![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 4,677 რეგისტრ.: 26-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia, Tbilisi წევრი №: 587 ![]() |
დილის 6 საათი, რეკავს მაღვიძარა და იწყება დილა, რომელსაც სამი თვე ველოდებოდით. ,,დიდი გასეირნება“ თემის ავტორი: ,,Masteroff” ორგანიზატორი: ,,ilariona” ![]() მონაწილეები: 1) ნორიკა 2) დავილ 3) დავითუსი 4) ჩზ80 5) გელა 6) გრიგოლიჩი 7) ილარიონა 8) თაზო (მონადირე) 9) ჟორჟიკა (ივრეი) 10) კოკა 11) კაკო 12) კაკო (ციხელა, არ არის დარეგისტრირებული) 13) იორამა დამსწრეები: 1) გრიგოლი 2) გოჩა ამ თემის ავტორმა სულ სხვა სული ჩაუდგა დიდ გასეირნებას, მიზნად ჰქონდა დასახული, თევზაობა, ქეიფი და სროლა! სიმართლეს გეტყვით ეს სამივე შესრულდა, მაგრამ სულ სხვა ინტერპრეტაციით. დავიწყებ იმით, რომ ჩატარდა პირველი აირგანის ჩემპიონატი ფართო მაშტაბით! ახლა კი გადავიდეთ თვით დღეზე, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ ჩატარდა ჩემპიონატი. დილით 7:30 საათზე შევიკრიბეთ მარნეულის გადასახვევთან და ავიღეთ გეზი ბოლნისისკენ! ![]() სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, ბოლნისში შევჩერდით ცოტა ხნით და ეს სურათი მაშინ გადავიღეთ. ![]() შემდეგ ერთი ამოსუნთქვით მივედით დანიშნულების ადგილას. ხრამის ხეობას, რომ მიუახლოვდით წინ გამოჩნდა ულამაზესი ხედი, ორი მთის შუაში ჩამოედინება ხრამის მდინარე. სიმართლეს გეტყვით და გზა ცოტა შემაშინებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაგისთვისაც მზად ვიყავით, ოთხივე მანქანა ჯიპები იყო (ნუ ჩემი მანქანაც ვითომ ჯიპი იყო), ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია. ჩავედით დანიშნულების ადგილზე და დავიწყეთ დაბანაკება. ![]() პირველი რაც მოხდა ნორიკამ დაიადა ნაჯახი და გავარდა ტყეში, დიდი ტოტი უნდა მოეჭრა, რომ სამიზნეები დაგვემაგრებინა, ერთი საათი ტყიდან გამოდიოდა ნაჯახისა და ნორიკას ოხვრა, ბოლოს კოკაც მიეხმარა და საბოლოოდ დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ნაჯახი დაბლაგვდა, ტოტი მოიჭრა და ნორიკამ 4კგ დაიკლო. ამასობაში მე მომივიდა იდეა, ერთ თავისუფალ მაგიდაზე დაგვედო ყუთები და მიგვემაგრებინა სამიზნეები, ამ იდეამაც გაამართლა და ის ტოტი სულ ტყუილად იყო მოჭრილი. ამასობაში გაიშალა სუფრა დილის საუზმით (ყველი, პური, კიტრი, პომიდორი, ძეხვი, ვიჩინა) ეს რომ დაინახეს მონაწილეებმა, ეგრევე გაიქცნენ არყის ამოსაღებად და აი აქ ჩავრთე ჩემი ორგანიზატორული ნიჭი, ტკბილი საუბრით გადავაფიქრებინე დალევა (ჩემპიონატიდან მოხსნით დავემუქრე) ![]() ნუ იყო ჯუჯღუნი, ლაშამ თავისი ტექსტი გაიხსენა და კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა, რომ დაგვეხვრიტა და მიგვეგდო სადმე, მაგრამ გავუძელი შეტევებს და არ დავალევინე. ამასობაში დავიწყეთ ბანაკის გაწყობა, მიდიოდა კარვების გაშლა, თოფების აწყობა, ანკესების გადაყრა წყალში და რავიცი ათასი გასართობი რამ. ზოგიერთები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ) ჩემი სკამიდან ვერ ავაყენე, და რავარც იქნა გაიშალა ბანაკიც. ![]() აქვე დავამატებ იმას, რომ სანამ ბანაკი გაიშლებოდა კაკომ თავისი თოფი სამჯერ დაშალა და ააწყო. მგონი კროსმანის ფაბრიკაში აპირებს მუშაობის დაწყებას და ვარჯიშობს ![]() აი ისიც მომენტი საიდანაც დაიწყო ოპტიკების გასწორება და ეგრედ წოდებული ,,პრისტრელკა“ ![]() სურათზე კარგად ჩანს, დავითუსას მოფიქრებული ორი ჯოხი, რომელზეც მივამაგრეთ პარკის ნაჭრები და მაგით ვარკვევდით არის თუ არა ქარი იმ ადგილას სადაც ვისროდით. ნუ რთული გამოსაცნობი არაა და პირველი ოპტიკას ასწორებს ნორიკა, ![]() ![]() ![]() 20 წუთი ეჩალიჩებოდა თავის ოპტიკას, თან იძახდა რომ ვერ ვასწორებო, ყელში რომ ამოგვივიდა მისი საქციელი და მილიციის მეშვეობით ვაპირებდით მოედნიდან გაძევებას, წამოიძახა ევრიკაოოო და დააყოლა, რომ გავასწორეო, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო. სადღაც საათნახევარი მაინც გრძელდებოდა ამ ოპტიკების სწორება. პირველად ვნახე როგორ ასწორებენ მეგრელები ოპტიკას (კაკო არ გეწყინოს) ოთხი ბრუნი ზევით, ოთხი ბრუნი გვერდით და ოპტიკა გასწორებულია ![]() და აი ისიც, ჩემპიონატის დაწყება, პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ჯგუფების კეთებაში, მონაწილეს ეძლეოდა ოთხი სამიზნე და 20 ტყვია, თითო სამიზნეზე უნდა ესროლა 5 ტყვია. მანძილი 50 მეტრი. პირველი მონაწილე ძნელი გამოსაცნობი არაა და ისევ ნორიკაა, სასროლი პოზიცია დაიკავა და ოი რა გაიგო ნორიკას ყურებმა, თურმე იარაღის ბალიშით გამაგრება ხდება მხოლოდ ცვო-ს მხრიდან და კონდახი კი ხელით უნდა გაამაგრო ![]() სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო მონაწილეს მიეცა სულ ხუთი წუთი 20 გასროლაზე, რაც მიმაჩნია ძალზედ ცოტა და ეს პირველი მინუსი ორგანიზატორის, რომ ვერ გათვალა ასეთი რამ. პირველ 6 მონაწილეს ვაკონროლებდი დროში და არ ვაძლევდი დაგვიანების საშუალებას, მერე ისე დავიღალე, რომ ბოლო მონაწილე მგონი მთელი 20 წუთი ისროდა და ყურადღებას არავინ არ აქცევდა. ესეც მეორე მინუსი. აქვე დავწერ იმასაც, რომ ძალზედ ბევრი ტყვია გაქრა, სურათებზე დააკვირდით და ზოგიერთ სამიზნეს ერთი ტყვია აკლია. მონაწილე თითქოსდა ისროდა და სამიზნეს ტყვია არ ჰქონდა მონახვედრი, გასაკვირია მაგრამ ფაქტია. ესეც ორგანიზატორის ბრალია, მაგაზე დაიწერა კიდეც, რომ მონაწილეს უნდა მიეცეს ზუსტი რაოდენობა ტყვიების და მის ახლოს ტყია არ უნდა ჭაჭანებდეს. ასე მოხდება კონტროლი თუ რამდენი ტყვია გაისროლა მონაწილემ. იყო ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მონაწილეს თოფი გაუვარდა და მერე ითხოვდა ახალი ტყვია მომეცითო, რა ჩემი ბრალია რომ თოფი გამივარდაო. რატომღაც ამაზე დავთანხმდით და მონაწილეს ეძლეოდა ახალი ტყვია, რომ განმეორებით ესროლა, რაც მიმაჩნია დიდ შეცდომათ!!! აუცილებლად მონაწილემ უნდა გააკონტროლოს საკუთარი შესაძლებლობები და სროლის დროს არ იყოს დაბნეული, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას. იარაღის გავარდნა არის დიდი მინუსი და მასეთი რამ უნდა ისჯებოდეს მსაჯის მხრიდან. როგორც ზევით დავწერე, ზოგიერთი ტყვია სამიზნეზე არ აღინიშნებოდა, მასეთ შემთხვევაში მონაწილეს ვაძლევდით საჯარიმო 70მმ-ს. ესეც რაღაც სასტიკ დასჯად მიმაჩნია, ფაქტიურად ვისაც დაავიწყდა სროლა ან და სამიზნეს ასცდა ტყვია, საერთოდ დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ქვემოთ ნაჩვენებ შედეგებში ჩანს, სადაც 70მმ წერია ესეიგი მის სამიზნეს ტყვია აკლდა. ესეც ჩემპიონატის შედეგი: 1) ნორიკა (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 27+28+34+33/4=30.5 2) გელა (ჰაცან ატ44) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 37+30+29+70/4=41.5 3) კოკა (დისკოვერი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+80+70+67/4=71 4) დავილი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+70+70+39/4=50.25 5) თაზო (მონადირე) (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 15+25+25+39/4=26 6) ციხელა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 70+62+44+25/4=50.25 7) ილარიონა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 21+70+25+22/4=34.5 8) იორამა (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 25+24+24+70/4=35.75 9) დავითუსი (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 33+34+31+35/4=33.25 10) ჩზ80 (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 64+20+25+29/4=34.5 11) ჟორჟიკა (HW100) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 23+16+29+48/4=29 12) კაკო (მარადიორი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 32+50+29+23/4=33.5 13) გრიგოლიჩი (აა510) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შედეგი: 22+36+29+24/4=27.75 შედეგებს თუ გადავხედავ ნათლად ჩანს, რომ გამარჯვებული გახდა თაზო (მონადირე). დამსახურებული მეორე ადგილი კი დაიკავა გრიგოლიჩმა, რაზეც მიიღო მშვენიერი საჩუქარიც. ნორიკას თოფით გრიგოლიჩმა ბევრად უკეთესი შედეგი გვაჩვენა და თანაც ისე, რომ ხმა არ ამოუღია ბავშვს. ვინაიდან ჯგუფების ჩემპიონატი გაიწელა და საღამო მოგვიახლოვდა და თანაც უკვე ყველა მაგარი მშივრები ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ქულების დაგროვების ჩემპიონატი ჩაგვეტარებიან ძალიან სწრაფად, სამიზნეების რაოდენობა შევზღუდეთ 2-დან 1-ზე და გასროლების რაოდენობაც 10-დან 5-ზე. აქ ყველაფერი მარტივია და არაფრის წერა არაა საჭირო, გამოვაქვეყნებ პირდაპირ სურათებს და ნათლად ჩანს გამარჯვებულიც და შედეგებიც. მანძილი დარჩა 50 მეტრი. დაიწყო სროლა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() არ დავმალავ და დავილისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ შედეგს, შესაშური შედეგია და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა. აქვე შემოგთავაზებთ დაჯილდოვების ცერემონიასაც. ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვებულებიც გვყვავს, ვიტყოდი, რომ ძალზედ დაღლილები ვიყავით და თანაც ყველას გვშიოდა, გავიხედეთ და რას ვხედავთ, ჭამა-სმის მინისტრი (იორამა) წამოწოლილია ბუნებაში და თევზაობს, საკუთარ თავზე აღებული პურმარილი კი ხელუხლებელია. ![]() ![]() რას ვიზავდით, დავიწყეთ პურმარილის მზადება! აქვე დავამატებ, რომ ამინდი მთელი დღის მანძილზე იყო იდეალური, ნიავიც კი არ ჰქროდა! სურათებზეც ჩანს, რომ მზე კაშკაშებდა მთელი დღის მანძილზე. საღამოთი კი ჩემპიონატის დასროლებისთანავე დასცხო ძლიერმა წვიმამ და ძალზედ აგრილდა. რაღაც მხრივ ქეიფის ხასიათზედ დაგვაყენა მთელი დღის დასიცხულები. საღამოს შვიდი საათისთვის არნახული პურმარილი გვქონდა გაშლილი: მწვადი, ჩაქაფული, ყველი, კიტრი და პომიდორი ![]() რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, სანამ პირველი ყლუპი ალკოჰოლის დაილეოდა იქამდე ყველა იარაღი შენახული იყო და დალევის შემდეგ არც არავის არ ამოუღია სასროლად. ეს მართლაც დასაფასებელი საქციელი იყო. აქვე ქეიფის სურათებს გთავაზობთ: ![]() ![]() ![]() ![]() აი მოვიდა რეპორტის დასასრულიც და მგონი რომ სრულად გადმოგეცით იქ მომხდარი სიტუაცია. მინდა მონაწილეებსა და დამსწერეებს გთხოვოთ, თუ რამე გამომრჩა დაამატეთ და დაწერეთ კომენტის სახით. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, შეჯიბრისა და გასვლის მინუსები და პლუსებიც დავწეროთ. აქ დაწერილი ყველა ნიუანსი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი გასვლისთვის და დამიჯერეთ არავის არ ეწყინება თუ ბევრ მინუსებს ჩამოწერთ. პირიქით შემდგომში შევეცდებით ერთობლივად გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები. ახლა კი დავყრი სურათებს, რომლებიც უბრალოდ გადაღებულია პაპარაცების მიერ. კეთილი სურვილებით თქვენი ილარიონი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo იმ პოზიციებიდან ,როგორიდანაც ჩვენ უფრო ხშირად ვისვრით (მაგიდიდან ბალიშებზე დაყრდნობით) უფრო ვლინდება თოფის შესაძლებლობები და რათქმაუნდა უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული თოფი მსროლელთან ერთად. მსროლელზეც არის დამოკიდებული რათქმაუნდა ,მაგრამ აქ უპირატესობას მაინც თოფის კლასი ავლენს. არა თენგო, არა და არა. ხალხი ჩვენზე უკეთეს პირობებში ისვრიან, უფრო მყარი მაგიდებიდან, ლითონის სტანოკებიდან და... ავოეეე, მაგრამ ზოგი არტყავს ზოგი ვერა, არავითარ შემთხვევაში ეგ არაა თოფის და თოფების კლასების შეჯიბრება. აგერ მილიონჯერ დავწერე ჩემი პირველი დისკო რომიყო პინგ-პონგის ბურთებს და ბორჯომის ბოთლის ხუფებს ვხსნიდი 100 მეტრზე. დღეს ეგ თოფი აქვს Daviti-ს და იგივეს აკეთებს, თავიდან ამასობაში დავითს ეგ თოფი რომ ეჭირა ხელში 30-40მილიმეტრზე ახლო ჯგუფებს ვერ აკეთებდა, დღეს კი მხარი პოზიციიდან 11-12 მილიემტრა აკეთებს 30 მეტრზე და არამყარიდან 18-20 მილიემტრს. რას დავაბრალო რომ თოფმა ისწავლა სროლა თუ პირიქით მსროლელმა? ახლა დავძებნი რუსების შედეგებს და დავდებ, სასტავს შტეერები აქვს და ვაირაუხები გასულები არიან მეორე მესა მე ადგილებზე, პირველ ადგილზე თუ მეორეზე კი ტიპია გასული BAM50-ით და ასევე პირველ მოერე ადგილზეატიპი გადაკეთებული Ij 61-ით. როგორ დავიჯერო რომ ჩინური ნაგავი ბამი და რუსული ჯღანი ხელით გადაკეთებული დედას უხნავს გინდა ვაირაუხს გინდა შტეირს.... ტიპს ვეირაუხით დაკავებული ჰოქნდა მგონი მე-10 ადგილი. მწარე წარმოდგენა და აზრია რომ იარაღის მოდელი და მყარი პოზიცია ლიუს ძლიერი ოპტიკა უზრუნველყოფს გარანტირებულ გამარჯვებას. მინიმუმ ერთი არასტანდარტული შედეგის მომსწრე შენც ხარ როდესაც 10x-იანი ოპტიკით 50 მეტრზე ვეირაუხით მგონი 12-თუ 13 მილიმეტრიანი ჯგუფი გავაკეთე ლისზე. მეტყვი აქლა რომ საუცხოო იდეალური პირობები იყო? ისეთი საყრდენი და დასაჯდომი იყო რომ არავის არანაირი წუწუნის საშუალება არ ექნება? თუ იმას იტყვის ვინმე რომ ოპტიკა იყო შეუდარებლად მაღალი კლასის? რაც არ უნდა მაგარი თოფი და პოზიცია გქონდეს თუ სროლა არ იცი ვერაფერს ვერ გაარტყავ. მაგალითად დისკო და ვაირაუხი ერთ კლასში რომ დავაყენოთ როგორი იქნება? მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ შეიძლება ამდაგვარი შეჯიბრი ჩატარდეს. ნებისმიერი ვისაც თავისი თოფის იმედი და სურვილი აქვს ,მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში და გამოვლინდება გამარჯვებული . ამ სამი წინადადებიდან მესამეში გეთანხმები და აქ დადებული შედეგები რაც ვნახე იმედი მაქვს რომ ჩემიძველი დისკოთი დავითი მართლა მოუღებს ვეირაუხის ლეგენდებს და მათ მფლობელებს ბოლოს, ეს იყო სანაქებო ჯგუფები? ვფიქრობ რომ ერთმანეთს უნდა ვათხოვოთ. ანუ გულისხმობთოფები? გამორიცხულია, მე ისიც გამიკრვირდა ამ გასვლაზე ყველა რომ სხვისი თოფით ისროდა და ისე მონაწილეობდა, ეგეთი ხალხი მონაწილეობას იღებს ცალკე კლასში ან შედეგებისმიღების გარეშე, ან მიდიხარ შენი თოფით და შენს იმედად თუ არა და სადაც თოფის თხოვება მოსულა იქაც ბარემ ჩემს მაგივრად სალუქვაძეს ვთხოვ და მოვიყვან და აბა მომიგეთ ვინმემ ![]() ![]() ![]() VTEC ისე კიდე თუ გინდა სულ A1 ფორმატზე იყოს სამიზნე ვისაც მოუნდება ის იმაიმუნებს - 4 თუ კარგად წაუვიდა მეხუთეს აღარ გარისკავს და ააცილებს საერთოდ ქარალდს, იტყვის ტყვია ტყვიაში ჩავსვიო მიდი და დაუმტკიცე, შეიძლება ეჭვიც არ შეგეპაროს მაგისთვისაა დამკვირვებელი და საჭიროა სამზერი მილები რომ აკონტროლო სროლა. თორემ ეგრეშეიძLება კაცმა ერთი ტყვია გაისროლოს დადანარჩენი ჰაერში ისროლოს. davil მემგონი უფრო გამძლე ლითონით ჩვენ რომ გავაკეთებინოთ ხელოსანს მაგ ტიპის ყუთი, არ უნდა იყოს დიდი პრობლემა ნუ იდეაშI მე მაქვს დასავარდნი ციყვი რომ არის ის. გაკეთებულია 3 მილიემტრიანი რკინის ფურცლისგან, ყოველი გასვლა გამოყენების მერე მიწევს ჩაქუჩით მაგის გასწორება. ვერ უძლებს 45 მეტრზე ნატყვიარებს, ერთს და ორს უძლებს, 10-საც და 20-საც მაგრამ დღის განმავლობაში 100 და 200 ნატყვიარზე იღუნება. ასე რომ 3 მილიემტრზე მეტი სისქილილითონის ფირფიტაა საჭირო, ეგ კი ისეთი მასაააააა ilariona რავი ცოტა გაბრაზებულ ვწერ და ალბათ შეამჩნიეთ, მაგრამ გული მწყდება, რომ მარტო თოფების შედარება მიდის და მსროლელს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებთ არავინ. აშკარად მსროლელს უფრო მეტი მოეთხოვება და მეტია მასზე დამოკიდებული ვიდრე მხოლოდ თოფზე. დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთი რომელიმეს თოფი რომ ავიღოთ, საუკეთესო ოპტიკა, ერთნაირი ტყვიები და ერთნაირი პოზიცია.... ყველას სულ სხვა და სხვა შედეგები ექნება, იძახონ მერე ბიპოდი, ტრაკპოდი, ოპტიკა ტყვია..... პროსტა ეს ყველაფერი წესებშია მწარედ ჩამოსაწერი, სადაც გაწერილია, ან იღებ ამ პირობებს და მონაწილეობ, ან ნუ წუწუნებ. ადრე ფორექსის ბაზარზე ვთამაშობდი და იქ იყო ბროკერების მიმართ ასეთი გამოთქმა, ვინვ ვერაფერს აკეთებს ის ყოველთვის ნახულობს თავის გასასამართლებელ მიზეზს და ყოველთვის წუწუნებსო. ყველას მოკლედ მსოფლიო პრაქტიკაა ნებისმიერი საყრდენის გამოყენება BR კლასში მაგალითისთვის სურათები: ასეთ საყრდენებზე რაღას იყუვით აბა ვინმემ რომ გაჩითოს? აგერ არის ტიპი რომ თვლსი ჩემოდანი ურჩევნია აგერ ურწმუნოებისთვის მარადიორის BR50-ში ![]() და მისი შედეგი (გინდა დაიჯერეთ გინდა არა) ![]() აგერ ვალტერ 850-ი, ესეც ძალიან სერიოზული საყრდენია რაც ამ ტიპს აქვს. ![]() ესეც ერთერთი შეჯიბრის რეზულტატი, შტეირი საერთოდ მეოთხე ადგილზეა!!!!! ან ამ შედეგებს შეხედეთ ვეირაუხი და შტეერი მე-10 მე-11 და მე-12 ადგილებზეა! რა ამათ კრივოი თოფები აქვთ ყველას!!! ასევე არის BR ხელიდან სროლა, ამ შემთხვევაში როგორც წესი ისვრიან ჩამჯდარი პოზიციიდან უკანა ნალზებალიში აქვთ ამოდებული, პოზას ჰქვია ბედუინი. ![]() ![]() ![]() ![]() ბედუინის ძირითადი 3 პოზა ![]() ![]() ![]() ასეთი ოპტიკა რომ დაინახოთ ალბათ საერთოდ გაიქცეოდით ტურნირიდან: ![]() ![]() მოკლედ მე ისეთი თოფი მაქვს, მე ასეთი ოპტიკა მაქვს, იმას ჩემზე უკეთესი აქვს დაიმიტომ იღებს შედეგს, მე ბიპოდი არ მაქვს, იმას სტანოკი აქვს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის სისულელე. ან ეგ სისულელები გაღელვებთ და მაშIნ თქვენც უნდა დაეწიოთ იმ პიროვნებას ვისი თოფის და საყრდენის მიმართაც ეჭვები ან კრუსუნები გაქვთ, ან უნდა ისროლოთ იმიდან რაც გაქვთ, არაერთო მსოფლიო ფაქტი არსებობს რომ უმდაბიოესი თოფით მოგებულა შეჯიბრება სერიოზული თოფები კი მე-1000000 ადგილზე გასულა. თოფი არის ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა არსებობს კარგი და ცუდი ინსტრუმენტი, მაგრამ მსროლელზეა დამოკიდებული ყველაფერი.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 05:51 PM |
Hosted by Pro-Service |