![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები. "ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Airgun.ge Club პოსტები: 3,099 რეგისტრ.: 23-March 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi წევრი №: 335 ![]() |
ჯერ შეამოწმებინეთ იქნებ არაა მოსახსნელი. ქარხნული დამუქება რამდენ პროცენტზეა ? და საერთოდ დამუქების პროცენტი საიდან იზომება თუ იცით? თუ შიგნიდან ,სალონიდან შეხედავ თითქოსდა დიდი სხვაობა არაა დაუმუქებელ და დამუქებულ შორის , არა მგონია 40%-ზე მეტი იყოს (ჩემს მაგალითზე ვამბობ), მაგრამ გარედან თუ შევხედავთ მთელი 80 %- იქნება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 11:07 PM |
Hosted by Pro-Service |