გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> Crosman Storm XT იგივე Crosman Quest-ის მიმოხილვა
Hellados
პოსტი Jul 6 2010, 04:24 PM
პოსტი #1


მაძიებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 8-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Georgia
წევრი №: 352



მოკლედ ნანატრი რეპორტის დროც დადგა...

ესეიგი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ჩამომივიდა ჩემი Crosman Storm XT (იგივე Crosman Quest-ი)
თავიდანვე მინდა გითხრათ რომ ეს არის იგივე Crosman Quest-ი... საიტზეც კი ეწერათ რომ განსხვავება ქუესტს და Storm XT შორის მხოლოდ ოპტიკაშიაო (Storm XT-ს უკეთესი ოპტიკა მოჰყვება) მარა ყუთი რომ ჩამომივიდა და ყუთზეც Quest-ი რომ ეწერა და "ლიპუჩკა" ქაღალდებით იყო გადაკრული "STORM XT" ეგ იყო მაგარი smile.gif
ნუ რა თქმა უნდა ამისთვის არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია რადგან ვიცოდი რომ ამ ფასიანი ზდპ-ები ყველა ერთნაირები არიან და განსხვავების ნახვა რთული იქნებოდა...
ანუ ფაქტიურად ახლა მე Crosman Quest-ის რეპორტიც გამომდის გაითვალისწინეთ smile.gif


მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Storm XT
იარაღის კლასი: ზდპ
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3 კგ ოპტიკიანად
მთლიანი სიგრძე: 113 სმ
წინა სამიზნე: კი
ოპტიკა: 3-9x32 center point-ის ფირმის


პირველი გასვლა მოხდა სპონტანურად, იარაღის აღებისთანავე ჩავისვი ჩემი დეიდაშვილები მანქანაში და გავედით ავჭალისკენ, მოვნახეთ ღია ადგილი და შევუდექით იარაღის აწყობას...

თოფის პირველივე დანახვაზე ჩემს დეიდაშვილებს გაოცება დაეტყოთ სახეზე, არ ელოდნენ ასეთ ლამაზს შაშხანას. ორივე აქტიური მონადირეები არიან და კარაბინები, თოფები ავტომატები და ა.შ მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, აი პნევმატურ იარაღს კი ცოტა ირონიულად უყურებდნენ... აი სწორედ ამ ირონიის გაქარწ*ლება მინდოდა მეც smile.gif)

თოფის აწყობის პროცესში:












დავიწყე თოფზე დაკვირვება:
თოფი მართლა გამორჩეულად ლამაზია, მთლიანად ხით მოპირკეთებული, საკამოდ კარგი მასალით გაკეთებულ-დამუშავებული.. დიდი პროფესიონალი არ ვარ კონდახებში და ა.შ მარა ეტობა რომ კარგი ხეა და რაც მთავარია საკმაოდ ეფექტური ვიდი აქვს... კონდახის ბოლო მთავრდება რეზინის დაბოლოებით, ძალიან მოსახერხებელია. ალბათ ხით რომ ყოფილიყო ბოლომდე მოპირკეთებული ძალიან მალე გაცვდებოდა.. ასე კი მშვენიერია, დადებ მიწაზე ან სადაც გინდა და არაფერი უჭირს, არის მშვენივრად. ერთი ეგაა რომ რეზინს რაღაც თავისებური სპეციფიური სუნი ქვს, კაუჩუკის თუ რაღაცის, ნუ მოკლედ კონდახს თუ ზედ არ სუნე ან სახეში არ გირტყეს პრობლემა არაა biggrin.gif

თოფს მოჰყვა center point -ის ფირმის 3-9X32 ოპტიკა, თავისი სამაგრებით და ყველა საჭირო პრიბამბასით რა თქმა უნდა, სასწრაფოდ მივამაგრეთ ოპტიკა თოფზე და შევუდექით საქმეში გვენახა ოპტიკაც და თოფიც....

თოფის გადატენვა არაა დამღლელი და დიდი კუნთების ქონა არაა აუცილებელი, თუმცა მთლად რბილიაო და ბავშვიც უპრობლემოდ გადატენისო ვერც იმას ვერ იტყვი.
პირველმა გასროლამ ზუსტად ის შთაბეჭდილება დამიტოვა რასაც ველოდი, ხმა იყო არც ძალიან დიდი არც ძალიან პატარა... დარტყმაც ნორმალური, ისე რომ შემაწუხებელი იყოს ან ვერ იმორჩილებდე ამდაგვარი არაფერი... პირველივე სროლისას ვიგრძენი რომ ეს ის თოფი არ იყო რომელსაც მე ბავშვობაში ვისროდი (რუსული წარმოების იჟ-ი მაქვს მხედველობაში) ტყვია ისეთი შხუილით აპობდა ჰაერს რომ ეტყობოდა რასაც/ვისაც მოხვდებოდა კაი დღეს არ დააყრიდა.

შევუდექით მიზანში სროლას, სამიზნის როლს A4-ზე ამობეჭდილი სამინზე უზრუნველყოფდა. რამოდენიმე ტყვია გავისროლეთ და ყველა ერთი მიმართულებით მიდიოდა, დაახლოებით 10 სმ-ით გერდით სამიზნედან. დავარეგულირეთ ოპტიკა და ვცადეთ კიდევ ერთხელ.
სამიზნე დაახლოებით 15 მეტრზე იყო.. მიზანში კარგად წაიღო, თუმცა ჯერი არ გაგვიკეთებია, რადგან ქარი იყო ოდნავ და ხან სამიზნეს აგდებდა ხან ტყვიას უცვლიდა ტრაექტორიას... თანაც ხან ვინ ისროდა ხან ვინ და აზრიც არ ჰქონდა... მომავლისთვის გადავდე ჯერის გაკეთება, ამ ეტაპზე იარაღის "გაცნობით" შემოვიფარგლეთ.
ამასობაში ნელ ნელა შევედით მუღამში და დეიდაშვილმა აიღო და სიგარეტის "ბიჩოკი" დადო სამიზნედ.. ორი სროლიდან ორჯერვე გავარტყი რასაც ჩემი სიამოვნება და ჩემი დეიდაშვილების "ხედავ ბიჭო რა ნავაროჩინი პნევმატიკაა?" მოჰყვა ...

სროლის პროცესში:
ამ მანძილზე გავარტყი ორჯერ სიგარეტის ნამწვს..



თქვენი მონა მორჩილი


ხო მართლა ტყვიები Crosman -ის 10.5 გრანიანი ტყვიები მქონდა მუყაოს ყუთში რომ დევს 1250 ცალი აი ის, გრიგოლთან ნაყიდი smile.gif)

მოკლედ ეს პირველი გასვლა საკმაოდ მსუბუქი სახის იყო. პრაქტიკულად ღირებული არაფერიც არ გაგვიკეთებია... ცოტა ხნიანი სროლის შემდეგ ნელ ნელა წვიმამაც დაიწყო, ჩავალაგე ჩემი თოფი და წავედით სახლში იარაღის დასასველებლად...


PART 2

თოფი სახლში მედო დაახლოებით 3-4 დღე, ფაქტიურად აღარც მისვრია პირველი გასვლის მერე... ერთი სული მქონდა ნადირობაში გამომეცადა, არ გასულა ცოტა ხანი და სამსახურმა მამცნო რომ დასავლეთში მიწევდა მივლინებაშ წასვლა 2 კვირით, არც ვაციე და არც ვაცხელე ჩავაგდე ჩემი თოფი მანქანაში და მე და ჩემი თანამშრომელი დავადექით დასავლეთისკენ გზას.


ძლევაჲ საკვირველი

სენაკიდან ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე მინდორში დავლანდეთ ყვავები. გავაჩერეთ მანქანა, გადავტენე თოფი და ვცადე მიპარვა, სამწუხაროდ ყვანჩოებმა ახლოსაც კი არ მიმიშვეს, თეთრი პერანგს კილომეტრზე ხედავდნენ და მიფრინავდნენ...
რახანაც ყვავებზე დევნამ ვერაფრით გვახერია დავიწყეთ ალტერნატივის ძებნა, გავიხედ გამოვიხედეთ და გვერდით წყლის არხი დავინახეთ, ახლოს რომ მივედით აღმოვაჩინეთ რომ არხი ბაყაყებით იყო სავსე.
ბევრი აღარ გვიფიქრია და შევუდექით საქმეს biggrin.gif
მოკლედ რამდენსაც ვესროლეთ იმდენი ბაყაყი ამოვატრიალეთ, მართალია სამიზნე ძალიან ახლოს იყო, ხან 5 მეტრშიც კი მარა მაინც, სასიამოვნო იყო ბაყაყჩოებზე ნადირობა, თუმცა ცოტა მომაბეზრებელიც...





ამასობაში ჩემმა თანამშრომელმა ბოლოქანქარა ჩიტი დალანდა 15 მეტრში და ესროლა, საწყალ ჩიტუნას მოხვდა და აფართხალდა... სანამ ჩიტთან მივედით და დავხედეთ ჩემს გვერდით ბეღურა ჩამოჯდა, არც ვაციე არც ვაცხელე ვესროლე და ჩამოვაგდე (დაახლოებით 10 მ)







მოკლედ პირველმა ნადირობამ ძალიან გვასიამოვნა, ფრთები შეგვასხა და სტიმული მოგვეცა, უკვე ვიცოდით რა ძალასაც ვფლობდით ჩვენი პრნევმატიკის სახით და უკვე თავაწეულები ვეძებდით საკბილოს...

ორი დღის შემდეგ, ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე ხეზე შემომჯდარი ყვავი დავინახეთ (მანამდე ძალიან ბევრჯერ ვვცადეთ სხვადასხვა დროს მიპარვა ყვანჩოებთან მარა მანქანიდან გადმოსვლა და მათი დაფრთხობა ერთი იყო ხოლმე, ამიტომ ბოლოს მანქანით მიპარვაზე გადავედით და მხოლოდ მანქანიდან ვესროდით ჩაწეული შუშიდან)

ჩავუწიეთ შუშას და ნაპარნიკმა 5 ყვავიდან ერთ ერთს დაასვა მიზანი... ტკაც და ჩვენი ყვანჩო შურდულივით დაეშვა ძირს...
რა თქმა უნდა როგორც მონადირეებს სჩვევიათ აქაც მოვაწყეთ პატარა სამახსოვრო სურათების გადაღება და წამოვედით smile.gif)







ასე განმეორდა დაახლოებით 3-4ჯერ...
მოკლედ ამ ხნის განმავლობაში რაც მე მივლინებაში ვიყავი, 4 ყვანჩო და 4 ჩიტი მოვინადირეთ...
საქმე იმაშია მიზანი ბოლომდე კარგად გასწორებული არ მქონია. არც გვეცალა სამასხურის გამო მიზანში სროლები და ა.შ... ხშირად ლულაზე დამჯდარი ყვავისთვისაც ვერ მოგვირტყია... ბოლო დღეს კი მოვიცალეთ და გავედით ბუნებაში, სამიზნეს წამოღება დამავიწყდა და ამიტომ კოკაკოლას ბოთლი ჩავარჭე მიწაში, გადავზომე 25 ნაბიჯი და დავუწყე სროლა, ზოგო ტყვია ალთას წავიდა ზოგი ბალთას.. ნუ რამოდენიმე სროლის შემდეგ მივაღწიე იმას რომ ნახევარლიტრიან კოკაკოლის ბოთლს 10 დან 10-ს ვარტყავდი (უბრალო თურქული 2.50 ლარიანი ტყვიებით)
მოკლედ სამიზნეც გასწორებული გვქონდა მეტნაკლებად და დავიწყეთ ცოცხალი სამიზნის ძებნა. ფოთი სენაკის გზაზე რამოდენიმე ყვანჩო ჩამოვხსენით და წამოვედით თბილისისკენ...

მოკლედ რეზიუმე შემიძლია ასე გავაკეთო რომ ეს იარაღი საკმაოდ ძლიერია, საკმარისია რამეს მოხვდეს და ჩათვალეთ რომ თავის საქმეს ხუთიანზე შეასრულებს...

ყველაზე საინტერესო ისაა რომ ის ყვავები მოვკალი არა კროსმანის მძმიმე ტყვიით, არამედ 2.50 ლარიანი თურქული მსუბუქი ტყვიით. გვერდით თემაში nihontoman ვრცლად უწერია იმ ტყვიებზე ფართე რევიუ ამიტომ ამ თემაში მაგ ტყვიებზე არ შევჩერდები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ტყვიები მართლა სტაბილურად დაფრინავდნენ, მარაგში კროსმანის ტყვიებიც მქონდა წამოღებული მცირე ოდენობით მარა ფაქტიურად არც მისვრია, თურქულებით გავდიოდით იოლას smile.gif

სხვათა შორის ეს თურქული ტყვიები ძალიან თავისუფლად მიდიან თოფში, აი კროსმანის ტყვიები უფრო მჭიდროდ ჯდებიან და ოდნავ ხელის შეშველებაც უნდათ ხოლმე ხანდახან...


რეზიუმე:

მინუსებში რაც შემიძლია ჩავუთვალო თოფს ჩემი მხრიდან ისაა რომ არაა მთლად მსუბუქი, ოპტიკიანად ჩემი შაშხანა იწონის 3 კგ-ს, სანადიროდ კი ალბათ 2.5-ი მშვენიერი იქნებოდა. შეიძლება სხვა თოფები ამაზე მძიმეებიცა და არ უნდა ვამბობდე მარა მე ყოველ შემთხვევაში მაინც მესიამოვნებოდა ცოტა მსუბუქი რომ ყოფილიყო.

2-ჯერ იყო შემთხვევა რომ ყვავს მოხვდა და მაინც გაფრინდა, ამან ცოტა არ იყოს გამაკვირვა, შეიძლება სადმე კუდისკენ მოხვდა ან ფრტას შეეხო არ ვიცი ზუსტად, ან შეიძლება უცებ ვერც აღიქვეს რომ დაჭრილები იყვნენ მარა ფაქტია რომ ორივე მძიმედ მარა მაინც გაფრინდნენ, ერთი ტყვია კროსმანი ვესროლე, მეორე თურქული.

ოპტიკა მშვენივრად აახლოევებს სამიზნეს, თუმცა ერთი ვერ გავიგე რომ ხან რაღაც ბუნდოვანივით ხდება ძალიან რომ ვაახლოვებ
საერთო ჯამში მშვენიერი თოფია თავისი ფასით, საკმაოდ სოლიდური შესახედაობა აქვს და ძალიან ლამაზია ხელში ჭერისას. სხვაზე რომ მენახა ალბათ მეც მომინდებოდა ისეთია და ახლა მე რომ მიჭირავს ხელში ძალიან მაგარია smile.gif) ნამდვილად არ მინანია ამისი ყიდვა.

სამწუხაროდ დრო ვერ გამოვნახე რომ A4-ზე ამობეჭდილ სამიზნეზე გამესწორებინა მიზანი და ზუსტად ვერ ვამბობ როგორი სიზუსტით ისვრის ჩემი თოფი, თუმცა ბოლოს ისე გავასწორე კოკაკოლის ბოთლზე 25 მეტრში რომ კმაყოფილი ვარ.


პ.ს. თემა ჩავარედაქტირე და თუ რამე დარჩა ამოსაღები ან მომწერეთ ან თქვენით ამოიღეთ, კასტრირებულ თემაზე არ იყოს ახლა ღადაობები იცოდეთ biggrin.gif

და ბოლოს ჩემი თოფის სურათები:











>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
tengo
პოსტი Jul 7 2010, 09:04 PM
პოსტი #2


პროფესიონალი
******

ჯგუფი: Airgun.ge Club
პოსტები: 3,099
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi
წევრი №: 335



Hellados
გილოცავ შენაძენს!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- Hellados   Crosman Storm XT იგივე Crosman Quest-ის მიმოხილვა   Jul 6 2010, 04:24 PM
- - geojorjika   Hellados გილოცავ , დასაყ...   Jul 6 2010, 04:56 PM
- - gregory   გილოცავ! მაგარია...   Jul 6 2010, 05:09 PM
- - iorama   მეც გილოცავ რა თქმ...   Jul 6 2010, 05:35 PM
- - ja_ja   გილოცავ, მშვიდობაშ...   Jul 6 2010, 05:37 PM
- - bazuka   Hellados მოხარული ვარ, რ...   Jul 6 2010, 05:46 PM
- - Power_VANO   Hellados გილოცავ, გილოც...   Jul 6 2010, 06:02 PM
- - cz80   Hellados აბა მშვიდობაში...   Jul 6 2010, 06:08 PM
- - koknar   Hellados სიმძიმეს მაიდ...   Jul 6 2010, 06:08 PM
- - foxi   გილოცავ თოფს. მაგშ...   Jul 6 2010, 08:04 PM
- - tengo   Hellados გილოცავ შენაძ...   Jul 7 2010, 09:04 PM
- - nihontoman   გილოცავ, შენ წარმო...   Jul 7 2010, 09:17 PM
- - giga_st   გილოცავ შენაძენს   Jul 8 2010, 10:21 AM
- - Davitus   Hellados გილოცავ... წარმ...   Jul 8 2010, 11:22 PM
- - Rembo   გილოცავ , კარგი გემ...   Jul 9 2010, 12:24 AM
- - Power_VANO   Rembo როგორც Pate-მ გვითხ...   Jul 9 2010, 07:55 AM
- - foxi   ციტატა(Power_VANO @ 9th July 2010...   Jul 9 2010, 08:09 AM
- - Rembo   Power_VANO კი, მაგრამ რა ა...   Jul 9 2010, 02:24 PM
- - foxi   ციტატა(Rembo @ 9th July 2010 ...   Jul 9 2010, 06:48 PM
- - gela   ხოოოოდააა რაშიაა ა...   Jan 21 2011, 09:10 PM
|- - iorama   ციტატა(gela @ Jan 21 2011, 10...   Jan 21 2011, 09:28 PM
- - giorgi-RW1k77X2   gela მაგისი ახლო ბიძ...   Jan 21 2011, 09:28 PM
|- - iorama   ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Jan...   Jan 21 2011, 09:37 PM
- - giorgi-RW1k77X2   ციტატა(iorama @ 21st January 2011...   Jan 21 2011, 09:41 PM
- - gela   ლაშას გაუმარჯოოოს ...   Jan 21 2011, 09:47 PM
|- - iorama   ციტატა(gela @ Jan 21 2011, 10...   Jan 21 2011, 09:53 PM
|- - Der Rote Baron   ციტატა(gela @ Jan 21 2011, 10...   Jan 22 2011, 05:50 AM
- - giorgi-RW1k77X2   gela ველქომ! თემას ნ...   Jan 21 2011, 09:51 PM
- - gela   კიი ლააშ დღეს ვიყი...   Jan 21 2011, 10:34 PM
|- - nihontoman   ციტატა(gela @ Jan 21 2011, 11...   Jan 21 2011, 10:53 PM
- - gela   ეგ ყველაფერი კარგი...   Jan 21 2011, 10:59 PM
- - nihontoman   gela აქ ვერ იყიდი. უნდ...   Jan 21 2011, 11:02 PM
- - gela   მადლობა ჯიგარო, აბ...   Jan 21 2011, 11:10 PM
- - nihontoman   gela ყველა იაფასიან ზ...   Jan 21 2011, 11:16 PM
- - gela   არა რატო? ზუსტად გუ...   Jan 21 2011, 11:20 PM
- - nihontoman   gela ჰატსანის სასხლე...   Jan 21 2011, 11:27 PM
- - foxi   გილოცავ თოფს. რუსთ...   Jan 22 2011, 01:03 AM
- - gela   foxi მადლობა ჯიგარო, ...   Jan 22 2011, 10:32 AM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2025 - 03:04 PM
Hosted by Pro-Service