მე ისევ ამ თემას მოვადექი...
ვინაიდან და რადგანაც, რასაც ამ პოსტში ვწერ, მაინც ამ ქრონოგრაფს ეხება, სხვა ახალი თემის გახსნას აღარ დავიწყებ და აქვე მივაწერ.
ესეიგი რაშია საქმე:
რაც ქრონოგრაფი ვიყიდე, მას შემდეგ სადღაც გულის სიღრმეში მაინც მინდოდა მისი კომპუტერზე მიერთება და პასტა-ფურცლობიის გარეშე ჩანაწერების გაკეთება..
ამისათვის საჭირო არის სპეციალური საშუალება, აი ეს:
IBM/PC INTERFACE , რომელიც საკმაოდ კარგი ფასი ღირს -23$

. ნუ, კაცი იტყვის, რომ სადაც ქრონოგრაფში მაგდენი გადაიხადე, ბარემ ეგეც იყიდე და შენც დაისვენებ და შენი აკვიატებული აზრებიცო... მაგრამ, მე მაინც სხვა რამეზე ვფიქრობდი: -რატომ ვერ უნდა ააწყო კაცმა?? განა რა უნდა იყოს ისეთი???
ხოო და დავიწყე უგზოუკლო ბოდიალი ინტერნეტში, იმის იმედით, რომ რაიმეს გადავაწყდებოდი და რაღაცას მივაგენი კიდეც... მაგრამ დარწუნებული მაინც არ ვიყავი, რომ ეს ის იყო, რაც მე მაინტერესებდა... ის გვერდი შევინახე და მას შემდეგ, რაც კარგა ხანი გავიდა, ეხლა მომიარა სურვილმა ისევ, რომ ამეწყო და მესინჯა რა გამოვიდოდა.
სქემა საკმაოდ მარტივია, სულ რამოდენიმე დეტალისაგან შედგება:

ამ დეტალების აქ ძებნით თავი არ მომიკლავს და რა თქმა უნდა, შევუკვეთე
www.digikey.com-ზე და ჩამომივიდა კიდეც.
ჩამომივიდა მაგრამ იმხელა ყუთში იდო, რომ ამ წერტილისოდენა დეტალებს 0.5 კგ მოუწია

აი სურათებიც:



სანამ დეტალებს ველოდებოდი, მანამდე პლატა დავამზადე, მარტივი და ცნობილი მეთოდით - ლაზერული პრინტერი+უთო

სახლში მეგულებოდა პლატის ნაგლეჯი, მვძებნე, გავასუფთავე და შევუდექი საქმის კეთებას. მივხაზ-მოვხაზე ავტოკადში, ამოვბეჭდე წებოვანი ქაღალდის ქვედა ფურცლის პრიალა მხარეზე და უთოთი გადავიყვანე პლატაზე.
ვინაიდან ნამეტანი ხარისხზე არ მქონდა აქცენტი გაკეთებული, დიდად ლამაზი არ გამომსვლია, მაგრამ ისეთი კი არის რომ თავის საქმეს აკეთებს. მაინც საცდელად ვაკეთებდი.
აი ფოტოც:

ტონერი საკმაოდ კარგად არის გადასული სპილენძზე.
სახლში სადღაც მქონდა 7-8 წლის წინ შენახული რკინის ქლორიდი წყალში გახსნილი (!!!). აღარც კი მქონდა იმისი იმედი რომ ივარგებდა, მაგრამ მაინც მოვძებნე. პირდაპირ ქილა ჩავდე პლასტმასის ჯამში და დავასხი ცხელი წყალი გასათბობად, ვიფიქრე თუ ივარგებ ცოტა მაინც, სითბო კიდევ უფრო დაეხმარება მეთქი. პლატა გადავჭერი საჭირო ზომაზე და ორმაგი სკოჩით უკანა მხრიდან მივაწებე კოკა-კოლას პლასტმასის ბოთლის სახურავი, ხსნარში რომ არ ჩაძირულიყო

და ჩავუშვი ქილაში.


ჩემდა საბედნიეროდ ხსნარი ასე-თუ ისე ვარგისი გამოდგა

.
ამოჭმული პლატა, ტონერი ჯერ არ აქვს გაცლილი



ესეც უკვე აცეტონით გაწმენდილი:

არა უშავს, არა??
ესეც მოკალავებული

. (ცოტა ბევრი კალა მომივიდა

)

დავიწყე აწყობა და ამ ორი კინკილა რაღაცის მიპაიკებაზე თვალები დამეთხარა! ჯერ ისედაც 1 მმ ზომის ნაწილები არის და წარმოიდგინეთ ეხლა იმაზე მიმაგრებული 3 ცალი 0,2-0,3 მმ სიგრძის კონტაქტის მიკალავება!!! დავიტანჯე! დამხმარე ოპტიკაა საჭირო

საბოლოო ჯამში, ჯეკებიც მივამაგრე და აი ასე გამოიყურება:



შევუერთე ქრონოგრაფს, შევუერთე კომპუტერს და დავიწყე გასინჯვა. პრგრამები ბევრი არ მაქვს. პირველად ვცადე chronograph v3.5.10.106 , მაგრამ უშედეგოდ... ქრონოგრაფების ჩამონათვალში არ აქვს Chrony

. ბევრი პარამეტრის რეგულირება კი შეიძლება, მაგრამ მე დამეზარა... ისე შეიძლება მანდედანაც გამოსულიყო რამე. ერთი რამ, რამაც დამაიმედა მაგ პროგრამიდან იყო ის, რომ ქრონოგრაფზე ხელის გადატარებისას პროგრამას გამოქონდა შეტყობინება : Memory is empty or…. იმის მისახვედრად, რომ ქრონოგრაფიდან რარაც სიგნალი გადადიოდა კომპუტერში, ჩემთვის ესეც სავსებით საკმარისი იყო. აქ ბევრ ჩალიჩს აღარ მივყევი და ვცადე სხვა, სახელდახელოდ ინტერნეტიდან გადმოწერილ პროგრამაში Chrono Connect. აქ კი ამუშავდააა... ქრონოგრაფის მეხსიერებაც წაიკითხა და პირდაპირი სიგნალიც დააფიქსირა. აი ვიდეოც, სადაც მე თვითონ ვარ ოპერატორიც და შემსრულებელიც

. მარცხენა მონიტორზე გახსნილ ფანჯარაში ფიქსირდება სიჩქარეები (fps), რომელსაც ქრონოგრაფი აწვდის კომპს მე რომ სწრაფად ვატარებ ხელს ქრონოგრაფზე სენსორების ზემოდან.
მოკლედ რომ ვთქვათ, ქრონოგრაფს უკვე ვაერთებ კომპუტერზე, მაგრამ ნორმალური პროგრამა არ მაქვს და ვერც ვერსად ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე და მირჩიოთ, რატომღაც მგონია

:P , რომ Chrony Ballistics II Software :P

იქნება ამისათვის ზედგამოჭრილი. ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ეს, ან რაიმე ამდაგვარი სხვა პროგრამები ვიპოვო?
________________________________
დღეს რაღაც pix.ge-ზე ვერ ავტვირთე და ამიტომ დავდე რადიკალზე.