![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]()
პოსტი
#1
|
||
![]() გურუ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Administrators პოსტები: 5,577 რეგისტრ.: 19-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი წევრი №: 22 ![]() |
ავტომობილის შუშების ჩამუქება მხოლოდ 40 % ით იქნება დასაშვები. 1 დეკემბრიდან კი ღვედების გამოყენება სავალდებულო გახდება. კანონში შესული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. ახალი წესების დარღვევისათვის უკვე განსაზღვრულია კონკრეტული ჯარიმები. "ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები ავტომობილების მინების გამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები. საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები გამუქებული აქვთ გარკვეული წესით, ასევე უშუალოდ ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების მიერ. ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები. კერძოდ, წინა საქარე მინის დაბურვა დაუშვებელია. გვერდითი მინების დასაშვებია 40 %. უკანა საქარე მინის გამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია იგი გაამუქოს საკუთარი შეხედულებისამებრ და სურვილის მიხედვით. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 40 ლარით", _ განაცხადა დღეს შს სამინისტროში მოწყობილ საგანგებო ბრიფინგზე დეტექტივმა რამაზ ტყებუჩავამ.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
giga_st მომილოცეთ ძმებო უკანა შუშებზე 79 % ქარხნული დაბურვა მაქვს .... ეეე ვის არ აქვს. ![]() ![]() ![]() ![]() ჩემსას მაგალიტად გამოსაცვლელი აქვს წინა ეგრეთწოდებული "ლაბავოი" მინა, მგზავრების 2 მინა პლიუს საბარგულის გვერდითა 2 მინა, სულ გამოდის 5 მინა, რომელიც მიჯდება სადღაც 1400 ლარი ეგ ასევტქვათ ხელობის გარეშე. ახლა ამ კანონპროექტის დამაარსებელტან ერთი კითხვა მაქვს რისთვის მოიფიქრეს ეს კუკუობა? ჩემზე ზრუნავენ ტიპა არ დავიმტვრე... თუ პროსტა ევროპაში მოდაა და ჩვენც უნდა ავყვეთ??? საერთოდ არ მესმის თუ მთელი მინები უნდა დავცვალო მაშინ უკანა მინას რაზე მატოვებინებენ? ეს ტიპა, ძაღლივით მომიგდეს აჰა და ნუ ყბედობო? მემგონი გემრიელად მიქარეს, ან ვიღაცას მინები აქვს გასაყიდი. მე ბევრი გურჯისტანული რაღაც არ მომწონს და ჩაშავებული მინები, მაგრამ ქარხნულად დაბურული მინები რომ 5%-ით მეტადაა დაბურული და დასაცვლელი მაქვს უმოკლეს ვადაში ვიღაცის პოხონდრიობის გამო ნამდვილად არ მომოწნს, პლიუს იაფი არ მიჯდება. მოკელდ პირადად ჩემი აზრი ასეთია, ჩემზე ზრუნავენ თუ ჩემი დაშმონვა უნდათ არ მაინტერესებს, თუ მაიძულებენ, მაშინ თვითონ ამინაზღაურონ ზარალი, თორემ აგერ მერსედესის ცენტრმა შემოყარა ML-ის მინები და კომპლექტს 1800 ლარად ყიდიან, ახლა მაგათი ხელობა ალბათ 600-700 ლარი გამოვიდა და გამოდის, მანქანის ღირებულების 15-20% ვიხდი იმაში რომ ვიღაცას რაღაც აუდგა და ვერ ასაბუთებს.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 12:02 PM |
Hosted by Pro-Service |