![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები. "ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ja_ja და რამდენი % აქვს ქარხნული დაბურვა შენს ML-ს? 40%-ზე მეტი აქვს? bazuka წინა საქარე მინა უნდა იყოს 100%-ით გამჭვირვალე, მოიცა იმენნა ეგრე წერია კანონში 100%-ით გამჭვირვალე უნდა იყოსო საქარე მინაო? ყველა მანქანას აბსოლუტურად, ჩემი 94 წლიანი ვექტრის თამადობით რაღაც დონეზე დაბურვა, ქარხნული Tint ეგრეთ წოდებული, UV ფილტრი მოყვება. 100%-იანი გამჭვირვალობით არცერთი შუშა არაა. 90 თუ 95% მაქვს მე წინა საქარე მინის გამჭვირვალობა, ზედ აქვს დამღა. ხვალ ვნახავ ზუსტად. და საერთოდ ვინმემ ნახეთ ეგ კანონპროექტი? არ დევს სადმე?
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 11:55 AM |
Hosted by Pro-Service |