|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Nov 10 2011, 11:34 PM
პოსტი
#1
|
|
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
|
| > |
|
![]() |
Nov 11 2011, 01:40 AM
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 |
მე ისევ ამ თემას მოვადექი... ვინაიდან და რადგანაც, რასაც ამ პოსტში ვწერ, მაინც ამ ქრონოგრაფს ეხება, სხვა ახალი თემის გახსნას აღარ დავიწყებ და აქვე მივაწერ. ესეიგი რაშია საქმე: რაც ქრონოგრაფი ვიყიდე, მას შემდეგ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მისი კომპუტერზე მიერთება და პასტა-ფურცლობიის გარეშე ჩანაწერების გაკეთება.. ამისათვის საჭირო არის სპეციალური საშუალება, აი ეს: IBM/PC INTERFACE , რომელიც საკმაოდ კარგი ფასი ღირს -23$ ხოო და დავიწყე უგზოუკლო ბოდიალი ინტერნეტში, იმის იმედით, რომ რაიმეს გადავაწყდებოდი და რაღაცას მივაგენი კიდეც... მაგრამ დარწუნებული მაინც არ ვიყავი, რომ ეს ის იყო, რაც მე მაინტერესებდა... ის გვერდი შევინახე და მას შემდეგ, რაც კარგა ხანი გავიდა, ეხლა მომიარა სურვილმა ისევ, რომ ამეწყო და მესინჯა რა გამოვიდოდა. სქემა საკმაოდ მარტივია, სულ რამოდენიმე დეტალისაგან შედგება: ![]() ამ დეტალების აქ ძებნით თავი არ მომიკლავს და რა თქმა უნდა, შევუკვეთე www.digikey.com-ზე და ჩამომივიდა კიდეც. ჩამომივიდა მაგრამ იმხელა ყუთში იდო, რომ ამ წერტილისოდენა დეტალებს 0.5 კგ მოუწია აი სურათებიც: ![]() ![]() ![]() სანამ დეტალებს ველოდებოდი, მანამდე პლატა დავამზადე, მარტივი და ცნობილი მეთოდით - ლაზერული პრინტერი+უთო სახლში მეგულებოდა პლატის ნაგლეჯი, მვძებნე, გავასუფთავე და შევუდექი საქმის კეთებას. მივხაზ-მოვხაზე ავტოკადში, ამოვბეჭდე წებოვანი ქაღალდის ქვედა ფურცლის პრიალა მხარეზე და უთოთი გადავიყვანე პლატაზე. ვინაიდან ნამეტანი ხარისხზე არ მქონდა აქცენტი გაკეთებული, დიდად ლამაზი არ გამომსვლია, მაგრამ ისეთი კი არის რომ თავის საქმეს აკეთებს. მაინც საცდელად ვაკეთებდი. აი ფოტოც: ![]() ტონერი საკმაოდ კარგად არის გადასული სპილენძზე. სახლში სადღაც მქონდა 7-8 წლის წინ შენახული რკინის ქლორიდი წყალში გახსნილი (!!!). აღარც კი მქონდა იმისი იმედი რომ ივარგებდა, მაგრამ მაინც მოვძებნე. პირდაპირ ქილა ჩავდე პლასტმასის ჯამში და დავასხი ცხელი წყალი გასათბობად, ვიფიქრე თუ ივარგებ ცოტა მაინც, სითბო კიდევ უფრო დაეხმარება მეთქი. პლატა გადავჭერი საჭირო ზომაზე და ორმაგი სკოჩით უკანა მხრიდან მივაწებე კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლის სახურავი, ხსნარში რომ არ ჩაძირულიყო ![]() ![]() ჩემდა საბედნიეროდ ხსნარი ასე-თუ ისე ვარგისი გამოდგა ამოჭმული პლატა, ტონერი ჯერ არ აქვს გაცლილი ![]() ![]() ესეც უკვე აცეტონით გაწმენდილი: ![]() არა უშავს, არა?? ესეც მოკალავებული ![]() დავიწყე აწყობა და ამ ორი კინკილა რაღაცის მიპაიკებაზე თვალები დამეთხარა! ჯერ ისედაც 1 მმ ზომის ნაწილები არის და წარმოიდგინეთ ეხლა იმაზე მიმაგრებული 3 ცალი 0,2-0,3 მმ სიგრძის კონტაქტის მიკალავება!!! დავიტანჯე! დამხმარე ოპტიკაა საჭირო საბოლოო ჯამში, ჯეკებიც მივამაგრე და აი ასე გამოიყურება: ![]() ![]() ![]() შევუერთე ქრონოგრაფს, შევუერთე კომპუტერს და დავიწყე გასინჯვა. პრგრამები ბევრი არ მაქვს. პირველად ვცადე chronograph v3.5.10.106 , მაგრამ უშედეგოდ... ქრონოგრაფების ჩამონათვალში არ აქვს Chrony მოკლედ რომ ვთქვათ, ქრონოგრაფს უკვე ვაერთებ კომპუტერზე, მაგრამ ნორმალური პროგრამა არ მაქვს და ვერც ვერსად ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე და მირჩიოთ, რატომღაც მგონია ________________________________ დღეს რაღაც pix.ge-ზე ვერ ავტვირთე და ამიტომ დავდე რადიკალზე.
| |
| > |
|
|
giorgi-RW1k77X2 ქრონოგრაფის კომპიუტერთან შეერთება Nov 10 2011, 11:34 PM
cz80 giorgi-RW1k77X2
საღოლ გიუშ, ს... Nov 11 2011, 02:33 AM
gregory giorgi-RW1k77X2
მართლაც მაგა... Nov 11 2011, 08:42 AM
iorama მგონი ეს ამბავი იმ... Nov 11 2011, 08:52 AM
ilariona იმდენად დამევასა ნ... Nov 11 2011, 09:03 AM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(ilariona @ 11th November 2... Nov 11 2011, 10:17 AM
ja_ja giorgi-RW1k77X2
სლუში ჩალიჩ... Nov 11 2011, 12:51 PM
geojorjika giorgi-RW1k77X2
მალადეც რა Nov 11 2011, 01:40 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(ja_ja @ 11th November 2011... Nov 11 2011, 05:50 PM
beqa ვაა კარგი რამე გაგ... Nov 11 2011, 09:37 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(beqa @ 11th November 2011 ... Nov 11 2011, 10:57 PM
gregory giorgi-RW1k77X2
გოი, იტოგში რ... Nov 12 2011, 10:12 AM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(gregory @ 12th November 20... Nov 12 2011, 12:48 PM
gregory 3.63$ VS 23$
ბრწყინვალ... Nov 12 2011, 02:27 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(gregory @ 12th November 20... Nov 12 2011, 04:35 PM
gregory ციტატა(gioxashuri @ 12th November... Nov 12 2011, 08:30 PM
ja_ja giorgi-RW1k77X2
პროგა მეც ვე... Nov 12 2011, 08:55 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(ja_ja @ 12th November 2011... Nov 13 2011, 12:30 AM
giorgi-RW1k77X2 ეხლა რასაც ვცჰალიც... Nov 13 2011, 12:35 AM
ja_ja giorgi-RW1k77X2
მგონი პირდა... Nov 13 2011, 02:05 AM
giorgi-RW1k77X2 ja_ja
რაღაცეები კი ვნ... Nov 13 2011, 02:33 AM
giorgi-RW1k77X2 მოკლედ, სად რას არ დ... Nov 13 2011, 08:36 PM
gregory ციტატა(gioxashuri @ 13th November... Nov 14 2011, 12:11 PM
kaka8079 giorgi-RW1k77X2
ვეძებე ახლა ... Nov 14 2011, 12:27 PM
kaka8079 აი ვიპოვე შედი ამ ს... Nov 14 2011, 12:39 PM
giorgi-RW1k77X2 gregory
kaka8079
მადლობა რო... Nov 14 2011, 10:09 PM
bazuka როგორც ვატყობ წინს... Dec 5 2011, 09:24 PM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(bazuka @ 5th December 2011... Dec 6 2011, 10:55 PM
Power_VANO giorgi-RW1k77X2
ამ ფრონტზე რ... Aug 27 2014, 12:57 PM
ja_ja Power_VANO
კომპზე არ ვიცი... Aug 27 2014, 02:56 PM
gregory ციტატა(Power_VANO @ 27th August 2... Aug 27 2014, 03:43 PM
Power_VANO ja_ja
აბა ახალი ქრონი? ... Aug 27 2014, 08:12 PM
ja_ja სხვა ვიყიდე, ცოტა ძ... Aug 27 2014, 08:46 PM
Power_VANO ჰოო მე კი ჩამომივი... Aug 27 2014, 08:49 PM
SCORPIONS ვისაც ქრონი არ გვა... Jun 7 2015, 10:08 AM
koknar მუჩოს ხულიოს !
არ... Jun 8 2015, 01:39 PM
koknar იტოგში +- 5 ფუტი კი აქ... Jun 8 2015, 03:02 PM
gregory koknar
+-10 მ/წმ აქვს სხვა... Jun 8 2015, 05:46 PM
koknar gregory
მეტი კი შეიძლებ... Jun 8 2015, 05:49 PM
SCORPIONS რიავიცი,რიავიცი. დ... Jun 8 2015, 05:57 PM
koknar SCORPIONS
ყველაფერი შეი... Jun 8 2015, 06:00 PM
SCORPIONS koknar მაიცა კაცო..
A. თო... Jun 8 2015, 06:14 PM
koknar SCORPIONS
გადმოვიწერ, ვნ... Jun 8 2015, 06:21 PM
SCORPIONS koknar play market-ზეა ანდროიდ... Jun 8 2015, 06:27 PM
maqsimusa მეც ვსინჯე, ყველაფ... Jun 8 2015, 06:59 PM
SCORPIONS maqsimusa ხოო,მეც მასე მგ... Jun 8 2015, 07:04 PM
SCORPIONS ჩვენზე გადარეულებ... Jun 8 2015, 07:32 PM
SCORPIONS koknar რა ქენი აბა,გამო... Jun 8 2015, 09:33 PM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 04:07 PM |
| Hosted by Pro-Service |