ნადირობა ქედანზე, ანჯერი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ნადირობა ქედანზე, ანჯერი |
Dec 10 2011, 06:04 PM
პოსტი
#1
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 707 რეგისტრ.: 27-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 589 |
როგორც იქნა წავედი ანჯერში სანადიროდ ქედანზე წინა დღით ყველაფერი დავაგეგმარე, შევარჩიე სანადირო პოზიციები, ტყვიები, პირადობა, ლიცენზია და დილით 7 საათზე გავემგზავრე ანჯერში. როგორც მოგეხსენებათ ქედანი დილაადრიან არ იწყებს საკვების ძიებას, სანამ 9 საათი მოაღწევდა შემეძლო დამეზრევა ადგილები. რაარის ანჯერი? სახნავ-სათესი ფართობი და რატო ანჯერი? სიმინდი ქედანისთვის ისეთივეა როგორც ბავშვებისთვის ბარამბო ამ დროისათვის რათქმაუნდა მოსავალი აღებულია მაგრამ სიმინდის მარცვლები მაინც რჩება ნათესებში, ფართობებში. შევამოწმე იარაღი (at44w-10) ჩავაწყვე ტყვიები მჭიდში და დავიწყე ლოდინი ერთ ადგილას ნათესების ახლობლად იყო პატარა "ტყე" ანუ სავარაუდოდ აქ უნდა დამსხდარიყვნენ ქედნები. ჩემი საფარიდან ტყემდე იყო დაახლოებით 40 მეტრი, ანუ შესანიშნავი მანძილი pcp-სათვის. უცებ შორს შევნიშნე ღრუბელი, მაგრამ ეს როგორი ღრუბელია? ესე მოძრაობს? ცოტაც და უკვე გარკვევით ჩანდა რომ ეს იყო ქედანთა კორიანტელი არიქა ზოგი საით მიფრინავს ზოგი სად აი მომენტიც.. ტხმელის ხეზე შემოჯდა ქედანი, რომელიც ხარბად დასცქეროდა ფართობში მიმობნეულ მარცვლებს. მე სადაც ვიყავი ჩასაფრებული, იქვე იყო ხის ზაბორი, რომელსაც იარაღის ფიქსაციისათვის ვიყენებდი. დავუმიზნე აუჩქარებლად, კარგად გავუსწორე და ლაწ რამხელა ყოფილა ეს შეჩვენებული (800გ) ეუფ კარგი ადრენალინი ქე ვიგრძენი ბიძია. ამ ქედანთა კორიანტელმა დაახლოებით 1 საათი იწრიალეს, შემდეგ კი სხვა ფართობისაკენ გაეშურნენ. მე რას ვაკეთებდი ამ 1 საათის მანძილზე? რას და ლაწ ლაწ ლაწ 6 ქედანი მოვინადირე, საკმაოდ შედეგიანი ნადირობა გამოვიდა. რაც მთავარია ძალიან კარგი შეგრძნება იყო ყოველივე ეს სასხლეტს რომ შეეხები და ლაწ, იფ იფფ. ჩემთვის იარაღი არის მხოლოდ ნადირობის საშუალება, ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ქედანზე ნადირობა ძალიან მაგარი იყო. აქვე არ მითქვამს ზოგი ფაქტები, ანუ რამოდენიმეს მოხვდა და ტყვია წაიღო და ა.შ. სულ ვისროლე 14 ტყვია. ხო რაც შეეხება ტყვიას, ვიყენებდი cum 10.5-ს. ხოდა არ მომეწონა ბატონო, baracuda hunter-ი უფრო შედეგიანი იყო. ეს კი გაწკრიალებული ნანადირევი აბა წავიდა ნერწყვიანობა მართლა მაგარი იყო ქედანზე ნადირობა პნევმატიკით, კერძოდ pcp-თი პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია foxi: Dec 13 2011, 05:17 PM
| |
> |
|
|
Dec 10 2011, 09:05 PM
პოსტი
#2
|
||
მსროლელი ჯგუფი: Members პოსტები: 945 რეგისტრ.: 24-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi წევრი №: 464 |
smekosmeko საღოლ ძმაო, მაგარი გინადირია და ნანადირევიც მაგარია. ნერწყვს რაც შეეხება კი მომადგა მაგრამ არა ქედანზე, არამედ პცპ ზე და ნადირობაზე
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:40 PM |
Hosted by Pro-Service |