დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჩვენი დანები
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
Der Rote Baron
გამარჯობათ მეგობრებო, ვიცი ბერი თქვენგან აგროვებს დანებს, ზოგი სახელდობრ ნადირობის განხრით ეძებს და ყიდულობს დანებს
ზოგიც უბრალოდ კოლექციის თვალსაზრისით, მაგალითად ნინჰოტმენს ვიცი რო საკმაოდ კარგი დანები აქვს, ჰოდა მოდი ვისაც რა გვაქვს
ამ თემაში გავაერთიანოთ, სანადირო დანებიც მაგრად მაინტერესებს და თუ ვინმეს გაქვთ და დადებ ფოტოებს + მის გამძლეობაზე დაწერთ რამეს კარგს იზამთ
* * *

მოკლეთ თუ გაქვთ ნნახი ფილმი ჰარლი დევიდსონი და კავბოი მალბორო, იქ მალბოროს აცვია რაღაც ძველი დახეული ,,კავბოის ფეხსაცმელი'' და იმენა მაგრად ევასება რა
ხოდა ჰარლი ეუბნება ,,что за хуйови любов ест к этим сапогам?'' (მგონი სწორად დავწერე) ხოდა ვინც ვენგერზე დაიწყებს ეხლა რათ გინდოდა და ა.შ
აი ზემოთ მოყვანილი მაგალითით ბპასუხობ რა biggrin.gif მევასება მაგრად ი ვსო biggrin.gif

მოკლეთ დღეს ჩემს პაატარა კოლექციას შეემატა 1 ვენგერი და 1 ვიქტორინუქსი







ეს კი მათუ უფროსი ძმა


ამ დღეებში მე გადავუღებ ფოტოებს და დავდებ, თუ თქვენც ,,ცოცხალ'' ფოტოებს დადებთ კარგს იზამთ smile.gif
bazuka
ულამაზესი ოპინელ olivier ჩამომივიდა, მარა გაჩუქება მიწევს მგონი
giga_st
ოოო ვიქტორა და ვენგერა ჩემი სისუსტეებია, ორივეს ბედნიერი მფლობელი ვარ, იმდენად შევეჩვიე, რომ მაგათ გარეშე სახლიდან არ გავდივარ ტყეში კი ვენგერი შეუცვლელია ჩემთვის, გაისად შევმატებ ჩემ კოლექციას მხოლოდ ამ ბრენდების მოდელებს. smile.gif ბარონ სწორი გზით დადიხარ ცხოვრებაში ! ესაა ცოტა შეჯიბრზე გიწევს ზანოსები biggrin.gif
dawiti
ესეც ჩემი ვენგერი

Power_VANO
ესეც ჩემი ბიჭები:


Gerber Big Rock (440A ფოლადი) და Gerber Gator II (420HC ფოლადი) (Gator II დასაკეცია, ქვედა)








Cold Steel Kukri Machete




ესეც ნაჩუქარი SR Columbia Tropical-Bowie Survival
ჩინელო.

440A ფოლადი, 57 როკველი.
თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ბიგ როქის 440A-სა და ამის ფოლადს შორის სხვაობა აშკარად იგრძნობა smile.gif





+ მაქვს Cold Steel Kobun-ი, იმის სურათს მოგვიანებით დავდებ.

ყველაზე მეტად Gator II-ს ვცემ ამათ შორის პატივს, ეგ მიყვარს biggrin.gif
Der Rote Baron
Power_VANO
საღოლ ვანიჩკა მაგარი დანებია!!
პ.ს მაჩეტე მაგრად მევასება
nihontoman
ესეც ჩემი პატარა კოლექცია, ხარისხისათვის ბოდიშს გიხდით....





ეს ახალი სათამაშო, დღეს მომივიდა:



ნუ ეს ძველებია:





გეცნობათ ალბათ biggrin.gif :







ესეც შედარებით ახალია, სადღაც ორი კვირაა მაქ:



დავითი და გოლიათი, უფრო სწორედ ბოკერი და სპაიდერკო:



ხო, მართლა აი ის რამოდენიმე ნაცრისფერ-ლურჯი ყუთით არის ვიკსის შვეიცარული ბარათები, მაგარი პრაქტიკული რამეებია. ყველა მაქ ზაპასში, ანუ ერთი რო გაფუჭდება, მეორეს ვიხმარ, მეორე რომ გაფუჭდება მესამეს და ა.შ. თუმცა სულ პირველი სამი წლის წინ მაჩუქეს და დღემდე არაფერი მოსვლია, ასე რომ....




Der Rote Baron
ნინხოტო მაგარი დანებიააა! აი ის ვერცხილსფერი განსაკუთრებით მევასება, ბიჭო და ეგ რა ბარათებია??
დაახლოებით ეგეთები მაქვს ნანახი ვიქტორინუქსი აწერია იმათ
STIG
ჩემი პირველი ვიქტორიას მონადირე


მეორე სასუვერინე Climber ლუცერნის ხედით


მომავალში მექნება Victorinox Traveller


Der Rote Baron
გილოცავ ახალ დანებს და სულ მშვიდობაში გამოგეყენებინოს, როგორც მათ ეკადრებათ wink.gif

პ.ს. ოხ, როგორ არ მინდოდა ჩემ სუსტ წერტილს შეხებოდით და ამ საიტზე შევსულიყავი biggrin.gif http://www.schweizer-messer.eu/Victorinox_...ersmesser_gross
თუმცა ამის გარეშეც კატალოგიც მაქვს
Der Rote Baron
ციტატა(STIG @ Nov 24 2010, 11:49 PM) *
მეორე სასუვერინე Climber ლუცერნის ხედით


მომავალში მექნება Victorinox Traveller

ძალიან მაგარი ადანები გაქვს!! განსაკუთრებით ეს 2 მომეწონა give_heart2.gif
,,ლუცერნის'' ხედით როა ეგ აქ იყიდე???????
და აი მეორე traveller უნდა გამოიწერო თუ აქ არის სადმე? მე არ შემხვედრია

ციტატა(STIG @ Nov 24 2010, 11:49 PM) *
Der Rote Baron
გილოცავ ახალ დანებს და სულ მშვიდობაში გამოგეყენებინოს, როგორც მათ ეკადრებათ wink.gif

გაიხარე შენც ასევეე
nihontoman
ციტატა(Der Rote Baron @ Nov 24 2010, 11:36 PM) *
ნინხოტო მაგარი დანებიააა! აი ის ვერცხილსფერი განსაკუთრებით მევასება, ბიჭო და ეგ რა ბარათებია??
დაახლოებით ეგეთები მაქვს ნანახი ვიქტორინუქსი აწერია იმათ



ეგ ვერცხლისფერი სპაიდერკოა, პოლისი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი. 80-იანი წლებიდან იწარმოება თუ სწორად მახსოვს და დღემდე არ შეუწყვეტიათ წარმოენბა - ანუ გამართლებული დიზაინია....


ეგ ბარათები კაკრას ვიქტორინოქსებია, customized არის meyle germany სათვის.... საკმაოდ მოსახერხებელი რამაა. სულ ტან დამაქვს, ძაან ბევრ რამეში მადგება.....
Der Rote Baron
ციტატა(nihontoman @ Nov 25 2010, 12:22 AM) *
ეგ ვერცხლისფერი სპაიდერკოა, პოლისი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი. 80-იანი წლებიდან იწარმოება თუ სწორად მახსოვს და დღემდე არ შეუწყვეტიათ წარმოენბა - ანუ გამართლებული დიზაინია....


ეგ ბარათები კაკრას ვიქტორინოქსებია, customized არის meyle germany სათვის.... საკმაოდ მოსახერხებელი რამაა. სულ ტან დამაქვს, ძაან ბევრ რამეში მადგება.....

შიგნით რეები დევს აბა სია ჩამოწერე + აქ იყიდე თუ ჩამოგაქვს? თუ ჩამოგაქვს რა ჯდება?
აქ ვნახე მაღაზიაში და მგონი 50 ლარამდე ღირდა
geojorjika
nihontoman
რა ბარათებია ვერ გავიგე , რაში იყენებ?
nihontoman
მაჩუქეს ყველა biggrin.gif

ჩემსაში დევს შემდეგი:

პატარა დანა
მაკრატელი
ფრჩხილის ქლიბი პატარა ატვიორტკით
პატარა პინცეტი - ძალიან ფუნქციონალური სხვათა შორის
კბილის საჩიჩქნი - მრავალჯერადი, პლასტიკატის
საწერი კალამი
ქინძისთავი - მანქანის მინების სარეცხის გასაწმენდადაა კარგი...
ასევე აქვს სახაზავი.

ესაა "საბაზისო მოდელი" უფრო ძვირიანებს აქვს დამატებით ლუპა პატარა და პატარა ნათურა.....

ფასი აქ მართლა 50 ლარამდეა (მე 55 ლარადაც მინახავს)

http://www.knifecenter.com/kc_new/store_ke...;SUBMIT2=Search

როგორც ხედავ, ჩემნაირი ვარიანტები ღირს სადღაც 20 დოლარი, ხოლო სხვა ვარიანტი 30 დოლარი. 30-იანს აქვს "ბევრი" ატვიორტკა, ნათურა და ლუპა ქლიბისა და კბილის საჩიჩქნის მაგივრად. მე მაგალითად ქლიბი საჭირო რამედ მიმაჩნია (ფრჩხილიო რომ იმტვრევა და ტანსაცმელზე გედება, მაგაზე კოშმარული შეგრძნება არ არსებობს ამ ქვეყნად biggrin.gif)

მარა ნახე ეს რა ,მაგარი რაღაც გაეძრო დღეს :

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de....html?s=ISCARDB

აი ამას ქვია "დასაკეცი დანა" biggrin.gif


geojorjika
აი რაში:



ხო, დიზაინი შეცვლილია. ის რაც ვიდეოში მოტეხილი ჩანს, ახალ მოდელებში აღარ არის. მე ეგეთიც მაქვს და ახალიც, მარა ისევ ძველს ვატარებ, არაფერი მოტეხია, არადა მთელი დღე ჯიბეში მიგდია და საკმაოდ კარგად ვხმარობ.....
STIG
Der Rote Baron
ციტატა(George @ 25th November 2010 - 12:20 AM) *
,,ლუცერნის'' ხედით როა ეგ აქ იყიდე???????

არა გერმანიაში. 32 ევრო ღირდა. 2 ცალი ჰქონდათ და 2 კვირა ვუარე და ბოლოს მაინც ვიყიდე.
ეგ და ჟენევა იყო
მე ეს ავირჩიე, არადა საიტზე 27,5 უწერია.
ესეც რეალში, სიბნელეშია გადაღებული და ცუდად ჩანს


ციტატა(George @ 25th November 2010 - 12:20 AM) *
და აი მეორე traveller უნდა გამოიწერო თუ აქ არის სადმე? მე არ შემხვედრია

გამოწერას ვაპირებ, მაგრამ აქაც იყიდება. საქართველოში ,,ვიქტორინოქსის'' და ,,ოპინელის'' წარმომადგენელი ალბატროსია, მე9 საავადმყოფოს წინ არის. ყველაზე იაფად მაგათთან იყიდება - პირველი ხელია მაინც. აი აქ ოფიციალურ საიტზეც არიან ევროპაში აღნიშნულები: http://www.victorinox.com/content/partners

მაგათთან შარშან ვნახე Victorinox Traveller Lite და 320 ლარიო, თან ტყავის ჩასადები მოყვებოდა, მგონი სახაზავ-კომპასიც.

მაგდენი რაღაცით ნაღდად არ მინდა.

ესეც მაგის დისპლეის მონაცემები:
19. Digital-Uhr 12 Std./24 Std.
20. – Wecker
21. – Countdown
22. – Marsch-/Fahrzeit
23. – Altimeter
- 100 m – +6000 m
- 300 ft – + 19000 ft
24. – Barometer
25. – Thermometer
- 20° C – +60° C
-4° F – +140° F

პ.ს. ხედით მე მინდოდა თბილისის ხედიანი გამეკეთებინა დაახ. 100 ცალი. Spartan-ზე ან Camper-ზე დამეხატებინა ნარიყალა ან რამე და თბილისი წარწერით. აქაური მაგის მყიდველი არა მგონია ბევრი ყოფილიყო, ყველას ჩუქება მოუნდებოდა და მინდოდა უცხოელბზე გამეყიდა. ისინი უკეთ იცნობენ ამ ბრენდს. ადე თბილღვინომ თუ თელიანმა გააკეთა პატარებზე მარტო თეთრი თავისი სახელით.
ან საქართველოს დროშის სტილში. აი ეს მაგრად მომწონს

ერთერთის დანის პირზე ჩემი სახელის გრავიურას კი ნაღდად გავაკეთებ, 5 ევროს დედაც ჯეკ... biggrin.gif
ochopintre
ციტატა(STIG @ 25th November 2010 - 12:43 PM) *
ან საქართველოს დროშის სტილში. აი ეს მაგრად მომწონს

ერთერთის დანის პირზე ჩემი სახელის გრავიურას კი ნაღდად გავაკეთებ, 5 ევროს დედაც ჯეკ...

დაიცა ამ გრავიურებს აქ აკეთებენ? რაც გინდა იმ ნახატსაც დაიტანენ სახელურზე?
Der Rote Baron
ციტატა(ochopintre @ Nov 25 2010, 01:35 PM) *
დაიცა ამ გრავიურებს აქ აკეთებენ? რაც გინდა იმ ნახატსაც დაიტანენ სახელურზე?

+111

STIG
ამაზონზე 71$ ღირს და აქ 320 ლარი? გამოწერა ჯობია
nihontoman
ციტატა(Der Rote Baron @ Nov 25 2010, 06:05 PM) *
+111

STIG
ამაზონზე 71$ ღირს და აქ 320 ლარი? გამოწერა ჯობია


ეხლა გაიგე? biggrin.gif

არა მართლა. დანებს და მაგეთ "არაპრაქტიკულ" რაღაცეებს რაც შეეხება, გამოწერით ყოველთვის იაფი ჯდება...

ავიღოთ თუნდაც სპაიდერკო და მისი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართვ3ელოში დავინჩი. 140 დოლარიანი მილიტარი აქ 450-500 ლარებად იყიდება..... 90-100 დოლარიანი პოლისი, რომელიც შენ ასე ძაან მოგწონს, 350 თუ 370 ლარი ღირს აქ და ა.შ.....
Der Rote Baron
ციტატა(nihontoman @ Nov 25 2010, 06:12 PM) *
ეხლა გაიგე? biggrin.gif

არა მართლა. დანებს და მაგეთ "არაპრაქტიკულ" რაღაცეებს რაც შეეხება, გამოწერით ყოველთვის იაფი ჯდება...

ავიღოთ თუნდაც სპაიდერკო და მისი ოფიციალური დისტრიბუტორი საქართვ3ელოში დავინჩი. 140 დოლარიანი მილიტარი აქ 450-500 ლარებად იყიდება..... 90-100 დოლარიანი პოლისი, რომელიც შენ ასე ძაან მოგწონს, 350 თუ 370 ლარი ღირს აქ და ა.შ.....

ხო ეგ მაგრად მევასება, ადრე თუ გვიან დავითრევ : )
STIG
ochopintre
Der Rote Baron
ციტატა(koba @ 25th November 2010 - 01:35 PM) *
დაიცა ამ გრავიურებს აქ აკეთებენ? რაც გინდა იმ ნახატსაც დაიტანენ სახელურზე?


არა, რა თქმა უნდა, შვეიცარიაში.
აქ წერია ფასები და სრული ინფორმაცია. http://www.schweizer-messer.eu/victorinox_werbemittel
ერთი ცალის გრავიურა 4,95 ევრო ღირს.
სახელურზე ფერად ბეჭვდას მინიმუმ 50 ცალი უნდა დაუკვეთო + ბეჭედი 170 ევრო და მერე თითოს 1,79 ევრო. რაც მეტი იქნება ეს უკანასკნელი მით უფრო მცირდება.
დაბეჭდვის სხვადასხვა მეთოდები აქვთ და სხვადასხვა ფასებიც. თუ გინდა ტარში ქრომსაც ჩაგისვამენ, როგორც ლოგოა
ყველაზე იაფი ამოტვიფრა და გრავირებაა.
ochopintre
ციტატა(STIG @ 25th November 2010 - 08:44 PM) *
ochopintre
Der Rote Baron

ციტატა(koba @ 25th November 2010 - 01:35 PM)
დაიცა ამ გრავიურებს აქ აკეთებენ? რაც გინდა იმ ნახატსაც დაიტანენ სახელურზე?


არა, რა თქმა უნდა, შვეიცარიაში.
აქ წერია ფასები და სრული ინფორმაცია. http://www.schweizer-messer.eu/victorinox_werbemittel
ერთი ცალის გრავიურა 4,95 ევრო ღირს.
სახელურზე ფერად ბეჭვდას მინიმუმ 50 ცალი უნდა დაუკვეთო + ბეჭედი 170 ევრო და მერე თითოს 1,79 ევრო. რაც მეტი იქნება ეს უკანასკნელი მით უფრო მცირდება.
დაბეჭდვის სხვადასხვა მეთოდები აქვთ და სხვადასხვა ფასებიც. თუ გინდა ტარში ქრომსაც ჩაგისვამენ, როგორც ლოგოა
ყველაზე იაფი ამოტვიფრა და გრავირებაა.

ისე სამომავლოდ ხო არ გვეფიქრა კლუბის წევრებისთვის გრავირებული დანების დამზადება, ჩვენი ინიციალებით და კლუბის სახელით ან ლოგოთი?
Der Rote Baron
როგორც წინა პოსტებში ვთქვი ესეც ცოცხალი ფოტოები smile.gif წეღან წავიმაიმუნე biggrin.gif სულ პატარა ვიქტორინუქსის ფოტო არაა
იმიტო რო გასაღებზეა ჩამოკიდებული და მოხსნა/დაყენება დამეზარა 24.gif

ეს უკვე 1 წელია რაც ჩემი ექსპლუატაციის ქვეშ იმყოფება, ისევ ისეთი მჭრელი ვეღარ არის
ცოტა დაბლაგვდა და ამათი სალესი ქვები სად იყიდება ან როგორ უნდა გაილესოს ხომ არ იცით?




აი ეს მართლა მაგარი რამეა რა, თან სასტიკად მჭრელია biggrin.gif
მარა ამით მენანება რამის დაჭრა, პახოტში უფრო ზედა მიმაქვს ხოლმე



soxa
Der Rote Baron
მეძალიან წმინდა ქვით ვლესავ, ერბო ქვას ეძახიან, ჩვენი პაპა-ბაბუები სამართებლებს ლესავდნენ. აი სად იყიდება ნამდვილად არ ვიცი. უფრო ნათესაობას უნდა დაუარო სოფლებში. კარგად ლესავს და არც ნაკაწრს უტოვებს
gregory
ციტატა(George @ 14th December 2010 - 01:52 AM) *
ამათი სალესი ქვები სად იყიდება ან როგორ უნდა გაილესოს ხომ არ იცით?

Der Rote Baron
ეს არ წავა? მე მაქვს და მომწონს
bazuka
ციტატა(gregory @ Dec 14 2010, 12:12 PM) *
Der Rote Baron
ეს არ წავა? მე მაქვს და მომწონს


ხოოო, კაუკასუსს მაგრად უჭირს რადიკალი, ტელეკომი კი პირიქით !
foxi
ჩემი ტყეში დამხმარე:





ძალიან საჭიროა ტყეში,ასევე მოსახერხებელია საფარების მოსაწყობად და ხორცის დასაჭრელადაც.

ესეც ლინკი:










tengo
foxi
მაგრა მომეწონა. ტყეში საჭირო ნივტია.
Der Rote Baron
foxi
ოო ეს მართლა საკმაოდ კაი რმეა ტყეში

დავითუსს ქონდა ამაზე ოდნავ პატარა ვერსია იმენა ცული იყო რა biggrin.gif
Power_VANO
ციტატა(George @ 22nd December 2010 - 09:26 PM) *
დავითუსს ქონდა ამაზე ოდნავ პატარა ვერსია იმენა ცული იყო რა

აი წინა გვერდზე მიდევს ეგეთი, Kukri Machete biggrin.gif ეგეთი აქვს დავითუსსაც.
nihontoman
ციტატა(nihontoman @ May 31 2011, 04:25 PM) *
როგორც იცით, ვიყიდე კერშოს დანა, ხოდა აქ დავწერ პატარა მიმოხილვასავით smile.gif თუ სურვილი იქნება, გადავიტან ცალკე თემას გავუხსნი ან რამე....


ყველაფერი ორი-სამი კვირის წინ ამ თემის გამოცოცხლებიტ დაიწყო. მგონი გრეგორის უნდოდა ახალი დანის გამოწერა, ხოდა მირჩიეთო. მე რა თქმა უნდა ვერ გავძელი ცხვირის ჩაყოფის გარეშე და არჩევანი დახმარების გაწევა მოვინდომე (რამდენად გამოადგა ჩემი კოლსუნტაციები სხვა საკითხია, ჯერ არც ვიცი გამოიწერა თუ არა საერთოდ დანა). ბევრი ვარიანტი შევარჩიე, და სხვადასხვა საიტზე ბოდიალისას, ამ პატარას გადავეყარე:

http://www.knifecenter.com/kc_new/store_de...html?s=KS1665OR

ის ფაქტი, რომ ყოველთვის მინდოდა კერშოს დანის ქონა, ასევე ყოველთვის მინდოდა ნარინჯისფერი G-10 ტარი და ასევე ისიც, რომ დანა სეილზე იყო სულ რაღაც 30 დლარად, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაუსით და კლავიატურით რამდენიმე, მარტივი მოძრაობით ეს პატარა გამომეწერა biggrin.gif
პლიუს ამას, სურათიც საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა:



გადაწყვეტილება საკმაოდ სპონტანური იყო, მართლა არ ვაპირებდი არაფრის ყიდვას, მარა ცდუნებას ვერ გავუძელი smile.gif განხილვები ამ კონკრეტულ მოდელზე (ნარინჯისფერი ტარით) ცოტა იყო, სურათებიც ასევე არ ეყარა ინეტ-სივრცეში, ამიტომ ჩემი თავის მიკვირს როგორ გავრისკე - როგორც წესი, თუ რამის ყიდვას ვცაპირებ, მინიმუმ ერთი კვირა მასზე ინფოს მოძიებაში ვარ ხოლმე.... yes.gif

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოტ, დანის ტექნიკური მონაცემები:

ფოლადი: შვედური კომპანია Sandvik წარმოებული 14C28N უჟანგავი;
პირის სიგრძე: 8.3 სმ;
დაკეცილ მდგომარეობაში სიგრძე: 10.5 სმ;
ღია მდგომარეობაში სიგრძე: 18.4 სმ;
ტარი: ნარინჯისფერი კომპოზიტი G-10, შავი დეტალებით და შავი G-10-ის გამყოფით;
წონა: 3 უნცია, ანუ სადღაც 85-86 გრამი, რაც ძალიან მსუბუქია ამ ზომის დანისათვის.

დანის დადებით მხარეებად, ან ეგრეთწოდებულ "ნავაროტებად" შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ იგი წარმოებულია ამერიკაში (რაც მის მაღალ ხარისხზე აისახება), მისი დიზაინეტრი, კენ ონიონი ძალიან ნიჭიერი ვინმეა, იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს, რომ დიზაინი წარმატებული იყოს. დანას აქვს ასევე საკმაოდ კარგი სისტემა SpeedSafe რაც მის გახსნას აადვილებს.



როგორც კი ჩამოვიდა, ეგრევე გავხსენი და ეგრევე ვიგრძენი რამდენიმე რამ:

1 - დამუავების ხარისხი ძალიან მარალია, ფაქტიურად 100$-იანი დანების დონეზე. მართლა საღოლ კერშოს.
2 - დიზაინი ძალიან ერგონომიულია და მიუხედავად იმისა, რომ ტარი ცოტა პატარაა ჩემი ხელისათვის (საშუალო ზომის ხელები მაქვს მგონიbiggrin.gif ) იგი ძალიან კარგად ჯდება ხელში მისი ფორმის გამო.
3 - გასახსნელად გამოიყენება კლასიკური ღილაკები რომელიც დანის პირზეა მოტავსებული და ასევე ეგრეთწოდებული ფლიპერი. მეორე გაცილებიტ მოსახერხებელი და სასიამოვნო სახმარია, განსაკუთრებით SpeedSafe-თან ერთად.
4 - დანის პირი, ისევე როგორც სხვა დანარცენი ნაწილები, ერგონომიულადაა განლაგებული ტართან მიმართებაში, დიდი მუცელი აქვს და ადვილი სახმარია. ასევე, საშინლად ბასრია - წვერიც კი გავიპარსე ერთ მხარეს biggrin.gif



დაკეცილ მდგომარეობაში დანა კომპაქტურია და ჯიბეში კარგად მიდის. არ ქმნის უხერხულობებს, რადგან საკმაოდ მსუბუქია (რაც ნაწილობრივ სკელეტონიზებულ რკინის ჩარჩოს და G-10ის დამსახურებაა) და თხელია. კლიპი ნორმალურია, თუმცა უკეთესიც სეიძლება ყოფილიყო - ზომაზე მეტად ხისტია და შარვილის ჯიბეს და აგრესიულ G-10-ს შორის საკმაოდ დიდ დატვირთვებს ქმნის იმისათვის, რომ ნაჭერი გაცვითოს და შეჭამოს...








ჩამკეტი მექანიზმი კლასიკური ლაინერია, დიდი არაფერი ინოვაციური, თუმცა საკმაოდ კარგადაა შესრულებული და საკმაოდ სქელიცაა smile.gif ზუსტად ისე მუშაობს, როგორც მე მომწონს - მთელი თავისი სისქით ედება პირის ძირს, თუმცა უკიდურეს მარცხენა მხარეში, რაც საკმაო "ზაპასს" აძლევს ცვეთისათვის:



ჩამკეტი იდეალურია - არანაირი ფლოხვა და თამაში არც ჰორიზონტალური და არც ვერტიკალური მიმართულებით. პირი დასრიალებს, რაც ორმაგი ბრონზის შაიბების დამსახურებაა (საკმაოდ იშვიათია, უფრო ხშირად ტეფლონს იყენებენ ხოლმე, ან ტეფლონ/ბრონზის კომბინაციას).

რაც შეეხება SpeedSafe სისტემას - იგი ეხმარება დანის გახსნისას და ასევე საიმედოდ იჭერს მას დაკეცილ მდგომარეობაში და დამატებითი გარანტიაა უსაფრთხოებისათვის. იგი წარმნოადგენს ზამბარას, რომელიც გახსნისას აწვება პირს და ინერციას აძლევს მას, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში, იცავს პატრონს დანის პირის ადვილად გახსნისაგან. დიაგრამის მეშვეობით ალბათ გაცილებით უფრო ადვილი გასაგები იქნება მისი მუშაობის პრინციპი:



სისტემა საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია, რადგან არც გახსნილ და არც დაკეტილ მდგომარეობაში, მასზე დიდი ძალა არ მოდის. დაჭიმული მხოლოდ მაშინაა, როცა დანას ვხსნით.

საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ - მშვენიერი ზომის და დიზაინის მქონე ჯიბის დანაა, ბევრი კარგად გათვლილი ნიუანსით და რაც მთავარია, ძალიან იაფია ჩმა.



შეაფასეთ.

gregory
დღეს მომიტანეს ჩემს მიერ ამაზონიდან გამიწერილი 12$-იანი Winchester-ის დანა. რათქმქუნდა არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდი ესეთი ფასის ჩინური ნაწარმიდან. მოთხოვნებიც შესაბამისი მქონდა: გაჭერი, დაჭერი, გათალე, გახსენი, გაკაფე, ამოთხარე და არ დაგენანოს ... biggrin.gif
რჩევა რომ ვიკითხე, JaJa-მ თქვა რომ ასეთივე აქვს და კმაყოფილია.
ციტატა(ja_ja @ 16th May 2011 - 11:31 AM) *
gregory
10$-იანი ვინჩესტერის მოგვარე მე მყავს და მშვენივრად ართმევს თავს ყველა საქმეს რასაც ვთხოვ. არც დიდია არც პატარა, თუმცა ბევრს პატარად ეჩვენება. ამ შემთXვევაშI შეგიძლაი 13$-იანი დაითრიო, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ცოტა დიდია.

ხოდა მეც "ქართველურად" ვიფიქრე: 3$ და დიდი ხო აჯობებს!!! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
პირველი შთაბეჭდილება: ვა რა დიდია! მართლაც ტარი ცოტა დიდად მომეჩვენა(დაუჯერე რა გურუებს smile.gif ) biggrin.gif
მეორე: ვა რა მძიმეა
მესამე: ვა რა სქელია! არადა მართლა ძაან მასიურია ეს ოხერი: ყუა 4მმ სისქისაა! დანა კი არა ცულია ნუ მაჩეტე მაინც smile.gif
მეოთხე: კარგი რამეა რომ, კაპრონის შალითაში პლასთიკის შალითაა მოთავსებული: შალითა არ გაიჭრება!
მეხუთე: ზუსტად იმისთვისაა რაც მინდოდა smile.gif






Davitus
gregory

მთავარია, მეხუთე პუნკტს აკმაყოფილებს, დანარჩენი ნოუ ქომენთ smile.gif მშვიდობაში
sekurifa
ესეც ბაბუაჩემისგან ბოძებული სანადირო ბებუთი.ხელნაკეთი მტკიცე ფოლადი.ბევრი ნადირია ამით განაფატრი smile.gif


WARNer brother
ვახ რა ლამაზია კიდე დადე რა სურათები
sekurifa

ამერიკული ბებუთ Bowie -ის დიზაინით არის გამოჭედილი. smile.gif
rekshet
აუ ცემი ის პირველი პოსტი წაშალეთ რა





აი ესაც ჩემი დანა ჩემ დზმამ გამიკეთა ტარი აქ თხის რქის გან
WARNer brother
ეგ ტარი თხის რქისგანაა გაკეთებული?
rekshet
ციტატა(jjjjkki @ Jun 16 2011, 06:32 PM) *
ეგ ტარი თხის რქისგანაა გაკეთებული?



კი ბატონო yes3.gif
WARNer brother
ვაა ხეს გავს რა ლამაზია ეგ ოხერი
rekshet
ციტატა(jjjjkki @ Jun 16 2011, 06:44 PM) *
ვაა ხეს გავს რა ლამაზია ეგ ოხერი


კი მეც მეგონა პირველათ რომ ხეა მარამ მერე მითხრა რო თხის რქის გან არის გაკეთებული მაგ საქმის ოსტატია და ეხერხება ეგეთი რაღაცეები
geojorjika
nihontoman
შენ პროსტინების დადებას თავს როდის დაანებებ?
nihontoman
geojorjika
რა პროსტინა? მე მეუბნები ნაღდად???
rekshet



ეგაც ჩემი მეორე დანა biggrin.gif ეგ დანა 200 წლისაა მე გადმომცა ეგ დაბა ბაბუაჩემა და ბაბუცემის ბაბუას ეკუთნოდა ეგ დანა არის იშვიათი და ძვირადღირებული დავიწყოთ იმით ვისი დანაა ეგ . ეგ დანა სამეფო რომანოვების ოჯახის საკუთრება იყო ადრე ბაბუაჩემის ბაბუას ქონდა გახსნილი ( რესტორანი ) და ხშირათ დადიოდა სამეფო ოჯახი მაგ რესტორანში და ერთხელ გამგზავრების წინ მივიდა ბაბუაჩემთან თავად ნიკოლაი მეორე და აჩუგა ეგ დანა .... ახლა ეგ დანა მაქ მე მივწერე რუსეთში რომანოვების მუზეუმში და გაუგზავნე ეგ სურათი და მომწერეს : ოტკუდა უვას ეტა აუხსენი სიტუაცია და მითხრეს ესლი ეტა ტო ნოჯ ოკოტორომ მი დუმაემ მი მოჯემ ზაპლატიტ ვამ 12000 $ გავგიჯდი რო ფას შევხედე მაგ დანაში მაგდენი როგორ უნდა მისცე .. მინდოდა გაყიდვა მაგრამ ხელი არ მიდის მაგის გასაყიდათ
geojorjika
nihontoman
კი შენ სურათები ზომებში დააპატარავე
nihontoman
rekshet
ტუ მართლა მასეთი რამეა, გირცევნია გაყიდო, რადგან შენ ვერ მოუვლი ისე, როგორც საჭიროა და ნელ-ნელა დაჟანგდება. ჯობია ისევ მისცე იმათ (თან ფულსაც იშოვი biggrin.gif )
rekshet
nihontoman

ხო რავიცი მეც მაგას ვფიქრობ
sekurifa
rekshet- მაგ დანაში თუ მუზეუმი გაძლევს 12000$, კერძო კოლექციონერები რომ არიან ორმაგს გადაგიხდიან. რუსეთში მასეთები ბევრი არიან და არა მარტო რუსეთში.ტელევიზორში მაქვს ადრე ნანახი ერთი კოლექციონერი რომანოვების ნივთებზე რომ აბოდებდა smile.gif
WARNer brother
rekshet

დიდი შანსია შეგატყვეს რომ არ იცოდი მაგ დანის ფასი და ბევრად ნაკლები შემოგთავაზეს, შეიძლება მაგ დანას ეგენი ბევრად უფრო მაღალ ფასში ეძებდნენ
rekshet
ციტატა(sekurifa @ Jun 17 2011, 05:24 PM) *
rekshet- მაგ დანაში თუ მუზეუმი გაძლევს 12000$, კერძო კოლექციონერები რომ არიან ორმაგს გადაგიხდიან. რუსეთში მასეთები ბევრი არიან და არა მარტო რუსეთში.ტელევიზორში მაქვს ადრე ნანახი ერთი კოლექციონერი რომანოვების ნივთებზე რომ აბოდებდა smile.gif



ამ თვის ბოლოს ვაპირებ რუსეთში წასვლას და თან გავიყოლებ მაშინ ეხლა იცით რა მაინტერესებს ეგ ხომ ანტიკვარია საქართველო გაუშვებს რომ გადავიტანო რუსეთში ?
giorgi05
ძაან არ გაიგონ ანტიკვარია თუ არა დანაა საჩუქრად მიგაქ უთხარი და თუ ეტყვი რო ანტიკვარია მაშინ კულტურის სამინისტრომ უნდა მოგცეს ცნობა რო გაიტანო
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.