![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ზეზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 ![]() |
ყურადღება აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ყურადღება აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები: ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება. დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება. ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე; ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე. ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით. თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით. ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით. მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით). ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით: ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი); ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით); გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით); დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით; ე) მწევრებით; აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა; ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა; ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები; ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები; ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ. იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მტააკ ენერგეტიკა ასე თუ ისე ჩამოყალიბდა. ახლა მე რა მაინტერესებს შემოწმება და ლიცენზირება ხდება თუ რით ან რა განსაზღვრავს რამდენი ენერგია აქვს კონკრეტულ ეგზემპლარს, ან მოდელს. ანუ საქართველოში არის ბევრი მწარმოებლის თოფი, ბევრს აწერია ვთქვათ 380 მეტრ წამი, გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს რომ ყველა წონის ტყვიას ეს თოფი ასეთი დამანგრეველი ძალით ისვრის, რეალობაში კი ასეთი თოფი მაქსიმუმ 20-24 ჯოულიანია. ეს ხდება შემოქმების ხარჯზე, და გამოცდილების დაგროვების მერე. მაგრამ ისე არ მოხდეს რომ ჩვენმა კანონმდებლებმა წონა სიჩქარე და ენერგიის გამოთვლის კანონი არ გაითვალისწინონ და ეგრევე მიუდგნენ ასეთი იარაღის შემომტანებს როგორც კანონის დამრღვევებს. მოკლედ კითხვა კონკრეტულად davil-სთან არ მაქვს, თუ იცის პასუხი გადასარევია, მაგრამ პროცედურა მაინტერესებს. ახლავე შემიძლია ვთქვა რატომ, ამ ფორუმზე ძალიან ბევრს ნერწყვები გვდის ერთერთ მოკლე პისტოლეტზე, როემლსაც მწარმოებელი უშვებს მხოლოდ 22 კალიბრში, მაგრამ რადგანაც პისტოლეტია მიუხედავად კალიბრისა ენერგეტიკა 25 ჯოულს ვერ გადააჭარბებს. შესაბამისად რაფერ მოხდება ვთქვათ ამ ერთერთი კონკრეტული ვერსიია გადამოწმება შემოტანა. აქვს ჩვენს ექსპერტიზას რაიმე ხელსაწყო? ქარხნულ მონაცემებს ეყრდნობიან თუ საბაჟოს მესვეორებივით ინტერნეტშI უნდა გაიქცნენ და რაღაც სულელური ინფორმაციები ს ამოყრა უნდა დაიწყონ... მაგალითად საბაჟოზე ვთქვათ შემოგაქვს რაღაც იბეიზე იაფად ნაყიდი, ვიღაცას ფასი თუ დააეჭვებს ეგრეთწოდებული ექსპერტი ინტერში მიძვრება და ყველაძე ძვირი ფასი რომელ საიტზეც ადევს იმის მიხედვით აიძულებს პიროვნებას საქონელი განაბაჟოს. ასეთივე საშინელებასთან გვექნება საქმე თუ ადეკვატური შემოწმება ძალუძს ჩვენს კანონ აღმსრულებლებს? მოკლედ კითხვები მგონი უფრო მეტი გამიჩნდა კონკრეტული საკითხების ჭრილში, პასუხს კი ალბათ აქაც ვერ ვეღირსები ![]() giga_st შენ კანონზე აპირებდი ჩალიჩს (ანუ ფორუმზე კანონების განყოფილებაში), აქაც გარკვეულ აქტიურობას იჩენ, შენ თუ ამ ინფოს მოიძიებ და გაიშიფრება... ნუ მოკლედ პლუმბუმის ძეგლი გვექნება შენთვის დასადგმელი, მერე კი ყველა გრიშასთან გავრბივართ და.. ნუ დალშე ქე იცით ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 02:28 AM |
Hosted by Pro-Service |