![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები. "ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() მაძიებელი ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 8-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Georgia წევრი №: 352 ![]() |
ja_ja და ბაზარი არაა, იყოს ეგ კანონი, მაგრამ ან ნება იბოძონ და ადრე გამაგებინონდა არა 15 დღით ადრე. პირველი ინფოები ამაზე სადღაც 20-25 ოქტომბერს გაჩნდა, მანამდე არავინ არაფერი არ იცოდა. ეგ სუფთა გამოჭერობანას თამაშია. დაეთქვათ 1 წლის წინ, 2 წლის წინ, ან 5 წლის წინ რომ 1 წელიწადში ყველა მანქანას აღარ უნდა ჰოქნდეს, დამუქებული მინები და მორჩა საქმე. და არა ის რომ პოსტ ფაქტუმ მაყენებ შიშველი ფაქტის წინაშე, თან მოდი ორივე ქართველები ვართ და გავიხსენოთ წინა გამოცდილებებიდან რა მოხდება: მართალი ხარ გეთანხმები. თუმცა დარწმუენბული ვარ რომ მომავალშიც რომ რაიმე კანონპროექტი დაამტიკცონ იმასაც ასე მყისიერად დაამტკიცებენ და არა ნიადაგსი შემზადებით და ა.შ ასე მაგალითად მარჯვენა საჭიანი მანქანების მოძრაობა/არმოძრაობის განხვილვა გადადგებულია 2015წლამდე მარა მანამდე ვის დაარტყავს თავში და რა კანონს შემოიღებენ კაცმა არ იცის
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 03:31 AM |
Hosted by Pro-Service |