გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მაიტა ნასოსი!, კიდევ ერთი მაღალი წნევის ნასოსის დაშლა
ja_ja
პოსტი Apr 3 2010, 09:48 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



ადრე თუ გვიან ყველა მაღალი წნევის ნასოსს დასჭირდება დაშლა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ბევრ ახალბედას ეშინია ასე ვთქვათ მაღალტექნოლოგიური ნასოსის დაშლა, ზოგს დაეზარება, ზოგი კი უბრალოდ დაიწყებს უმოწყალოდ დაზეთვას და ჩათვლის, რომ მთელი პრობლემა მოეხსნა. აქვე დავძენ რომ დაშლა დასჭირდება ნებისმიერ ნასოს, გინდ იყოს სუპერ ძვირიანი გინდ იყოს ჩინური გაუგებრობა.

მოდით სანამ დაშლას და გაწმენდას განვიხილავთ ვახსენოთ ყველაზე ხშირი მიზეზი რატომ შეიძლება გახდეს ნასოსი დასაშლელი:

1) მესამე საფეხურის რეზინის დაზიანება. ხშირად მესამე საფეხურის რეზინა ფუჭდება, ამის მანიშნებელი არის შემდეგი ფაქტორი, ნასოსის მუშაობისას სადღაც 1000 PSI-ს შემდეგ ძალიან, ძალიან ძნელი ხდება ნასოსის სახელურის ზემოთ ამოქაჩვა, და რაც უფრო იზრდება წნევა, მით უფრო ძნელი ხდება ამოწევა. თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ თქვენს ნასოსს აზრი არა აქვს ძალისმიერი მეთოდით გააგრძელოთ მუშაობა, უბრალოდ გაჩერდით, გამოუშვით ჰაერი და იფიქრეთ მესამე საფეხურის რეზინის შეცვლაზე

2) უნაკა კლაპნის რეზინის გაფუჭება. ამ შემთხვევაში ტენით ტენით ნასოსით და წნევა გარკვეულ ზღვარზე ზემოთ არ მიდის, თავიდან კი ჭირს წნევის აწევა. ეს იმის ბრალია, რომ ჰაერი ნასოსიდან გადადის შლანგში წნევით. შლანგში გადასვლისთანავე პატარა დეტალი რომელსაც რეზინა აქვს თავზე, პაწია ზამბარის ზემოქმედებით კეტავს გადამსვლელ კლაპანს, შედეგად ნასოსიდან შლანგში გადასული ჰაერი უკან ნასოსში ვეღარ ბრუნდება. თუ ეს რეზინა დაზიანებულია, უსასრულო იქნება თქვენი ბუქნაობა.

3) წყლის კონდენსატი, მნიშვნელობა არა აქვს ნასოსის ხარისხს, ცნობილ HILL-ის ნასოსშიც გროვდება კონდენსატი. საქმე იმაშია, რომ ჰაერში არსებული ნესტი შეწოვისას ბოლომდე არ გამოიდევნება ჰაერიდან რაც არ უნდა ფილტრი დააყენოთ, შედეგად დაწნეხვისას ჰაერში დარჩენილი წყლის ორთქლის კონდენსირება ხდება, ნელნელა ეს კონდენსატი გროვდება და ჟანგავს ნასოსს.

4) სხვა ტექნიკური მიზეზები, მაგალითად რანდემიმე სხვა რეზინის გაცვეთა, საპოხი მასალის გამოშრობა, უბრალოდ დაჭუჭყიანება (მუშაობისას რეზინა ცვდება და ტაოტთან ერთად იზილება მისი ნარჩენები, შედეგად გაუგებარი ყავისფერ-შავში გარდამავალი ბლანტი ტალახი მიიღება), მოკლედ სამი ძირითადი და რამდენიმე დამატებითი მომენტი არსებობს, ძირითადად ნასოსში არ ფუჭდება ლითონის დეტალები, ყოველთვის გვაქვს რეზინებთან საქმე.



ჩემს ხელში მოხვდა ერთერთი ჩვენი ცნობილი ფორუმელის და მშვენიერი მონადირის ნასოსი, რომელიც კაიხანია ბუქსაობს, ადრე ვსინჯეთ El-Java-ზე ნაყიდი რეზინების მეშვეობით შეგვეცვალა მესამე საფეხურის და უკანა წნევის სარქველის რეზინები, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. ნასოსი თან მუშაობდა, თან წნევის აღება უჭირდა, ხშირად ფუჭი ბუქნები ჩნდებოდა. მოკლედ ზედაპირული შეხედვით არაფერი ნასოს არ სჭირდა, ლითონის დეტალები მთელი იყო, ესეიგი საქმე რეზინებთან და საპოხ მასალასთან გვქონდა.

ამასწინათ ერთობლივი ძალით დავუკვეთეთ ფორუმელებმა კომპანია Crosman-ის მიერ რეკომენდირებული სილიკონის საპოხი ტაოტი Parker O-lube. ტაოტი იაფი არ დაჯდა, მგონი 14$ დაჯდა თითო ტუბი, მაგრამ ღირს.



პირადად გირჩევთ არასდროს არ გამოიყენოთ მაღალი წნევის ნასოსებში ზეთი, არც სინთეთიკური, არც სილიკონის არც მანქანის ნამუშევაში დამწვარი ზეთი... მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეგონებათ ნასოსმა ზეციურად მსუბუქად დაიწყო მუშაობა სინამდვილეში ეფექტი დროებითია, დამიჯერეთ პირადად გამოვცადე Crosman Silicone Chamber Oil შედეგი იყო არაადეკვატურად მომხიბვლელი, ნასოსმა მსუბუქად დაიწყო მუშაობა, მაგრამ დრომ მაჩვენა, რომ ზეთი მალე ამოშრა ხოლო რეზინების ნაცვეთი ლექად დაჯდა ლითონის დეტალებზე, შედეგად ერთხელაც 3 კვირიანი გამოუყენებლობის შემდეგ აღმოვაჩინე რაღაც ნადები პირველი საფეხურის ღერძზე, ვცადე დრემელით მოცილება და პოლირება, მაგრამ ჩემს და გასაოცად აღმოჩნდა, რომ ლითონის ზედაპირი ამოჭმული იყო ამ ნადებთან ერთად შემოპარული კონდენსატის მიერ.

მოკლედ ტაოტი ჩქარა არ შრება და ლითონის დეტალებს ყოველთვის თხელ ფენად ადევს, ასე რომ ზედაპირი ყოველთვის დაცულია.



კარგი გადავიდეთ კონკრეტულად ნასოსი დამუშავებაზე. რადგან El-Java-ს რეზინებმა არ გაამართლე,ს ვცადე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე გზა, სადმე მეშოვა და დამეკვეთა რეზინების კომპლექტი, სამწუხაროდ ნასოსის მწარმოებელს საიტი და ონლაინ დაკვეთა არ გააჩნია, ასე რომ მომიწია სხვა გზების მოძიება. ამასობაში ერთი გზა რეზერვში მქონდა, ერთერთი ჩვენი ძველი ფორუმელის ნასოსი რომელიც Airforce-ს ლოგოთია აღჭურვილი, ასევე გაფუჭდა და აღდგენა ვერ შევძელით ლოკალური ძალებით, ბოლოს შესაბამისმა პიროვნებამ აირფორსს მიმართა ელ-ფოსტით და სთხოვა დახმარება, მათ თავის მხრივ არ დაიზარეს და გამოუგზავნეს რეზინების კომპლექტი. ანუ იდეაში შეიძლება ამ მწარმოებელთან დაკავშირება და თავის მოკატუნება ვითომ და Airforce-ს ნასოსი გაქვს, ისინიც გამოგიგზავნიან რეზინებს (მითუმეტეს რომ Airforce-ს, HILL-ის და Benjamin-ის ნასოსები ერთნაირია). მოკლედ ასე თუ ისე რავარც იქნა ერთერთ ამერიკულ ფორუმზე ვნახე პიროვნება, რომელმაც მიიღო ჩემი საკრედიტო ბარათი და გამოაგზავნა 5 კომპლექტი რეზინები. რომელიდანაც ერთერთი ამ ნასოს აღსადგენად იყო გამოყენებული.

კაი ბატონო დავიწყოთ დაშლა:

ასე გამოიყურება ნასოსი მეორე საფეხურის ღერძი, რომელიც შარშან შეძენის შემდეგ არ გაწმენდილა. ეს არის ძირა ნაწილი





ეს კი იმავე ღერძის ზედა ნაწილი, აშკარაა რომ მფლობელი ნასოსს ბოლომდე ზემოთ არ წევს ხოლმე.



ეს კი არის კლაპანი, რომელიც უზრუნველყოფს მეორე საფეხურიდან ჰაერის მესამე საფეხურში გადასვლას. დაზიანება არ არის, უბრალოდ აურაცხელი ჭუჭყი და ნახმარი ტაოტია.





ეს კი ძირა დეტალი რომელშიც შიგნიდან მოთავსებულია უკანა წნევის კლაპანი, ანუ აი ის რეზინა ყველაზე ხშირად რომ იხევა ხოლმე. ერთი შეხედვით სუფთაა



თუმცა მეორე მხრიდან შეხედვისას....



ძირა ბოლტის დეტალში არის ხვრელი რომლიდანაც გამოდის მაღალი წნევის ჰაერი და ასევე დიდი სიამოვნებით გამოაქვს გადამუშავებული ტაოტი და ტალახი.

ეს კი მესამე საფეხურის ღერძის სარქველი... როგორც ხედავთ აღინიშნება ჟანგის კვალი, რეზბა ნამუშავარ ტალახშია ამოსვრილი და წყლის წვეთებითაა უხვად დახუნძლული. სხვათაშორის დამავიწყდა გადამეღო მეორე საფეხურის ცილინდრის ზედაპირი, მშვენივრად ჩანდა წყლის აურაცხელი რაოდენობა.



ეს კი მეორე საფეხურის მილის ძირა რეზბა, ისევ წყალი და ტალახი, დანარჩენი ყველაფერი მთელია.



აი ეს კი უკვე იმავე მილის ზედა მხარე. ჟანგმა უკვე ბუდე ნახა. ასეთი ჟანგი ნასოსში ბუდობს მაშინ როდესაც ნასოსის მოხმარებისას ნასოს ბოლომდე არ წევთ ზემოთ და ქვემოთ. როგორც ჩანს ძირს ბოლომდე აწვება ხოლმე მფლობელი, მაგრამ ზემოთ ბოლომდე ამოწევა არ უყვარს, შედეგად სადაც არ ხდება მოძრაობა ჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა ჟანგმა კონდენსატის ხარჯზე ფეხი მოიკიდოს.





ეს კი მესამე საფეხურის დგუში, ანუ იგივე ღერძი. ძირითადად ისევ ტალახი, წყალი და გაცვეთილი რეზინა.



სულ ნასოსის დაშლა გაწმენდისას დაიხარჯა 3 კომპლექტი არაჰიგიენური რეზინის ხელთათნამები, იდეაში შეიძლებოდა 1-ით გაკეთება, მაგრამ პირველი კომპლექტი მომიყვა რეზბაში და დაიხა, მეორე კომპლექტი საშინლად გაჭუჭყიანდა. მომიწია მესამე კომპლექტის აღება biggrin.gif, ასევე დაიხარჯა 3-4 ცალი ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცი, 2 ცალი ტილოს ნაჭერი და რამდენიმე ბამბის ჩხირი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ბევრი ჩალიჩის მიუხედავად მაინც გაჭუჭყიანდა ერი ცალი ჯინსის შარვალი, კიდევ კაი ეგეთი საქმეებისთვისაა ეგ შარვალი biggrin.gif



კაი ბატონო დავიწყეთ გაწმენდა, გავაპრიალე შეძლებისდაგვარად ყველაფერი, თუმცა გამოგიტყდებით გვიანი საღამო იყო და ცოტა ”ვისაჩკავე”, შეიძლებოდა უკეთესად გამოსუფთავება.



ესეც გაწმენდილი ჟანგიანი მილი.



ნასოსი სახელური, ალუმინს მოვაშორე რკინის ჟანგი, მაგრამ კვალი მაინც ემჩნევა



ესეც ნასოსის ის ადგილი სადაც ჟანგი ბუდობდა





და ნასოსის გაპრიალებული მეორე საფეხურის ღერძი



ესეც გაწმენდის შემდეგ დანასოსების შედეგი, ადრე თუ 2000- PSI-ზე აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ახლა ნასოსმა ერთი მიდგომით უპრობლემოდ ამიყვანა 3200 PSI-ზე. ეგაა რომ ერთ ჯერზე დანასოსებას თავისი მინუსი აქვს - დავიღალე, თან ტაოტისა და ახალი რეზინების ჩასმის შემდეგ ნასოსი ისე თავისუფლად აღარ დატასაობს როგორც ნამუშევარ რეზინებზე. ასე რომ ძალის დატანებაც დამჭირდა და 3000-ის ზემოთ გამოგიტყდებით საკმაოდ გამიჭირდა დანასოსება (წონის გამო, მოგეხსენებათ დიდი წონით ნა მასით არ გამოვრჩევი)



აქვე წარმოგიდგენთ ცინცხალ რეზინების ნაკრებს, რომელიც გამოყენბული იყო ნასოსს აღსადგენად.



ეს კი დაცვეთილი და დაღეჭილი რეზინები biggrin.gif



რავი მგონი სულ ესაა, მფლობელს შეუძლია თამამად მოვიდეს და წააცუნცულოს თავისი მუშა ნასოსი, ჯანმრთელია და იმუშავებს კაიხანს. ახლა რაც შეეხება ტაოტს და რეზინებს

ტაოტი ბევრი არ დახარჯულა, ან მე წავუსვი ნამეტანი ეკნომიურად, თუ მეტს ჩათვლის საჭიროდ მფლობელი თვითონ დაამატებს. სხვათაშორის ტაოტი საკმაოდ შედედებული კონსისტენცისაა და მხოლოდ ტაოტის გამოცვლა რეზინების გარეშე, უკვე იწვევს ნასოსის ცოტაოდენ მძიმედ სვლას.

რაც შეეხება რეზინებს, გადაყრა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ამ ნახმარი რეზინებიდან მინიმუმ ერთი რეზინა, ანუ მესამე საფეხურის ნამუშევარი რეზინა თავისუფლად გამოდგება უკანა სარქველის რეზინად (ერთი ზომისაა ეს ორი რეზინა), რომელიც ამ ნასოსში ადრე თუ გვიან დაიბრიდება, ჩემს ნასოსში სადღაც 1 თვე აქტიური მუშაობისას დაეტყო რომ რეზინა გამოსაცვლელი იყო, არაა გამორიცხული აქაც იგივე იყოს. ძველი რეზინა კი რომელსაც მხოლოდ გარედან ჰქონდა დეფორმაცია, უპრობლემოდ იმუშავებს ზემოთა ან ქვემოთა მხრიდან კლაპანში.

რჩევა მომავალი ნასისს დამშლელებისთვის, ნუ დაფრთხებით, ყველაფერი საკმაოდ იოლადაა ნასოსში მოწყობილი, ბოლო ბოლო ქაღალდზე ჩაიწერეთ რა დეტალი სად იყო. ასევე გირჩევთ ეტაპობრივად ცვალოთ რეზინები, ანუ ერთი დეტალი ამოიღეთ, მოაძრეთ ძველი რეზინები, გაწმინდეთ ძველი ტაოტისგან, აიღეთ ახალი რეზინები დაატოლეთ რომელი ედრება და შეცვალეთ. შეცვლილი დეტალი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მეორე დეტალს და ასე შემდეგ. როდესაც ყველა დეტალი გასუფთავებული და რეზინებ დაცვლილი იქნება შეუდექით ნასოსის დეტალების ტაოდით დამუშავებას და აწყობას. დამიჯერეთ არაფერი რთული არაა.

ასევე კიდევ ერთი რჩევა, დრო და დრო დაშალეთ თქვენი ნასოსი და არსებული კონდენსატი ამოწმინდეთ ან უბრალოდ ჰაერზე დატოვეთ დაშლილი მდგომარეობაშუ ნასოსის დეტალები, ტაოტი დარჩება ხოლო წყალი აორთქლდება (მირუმეტეს ახლა ზაფხული მოდის და სიცხე მშვენივრად დაგეხმარებად), შემდგომ ნასოსი ააწყვეთ. თუ ამას პერიოდულად არ გააკეთებთ მაშინ გაქვთ ყველა შანსი ნასოსში დაგროვებული კონდენსატი თოფის რეზერვუარში გადაიტანოთ და უკვე თოფის რეზერვუარი დაჟანგოთ, ან კლაპნები დააჭუჭყიანოთ.


>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
dole
პოსტი Jul 30 2010, 04:56 PM
პოსტი #2


ცნობის მოყვარე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 63
რეგისტრ.: 9-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 437



კი მე ვარ smile.gif ბატონი გრიშას რჩევით მეც დავრეგისტრირდი ამ საიტზე და ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე , ანუ ვეცდები რო სხვისი შეცდომა არ გაივიმეორო და ასევე გამოცდილება გავიზიარო
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მაიტა ნასოსი!   Apr 3 2010, 09:48 PM
- - daviti   იცის გიომ რა და როგ...   Apr 4 2010, 12:41 AM
- - Davitus   მდააა... რა დღეში მყ...   Apr 4 2010, 01:55 AM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 4th Apr...   Apr 4 2010, 08:26 AM
- - foxi   მშვენიერი ჭკუის სა...   Apr 4 2010, 12:59 PM
- - Davitus   foxi იარაღის წმენდა, ...   Apr 4 2010, 04:44 PM
- - giga_st   მაგარია ძალიან, ჯა...   Apr 4 2010, 09:03 PM
- - foxi   Davitus იარაღის პრიალი ...   Apr 4 2010, 11:44 PM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 5th April 20...   Apr 5 2010, 08:34 AM
- - Power_VANO   მადლობა ჯა_ჯ რეპორ...   Apr 6 2010, 08:21 PM
- - bazuka   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 6...   Apr 7 2010, 06:55 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 6...   Apr 7 2010, 07:04 PM
- - Power_VANO   ja_ja ციტატა(ja_ja @ 7th April 2...   Apr 7 2010, 07:20 PM
- - giga_st   ჩემი ნასოსი გავიდა...   Jun 13 2010, 11:56 AM
- - giga_st   ისე ძალიან მალე და...   Jun 13 2010, 12:02 PM
- - iorama   რაცხა მალე მოხვრიპ...   Jun 13 2010, 12:26 PM
- - ja_ja   giga_st ციტატა(giga_st @ 13th Ju...   Jun 13 2010, 01:22 PM
- - gregory   giga_st ციტატა(ja_ja @ 13th Jun...   Jun 13 2010, 03:24 PM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 13th Ju...   Jun 13 2010, 04:09 PM
- - gregory   ციტატა(gregory @ 13th June 2010 ...   Jun 13 2010, 04:15 PM
- - ja_ja   აჰა ვიპოვე ის თემა ...   Jun 13 2010, 04:25 PM
- - cz80   ციტატა(ja_ja @ 13th June 2010 ...   Jun 13 2010, 04:26 PM
- - gregory   ja_ja ხომ იცი :ხოტელოს ...   Jun 13 2010, 04:32 PM
- - giga_st   გიო დიდი მადლობა, მ...   Jun 14 2010, 08:50 AM
- - giga_st   ja_ja შენი ჩარხი რეზბ...   Jun 14 2010, 09:17 AM
- - foxi   ციტატა(giga_st @ 14th June 2010 ...   Jun 14 2010, 11:05 AM
- - ja_ja   giga_st ციტატა(giga_st @ 14th Ju...   Jun 14 2010, 11:39 AM
- - Davitus   giga_st გავარილ, ნე ნად...   Jun 14 2010, 08:45 PM
- - ja_ja   ვოტ სენსეი პრიშოლ ...   Jun 14 2010, 09:48 PM
- - soxa   მე ჩემი ნასოსით სწ...   Jun 14 2010, 10:49 PM
- - Davitus   ციტატა(ja_ja @ 14th June 2010 ...   Jun 15 2010, 05:58 PM
- - giga_st   Davitus ციტატა(Davitus @ 14th Ju...   Jun 17 2010, 12:43 PM
- - ja_ja   giga_st მე კვირას თანამ...   Jun 17 2010, 01:07 PM
- - STIG   ja_ja სადღაც კიდევ გე...   Jul 19 2010, 10:08 PM
- - STIG   მოკლედ დღეს დავშალ...   Jul 20 2010, 11:07 PM
- - Power_VANO   STIG ჩვენ დავუკვეთეთ ...   Jul 21 2010, 07:49 AM
- - ja_ja   STIG ციტატა(STIG @ 21st July 201...   Jul 21 2010, 08:40 AM
- - STIG   ციტატა(STIG @ 21st July 2010 ...   Jul 21 2010, 09:30 AM
- - ja_ja   STIG ციტატა(STIG @ 21st July 201...   Jul 21 2010, 12:00 PM
- - ja_ja   ვავა. ბაბა ვავა მო...   Jul 29 2010, 10:27 PM
- - geojorjika   დიდი ბოდიში მარა ე...   Jul 29 2010, 10:48 PM
- - giga_st   გიო მაგ რეზინები ბ...   Jul 29 2010, 11:23 PM
- - ja_ja   giga_st ციტატა(giga_st @ 30th Ju...   Jul 29 2010, 11:48 PM
- - giga_st   ja_ja მივადევნებ თვა...   Jul 30 2010, 01:19 AM
- - foxi   ამის გაცვლას მთავა...   Jul 30 2010, 01:45 AM
- - gregory   ხოო, ესეთი პრობლემ...   Jul 30 2010, 07:18 AM
- - Allstar   არადა ფაქტია არაფე...   Jul 30 2010, 08:39 AM
- - Power_VANO   ნუ ჯა_ჯას იდეალურა...   Jul 30 2010, 08:45 AM
- - tengo   ჩემი ნასოსიც გაიჭე...   Jul 30 2010, 09:07 AM
- - ja_ja   tengo ციტატა(tengo @ 30th July 2...   Jul 30 2010, 09:23 AM
- - gregory   არ ვიცი, არ ვიცი ეგ ...   Jul 30 2010, 09:49 AM
- - ja_ja   Allstar ისე ის მაინც მი...   Jul 30 2010, 09:56 AM
- - gregory   ხალხნო, ამ აურზაურ...   Jul 30 2010, 10:05 AM
- - Allstar   ხო აღვადგენ როგორმ...   Jul 30 2010, 10:07 AM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 30th Ju...   Jul 30 2010, 10:09 AM
- - Allstar   ოკ გასაგებია ....... მა...   Jul 30 2010, 12:39 PM
- - ja_ja   Allstar ციტატა(Allstar @ 30th Ju...   Jul 30 2010, 12:48 PM
- - gregory   ja_ja ციტატა(ja_ja @ 30th July 2...   Jul 30 2010, 02:40 PM
- - foxi   ისე ბატონო ტუმბოს ...   Jul 30 2010, 02:48 PM
- - gregory   ციტატა(kakha @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 03:13 PM
- - ja_ja   foxi ციტატა(kakha @ 30th July 20...   Jul 30 2010, 03:20 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 03:22 PM
- - dole   გამარჯობათ ყველას ...   Jul 30 2010, 03:24 PM
- - gregory   ციტატა(DOLENJA @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 03:50 PM
- - Power_VANO   dole ხელოუ ამ გვერდზ...   Jul 30 2010, 03:51 PM
- - dole   gregory ციტატაdole გაგიმა...   Jul 30 2010, 03:55 PM
- - Power_VANO   ციტატა(tengo @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 04:00 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 3...   Jul 30 2010, 04:51 PM
- - dole   კი მე ვარ ბატონი გ...   Jul 30 2010, 04:56 PM
- - ja_ja   dole ციტატა(DOLENJA @ 30th July ...   Jul 30 2010, 05:06 PM
- - dole   ნუ პრინციპში რასაც...   Jul 30 2010, 05:13 PM
- - gregory   ციტატა(DOLENJA @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 05:18 PM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 05:25 PM
- - giga_st   ვადასტურებ დაკვეთ...   Jul 30 2010, 07:00 PM
- - ja_ja   giga_st ციტატა(giga_st @ 30th Ju...   Jul 30 2010, 07:14 PM
- - giga_st   ja_ja მე აქა არა ვარ დ...   Jul 30 2010, 07:28 PM
- - Allstar   ისადა ეგ რეზინები ...   Jul 30 2010, 07:59 PM
- - gregory   ციტატა(Allstar @ 30th July 2010 ...   Jul 30 2010, 08:45 PM
- - Power_VANO   Allstar ან კი, ან არა. ან ...   Jul 30 2010, 10:09 PM
- - ja_ja   Allstar ციტატა(Allstar @ 30th Ju...   Jul 30 2010, 10:14 PM
- - ja_ja   მოკლედ მაინც სრული...   Jul 31 2010, 08:06 PM
- - geojorjika   საღოლ . ხომ ვამბობ ე...   Jul 31 2010, 08:34 PM
- - Allstar   აუ გაიხარე ჯაჯა ჯი...   Jul 31 2010, 08:38 PM
- - Power_VANO   ძალიან მაგარია ჯა_...   Jul 31 2010, 09:16 PM
- - ja_ja   Power_VANO ციტატა(Power_VANO @ 3...   Jul 31 2010, 09:30 PM
- - cz80   ჯაჯინსკიი... ტი სლუშ...   Jul 31 2010, 09:36 PM
- - Power_VANO   ja_ja ციტატა(ja_ja @ 31st July 2...   Jul 31 2010, 09:45 PM
- - Allstar   Power_VANO ოკ მარა ავლაბა...   Jul 31 2010, 09:46 PM
- - Power_VANO   UPDATE: ვიურტის სითხე ს...   Jul 31 2010, 09:50 PM
- - Allstar   Power_VANO ოკ დიდი მადლობ...   Jul 31 2010, 09:56 PM
- - Power_VANO   Allstar ტაოტი გრიგოლს უ...   Jul 31 2010, 11:03 PM
- - geojorjika   Allstar ციტატა(Allstar @ 31st Ju...   Aug 1 2010, 01:03 AM
- - gregory   ja_ja საღოლ შენ! კოდ...   Aug 1 2010, 08:42 AM
- - ja_ja   geojorjika ჯორჯიკ რეზინე...   Aug 1 2010, 11:35 AM
- - geojorjika   ja_ja თუ უეჭველი ჩამო...   Aug 1 2010, 07:19 PM
- - ja_ja   geojorjika ციტატა(giorgi @ 1st A...   Aug 1 2010, 09:05 PM
- - cz80   ჟანგის მოსაშორებლ...   Aug 1 2010, 10:09 PM
- - ja_ja   cz80 ციტატა(cz80 @ 1st August 20...   Aug 1 2010, 10:37 PM
- - Power_VANO   ციტატა(ja_ja @ 1st August 2010 ...   Aug 1 2010, 10:53 PM
- - dole   ერთი კითხვა მაქვს , ...   Aug 9 2010, 01:46 PM
2 გვერდი V   1 2 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 01:20 AM
Hosted by Pro-Service