვა იარაღთან ყველანაირი დაუფიქრებელი მოქმედება ფატალურია შენთვისაც და სხვისთვისაც, ნებისმიერი ტიპის იარაღთან ურთიერთობისას მოგეთხოვება პასუხისმგებლობა და წინდახედულობა.

და კიდევ ერთი რამ

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
კაროჩე ახალი ვარ და არ დამვარნოთ.

მიმართვის ფორმა მაფიქრებს რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ. ამიტომაც ნუ მიწყენ გთხოვ შენი ასაკი დაასახელო, ასევე ნუ გაგიკვირდება თუ მოგვიანებით მოგთხოვ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

გაითვალისწინე რომ პნევმატური იარაღის საიტზე ხარ და ნამეტანი ბავშურმა საქციელმა შეიძლება ზიანი მოგაყენოს შენც და ჩვენც. ასევე გაითვალისწინე რომ საიტზე არსებული წევრების უმეტესობა 25-30 წელიწადს გადაცილებულია და სიტყვებით ბრატაკ, კაროჩე, იე შენ და ასე შედმეგ მიმართვა ცოტა არ იყოს სასაცილო გამოვა smile.gif


ეს რაც შეეხებოდა ასე ვთქვათ მეგობრულ რჩევას, ახლა შენს კონკრეტულს შეკითხვაზე გადავიდეთ



ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
რა ქვია თოფსრომელიც ნამდვილს გავს მაგრამ გასროლისას მხოლოდ ხმა აქ და სხვა არაფერი.

ეგეთი მე პირადად მხოლოდ ვიცი ფუჭი ვაზნებით მსროლელი იარაღი (შეიძლება ნებისმიერი იყოს თუ ფუჭ (ანუ ხალასტოი) ვაზნას ჩადებ), ასევე არსებობს სპორტული იარაღი, ოღონდ აი ის ოლიმპიელებს რომ აძლევს ხოლმე სირბილის დაწყების ნიშანს. ქართულად არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ ვიცი რომ ყველა "სტარტოვკას" ეძახის, ჩვენთან ეგ იარაღი არ განიხილება.

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
ცო2 პნევმატური იარაღით სროლას მსხვერპლი მოყვება?

ამაზე პრაქტიკულად უკვე გიპასუხე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავძენ, კი მოყვება დაუფიქრებელი მოქმედებისას. შეიძლება ჩათვალო რა უნდა მოგივიდეს, ვინმეს ამ კუანას გამოყენებისასო და ისეთ სავალალო შედეგამდე მიხვიდე რომ ვაი.

გაითვალისწინე რომ აირფოსტის მოთამაშეები (ეგრეთწოდებული სტრაიკბოლი), დაცვის გარეშე არ თამაშობენ, გჭირდება ტანსაცმელი, სათვალეები, ჩაფხუტი და ამის მერე მაინც არის რისკი, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ თამაშის მერე ხალხი 1 კვირა დასინიაკებული დადის. და ეს ყველაფერი ხდება პლასტმასის ბურთუების გამოყენებისას.

შენ ამასობაში ყურადღებას ამახვილებ Co2 პნევმატიკაზე, რომელიც უკვე პლასტმასის ბურთულებს კი არა ლითონის ბურთულებს ისვრის!!! მარტივი მაგალითი, იგივე სტრაიკბოლში თამაშისას აკრძალულია საშიშროების მრავალჯერადად გაზრდის გამო Co2 პნევმატიკის გამოყენება. და ეს საუბარია დაცულ ხალხზე, შენ კი დარწმუნებული ვარ ვიღაც ჩვეულებრივ სამოსში ჩაცმული მეზობელი იგულისხმე როდესაც მაგ იდეებს აფრქვევდი. საციხო საქმეა!!!!

შენ თუ მალალეტკა ხარ და გგონია რომ საფრთხე არ გემუქრება, მაშინ აბა შენს მშობლებს ჰკითხე რა აზრისა იქნებიან?!

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
რამეს უზამს ადამინას?

უზამს, მძიმე ჭრილობა ან ფატალური ვარიანტიც კი არაა გამორიცხული. იმის გამო რომ ტყვია მრგვალია და წვრილი ხშIრად მისი ამოღება ჭრილობიდან ვერ ხერხდება, შედეგად საერთოდ ივალიდათ ტოვებ ადამიანის ... ამის მეტი რა უნდა დავწერო არ ვიცი, მოკლედ აკრძალულია ნებიმსიერი იარაღის მიშვერა ადამიანისთვის, გინდა დატენილი გინდა ცარიელი, გინდა სათამაშოში, არ შეიძლება!!! არ შეიძება იარაღის ლულის მიშვერა არავისთვის, გინდა ხუმრობა იყოს, გინდა იარაღის უბრალოდ გვერდზე გადადება, ეს ის ინსტრუმენტია რომელიც თავიდანვე შექმნილია ზიანის მისაყენებლად ან თვითონ გავარდება, ან შენ ცარიელი გგონია და სავსეა, ან შენ ხუმრობ და ვიღაცამ ხელი წაგავლო... მოკლედ აურაცხელი სცენარია და ყველა სავალალო!

ეს არის აქსიომა, და ეს უნდა იცოდე ქვეცნობიერად, ამის განმარტება არ უნდა იყოს საჭირო. ამიტომაც ჰქონდა DaviTus- ეგეთი რეაქცია და პასუხი და მართალია ის კაცი, თუ ეს ყველაფერი არ გესმის, არ გინდა დაიჯერო, ან თვლი რომ განსაკუთრებული ხარ და ეს ყველაფერი შენ არ გეხება, ან შენ ვიღაცას ისე ესვრი რომ ცუდი არაფერი გამოვა, მაშინ შენი ადგილი აქ არ არის. მესმის რომ მწარე სიტყვებია მაგრამ ფაქტია.

დამიჯერე იარაღთან გაქვს საქმე და ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც კი ცხოვრებაში კურიოზი მაინც დაგემართება აღარაფერს ვამბობ დაუფიქრებლად და ბავშურად მოქმედების დროს. კანონით ტყუილად არ არის 18 წლამდე აკრძალული პნევმატიკის გამოყენება. მე თუ მკითხავ კაი 24 წლამდე უნდა იყოს ეგ ასაკი გაზრდილი იმიტომ რომ მანამდე ადამიანს სისხლი უდუღს და ემოციები ამოძრავებს და არა დაყენებული გონივრული და გამართული აზროვნება (თუმცა ზოგიერთი, 100 წლის მერეც 5 წლის ბავშვივით იქცევა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )


ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
100 ლარად რა პისტალეტის კიდვას მირჩევთ

ვერაფერს, ეგეთს ვერ იშოვი smile.gif, ან mymarket.geზე გადადი და იქ ეძებე, ან მინიმუმ 1 მაგდენი კიდევ უნდა დაამატო.

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
ლინკ მოაკოლეტ

მიმართვაზეც უკვე გითხარი, არასწორედ წერ, პირველივე პოსტი და მბრძანებლური მიმართვა.... ან ნამეტანი ბავშვი ხარ ან.... ნუ მოკლედ შენ დააბოლოვე. მე კი ასეთ მიმართვაზე უნებლიე რეაქცია მავს შემდეგი სიტყვების სახით:

- კიდევ რა გინდა?! rtfm.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
stout96
პოსტი Jan 11 2012, 11:22 AM
პოსტი #3


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 1-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 1,468



ამდენი ციტირება არ არის საჭირო

წაშლილია პოსტი , პატივისცემით მე
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- stout96   იარაღი   Jan 1 2012, 02:50 AM
- - Davitus   ნდააა... კარქა დაიწ...   Jan 1 2012, 05:21 AM
- - cz80   ციტატა(Davitus @ 1st January 2012...   Jan 1 2012, 05:29 AM
- - stout96   ეს ჩემი კიტხვის პა...   Jan 1 2012, 09:52 AM
- - bazuka   Davitus ციტატა(Davitus @ 1st Jan...   Jan 1 2012, 11:33 AM
- - ja_ja   stout96 ჰოოო ნუ გეწყინ...   Jan 1 2012, 11:55 AM
|- - stout96   ამდენი ციტირება არ...   Jan 11 2012, 11:22 AM
- - koknar   მარტო ხმის ფიშტო უ...   Jan 1 2012, 12:17 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 1st January...   Jan 1 2012, 12:22 PM
- - koknar   QUOTE (ja_ja @ 1st January 2012 - 12...   Jan 1 2012, 12:26 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 1st January...   Jan 1 2012, 12:33 PM
- - geojorjika   stout96 ციტატაუფრო ხმი...   Jan 1 2012, 02:55 PM
- - ilariona   ნდააააა, ისა და ჯერ ...   Jan 1 2012, 06:05 PM
- - doctor   რათქმაუნდა ვეთანხ...   Jan 1 2012, 10:05 PM
- - foxi   კალოჩე ძაბუნის დაუ...   Jan 1 2012, 11:05 PM
- - ilariona   foxi გილოცავ ახალ წელ...   Jan 2 2012, 02:54 AM
- - soxa   http://www.myvideo.ge/?video_id=1554255 ეს კ...   Jan 2 2012, 11:19 AM
- - foxi   ციტატა(ilariona @ 2nd January 201...   Jan 2 2012, 01:12 PM
- - gregory   stout96 ამხელა "პროსტ...   Jan 11 2012, 11:32 AM
- - ja_ja   stout96 ასაკი დაწერე, რ...   Jan 11 2012, 05:30 PM
- - stout96   18 ვხდები   Jan 13 2012, 11:26 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th July 2025 - 11:31 AM
Hosted by Pro-Service