დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნადირობა ქედანზე
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით > სანადირო გასვლები
smekosmeko
როგორც იქნა წავედი ანჯერში სანადიროდ ქედანზე smile.gif წინა დღით ყველაფერი დავაგეგმარე, შევარჩიე სანადირო პოზიციები, ტყვიები, პირადობა, ლიცენზია და დილით 7 საათზე გავემგზავრე ანჯერში. როგორც მოგეხსენებათ ქედანი დილაადრიან არ იწყებს საკვების ძიებას, სანამ 9 საათი მოაღწევდა შემეძლო დამეზრევა ადგილები. რაარის ანჯერი? სახნავ-სათესი ფართობი smile.gif და რატო ანჯერი? სიმინდი ქედანისთვის ისეთივეა როგორც ბავშვებისთვის ბარამბო biggrin.gif ამ დროისათვის რათქმაუნდა მოსავალი აღებულია მაგრამ სიმინდის მარცვლები მაინც რჩება ნათესებში, ფართობებში. შევამოწმე იარაღი (at44w-10) ჩავაწყვე ტყვიები მჭიდში და დავიწყე ლოდინი smile.gif




ერთ ადგილას ნათესების ახლობლად იყო პატარა "ტყე" ანუ სავარაუდოდ აქ უნდა დამსხდარიყვნენ ქედნები.





ჩემი საფარიდან ტყემდე იყო დაახლოებით 40 მეტრი, ანუ შესანიშნავი მანძილი pcp-სათვის. უცებ შორს შევნიშნე ღრუბელი, მაგრამ ეს როგორი ღრუბელია? ესე მოძრაობს? ცოტაც და უკვე გარკვევით ჩანდა რომ ეს იყო ქედანთა კორიანტელი smile.gif არიქა ზოგი საით მიფრინავს ზოგი სად biggrin.gif
აი მომენტიც.. ტხმელის ხეზე შემოჯდა ქედანი, რომელიც ხარბად დასცქეროდა ფართობში მიმობნეულ მარცვლებს.

მე სადაც ვიყავი ჩასაფრებული, იქვე იყო ხის ზაბორი, რომელსაც იარაღის ფიქსაციისათვის ვიყენებდი.



დავუმიზნე აუჩქარებლად, კარგად გავუსწორე და ლაწ biggrin.gif



რამხელა ყოფილა ეს შეჩვენებული smile.gif (800გ) ეუფ კარგი ადრენალინი ქე ვიგრძენი ბიძია.


ამ ქედანთა კორიანტელმა დაახლოებით 1 საათი იწრიალეს, შემდეგ კი სხვა ფართობისაკენ გაეშურნენ. მე რას ვაკეთებდი ამ 1 საათის მანძილზე? რას და ლაწ ლაწ ლაწ biggrin.gif



6 ქედანი მოვინადირე, საკმაოდ შედეგიანი ნადირობა გამოვიდა. რაც მთავარია ძალიან კარგი შეგრძნება იყო ყოველივე ესsmile.gif სასხლეტს რომ შეეხები და ლაწ, იფ იფფ.



ჩემთვის იარაღი არის მხოლოდ ნადირობის საშუალება, ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ქედანზე ნადირობა ძალიან მაგარი იყო. აქვე არ მითქვამს ზოგი ფაქტები, ანუ რამოდენიმეს მოხვდა და ტყვია წაიღო და ა.შ. სულ ვისროლე 14 ტყვია. ხო რაც შეეხება ტყვიას, ვიყენებდი cum 10.5-ს. ხოდა არ მომეწონა ბატონო, baracuda hunter-ი უფრო შედეგიანი იყო.

ეს კი გაწკრიალებული ნანადირევი smile.gif



აბა წავიდა ნერწყვიანობა biggrin.gif

მართლა მაგარი იყო ქედანზე ნადირობა პნევმატიკით, კერძოდ pcp-თი smile.gif
nikola_migina
აუუ ეს ყველაფერი აბაშაშია ხო? მეც ვაპირებ და რომელ სოფელშია ეს ყველაფერი?
Davitus
საღოლ, კარგი ხარ!

მეგრელი ხარ უეჭველი, პოსტების წერის სტილით გეტყობა smile.gif

სამეგრელოში ბევრია ეგეთი ადგილები, სამწუხაროდ პნევმატიკის სამუშაოდ ძალიან ცოტაა ეგეთი შემთხვევები, ძირითადად გლუვით ვნადირობ ხოლმე მანდ

ციტატა(smekosmeko @ 10th December 2011 - 07:04 PM) *
აბა წავიდა ნერწყვიანობა


შემწვარი მაინც იყოს შეკაცო, ამაზე ნერწყვი როგორ უნდა მოგვადგეს biggrin.gif
smekosmeko
ციტატა(nikola_migina @ Dec 10 2011, 06:11 PM) *
აუუ ეს ყველაფერი აბაშაშია ხო? მეც ვაპირებ და რომელ სოფელშია ეს ყველაფერი?



კი აბაშის ტერიტორიაა ეგ. სოფელი კეთილარი smile.gif

ციტატა(Davitus @ Dec 10 2011, 06:12 PM) *
მეგრელი ხარ უეჭველი, პოსტების წერის სტილით გეტყობა smile.gif




კორიანტელი, წრიალი, ლაწ და ა.შ?biggrin.gif biggrin.gif ხო ეგ ჩემ მხარეს ხაზი გავუსვიbiggrin.gif


ვერ მოვასწარი შემწვარის გადაღება სამწუხაროდ
gigi30
ყოჩაღ! რატომ უკეთესი საფარი არ მოიწყვე ღობესთან, ქედანი ფრთხილია მაინც.თან საფარში სროლის ხმის კიდევ უფრო ჩახშობასაც შეძლებდი სურვილის შემთხვევაში.(არ გეწყინოს "კრიტიკა", მაგრამ ისე კარგად აღწერე, რომ ჩემი თავი წარმოვიდგინე მაქ და biggrin.gif )
Davitus
smekosmeko

არა, მაგ სიტყვებს სხვებიც იყენებენ, წინადადებების წყობაა მეგრული smile.gif ახლა, მთელი პოსტი მეგრული კილოთი გადავიკითხე და მაგარი გამოვიდა ძააან smile.gif)) იმენა მაგარი ვიხალისე, თან ნოსტალგიებიც წამოვიდა... ბევრი კარგი სანადირო მომენტები მაქვს სამეგრელოში გატარებული

სამწუხაროდ მანდ ბევრი ისეთი სანადირო ობიექტია, რისი მონადირებაც აკრძალულია, თორემ კარგი რეპორტისთვის მიგასწავლიდი ადგილებს smile.gif
smekosmeko
ისე ბოლოს to be continued-ს მიწერა დამავიწყდა wink.gif
foxi
smekosmeko

რესპექტი და მილოცვები. ყოჩაღათ მოქცეულხარ,ძალიანაც მაგარი გინადირია. ვერაფრით ვერ ჩამოვაგდე ქედანი პნევმო იარაღით.აქეთ ძალიან ბრთხილები არიან და არც მაგდენი არ არი.
sekurifa
მაგარი ხარ გაიხარე.მაგრად მესიამოვნა ეს ამბავი რომ წავიკითხე. კარგი გეზი გაქვს აღებული ასე გააგრძეკე ბოლომდე. wink.gif
tengo
smekosmeko
კარგი ნანადირევია ,ყოჩაღ.
ReMiNgToN
smekosmeko
საღოლ ძმაო, მაგარი გინადირია და ნანადირევიც მაგარია. ნერწყვს რაც შეეხება კი მომადგა მაგრამ არა ქედანზე, არამედ პცპ ზე და ნადირობაზე biggrin.gif
cz80
smekosmeko
საღოლ, მაგარია wink.gif
giorgi-RW1k77X2
smekosmeko

ხოშიან!

მშვენიერი ნადირობა გამოგსვლია!
feroni
smekosmeko
კარგად გინადირია მეგობარო, ასე გააგრძელე wink.gif
geojorjika
კარგია , მალადეც
ilariona
smekosmeko



ისე ძაან მაგრად კი გინადირია, მაგრად მისწორდება შენი რეპორტების კითხვა smile.gif იმენნა სულით მონადირე ხარ და ღმერთმა შენნაირი მონადირეები გვიმრავლოს.

საღოლ კიდევ ერთხელ

foxi

ისე შენ რომ ანიჭებ ხოლმე წლის მონადირის ტიტულს, ამ კაც უნდა მიანიჭო მგონი smile.gif
foxi
smekosmeko
პოსტი ჩავასწორე.

ციტატა(ilariona @ 13th December 2011 - 06:15 PM) *
foxi

ისე შენ რომ ანიჭებ ხოლმე წლის მონადირის ტიტულს, ამ კაც უნდა მიანიჭო მგონი


ეგ თემა უკვე პროცესშია,სეზონის დახურვამდე ბევრი დროა და იმედია იაქტიურებენ პნევმატიკით მონადირეები.
smekosmeko
გაიხარე foxi
giuha
კარგატ გინადირია ტაფაში ,ტანას მაგარი პნევმო გაკვს რამდენ ში იკიდე ტუ საიდუმლო არაარის??მე გლუვი მაკვს და მაგრა დამევასა პნევმო ამ საიტზე ინფოს კიტხვისას!!! და სად შეიზლება კიდვა საბაგოებზე ვერგადმოდისო!!!
foxi
giainterstar1

ძალიან ცუდად იკითხება თქვენი ნაწერი. იმედია მომავალში გამოასწორებთ.
smekosmeko
ეჰჰ ძველ ფოტოებს წავაწყდი



foxi
ისეთი ფოტოებია, მაგის არჩვენება არ იქნება. ყოჩაღ!
ilariona
foxi
+100
okela84
gigi30
ციტატა(gigi30 @ 10th December 2011 - 07:23 PM) *
რატომ უკეთესი საფარი არ მოიწყვე ღობესთან, ქედანი ფრთხილია

ძაან ფრთხილიც არ არის, ისე სხვათაშორის ბევრჯერ გავარტყი და ვერ ვიპოვე sad.gif
smekosmeko
არაა ფრთხილი, პროსტო თუ გუნდი ზის მაშინ საკმარისია მხოლოდ ერთი აფრინდეს და მას მიყვება ყველა smile.gif ავდვილი მოსანადირებელია როდესაც მხოლოდ ერთი ზის ცალკე smile.gif ვცდილობ ესე ეულად მყოფნი მოვინადირო ხოლმე.



smekosmeko


ეს არის ძაან მაგარი ადგილი რა, უამრავი ქედანი ჯდებოდა ირგვლივ.

ShalvaQ
ქედანის ან მტრედის პლასმასის ფიტული ხომ არ იცით სად შემიძლია რომ შევიძინო?
ja_ja
ShalvaQ
ყვავი ვიცი რომ მაგნუმშI იყიდფება და მგონი 9 ლარი ღირს, მარა აი მტრედი.....
ShalvaQ
ციტატა(ja_ja @ Nov 19 2013, 09:00 PM) *
ShalvaQ
ყვავი ვიცი რომ მაგნუმშI იყიდფება და მგონი 9 ლარი ღირს, მარა აი მტრედი.....

არ მგონია ყვავს და კაჭკაჭს გვერდზე მიუჯდეს მტრედი ან ქედანი smile.gif ნანახი მაქვს, კაი მოშნი ყვავია biggrin.gif
smekosmeko
ShalvaQ ამაზონი და მისი ჯანი. იქ დაძებნე
ShalvaQ
ციტატა(smekosmeko @ Nov 19 2013, 10:08 PM) *
ShalvaQ ამაზონი და მისი ჯანი. იქ დაძებნე

ეგეც ვცადე, ძებნაში რა არ ჩავწერე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე

მივაკვლიე ეხლა , მაგრამ ფასები აქვს ვავა biggrin.gif
smekosmeko
ერთი ესეთი ვანახე http://www.amazon.com/Edge-Innovative-Hunt...ds=pigeon+decoy

ესენი კი გვიტები http://www.amazon.com/Edge-Innovative-Dove...ds=pigeon+decoy
geojorjika
ShalvaQ
მგონი დინამოსთან რომ მონადირის მაღაზიაა იქ ვნახე 8 თუ 10 ლარი ღირდა ცალი
ShalvaQ
ციტატა(geojorjika @ Nov 19 2013, 11:56 PM) *
ShalvaQ
მგონი დინამოსთან რომ მონადირის მაღაზიაა იქ ვნახე 8 თუ 10 ლარი ღირდა ცალი

მადლობა. ვნახავ აუცილებლად, მაგით ნადირობა უფრო შედეგიანია ნამდვილად
smekosmeko
რას ვერჩოთი ფიშტო რომ გავყიდე ხელი მეფხანებოდა რა.. დამაცადეთ ცოტახანი და გავაახლებ ნადირობებს. wink.gif

ეს პერიოდია ქედანზე ნადირობა, მაგრად ასწორებს.
temo-777
smekosmeko
ლიცენზიები რა ჯდება ეხლა? ააქვს ცეცხლის ფასები? biggrin.gif
smekosmeko
11 ლარი როგორც ყოველთვის smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.