|
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
Mar 4 2011, 10:44 PM
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ლამა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 4,686 რეგისტრ.: 10-March 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 50 ქალაქი:თბილისი |
ჰატსანმა პროდუქცია განაახლა. საიტზე დადეს ახალი იარაღის კატალოგები და ყველას ყურადღება მიიპყრო ახალმა და გაუმჯობესებულმა BT65, რომელიც მართლაც საინტერესო ჩანს... მაგრამ ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვლაპარაკობთ არა პცპ-ზე, არამედ ზ.დ.პ.-ზე, რომელიც რატომღაც ყველას გამორჩა მგონი. ნუ შეიძლება არ გამორჩათ, მარა არავის ხმა არ ამოუღია, გუგლში ძებნა კი შედეგებს საერთოდ არ იძლევა, განსხვავებით მისი პცპ ბიძაშვილისაგან.... ლაპარაკია ახალ Dominator-ზე (პირველი პლაგიატი). ![]() როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო შაშხანაა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მარა მე ძალიან მომწონს მისი დიზაინი. იარაღი გამოდის ორ (უფრო სწორად ოთხ) ვარიანტში, ხის კონდახით და პლასტიკის კონდახით ხის კონდახიანი ვერსია განსაკუთრებით მომხიბვლელია: ![]() დარწმუნებული ვარ, პლასტიკსაც ეყოლება თავისი კლიენტი: ![]() როგორ უკვე ავღნიშნე დიზაინი ძალიან მომწონს. მაგრამ დიზაინს რომ თავი დავანებოთ, სხვა საინტერესო რამეებსაც შევნიშნავთ, კერძოდ: - კონდახი ორივე ვარიანტში აღჭურვილია სარეგულირებელი სალოყით და რეზინის სამხრით. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სიახლეა ჰაცანის მხრიდან. მართლაც დიდი პლიუსია. - კონდახი ასევე აღჭურვილია ქამრის გამოსაბმელი "რაღაცეებით", რათა მხარზე გადაკიდება შეძლოს კაცმა. (ქამარი მოყვება) ბოდიალისას კი ეს მართლაც ძალიან დიდი პლიუსია, თან თუ იარაღის წონასაც გავითვალისწინებთ - 4.5 კგ ოპტიკის გარეშე! - აქვს ჰაცანის S.A.S. (shock absorber system) და Quattro Trigger. არც ერთი არ ვიცი როგორ მუშაობს, თუმცა სულ არაფერს, მგონი მაინც ჯობია - აღჭურვილია ჩემი აზრით საკმაოდ კარგი დიზაინის ოპტიკის "ჰიბრიდული" სამაგრით, რომელზედაც შეიძლება weaver და კლასიკური "მერცხლისკუდა" სამაგრების დამაგრება. ესეც კიდევ ერთი პლიუსი... - აღჭურვილია ღია სამიზნეებით (არ მომწონს ზოგადად ასეთები) - აღჭურვილია ავტომატურ/მექანიკურ (ეს ორი ერთად როგორ არის მაინც ვერ მივხვდი) დამცველით. - და ბოლოს, გვერდზე აქვს ძალიან ნაცნობი Anti bear-trap სისტემა. წინა ცალკე-ბერკეტიან (უკეთესი ტერმინი თუ გაქვთ, მომაწოდეთ) ჰაცანებზე ასეთი რამ არ მახსოვს ნამდვილად.... დამეთანხმებით ალბათ, საკმაოდ "ნავაროჩენი" ფიშტოა. ხო, უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ვიღაცას მაგონებს ეს ჰატსანი, ხოდა ეხლა გეტყვით ვის - Airarms TX200. ![]() ნუ გაგეცინებათ, ეხლავე აგიხსნით რატომ. დავიწყოთ იქიდან, რომ კონსტრუქციულად იგივე მექანიზმია, ეგრეთწოდებული underlever ტიპის სისტემით. თუმცა, მსგავსება კიდევ უფრო მეტი დავინახე: 1 - Anti bear-trap გარეგნულად მაინც ძალიან წააგავს ინგლისელს. იმავე მხარეს არის, დაახლოებით იმ ადგილას განლაგებული, ისეთივე გარეგნობის პატარა ბერკეტი; 2 - ჰაცანის პირველივე შეხედვისას გამახსენდა ინგლისელი, თუმცა მიზეზი Anti bear-trap ბერკეტი არ ყოფილა. მიზეზი უფრო ზოგადად სილუეტში იმალება. საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ჰატსანმა გადაწყვიტა კომპრესორის და ლულის ერთ ღერძზე ცენტრირება - ზუსტად ისე, როგორც ინგლისელთანაა. ამ კონკრეტულ მომენტში, რასაც ვიხსენებ, ასეთი ტიპის ლულის განლაგება მხოლოდ ინგლისელზე, ამ ხაჩიკაზე და კიდევ დიანა 52-ზე მხვდება. ყველა სხვას ლულა აქვს ზემოტა კიდეზე. რამდენად კარგი დიზაინია ეს ფუნქციონალურობის მხრივ არ ვიცი, თუმცა სადღაც მაქვს წაკითხული, რომ ასეთი განლაგება იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ინგლისელის სიზუსტისა - თითქოს დგუშის მოძრაობისას ლულას ნაკლებად აყანყალებდა ვერტიკალში. რამდენად მართალია არ ვიცი, მარა ლოგიკა წესით უნდა იყოს....; 3 - დომინატორს, ისევე როგორც ინგლისელს, ყავს "უმცროსი" ძმა - დომინატორ კარაბინი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გავს ზოგადად ინგლისელს და ამ შემთხვევაში ალბათ TX200 HC (hunter carbine) თურქული ვარიანტია: ![]() ![]() ინგლისელი შედარებისათვის: ![]() როგორც სურათებიდან ჩანს, კარაბინიც გამოდის ხის და პლასტიკის კონდახით, თუმცა სიგრძის გარდა, არის სხვა განსხვავებაც - მას არ მოყვება არანაირი ღია სამიზნე მოწყობილობა და ამავდროულად, გადასატენი ბერკეტის საწყის პოზიციაში მაფიქსირებელი მექანიზმიც განსხვავებულია - კარაბინის ვარიანტი უფრო წააგავს ვაირაუხის ან ეარარმსისეულს, გრძელის კი წააგავს... მმმ, ჰაცანისას? საერთო ჯამში, კარაბინი გაცილებით უფრო მიმზიდველი მგონია.... სანადიროდაც უფრო მოსახერხებელი უკეთესი ბალანსის და 100 გრამით შემცირებული წონის ხარჯზე სიურპრიზები აქ არ მთავრდება - კარაბინს აქვს აი ასეთი საინტერესო დეტალი ლულის ბოლოში: ![]() არის სტანდარტული რეზბა, რომელზედაც შესაძლებელია მოდერის წამოცმა (ესეც შენი 100 გრამის ეკონომია და უკეთესი ბალანსი ![]() ვიზუალურად ვერაფერს დავიწუნებ, მახინჯი ნამდვილად არაა, პირიქით, მომწონს კიდეც, მარა ეს მოდერი ძალიან გავს "იმენნა" მოდერს რატომ ვარ აღტაცებული ამ ჰატსანით? ნუ ალბათ იმიტომაც, რომ ტორპედოებისაგან განსხვავებით, ეს შედარებით "მოკრზალებულია" და სიჩქარე უწერია 305 მ/წ. იმედი მაქვს, რომ ეს ერთ რამეს ნიშნავს - სახეზეა ზ.დ.პ. რომლის სროლა მხრის ამოგდების და ოპტიკის დალეწვის გარეშეც შეიძლება და არა ყველასათვის კარგად ნაცნობი ზარბაზანი.... ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის განცხადებული): მოდელის დასახელება - Dominator 200 (შესაბამისი დამატებებით სხვადასხვა ვერსიებისათვის) კალიბრი - 4.5; 5.5; 6.5 (მშვენიერი არჩევანია, .20 კალიბრს ეხლა ვერ მოსთხოვ ამათ სიგრძე - 1156 მმ და 1098 მმ კარაბინისათვის. ლულის სიგრძე - 450 მმ და 400 მმ კარაბინისათვის წონა - 4.5 კგ და 4.4 კგ კარაბინისატვის სამიზნე მოწყობილობა - ოპტიკურ ბოჭკოვანი წინა და და რეგულირებადი უკანა (ნეტა როგორ "წკაპუნობს" კონდახი - ხე ან პლასტიკი, რეგულირებადი სალოყით, რეზინის სამხრით და ქამრის დასაკიდებლებით. თოფს მოყვება ქამარი, ბიპოდი (მარაზმი underlever-ზე და საერთოდ ზ.დ.პ.-ზე) და მხარზე მისაბჯენი რეზინების კომპლექტით - მეტი კომფორტისატვის რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ მგონი ჰაცანმა დაიწყო ნორმალური ზ.დ.პ.-ს გამოშვება.
| |
| > |
|
|
![]() |
Mar 4 2011, 11:08 PM
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 1,811 რეგისტრ.: 11-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 110 |
საინტერსო ფიშტოა, ასე ზეპირად რამის თქმა მე პირადად მიჭირს, ერთხელ მაინც რომ დამაჭერინა ხელში, ქე ვიტყოდი ჩემს აზრს სტატიაზე 5-იანი შენ
| |
| > |
|
|
nihontoman Hatsan Dominator Mar 4 2011, 10:44 PM
norica_dragon მშვენიერი დახასია... Mar 4 2011, 10:55 PM
nihontoman norica_dragon
ბიჯო, მე ჩემი ... Mar 4 2011, 10:56 PM
norica_dragon რავი აბა რა გითხრა ,... Mar 4 2011, 11:00 PM
nihontoman norica_dragon
ნუ გასაგებია ... Mar 4 2011, 11:02 PM
giga_st მე ასე ვიტყვი ქართ... Mar 4 2011, 11:12 PM
Der Rote Baron ნინხოტიჩ ,,ვიდზე'... Mar 4 2011, 11:17 PM
nihontoman giga_st
იასნია გასატეს... Mar 4 2011, 11:21 PM
Der Rote Baron ციტატა(nihontoman @ Mar 5 2011, 1... Mar 4 2011, 11:22 PM
nihontoman Der Rote Baron
რავი აბა რას ... Mar 4 2011, 11:23 PM
Blind87 QUOTE (nihontoman @ Mar 5 2011, 12:23 AM)... Mar 5 2011, 10:45 AM
giga_st ციტატა(nihontoman @ 5th March 201... Mar 4 2011, 11:31 PM
nihontoman giga_st
+1
უნდა მივმხვდა... Mar 4 2011, 11:39 PM
foxi ციტატა(nihontoman @ 4th March 201... Mar 4 2011, 11:48 PM
nihontoman foxi
და ვითომ? ნუ როგო... Mar 4 2011, 11:54 PM
iorama ვირი გინდა წყლის ი... Mar 5 2011, 12:49 AM
masteroff საკაიფო სტატიაა სა... Mar 5 2011, 09:14 AM
iorama ოპტიკის მონაცემებ... Mar 5 2011, 09:52 AM
jjjjkki მომწერე თუ შეგიძლი... May 13 2011, 04:37 PM
Blind87 QUOTE (jjjjkki @ May 13 2011, 05:37 PM) ... May 13 2011, 10:19 PM
ReMiNgToN ძალიან საინტერესო ... May 13 2011, 09:47 PM
jjjjkki მადლობა მეც ვუწერ ... May 14 2011, 11:26 AM
jjjjkki რაღაც გეშლება ეს? http... May 14 2011, 11:43 AM
ხ.მ.ე.ლ.ო მე ერტ რამეს ვიტყო... May 26 2011, 07:13 PM
nihontoman ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May ... May 26 2011, 11:05 PM
geojorjika nihontoman
დაგლიჯა კარგი ... May 26 2011, 11:08 PM
Jah ციტატა(giorgi @ 26th May 2011 ... May 27 2011, 11:13 AM
ხ.მ.ე.ლ.ო nihontoman ეგ კაი იყო მარ... May 27 2011, 01:55 PM
nihontoman ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May ... May 27 2011, 03:11 PM
ხ.მ.ე.ლ.ო :D რეებს ჩითავს, მაგ... May 27 2011, 03:26 PM
ja_ja nihontoman
არა სურათები მ... May 27 2011, 03:44 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ჯერ ეს ერთი არც ეს ი... May 27 2011, 03:48 PM
geojorjika ja_ja
კაცი შენა რომ გი... May 27 2011, 04:00 PM
jjjjkki ხ.მ.ე.ლ.ო
შევეცდები ... May 27 2011, 07:01 PM
ხ.მ.ე.ლ.ო მაგაშიც მართალი ხა... May 27 2011, 07:34 PM
jjjjkki ხო ეხლა კიდე სხვა რ... May 27 2011, 07:47 PM
ხ.მ.ე.ლ.ო შენ რა გამოცდილი ყ... May 28 2011, 07:36 AM
jjjjkki თავის დროზე მეც შე... May 28 2011, 10:35 AM![]() ![]() |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 12:11 AM |
| Hosted by Pro-Service |