გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მარადიორის სასხლეტი მექანიზმი დისკოზე, პრაქტიკული გამოცდილება, სირთულეები
Power_VANO
პოსტი Sep 19 2010, 12:16 AM
პოსტი #1


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Moderators
პოსტები: 3,394
რეგისტრ.: 17-April 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
წევრი №: 68



იყო და არა იყო რა, იყო ერთი დისკო, რომელსაც ჰქონდა მძიიიმე, პრიმიტიული, პლასტმასისგან დამზადებული სასხლეტი მექანიზმი, სადაც ლითონს "წამლად" თუ შეხვდებით. ცოტა ხნის წინ ფორუმზე ინფო გავრცელდა, რომ დისკოზე გადაკეთების გარეშე მიდიოდა მისი უფროსი ძმის, მარადიორის სასხლეტი მექანიზმი. სიახლე უცბად აიტაცა ფორუმმა, რადგან მარადიორის სასხლეტს ყველა აქებს, უმაღლესი კლასისაა smile.gif

შესაბამისად, კროსმანის წარმომადგენლის, გრიგოლის დახმარებით დაკვეთა გავუშვით USA-ში, სადაც ჩვენი Trigger Assy-ებიც ჩაიდო.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ კროსმანს როგორღაც დაავიწყდა სასხლეტი მექანიზმების ჩადება დაკვეთაში და ჩამოსვლამდე ვიცოდით, რომ მოცდა მოგვიწევდა კიდევ რამდენიმე კვირით.

თუმცა, დაკვეთის ჩამოსვლის შემდეგ ყუთში ერთი ცალი დაკარგული სასხლეტი მექანიზმი აღმოჩნდა! საიდან, როგორ, არავინ იცის smile.gif გამიმართლა რომ იმ დღეს დაბ.დღე მქონდა - მარადიორის სასხლეტი მექანიზმი მე შემხვდა.

მოკლედ, გახარებულმა წამოვიღე სახლში. მოვედი, დავშალე დისკო, მივაყენე ახალი სასხლეტი მექანიზმი და... ვეზიარე ჭეშმარიტ ორსაფეხურიან სასხლეტს! ჰოი, დისკოვ, ორსაფეხურიანი კი არა, საერთოდ სასხლეტის იმიტაცია გქონდა შენ! girl_devil.gif


აღსანიშნავია, რომ მარადიორის სასხლეტი მექანიზმი მთლიანად ლითონის კონსტრუქციაა, ძალიან მყარი და რაც მთავარია, მშვენივრად დამუშავებული დეტალებით - არანაირი ნაწიბურები არ აღინიშნება შიდა ნაწილებზე.
ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ დისკოზე ეს ყველაფერი დგება ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. ანუ მოუშვებთ ორ ვინტს, რომელსაც დისკოს სასხლეტი მექანიზმი უჭირავს, მოხსნით, მიაყენებთ მარადიორის მექანიზმს, მოუჭერთ ვინტებს და მორჩა - მუშაობს ყველაფერი.

ასე გამოიყურება მარადიორის სასხლეტი მექანიზმი:





ეს კი დისკოს სასხლეტ მექანიზმთან (ქვედა დისკოსია, ზედა მარადიორის) ერთად:




უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ აქაც გავიმეორებ: მარადიორის სასხლეტზე შესაძლებელია დარეგულირდეს: სასხლეტის სიმძიმე, პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა და თვითონ სასხლეტის მდებარეობა. მოკლედ, ყველაფერი, რაც კი შეიძლება კომფორტისთვის დაგჭირდეს ადამიანს.

ამასობაში, საჭირო იყო პრაქტიკული შემოწმება რეალურ გარემოში - სახლში რთულია მაინც. + ჩემი დისკოს გაქრონვა მაინტერესებდა. ამიტომ დღევანდელ გასვლაში შევუერთდი ja_ja-ს. თანაც, ja_ja-საც თავისი მარადიორი ჰქონდა დასატესტი - მოკლედ, საქმიანი გასვლა იყო.

ავედით ჯა_ჯა-ს სახლთან მდებარე ცნობილ გორაკზე, სადაც მეტნაკლებად კარგი პირობებია შექმნილი სროლისთვის - სკამები არის, მაგიდაც არის (მყარი მაგიდა, მყარი!). დანარჩენი ჩვენ ავიტანეთ.

ასვლისას დავტენე ჩემი დისკო, მერე ჯა_ჯა-ს მარადიორის ჯერიც მოვიდა. დაიწყო ჯა_ჯა-მ დატენვა, სადღაც 2500-ზე ასვლის შემდეგ, შესვენებისას დავინახეთ, რომ ჰაჩიკას ნასოსის (ჩემი ნასოსი მქონდა წამოღებული და ამიტომ ჯა_ჯას ნასოსი დავტოვეთ) შლანგი გაიბერა biggrin.gif შეშურდებოდა კაცს, იმხელა ბუშტი გაიკეთა! biggrin.gif
საბედნიეროდ, ბუშტები მალე შევნიშნეთ და წნევა გამოვუშვით შლანგიდან. ბუშტის სურათი მეზობელ თემაში დევს (ჰატსან AT-44-ის თემა), თუმცა იქ ბუშტი უკვე დაჩუტულია.

მოკლედ, ეს უკვე მეორე ჰაჩიკას შლანგის პრავალია მაღალ წნევაზე. დასკვნა ისაა, რომ ჰაჩიკას შლანგები ნამდვილად არაა გათვლილი უსაფრთხო მუშაობისთვის 200 ატმოსფეროზე, ანუ იმ წნევაზე, რაზეც მარადიორი და თვითონ AT-44 მუშაობენ! არ ვიცი ავთო როგორ და რა წნევაზე აკაჩავებს თავის AT-44-ს, მაგრამ ავთო, ფრთხილად იყავი, ეგ შლანგები სანდო არაა!

იმის გამო, რომ დროზე გამოვუშვით წნევა, შლანგი არ გახეულა. შესაბამისად, ჯერჯერობით უპრობლემოდ მუშაობს ისევ, ოღონდ დისკოს წნევებზე (136 ატმოსფერო მაქსიმუმ).

მარადიორის ამის მერე უკვე ბენჯამინის ნასოსით იტენებოდა, რომელიც ჯა_ჯამ სახლიდან ამოიტანა.

მარადიორის ტესტირების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: მარადიორის ტესტი


აი დისკოს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში უცნაურობებით სავსე შედეგები მივიღეთ.

სანამ ჯა_ჯა ბენჯამინის ნასოსს ამოიტანდა სახლიდან, მე დისკოს გაქრონვა დავიწყე. მივიღე სრული 65 გასროლა 2000-დან 1000 PSI წნევის შუალედში! ვიცი, საოცარი შედეგია, მაგრამ ეს რაღაცის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. მოკლედ, ამ შემთხვევაში გრაფიკს არ ვაკეთებ (ერორები მივიღე ადგილ-ადგილ მიყოლებით), პირდაპირ ჩამოვწერ შედეგებს.



ცდა პირველი - მარადიორის სასხლეტი ქარხნული პარამეტრებით, დისკოც ქარხნული პარამეტრებით



ხედავთ ალბათ რამხელა გაფანტვაა და როგორი არასტაბილური სიჩქარეებია. სადღაც მე-40, 50-ე გასროლაზე ვიყავი, როცა ja_ja ამოვიდა. ნახა შედეგები, ცოოოტა დაფიქრდა და თქვა - სასხლეტის ამბავია ეგო! მართალიც აღმოჩნდა.


მოვხსენით დისკოს კონდახი, გახსნა ჯა_ჯა-მ სასხლეტი მექანიზმი, დაარეგულირა პირველი და მეორე საფეხური, სასხლეტის კაკვის მდებარეობა (შესაბამისად, შეიცვალა შეპტალოს მდებარეობაც) და ხელმეორედ გავტესტეთ დისკო.


ცდა მეორე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკო ქარხნული პარამეტრებითაა



წნევა გასროლების მიხედვით ასე განაწილდა:

10 - 1900
20 - 1750
30 - 1600
40 - 1300
50 - 1050
58 - 1000

შედეგი აშკარად უკეთესია, ჯა_ჯას ტუნინგმა სასხლეტზე გაამართლა. სიჩქარეები დარეგულირდა, მაგრამ პრობლემა ისევ არსებობს, 2 ცალი:
1) დაბალი სიჩქარეები, შესაბამისად გასროლები ბევრია, ამ შემთხვევაში 58.
2) უფრო მნიშნველოვანი პრობლემა - საშულოდ, ყოველ 10 გასროლაში 1 სიჩქარის ვარდნაა, სადღაც 10 მ/წმ-იანი!


ამის შემდეგ დაიბადა იდეა, რომ დამრტყმელის ზამბარის მიჭიმვით გაგვეზარდა სიჩქარე, რადგან ეჭვი გვქონდა - მარადიორის სასხლეტი მექანიზმის გამოყენებისას დისკოზე, დამრტყმელი ნაკლებად ჭიმავდა ზამბარას.
მოკლედ, ჯა_ჯა-მ გამოთალა ბორჯომის ბოთლის სახურავისგან ასე ვთქვათ, ე.წ. "მიმჭიმი" და ჩავუდეთ დამრტყმელის პრობკაში. "მიმჭიმის" სისქე 1.65 მმ იყო.


ცდა მესამე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკოს 1.65 მმ-იანი მიმჭიმი აქვს ჩადებული დამრტყმელის საცობში



(გრაფიკის დასაწყისში ერთნაირი სიჩქარეები აღნიშნავს იმას, რომ ქრონზე ერორი მივიღეთ. გამოტოვებული სიჩქარეების ნაცვლად ჩავწერე წინა სიჩქარე)
შედეგი იდეაში არის - სიჩქარეები ცოტა გაიზარდა, მაგრამ ის ერთეული ჩავარდნები ისევ ადგილზეა!

წნევების გადანაწილება:

11 - 1800
20 - 1600
30 - 1400
40 - 1100
53 - 1000


ამის შემდეგ ერთიც ვცადეთ, ამჯერად უკვე 2 ცალი 1.65 მმ-იანი "მიმჭიმი" გამოვიყენეთ, ე.ი. ჯამში მივიღეთ 3.3 მმ.

ცდა მეოთხე - მარადიორის სასხლეტი რეგულირებული პარამეტრებით, დამსუბუქებული, შეცვლილია პირველი და მეორე საფეხურის მოძრაობა, ასევე სასხლეტის კაკვის მდებარეობა. დისკოს 3.3 მმ-იანი მიმჭიმი აქვს ჩადებული დამრტყმელის საცობში



აქ უკვე მოსაღამოვდა და ქრონიც გაზომვისას ერორებს უხვად იძლეოდა. ამიტომ ერთნაირი სიჩქარეები ცოტა მრავლადაა ამ გაზომვაში.



მოკლედ, ამ ერთეული ჩავარდნების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საჭიროა დისკოს კიდევ გაქრონვა, მათ შორის, თავისი სასხლეტითაც.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თავისი სასხლეტი მექანიზმით ჩემი დისკო არასდროს გამიქრონია, ამიტომ ჩავარდნების მიზეზი 100%-ით სასხლეტი ჯერჯერობით არაა.


OK, გაქვთ რამე იდეები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით?
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Oct 23 2010, 07:54 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 23rd October 2010 - 08:02 PM) *
ახლა გაქრონვა დარჩა,

ხვალე სახლში ვზივარ და თუ წვიმას გადავრჩით რავარჩ ჩვენს მონადირეებს უნდათ, მაშინ გამოცუნცულდი და უცებ გავქრონოთ.
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
tengo
პოსტი Oct 23 2010, 08:34 PM
პოსტი #3


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



ციტატა(ja_ja @ Oct 23 2010, 08:54 PM) *
Power_VANO

ხვალე სახლში ვზივარ და თუ წვიმას გადავრჩით რავარჩ ჩვენს მონადირეებს უნდათ, მაშინ გამოცუნცულდი და უცებ გავქრონოთ.


რომელ საათზე გეგმავთ? თუ ხელს არ შეგიშლით მეც მოვალ დისკოთი, მაინტერესებს მარადას ლულა რამდენით დააგდებს სიჩქარეს.
( ჩემს შლანგუსტსაც წამოვიღებ).
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Power_VANO   მარადიორის სასხლეტი მექანიზმი დისკოზე   Sep 19 2010, 12:16 AM
- - bazuka   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Sep 19 2010, 02:30 AM
- - Der Rote Baron   ციტატა(Power_VANO @ Sep 19 2010, ...   Sep 19 2010, 03:18 AM
- - tengo   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 1...   Sep 19 2010, 08:46 AM
|- - Jah   ეჰ დიდიხანია მე არ...   Sep 19 2010, 09:21 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 19th Septem...   Sep 19 2010, 09:29 AM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Sep 19 2010, 10...   Sep 19 2010, 11:51 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 19th Septem...   Sep 19 2010, 12:04 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Sep 19 2010, 01...   Sep 19 2010, 12:23 PM
- - bazuka   როგორც სურათიდან ჩ...   Sep 19 2010, 12:16 PM
|- - tengo   ციტატა(bazuka @ Sep 19 2010, 01...   Sep 19 2010, 02:49 PM
- - Power_VANO   დიდი მადლობა ყველა...   Sep 22 2010, 06:16 PM
- - bazuka   Power_VANO ერთადერთი რის...   Sep 22 2010, 06:30 PM
|- - bazuka   ციტატა(bazuka @ Sep 22 2010, 07...   Oct 25 2010, 07:35 AM
- - tengo   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Sep 22 2010, 06:34 PM
- - tengo   Power_VANO ბოლო-ბოლო მოახ...   Sep 27 2010, 08:15 PM
- - Power_VANO   tengo არა, ჯერ დისკო თა...   Sep 27 2010, 08:18 PM
|- - tengo   ციტატა(Power_VANO @ Sep 27 2010, ...   Sep 27 2010, 08:20 PM
- - cat   ასევე საინტერესოა ...   Oct 21 2010, 02:41 PM
- - ja_ja   cat ციტატა(cat @ 21st October 20...   Oct 21 2010, 04:40 PM
- - cat   არა მე ვიგულისხმე ...   Oct 21 2010, 06:24 PM
- - koknar   დისკოსი არ მიდის ა...   Oct 21 2010, 07:04 PM
- - gregory   ციტატა(koka @ 21st October 2010 ...   Oct 21 2010, 10:07 PM
- - ja_ja   cat ციტატა(cat @ 21st October 20...   Oct 21 2010, 11:11 PM
- - Power_VANO   cat ჰო, როგორც ja_ja-მ და...   Oct 22 2010, 01:10 PM
- - Power_VANO   მუუუუშაააოოოობს...   Oct 23 2010, 07:02 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 2...   Oct 23 2010, 07:54 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Oct 23 2010, 08...   Oct 23 2010, 08:34 PM
- - Power_VANO   ja_ja ოკეი   Oct 23 2010, 08:09 PM
- - Power_VANO   ჯერ არ ვიცი, ხვალ თუ...   Oct 23 2010, 08:39 PM
|- - tengo   ციტატა(Power_VANO @ Oct 23 2010, ...   Oct 23 2010, 09:33 PM
- - Power_VANO   მოკლედ, ახლა ამოვყ...   Oct 23 2010, 10:33 PM
- - Power_VANO   ვიპოვნე მარადიორი...   Oct 23 2010, 10:42 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 23rd Octobe...   Oct 23 2010, 10:47 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Oct 23 2010, 11...   Oct 23 2010, 10:53 PM
- - geojorjika   Power_VANO ვანო მე ხვალ ვ...   Oct 23 2010, 11:23 PM
- - Power_VANO   geojorjika თქვენ მგონი ჩა...   Oct 23 2010, 11:43 PM
- - giga_st   ბიჭებო მეც რო ამოვ...   Oct 24 2010, 12:05 AM
- - tengo   რომელ საათზე გადაწ...   Oct 24 2010, 09:18 AM
- - Jah   ციტატა(Power_VANO @ 23rd October ...   Oct 24 2010, 09:35 AM
- - tengo   Power_VANO სანამ დამტრყმ...   Oct 24 2010, 10:01 AM
- - Power_VANO   Jah ანუ მაგის გამო ზა...   Oct 24 2010, 11:03 AM
- - ja_ja   დღეს გავქრონეთ ვან...   Oct 24 2010, 06:56 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Oct 24 2010, 07...   Oct 24 2010, 07:10 PM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 24th Octobe...   Oct 24 2010, 09:09 PM
|- - tengo   ციტატა(ja_ja @ Oct 24 2010, 10...   Oct 24 2010, 09:19 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 23rd October 2010 ...   Oct 24 2010, 09:42 PM
- - Power_VANO   როგორც ჯა_ჯა-მ დაწე...   Oct 24 2010, 11:35 PM
- - Power_VANO   bazuka კი, მართალი იყავ...   Oct 25 2010, 09:57 AM
- - gregory   ციტატა(Power_VANO @ 25th October ...   Oct 25 2010, 01:10 PM
- - bazuka   Power_VANO შესაძლია რამე ...   Oct 25 2010, 01:17 PM
- - gregory   ციტატა(bazuka @ 25th October 2010...   Oct 25 2010, 06:32 PM
- - bazuka   gregory კონდახი რაშუაშ...   Oct 25 2010, 06:51 PM
- - ja_ja   მოკლედ გრიშა მაგარ...   Oct 25 2010, 07:09 PM
- - Power_VANO   gregory დიდი მადლობა გრ...   Oct 25 2010, 09:01 PM
- - ja_ja   მართალი ხარ ვანოჯა...   Oct 25 2010, 11:38 PM
- - Power_VANO   ჰო, დისკოდან სულ თი...   Oct 26 2010, 10:25 AM
- - ja_ja   Power_VANO მაიცა რა ნაწილ...   Oct 26 2010, 11:54 AM
- - Power_VANO   ja_ja არაფერი კაცო, რა ...   Oct 26 2010, 09:34 PM
- - Power_VANO   პირამიდისგან პასუ...   Oct 27 2010, 09:59 PM
- - Jah   ციტატა(Power_VANO @ 24th October ...   Oct 27 2010, 10:58 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2025 - 09:12 AM
Hosted by Pro-Service