![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() Search Pretty Womans from your town for night ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,876 რეგისტრ.: 18-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Usa წევრი №: 312 ქალაქი:mgDandyGD ![]() |
მოკლედ ჩვენზე მეტი გამომგონებლები არცერთ ფორუმზე არ არიან და ამასთან დაკავშირებით ვინმეს რამე ინფო აქვს/??? ![]() მოკლედ ესეთ რამეებს მიაქვს იუტუბი და ინტერნეტი. ტიპებს ჩადგმული აქვთ თავიანთ მანქანებში ე.წ. წყალბადის გენერატორები და ირწმუნებიან რომ 40%-50% და ზოგან 80% -ით უფრო ნაკლებს წვავს ჩემი მანქანაო. ანუ გააჩნია რა მანქანაზე დააყენებ. წარმოიდგინეთ სატვირთო მანქანებშიც კი აქვთ ჩადგმული და ჩვეულებრივ დიზელის ძრავიან მანქანებშიც. ბევრი რო აღარ ვილაპარაკო რამდენიმე ასეული ვიდეოს ნახვის შემდეგ როგორც მივხვდი ეს მოყწობილობა არის უმარტივესი დასამზადებლად და ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს სახლის პირობებში. ესე იგი შუშის ან რაიმე სხვა მასალის კონტეინერში ისხმება სოდა ან მარილგარეული ჩვეულებრივი კრანის წყალი(ელექტროლილიტი ქვია მგონი). შიგნით იდგმება რამოდენიმე უჟანგავი ფოლადის ფირფიტა ან სპირალი, რომელიც მიერთებულია აკუმულატორზე. და როგორც კი "ზაჟიგანიეს" რთავენ ეგრევე იწყება წყალბადის გამოყოფა. ეს წყალბადი, რეზინის მილის მეშვეობით შეერთებული აქვთ პირდაპირ ძრავის ჰაერის კოლექტორში და ჰაერთან ერთად ხვდება ცილინდრში, რაც პრინციპში იწვევს ბენზინის ეკონომიას. ყოველ შემთხვევაში ესე ირწმუნება ძალიან ბევრი. სახლში ვცადე პატარა ექსპერიმენტი და სოდიან წყალში ჩვეულებრივი 12 ვოლტიანი ადაპტორის კონტაქტები ჩავყავი და მართლა დაიწყო წყალბადის გამოყოფაsmile.gif). დავიჯერო ყველა ტყუის და ეს უბრალოდ ხუმრობისთვის მოიგონეს? შეიძლება ესეც ყოფილიყო მაგრამ უკვე აშკარად ძალიან ბევრი მანქანა არის ნაჩენები ამ ვიდეოებში და სულ სხვადასხვა წყაროებია. მოკლედ დიდი ხანია თავს ვიმტვრევ დავამონტაჟო თუ არა ეგეთი რამე მეც ჩემს მანქანაზე მაგრამ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან და ხელების სიმრუდიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ შევძლებ ეგეთი რამის გაკეთებას. მაგრამ ვინმე თუ გააკეთებს რაიმე სერვისს სადაც ეგეთ რამეებს დაამონტაჟებენ პირველი მე ვიქნები თორე გავიყიდე ამ ბენზინში smile.gif) ჩემი თხოვნაა თქვენც გადახედეთ ამ ვიდეოებს და თუკი რომელიმე დააყენებთ თქვენს მანქანაზე დაწერეთ მართლა მუშაობს თუ არა. უსაფრთხოების მხრივ ძალიან უსაფრთხოა იმიტომ რომ ის წყალბადი რაც გამოიყოფა ძრავს მიაქვს სრულად რომ იმუშაოს და დაგროვილი არსად არ არი რო აფეთქდეს. და ძრავის ჩაქრობისთანავე რეაქცია წყდება და წყალბადი აღარ გამოიყოფა ხო მართლა სულ დამავიწყდა: აგრეთვე იმას ირწმუნებიან რომ ძრავს სიმძლავრეც ემატება ყველაფერთან ერთად და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია ჩვენს ბოლიან ქალაქში წვის შედეგად ჩვეულებრივი ორთქლი გამოიყოფა, რაც ეკოლოგიისთვის მისწრებაა. ეჰჰ ნეტა მართალი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი * * * http://www.youtube.com/watch?v=b4yABG1jn9Q http://www.youtube.com/user/Viecofuel#p/a/u/0/lVQn4DKrn_w
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 249 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 1,302 ![]() |
წყალბადზე ექსპერიმენტული მანქანები დაამზადეს, წვის დროს მხოლოდ ორთქლს გამოყოფდა, მაგრამ საშიში იყო(გაიხსენეთ წყალბადით მფრინავი ცეპელინის "გინდენბურგის" დაღუპვის ვიდეოკადრები) და წყალბადის მისაღებად საკმაო ელექტროენერგია იხარჯებოდა(წყლიდან ღებულობდნენ, როგორც იაფი ნედლეულიდან. ელენერგიის გარეშეც შეიძლება წყალბადის მიღება, მაგრამ დიდი რაოდენობით ფასიან რეაგენტებს მოითხოვს, მაგალითად, სუფთა ლითონურ ნატრიუმს). ასე რომ, წყალბადი ბენზინის ალტერნატიურ, მაგრამ ჯერჯერობით არარენტაბელურ ენერგიის წყაროდ რჩება. უფრო რეალურია ელაკუმულატორებზე და სპირტზე მომუშავე მანქანები(ბრაზილიაში ყოველი მეასე მანქანა გენმოდიფიცირებული შაქრისლერწმისაგან მიღებულ სპირტზე მუშაობს თურმე და გამოიყოფა აირგანელებისთვის კარგად ნაცნობი CO2 და H2O)
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 12:13 PM |
Hosted by Pro-Service |