![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ხალხნო ცალკე თენაა ერთერთი სადაცმიდის იმის განხილვა რომ Co2 პისტოლეტი ჩამოიტანა სასტავმა და ზ.დ.პ, მაგრამ საბაჟოდან ვერ გამოაქვთ იმ მიზეზით რომ ძველი კანონიდან ამოთღებული ტერმინი რომ ნებადართულია 4.5 კალიბრიო, ახლა კალიბრი საერთო აღარაა ნახსენები და ერთის შეხედვით ყველა ბედნიერი ვართ, მაგრამ მივიღეთ მეორე სიტუაცია,იმის მაგივრად რომ მუშაობდეს წესი: - რაც აკრძალული არაა ნებადართულია მუშაობს ქართული დეგენერატული წესი: - რაც დაწერილი და დაღეჭილად ნებადართულია არაა არ ვიცით რა ვქნათ, ვდგევართ მაგდანას ლურჯასავით და თვალებს ვყვლიპავთ სასაცილოა მაგრამ ამ ერთი ტერმინის ამოღებამ იმის მაგივრად რომ გამოიწვიოს ნებისმიერი კალიბრისიარაღის შემოტანა,გამოიწვია საბაჟოს გამოთაყვანება (ცოტა უხეში სიტყვის გამოყენებისგან თავს ვიკავებ). მოკლედ არ უწერიათ რომელი კალიბრია ნებადართული და დგანან ვირებივით, ვააბშე არანაირ პნევმატიკას არ უშვებენ. ხელს იშვერენ საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსკენ. მოკლედ აქ ფორუმზე უკვე იყო ამის განხილვა ერთერთ თემაში რომ არსებობს რაღაც სტანდარტების ნაკრები, რომელშიც ხალხმა ფულიც კი გადაიხადა, მთელი გაუგებრობები მოყვა მაგას (ვაღიარებ დამნაშავე მე ვარ ნამეტანი დავძაბე იმ თემაში სიტუაცია, იმედია მაპატიებთ), მაგრამ საერთო ჯამში იკვეთებო არაერთგვაროვანი აზრი: 1) არსებობს რაღაც ნაკრები 2) ოფიციალურ სტრუქტურებშI რატომღაც არ იციან 3) ზოგიერთი წყაროს მიხედივთ საერთოდ არაფერიც არ არსებობს 4) ზოგიერთი წყაროს მიხედვით შსს-ს არ მოსწონს და გადაკეთება უნდა მოკლედ აზრები მილიონნაირია, ლამის ჭორების დონეზე ვართ ასულები, ამასობაში კი ზარალდება პნევმატიკის მოყვარული იმის გამო რომ ვიღაც უაზრომ თავის დროზე უჭკუო კანონი დაწერა, მერე ვითომ ჭკვიანმა გადააკეთა და ამასობაში საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ახლა რაზე დავწერე ეს ამოდენა შესავალი, მე ქე იცით ასე თუ ისე ენა ძვლის გარეშე მექა, რაცხაც ამ პნევმოების საქმეშI ვიცი, მაგრამ რაფრა გავიდე ამ სასტავზე გაგებაში არ ვარ. ვინმეს რამენაირად ხელი ფეხი ან სხვა ორგანო ამ ორგანიზაციებთან არ მიგიწვდებათ? არ შეგვიძლია გავიდეთ კავშირზე გავეცნოთ შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, ეგებ და ჩვენც ხეირი და მაგათაც, იმიტომ რომ აშკარად ვამჩნევ არც უცხოეთის გამოცდილება აქვთ არც თავიანთი და რას წერენ და რას აკეთებენ კაცმა არ იცის. იყო აქ ერთი პერიოდი დარაზმვა რომ არიქე ეგებ და ხმა მივაწვდინოთო, მაგრამ იმ ავადსახსენებელ თემაშI ნაწილობრივ მე მოვკალი საუბარი იმიტომ რომ კანონი თუ მიღებულია მაგი აღარ განიხილებათქვა, არადა როგორც ჩანს არაფერიც არაა მიღებული გადაწყვეტილი და მემგონი კაი გემრიელად ახატიათ კიდევათაც.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ცნობის მოყვარე ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 104 რეგისტრ.: 17-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 896 ![]() |
გამარჯობა ყველას!!! წინა თემაში ვაქტიურობდი ზალიან აქ პირველად ვპოსტავ. მოკლედ ჭორის დონეზე მოდის ინფორმაციები რომ თითქოს მალე უნდა მოგვარდეს ეს საქმე, ვის სასარგებლოდ და როგორ არ ვიცი ოღონდ, ფაქტია რომ თუ ამ საკითხში დაინტერესებულმა ხალხმა არ იაქიურა, ეგ საკითხი თაროზე იდება დიდი ხანი. აქ ინდივიდუალური შეწუხებით სარგებლის მიღება არ გამოვიდა, დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანმა გარკვეულწილად შეაწუხა როგორც საბაჟო ასევე გადამზიდავი, ანუ ის ხალხი რომელიც რეალურად ვერაფერს ვერ წყვეტს. კოლექტიური შეწუხება და კოლექტიურად საკითხის დასმა სულ სხვა არის, ამას უკვე გარკვეულად მეტი ძალა აქვს.ისე როგორც მონკავშირი არსებობს თუ არსებობდა და ახლა სახე იცვალა, მსგავსად ამისა უნდა არსებობდეს ოფიციალური კავშირი "პნევმატების" რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებენ და საქმის კურსში იქნებიან, და თუ რაიმე ცვლილებბები ხდება ამ სფეროში ან სიახლეები რომ დაკავშირება მოხდეს და ა.შ. მოკლედ, დარწმუნებული ვარ რომ აქ ყველა დაკავებული ხალხია და არავის აქვს ბევრი თავისუფალი დრო, მით უმეტეს ჩვენს ყოფაში კიდევ უმუშევრად ყოფნა ალბათ სიკვდილის ტოლფასია )) შორს რო არ წავიდე....კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება საინიციატივო ჯგუფი, ან რაც გინდა ის დავარქვათ, ვისაც შედარებით მეტი დრო აქვს რომ გარკვეულ ჩინოვნიკებს დაადგეს გარკვეულ დროს, და იცოდნენ რომ თქვენს უკან არმია დგას და მარტო საკუთარი სახელით არ ლაპარაკობთ. კარგი იქნება შეხვედრაზე შევუთანხმდეთ ავთო ჭიჭინაძეს, და უბრალოდ შეხვედრა ვთხოვოთ რომ დაგველაპარაკოს დეტალებში რა ხდება, შეიძლება გვირჩიოს ვის ჯობია რომ მივმართოთ. მერე ისევ კოლექტიური სახელით ოფიციალური პასუხი, წერილობითი პასუხი მოვთხოვოთ უწყებებს, იქნება ეს ეკონომიკის სამინისტრო რომელსაც ექვემდებარება ეს სააგენტო, რომელზეც ზემოთ ვლაპარაკობდი. ანუ ჩვენს ძალებში რაც არის ის ბერკეტები და საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. ამ პოსტის მერე დავდებ ჩემს წერილებზე პასუხს სხვადასხვა უწყებებიდან, არც ვიცი ვისთვის უნდა მიმეწერა, ვწერდი ყველას ვინც იყო ამ საქმესთან ახლოს. ეკონომიკის სამინისტროში ერთ ერთ დეპარტამენს მივწერე პასუხიც მომივიდა და ახლავე დავდებ. მოკლედ რისი თქმაც მინდოდა მგონი ვთქვი და დანარჩენი ჩვენზეა.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 08:32 AM |
Hosted by Pro-Service |