
მოკლედ ესეთ რამეებს მიაქვს იუტუბი და ინტერნეტი. ტიპებს ჩადგმული აქვთ თავიანთ მანქანებში ე.წ. წყალბადის გენერატორები და ირწმუნებიან რომ 40%-50% და ზოგან 80% -ით უფრო ნაკლებს წვავს ჩემი მანქანაო. ანუ გააჩნია რა მანქანაზე დააყენებ. წარმოიდგინეთ სატვირთო მანქანებშიც კი აქვთ ჩადგმული და ჩვეულებრივ დიზელის ძრავიან მანქანებშიც.
ბევრი რო აღარ ვილაპარაკო რამდენიმე ასეული ვიდეოს ნახვის შემდეგ როგორც მივხვდი ეს მოყწობილობა არის უმარტივესი დასამზადებლად და ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს სახლის პირობებში.
ესე იგი შუშის ან რაიმე სხვა მასალის კონტეინერში ისხმება სოდა ან მარილგარეული ჩვეულებრივი კრანის წყალი(ელექტროლილიტი ქვია მგონი). შიგნით იდგმება რამოდენიმე უჟანგავი ფოლადის ფირფიტა ან სპირალი, რომელიც მიერთებულია აკუმულატორზე. და როგორც კი "ზაჟიგანიეს" რთავენ ეგრევე იწყება წყალბადის გამოყოფა. ეს წყალბადი, რეზინის მილის მეშვეობით შეერთებული აქვთ პირდაპირ ძრავის ჰაერის კოლექტორში და ჰაერთან ერთად ხვდება ცილინდრში, რაც პრინციპში იწვევს ბენზინის ეკონომიას. ყოველ შემთხვევაში ესე ირწმუნება ძალიან ბევრი. სახლში ვცადე პატარა ექსპერიმენტი და სოდიან წყალში ჩვეულებრივი 12 ვოლტიანი ადაპტორის კონტაქტები ჩავყავი და მართლა დაიწყო წყალბადის გამოყოფაsmile.gif).
დავიჯერო ყველა ტყუის და ეს უბრალოდ ხუმრობისთვის მოიგონეს? შეიძლება ესეც ყოფილიყო მაგრამ უკვე აშკარად ძალიან ბევრი მანქანა არის ნაჩენები ამ ვიდეოებში და სულ სხვადასხვა წყაროებია.
მოკლედ დიდი ხანია თავს ვიმტვრევ დავამონტაჟო თუ არა ეგეთი რამე მეც ჩემს მანქანაზე მაგრამ ჩემი სამუშაო გრაფიკიდან და ხელების სიმრუდიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ შევძლებ ეგეთი რამის გაკეთებას. მაგრამ ვინმე თუ გააკეთებს რაიმე სერვისს სადაც ეგეთ რამეებს დაამონტაჟებენ პირველი მე ვიქნები თორე გავიყიდე ამ ბენზინში smile.gif)
ჩემი თხოვნაა თქვენც გადახედეთ ამ ვიდეოებს და თუკი რომელიმე დააყენებთ თქვენს მანქანაზე დაწერეთ მართლა მუშაობს თუ არა.
უსაფრთხოების მხრივ ძალიან უსაფრთხოა იმიტომ რომ ის წყალბადი რაც გამოიყოფა ძრავს მიაქვს სრულად რომ იმუშაოს და დაგროვილი არსად არ არი რო აფეთქდეს. და ძრავის ჩაქრობისთანავე რეაქცია წყდება და წყალბადი აღარ გამოიყოფა
ხო მართლა სულ დამავიწყდა: აგრეთვე იმას ირწმუნებიან რომ ძრავს სიმძლავრეც ემატება ყველაფერთან ერთად და რაც არანაკლებმნიშვნელოვანია ჩვენს ბოლიან ქალაქში წვის შედეგად ჩვეულებრივი ორთქლი გამოიყოფა, რაც ეკოლოგიისთვის მისწრებაა.
ეჰჰ ნეტა მართალი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი
* * *
http://www.youtube.com/watch?v=b4yABG1jn9Q
http://www.youtube.com/user/Viecofuel#p/a/u/0/lVQn4DKrn_w