![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები. "ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,016 რეგისტრ.: 17-September 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi წევრი №: 485 ![]() |
დღეს დავინახე გაჩერებული პატრული, ვიღაცას უსინჯავდა მინების გამჭვირვალობის/დაბურულობის დონეს და მეც გავჩერდი და ვთხოვე ჩემიც შეემოწმებინა. ჩემი მანქანა არის 2000 წელს გამოშვებული 4 კარებიანი Mitsubishi Pajero IO 1.8, რომელსაც უკანა კარებების მინები და საბარგულის მხარე აქვს ქარხნულად დამუქებული... ხო და გაზომა... თან ღიმილით მითხრა, რომ გაფრთხილებასაც დაგიწერო, ბარემ მაინც ვზომავო... და აღმოჩნდა რომ უკან 6 მინა მაქვს გამოსაცვლელი: 2 კარებებზე მოძრავი, 2 კარებებზე უძრავი რომელიც არის და საბარგულის გვერდითი მინები... დამუქება არის 63 % -იო და შესაბამისად შუქგამტარობა 37 %... ამასობაში ჩემსავით სხვამაც გააჩერა, მასაც უთხრა რომ თან გაფრთხილებას დაგიწერო და საბუთები მოთხოვა - გამოართვა კიდევაც და საქმეს შეუდგა. ჩემთვის საბუთები არ გამოურთმევია და სანამ იმ ბიჭების BMW-ს ამოწმებდა, ამასობაში მეც წამოვედი ნერვებმოშლილი და იმაზე დაფიქრებული, თუ სად უნდა ვიშოვო 6 ისეთი მინა, რომელიც ქარხნულად რამდენადაც ვიცი, დამუქების გარეშე არ გამოდის. (რამდენადაც ვიცი, იაპონიიდან შემოსული მანქანების 99.9% -ს ქარხნულად აქვს უკანა მხარე დამუქებული)
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 04:50 AM |
Hosted by Pro-Service |