დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იარაღი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
stout96
კაროჩე ახალი ვარ და არ დამვარნოთ. პირველად ვარ შემოსული. ვეცდები ბევრი დავპოსტო და შემოგიერთდეთ და ვისწავლო. ეხლა კი მაინტერესებს, რა ქვია თოფსრომელიც ნამდვილს გავს მაგრამ გასროლისას მხოლოდ ხმა აქ და სხვა არაფერი. და სად და რამდენად შემიძლია ვიყიდო. ცო2 პნევმატური იარაღით სროლას მსხვერპლი მოყვება? რამეს უზამს ადამინას? 100 ლარად რა პისტალეტის კიდვას მირჩევთ > უფრო ხმის მინდა მარტო ხმა რო ქონდეს. ლინკ მოაკოლეტ
Davitus
ნდააა... კარქა დაიწყო 2012 წელი
cz80
ციტატა(Davitus @ 1st January 2012 - 06:21 AM) *
ნდააა... კარქა დაიწყო 2012 წელი

rofl.gif rofl.gif ეჰ, ნაღდია მგონია მაიას კალენდარი biggrin.gif biggrin.gif
stout96
ეს ჩემი კიტხვის პასუხი იყო?
bazuka
Davitus
ციტატა(Davitus @ 1st January 2012 - 06:21 AM) *
ნდააა... კარქა დაიწყო 2012 წელი

cz80
ციტატა(cz80 @ 1st January 2012 - 06:29 AM) *
ეჰ, ნაღდია მგონია მაიას კალენდარი


stout96
კიიიი rofl.gif
ja_ja

stout96
ჰოოო smile.gif ნუ გეწყინება Davitus-ის რეპლიკაზე.

საერთოდ მოდი ასე მოვილაპარაკოთ - სიტყვა იარაღი რა ნივთის მიმართაც არ უდა გამოიყენებოდეს, იქნება ეს სათამაშო, რეალური, შვილდ ისარი, პნევმატიკა, ლაგატკა თუ სხვა.... მოკლედ თვითონ სიტყვა იარაღი მიგითითებს იმაზე რომ არანაირად არ შეიძლება მისი მეშვეობით ტინგიცაობა.

შენს მიერ მოყვანილი ფრაზა
ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
ცო2 პნევმატური იარაღით სროლას მსხვერპლი მოყვება?

ნუ წესით მომენტალურად ვორნს და ბანს მოითხოვს, მაგრამ ახალი წლის პირველი დღეა და მოდი ყველა ასე ვთქვათ ადამიანურად მოვიქცეთ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება, იარაღი თავისი შინაარსით შექმნილია იმისათვის რომ ზიანი მიაყენო რამეს ან ვინმეს, შესაბამისად მისი განხილვა ადამიანის მიმართ.... ნუ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მტერია, მოსაკლავია და ასე შედმეგ (მაგალითად პოლიციელი ხარ სამხედრო და ასე შედმეგ), სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაფიქრებაც და ეგეთი აზრის მოსვლა რომ არიქა და კისტის თოფია, არიქა და ტირის თოფია, არიქა და სტრაიკბოლის იარაღია, ან Co2-ის პისტოლეტია და რა უნდა უყოსო....

სწორედ მაგ მიდგომის გამო 1 წლის წინ ერთერთი სკოლის დირექტორის შვილმა, თანაკლასელს ესროლა Co2 პისტოლეტიდან, იმიტომ რომ დირექტორის შვილი იყო და ტვინის განძრევა ასე ვთქვათ არ ეკადრებოდა. შედეგად:
1) თანაკლასელი დაშავდა
2) მსროლელი დაიჭირეს
3) მამიკო მოხსნეს
4) ყველა პნევმატურ იარაღზე კონტროლი გამკაცრდა
5) საქართველოში საზღვარგარეთიდან პნევმატიკის შემოტანა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ვეღარც ცალკე ვერავის შემოაქვს, ვეღარც ფირმებს ვეღარც მაღაზიებს.

ასე რომ ერთი წინდაუხედავი გაუთვლელი ნაბიჯი და გარდა იმისა რომ ის დაზიანდა ვისაც ესროლე, ასევე შენც გაგიფუჭდა ცხოვრება და რაც მთავარია ყველას გაუფუჭე ცხოვრება smile.gif ამიტომ სიტყვა იარაღთან ყველანაირი დაუფიქრებელი მოქმედება ფატალურია შენთვისაც და სხვისთვისაც, ნებისმიერი ტიპის იარაღთან ურთიერთობისას მოგეთხოვება პასუხისმგებლობა და წინდახედულობა.

და კიდევ ერთი რამ

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
კაროჩე ახალი ვარ და არ დამვარნოთ.

მიმართვის ფორმა მაფიქრებს რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ. ამიტომაც ნუ მიწყენ გთხოვ შენი ასაკი დაასახელო, ასევე ნუ გაგიკვირდება თუ მოგვიანებით მოგთხოვ პირადობის დამადასტურებელ საბუთს.

გაითვალისწინე რომ პნევმატური იარაღის საიტზე ხარ და ნამეტანი ბავშურმა საქციელმა შეიძლება ზიანი მოგაყენოს შენც და ჩვენც. ასევე გაითვალისწინე რომ საიტზე არსებული წევრების უმეტესობა 25-30 წელიწადს გადაცილებულია და სიტყვებით ბრატაკ, კაროჩე, იე შენ და ასე შედმეგ მიმართვა ცოტა არ იყოს სასაცილო გამოვა smile.gif


ეს რაც შეეხებოდა ასე ვთქვათ მეგობრულ რჩევას, ახლა შენს კონკრეტულს შეკითხვაზე გადავიდეთ



ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
რა ქვია თოფსრომელიც ნამდვილს გავს მაგრამ გასროლისას მხოლოდ ხმა აქ და სხვა არაფერი.

ეგეთი მე პირადად მხოლოდ ვიცი ფუჭი ვაზნებით მსროლელი იარაღი (შეიძლება ნებისმიერი იყოს თუ ფუჭ (ანუ ხალასტოი) ვაზნას ჩადებ), ასევე არსებობს სპორტული იარაღი, ოღონდ აი ის ოლიმპიელებს რომ აძლევს ხოლმე სირბილის დაწყების ნიშანს. ქართულად არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ ვიცი რომ ყველა "სტარტოვკას" ეძახის, ჩვენთან ეგ იარაღი არ განიხილება.

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
ცო2 პნევმატური იარაღით სროლას მსხვერპლი მოყვება?

ამაზე პრაქტიკულად უკვე გიპასუხე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავძენ, კი მოყვება დაუფიქრებელი მოქმედებისას. შეიძლება ჩათვალო რა უნდა მოგივიდეს, ვინმეს ამ კუანას გამოყენებისასო და ისეთ სავალალო შედეგამდე მიხვიდე რომ ვაი.

გაითვალისწინე რომ აირფოსტის მოთამაშეები (ეგრეთწოდებული სტრაიკბოლი), დაცვის გარეშე არ თამაშობენ, გჭირდება ტანსაცმელი, სათვალეები, ჩაფხუტი და ამის მერე მაინც არის რისკი, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ თამაშის მერე ხალხი 1 კვირა დასინიაკებული დადის. და ეს ყველაფერი ხდება პლასტმასის ბურთუების გამოყენებისას.

შენ ამასობაში ყურადღებას ამახვილებ Co2 პნევმატიკაზე, რომელიც უკვე პლასტმასის ბურთულებს კი არა ლითონის ბურთულებს ისვრის!!! მარტივი მაგალითი, იგივე სტრაიკბოლში თამაშისას აკრძალულია საშიშროების მრავალჯერადად გაზრდის გამო Co2 პნევმატიკის გამოყენება. და ეს საუბარია დაცულ ხალხზე, შენ კი დარწმუნებული ვარ ვიღაც ჩვეულებრივ სამოსში ჩაცმული მეზობელი იგულისხმე როდესაც მაგ იდეებს აფრქვევდი. საციხო საქმეა!!!!

შენ თუ მალალეტკა ხარ და გგონია რომ საფრთხე არ გემუქრება, მაშინ აბა შენს მშობლებს ჰკითხე რა აზრისა იქნებიან?!

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
რამეს უზამს ადამინას?

უზამს, მძიმე ჭრილობა ან ფატალური ვარიანტიც კი არაა გამორიცხული. იმის გამო რომ ტყვია მრგვალია და წვრილი ხშIრად მისი ამოღება ჭრილობიდან ვერ ხერხდება, შედეგად საერთოდ ივალიდათ ტოვებ ადამიანის ... ამის მეტი რა უნდა დავწერო არ ვიცი, მოკლედ აკრძალულია ნებიმსიერი იარაღის მიშვერა ადამიანისთვის, გინდა დატენილი გინდა ცარიელი, გინდა სათამაშოში, არ შეიძლება!!! არ შეიძება იარაღის ლულის მიშვერა არავისთვის, გინდა ხუმრობა იყოს, გინდა იარაღის უბრალოდ გვერდზე გადადება, ეს ის ინსტრუმენტია რომელიც თავიდანვე შექმნილია ზიანის მისაყენებლად ან თვითონ გავარდება, ან შენ ცარიელი გგონია და სავსეა, ან შენ ხუმრობ და ვიღაცამ ხელი წაგავლო... მოკლედ აურაცხელი სცენარია და ყველა სავალალო!

ეს არის აქსიომა, და ეს უნდა იცოდე ქვეცნობიერად, ამის განმარტება არ უნდა იყოს საჭირო. ამიტომაც ჰქონდა DaviTus- ეგეთი რეაქცია და პასუხი და მართალია ის კაცი, თუ ეს ყველაფერი არ გესმის, არ გინდა დაიჯერო, ან თვლი რომ განსაკუთრებული ხარ და ეს ყველაფერი შენ არ გეხება, ან შენ ვიღაცას ისე ესვრი რომ ცუდი არაფერი გამოვა, მაშინ შენი ადგილი აქ არ არის. მესმის რომ მწარე სიტყვებია მაგრამ ფაქტია.

დამიჯერე იარაღთან გაქვს საქმე და ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც კი ცხოვრებაში კურიოზი მაინც დაგემართება აღარაფერს ვამბობ დაუფიქრებლად და ბავშურად მოქმედების დროს. კანონით ტყუილად არ არის 18 წლამდე აკრძალული პნევმატიკის გამოყენება. მე თუ მკითხავ კაი 24 წლამდე უნდა იყოს ეგ ასაკი გაზრდილი იმიტომ რომ მანამდე ადამიანს სისხლი უდუღს და ემოციები ამოძრავებს და არა დაყენებული გონივრული და გამართული აზროვნება (თუმცა ზოგიერთი, 100 წლის მერეც 5 წლის ბავშვივით იქცევა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )


ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
100 ლარად რა პისტალეტის კიდვას მირჩევთ

ვერაფერს, ეგეთს ვერ იშოვი smile.gif, ან mymarket.geზე გადადი და იქ ეძებე, ან მინიმუმ 1 მაგდენი კიდევ უნდა დაამატო.

ციტატა(stout96 @ 1st January 2012 - 03:50 AM) *
ლინკ მოაკოლეტ

მიმართვაზეც უკვე გითხარი, არასწორედ წერ, პირველივე პოსტი და მბრძანებლური მიმართვა.... ან ნამეტანი ბავშვი ხარ ან.... ნუ მოკლედ შენ დააბოლოვე. მე კი ასეთ მიმართვაზე უნებლიე რეაქცია მავს შემდეგი სიტყვების სახით:

- კიდევ რა გინდა?! rtfm.gif
koknar
მარტო ხმის ფიშტო უნდა მგონი ამ კაცსს და რატო გადაგყავთ აირსოფტებზე და სტრაიკებზე, მშვენიერი ვარიანტია გაზის პისტოლეტი, მარა უსაფრთხო არც ეგ არაა biggrin.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 1st January 2012 - 01:17 PM) *
მშვენიერი ვარიანტია გაზის პისტოლეტი

გაზის პისტოლეტი არის კაკრაზ გაზის, ანუ მუხტი აქვს, ხმა აქვს, მაგრამ ასევე აყროლებულ გაზსაც გამოსცემს რომ სხვა დააფრთხო, ქარის დროს ევრს შემობრუნებია ეგ გაზი და მერე თვითონ გარბიან ხოლმე smile.gif

თუმცა მაგ იარაღშიც ისევე როგორც ყველა სხვაში შეიძLება ფუჭი ვაზნების გამოყენება და მხოლოდ ხმა გექნება.

უბრალოდ ერთს დავძენდი... ყველა გაზის პისტოლეტის დამხადების ხარისხი აის სავალალო, ბევრი საჭირო დეტალი დამზადებულის სილუმიტის შენადნობისგან რომ არ იყოს შესაძლებელი მაგ იარაღის გადაკეთება ცეცხლსასროლზე, მაგრამ კაკრაზ ეგ სილუმიტი იმდენად სუსტია რომ თავის საბაზისო გაზის ისტოლეტის ფუნქციებს ვერ უძლებს და ბევრს სხვადასხვა დეტალი უფუჭდება.

მერე ყველა ყიდის დაშლილად, ან წარწერით მხოლოდ ის დეტალი არ მუშოაბს, ან მხოლოდ აი ეს დეტალი აქვს შესაცვლელი smile.gif რომელიც საქართველოში როგორც წესი არ იშოვება sad.gif
koknar
QUOTE (ja_ja @ 1st January 2012 - 12:21 PM) *
გაზის პისტოლეტი არის კაკრაზ გაზის, ანუ მუხტი აქვს, ხმა აქვს, მაგრამ ასევე აყროლებულ გაზსაც გამოსცემს

მაშინ საახალწლო ასაფეთქებელი, ხმაცა აქ და იაფიცაა და დაშვებულია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
koknar
ციტატა(koka @ 1st January 2012 - 01:26 PM) *
მაშინ საახალწლო ასაფეთქებელი, ხმაცა აქ და იაფიცაა და დაშვებულია

ჰოო ეგ ყველაზე მისაღები ვარიანტია, მაგრამ უსაფრთხოება მანდაც საჭიროა smile.gif
geojorjika
stout96

ციტატა
უფრო ხმის მინდა მარტო ხმა რო ქონდეს


ამ კითხვაზე მე გიპასუხებ რეპლიკა ქვია და კინოსტუდიაში აქვთ ბევრი , ფილმის გადაღებისას ხმარობენ, ოღონს სპეციალური დაბალმუხტიანი ფუჭი ვაზნები სჭირდება და არც ხმა აქვს ძალიან დიდი რომ არ მოგატყუო, მაგარმ მაგას არვინ არ მოგყიდის

რაც შეეხება დანარჩენს , გიპასუხეს უკვე მაგაზე , მიმართვის ფორმა შეცვალე , არც შენი არ კაროჩე ვართ და არც ლინკებს ვიძლევით ბრძანებებზე
ilariona
ნდააააა, ისა და ჯერ თუ არ მიგიციათ სამუდამო Ip-ბანი, ძაანაც მიგიქარიათ! ახალი წელია თუ ძველი წელი რა მნიშვნელობა აქვს?

ციტირებებს არ დავიწყებ, მაგრამ მგონი ყველა მიხვდით რისთვისაც უნდა.

ja_ja

ტელეფონით ვერ ვჩალიჩობ და გთხოვ დაბლოკე სამუდამოთ და კიდევ ნებისმიერი მასეთი პიროვნება კომენტარების გარეშეა დასაბლოკი.
doctor
რათქმაუნდა ვეთანხმები ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ მოსაზრებასა და რჩევას ( ნუ სამუდამო ბანზე ქლათ თანახმა ვერ ვარ , იქნებ ჩვენზე მეტი ისწავლოს აქ smile.gif ) .

რაც არუნდა იყიდო ჩვენი თუ საკუთარი საძმო-სამეგობროს რჩევით, იცოდე როცა იარაღს ატარებ აუცილებლად დადგება დროს როცა მას გამოიყენებ, და როცა ეს დრო მოვა და შენ "პუგაჩი " გექნება ხელში ილოცე იმაზე, რომ შენს მოწინააღმდეგეს არ აღმოაჩნდეს რაიმე სერიოზული ფიშტო , რადგან ის დარჩება შეშინებული შენ კიდე ....... ასე რომ დაფიქრდი სანამ რაიმე სახის ლულის ტარებას გადაწყვეტ რა შეიძლება მოყვეს ამას.
foxi
კალოჩე ძაბუნის დაუკავშირდი ზუგდიდში და მას ექნება კალოჩე ისეთი შენ რომ გინდა კალოჩე. ბლიაააააა!!!!
ilariona
foxi
გილოცავ ახალ წელს biggrin.gif
soxa
http://www.myvideo.ge/?video_id=1554255
ეს კაციც დარწმუნებული იყო რომ ერთობოდა და ნახეთ რა მოხდა. დიდი ხანი ვფიქრობდი როგორ მოხდა ცარიელ იარაღში პატრონა, ზუსტად იგივე დამემართა, მხოლოდ უსულო და უძრავ სამიზნეზე. გამოვკარი და არ გავარდა, მჭიდი გამოვიღე, გადავტენე ახლიდან და პატრონა არ ამოაგდო. დავშალე იარაღი და ისე ამოვაგდე პატრონა. ბრაკი ან უხარისხო დამზადებული იყო. ყურადღება უნდა იარაღს თან მაგარი რომ ცხოვრება არ გავიმწაროთ

ბოდიშს ვიხდი პირდაპირ ვიდეო ვერ დავაგდე და ლინკი დავდე sorry.gif
foxi
ციტატა(ilariona @ 2nd January 2012 - 03:54 AM) *
foxi
გილოცავ ახალ წელს


გაიხარე ილო,მეც გილოცავ! ისევ შენ თუ მიმიხვდი თორე იყოს კალოჩე ცარიელი ხმა, იყოს! lol2.gif 27.gif
stout96
ამდენი ციტირება არ არის საჭირო

წაშლილია პოსტი , პატივისცემით მე
gregory
stout96
ამხელა "პროსტინები" და რა გინდოდა გეთქვა?
ja_ja
stout96
ასაკი დაწერე, რა ასაკის ხარ?
stout96
18 ვხდები
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.