![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები. "ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
tengo შუქგამტარიანობაზე ვამბობ კაკრაზ, გააჩნია საიდან შეხედავ გარედან თენგო გარედან, შენზე და საერთოდ მფლობელზე ვინ ფიქრობს, თვითონ უნდათ რომ გარედან დაგინახონ. ხომ არ გისინჯიათ პლონკის აძრობა,როგორ ჯობია. ამბობენ ჩვოვლებრივი ფენით შეიძლებაო. ფენით უკეთესია, თუმცა შეგიძლია პირდაპირაც ჩამოახია, პროსტა მერე წებოს კვალი უნდა გაწმინდო. bazuka ჩვენი კანონით ამ სურათზე არსებული ყველა დამუქება დარღვევაა. იმენნო. დღეს ვცადე პატრულთან გამერკვია რამდენ პროცენტიანი დამუქება მაქვს, მაგრამ ვიპოვე ჯინაზე ისეთი პატრული რომელსაც არ ჰქონდა ეგ გასაზომი ხელსაწყოები. ხელოსნებს ვაჩვენე და თვალის ხედვით შემიფასეს 15%-იანი გაქვსო, ანუ 85%-იანი დამუქებაა და .... ნუ წინა ორზე ფიირია და ავაძრობ, მაგრამ წინა მინა და უკანა გვერდითები ქარხნული დაბურვითაა... კაროჩე ჯერ ფირს არ ვაძრობ, რა აზრი აქვს, ფირის მოხსნას თუ სხვა მინების გამო მაინც დამაჯარიმებენ?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 07:45 AM |
Hosted by Pro-Service |