![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,232 რეგისტრ.: 1-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi, jaja-ს მეზობელი :D წევრი №: 33 ![]() |
გამარჯობათ მეგობრებო, ვიცი ბერი თქვენგან აგროვებს დანებს, ზოგი სახელდობრ ნადირობის განხრით ეძებს და ყიდულობს დანებს ზოგიც უბრალოდ კოლექციის თვალსაზრისით, მაგალითად ნინჰოტმენს ვიცი რო საკმაოდ კარგი დანები აქვს, ჰოდა მოდი ვისაც რა გვაქვს ამ თემაში გავაერთიანოთ, სანადირო დანებიც მაგრად მაინტერესებს და თუ ვინმეს გაქვთ და დადებ ფოტოებს + მის გამძლეობაზე დაწერთ რამეს კარგს იზამთ * * * მოკლეთ თუ გაქვთ ნნახი ფილმი ჰარლი დევიდსონი და კავბოი მალბორო, იქ მალბოროს აცვია რაღაც ძველი დახეული ,,კავბოის ფეხსაცმელი'' და იმენა მაგრად ევასება რა ხოდა ჰარლი ეუბნება ,,что за хуйови любов ест к этим сапогам?'' (მგონი სწორად დავწერე) ხოდა ვინც ვენგერზე დაიწყებს ეხლა რათ გინდოდა და ა.შ აი ზემოთ მოყვანილი მაგალითით ბპასუხობ რა ![]() ![]() მოკლეთ დღეს ჩემს პაატარა კოლექციას შეემატა 1 ვენგერი და 1 ვიქტორინუქსი ![]() ![]() ![]() ![]() ეს კი მათუ უფროსი ძმა ![]() ამ დღეებში მე გადავუღებ ფოტოებს და დავდებ, თუ თქვენც ,,ცოცხალ'' ფოტოებს დადებთ კარგს იზამთ ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი ![]() |
როგორც იცით, ვიყიდე კერშოს დანა, ხოდა აქ დავწერ პატარა მიმოხილვასავით ![]() ყველაფერი ორი-სამი კვირის წინ ამ თემის გამოცოცხლებიტ დაიწყო. მგონი გრეგორის უნდოდა ახალი დანის გამოწერა, ხოდა მირჩიეთო. მე რა თქმა უნდა ვერ გავძელი ცხვირის ჩაყოფის გარეშე და არჩევანი დახმარების გაწევა მოვინდომე (რამდენად გამოადგა ჩემი კოლსუნტაციები სხვა საკითხია, ჯერ არც ვიცი გამოიწერა თუ არა საერთოდ დანა). ბევრი ვარიანტი შევარჩიე, და სხვადასხვა საიტზე ბოდიალისას, ამ პატარას გადავეყარე: http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=KS1665OR ის ფაქტი, რომ ყოველთვის მინდოდა კერშოს დანის ქონა, ასევე ყოველთვის მინდოდა ნარინჯისფერი G-10 ტარი და ასევე ისიც, რომ დანა სეილზე იყო სულ რაღაც 30 დლარად, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაუსით და კლავიატურით რამდენიმე, მარტივი მოძრაობით ეს პატარა გამომეწერა ![]() პლიუს ამას, სურათიც საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა: ![]() გადაწყვეტილება საკმაოდ სპონტანური იყო, მართლა არ ვაპირებდი არაფრის ყიდვას, მარა ცდუნებას ვერ გავუძელი ![]() ![]() მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოტ, დანის ტექნიკური მონაცემები: ფოლადი: შვედური კომპანია Sandvik წარმოებული 14C28N უჟანგავი; პირის სიგრძე: 8.3 სმ; დაკეცილ მდგომარეობაში სიგრძე: 10.5 სმ; ღია მდგომარეობაში სიგრძე: 18.4 სმ; ტარი: ნარინჯისფერი კომპოზიტი G-10, შავი დეტალებით და შავი G-10-ის გამყოფით; წონა: 3 უნცია, ანუ სადღაც 85-86 გრამი, რაც ძალიან მსუბუქია ამ ზომის დანისათვის. დანის დადებით მხარეებად, ან ეგრეთწოდებულ "ნავაროტებად" შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ იგი წარმოებულია ამერიკაში (რაც მის მაღალ ხარისხზე აისახება), მისი დიზაინეტრი, კენ ონიონი ძალიან ნიჭიერი ვინმეა, იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, რომ დიზაინი წარმატებული იყოს. დანას აქვს ასევე საკმაოდ კარგი სისტემა SpeedSafe რაც მის გახსნას აადვილებს. ![]() როგორც კი ჩამოვიდა, ეგრევე გავხსენი და ეგრევე ვიგრძენი რამდენიმე რამ: 1 - დამუავების ხარისხი ძალიან მარალია, ფაქტიურად 100$-იანი დანების დონეზე. მართლა საღოლ კერშოს. 2 - დიზაინი ძალიან ერგონომიულია და მიუხედავად იმისა, რომ ტარი ცოტა პატარაა ჩემი ხელისათვის (საშუალო ზომის ხელები მაქვს მგონი ![]() 3 - გასახსნელად გამოიყენება კლასიკური ღილაკები რომელიც დანის პირზეა მოტავსებული და ასევე ეგრეთწოდებული ფლიპერი. მეორე გაცილებიტ მოსახერხებელი და სასიამოვნო სახმარია, განსაკუთრებით SpeedSafe-თან ერთად. 4 - დანის პირი, ისევე როგორც სხვა დანარცენი ნაწილები, ერგონომიულადაა განლაგებული ტართან მიმართებაში, დიდი მუცელი აქვს და ადვილი სახმარია. ასევე, საშინლად ბასრია - წვერიც კი გავიპარსე ერთ მხარეს ![]() ![]() დაკეცილ მდგომარეობაში დანა კომპაქტურია და ჯიბეში კარგად მიდის. არ ქმნის უხერხულობებს, რადგან საკმაოდ მსუბუქია (რაც ნაწილობრივ სკელეტონიზებულ რკინის ჩარჩოს და G-10ის დამსახურებაა) და თხელია. კლიპი ნორმალურია, თუმცა უკეთესიც სეიძლება ყოფილიყო - ზომაზე მეტად ხისტია და შარვილის ჯიბეს და აგრესიულ G-10-ს შორის საკმაოდ დიდ დატვირთვებს ქმნის იმისათვის, რომ ნაჭერი გაცვითოს და შეჭამოს... ![]() ![]() ![]() ჩამკეტი მექანიზმი კლასიკური ლაინერია, დიდი არაფერი ინოვაციური, თუმცა საკმაოდ კარგადაა შესრულებული და საკმაოდ სქელიცაა ![]() ![]() ჩამკეტი იდეალურია - არანაირი ფლოხვა და თამაში არც ჰორიზონტალური და არც ვერტიკალური მიმართულებით. პირი დასრიალებს, რაც ორმაგი ბრონზის შაიბების დამსახურებაა (საკმაოდ იშვიათია, უფრო ხშირად ტეფლონს იყენებენ ხოლმე, ან ტეფლონ/ბრონზის კომბინაციას). რაც შეეხება SpeedSafe სისტემას - იგი ეხმარება დანის გახსნისას და ასევე საიმედოდ იჭერს მას დაკეცილ მდგომარეობაში და დამატებითი გარანტიაა უსაფრთხოებისათვის. იგი წარმნოადგენს ზამბარას, რომელიც გახსნისას აწვება პირს და ინერციას აძლევს მას, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში, იცავს პატრონს დანის პირის ადვილად გახსნისაგან. დიაგრამის მეშვეობით ალბათ გაცილებით უფრო ადვილი გასაგები იქნება მისი მუშაობის პრინციპი: ![]() სისტემა საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია, რადგან არც გახსნილ და არც დაკეტილ მდგომარეობაში, მასზე დიდი ძალა არ მოდის. დაჭიმული მხოლოდ მაშინაა, როცა დანას ვხსნით. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ - მშვენიერი ზომის და დიზაინის მქონე ჯიბის დანაა, ბევრი კარგად გათვლილი ნიუანსით და რაც მთავარია, ძალიან იაფია ჩმა. ![]() შეაფასეთ.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd June 2025 - 01:42 PM |
Hosted by Pro-Service |