დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Crosman Storm XT იგივე Crosman Quest-ის მიმოხილვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
Hellados
მოკლედ ნანატრი რეპორტის დროც დადგა...

ესეიგი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ჩამომივიდა ჩემი Crosman Storm XT (იგივე Crosman Quest-ი)
თავიდანვე მინდა გითხრათ რომ ეს არის იგივე Crosman Quest-ი... საიტზეც კი ეწერათ რომ განსხვავება ქუესტს და Storm XT შორის მხოლოდ ოპტიკაშიაო (Storm XT-ს უკეთესი ოპტიკა მოჰყვება) მარა ყუთი რომ ჩამომივიდა და ყუთზეც Quest-ი რომ ეწერა და "ლიპუჩკა" ქაღალდებით იყო გადაკრული "STORM XT" ეგ იყო მაგარი smile.gif
ნუ რა თქმა უნდა ამისთვის არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია რადგან ვიცოდი რომ ამ ფასიანი ზდპ-ები ყველა ერთნაირები არიან და განსხვავების ნახვა რთული იქნებოდა...
ანუ ფაქტიურად ახლა მე Crosman Quest-ის რეპორტიც გამომდის გაითვალისწინეთ smile.gif


მწარმოებელი: Crosman
ბრენდის მარკა: Storm XT
იარაღის კლასი: ზდპ
კალიბრი: 0.177 იგივე 4.5 mm
წონა: 3 კგ ოპტიკიანად
მთლიანი სიგრძე: 113 სმ
წინა სამიზნე: კი
ოპტიკა: 3-9x32 center point-ის ფირმის


პირველი გასვლა მოხდა სპონტანურად, იარაღის აღებისთანავე ჩავისვი ჩემი დეიდაშვილები მანქანაში და გავედით ავჭალისკენ, მოვნახეთ ღია ადგილი და შევუდექით იარაღის აწყობას...

თოფის პირველივე დანახვაზე ჩემს დეიდაშვილებს გაოცება დაეტყოთ სახეზე, არ ელოდნენ ასეთ ლამაზს შაშხანას. ორივე აქტიური მონადირეები არიან და კარაბინები, თოფები ავტომატები და ა.შ მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, აი პნევმატურ იარაღს კი ცოტა ირონიულად უყურებდნენ... აი სწორედ ამ ირონიის გაქარწ*ლება მინდოდა მეც smile.gif)

თოფის აწყობის პროცესში:












დავიწყე თოფზე დაკვირვება:
თოფი მართლა გამორჩეულად ლამაზია, მთლიანად ხით მოპირკეთებული, საკამოდ კარგი მასალით გაკეთებულ-დამუშავებული.. დიდი პროფესიონალი არ ვარ კონდახებში და ა.შ მარა ეტობა რომ კარგი ხეა და რაც მთავარია საკმაოდ ეფექტური ვიდი აქვს... კონდახის ბოლო მთავრდება რეზინის დაბოლოებით, ძალიან მოსახერხებელია. ალბათ ხით რომ ყოფილიყო ბოლომდე მოპირკეთებული ძალიან მალე გაცვდებოდა.. ასე კი მშვენიერია, დადებ მიწაზე ან სადაც გინდა და არაფერი უჭირს, არის მშვენივრად. ერთი ეგაა რომ რეზინს რაღაც თავისებური სპეციფიური სუნი ქვს, კაუჩუკის თუ რაღაცის, ნუ მოკლედ კონდახს თუ ზედ არ სუნე ან სახეში არ გირტყეს პრობლემა არაა biggrin.gif

თოფს მოჰყვა center point -ის ფირმის 3-9X32 ოპტიკა, თავისი სამაგრებით და ყველა საჭირო პრიბამბასით რა თქმა უნდა, სასწრაფოდ მივამაგრეთ ოპტიკა თოფზე და შევუდექით საქმეში გვენახა ოპტიკაც და თოფიც....

თოფის გადატენვა არაა დამღლელი და დიდი კუნთების ქონა არაა აუცილებელი, თუმცა მთლად რბილიაო და ბავშვიც უპრობლემოდ გადატენისო ვერც იმას ვერ იტყვი.
პირველმა გასროლამ ზუსტად ის შთაბეჭდილება დამიტოვა რასაც ველოდი, ხმა იყო არც ძალიან დიდი არც ძალიან პატარა... დარტყმაც ნორმალური, ისე რომ შემაწუხებელი იყოს ან ვერ იმორჩილებდე ამდაგვარი არაფერი... პირველივე სროლისას ვიგრძენი რომ ეს ის თოფი არ იყო რომელსაც მე ბავშვობაში ვისროდი (რუსული წარმოების იჟ-ი მაქვს მხედველობაში) ტყვია ისეთი შხუილით აპობდა ჰაერს რომ ეტყობოდა რასაც/ვისაც მოხვდებოდა კაი დღეს არ დააყრიდა.

შევუდექით მიზანში სროლას, სამიზნის როლს A4-ზე ამობეჭდილი სამინზე უზრუნველყოფდა. რამოდენიმე ტყვია გავისროლეთ და ყველა ერთი მიმართულებით მიდიოდა, დაახლოებით 10 სმ-ით გერდით სამიზნედან. დავარეგულირეთ ოპტიკა და ვცადეთ კიდევ ერთხელ.
სამიზნე დაახლოებით 15 მეტრზე იყო.. მიზანში კარგად წაიღო, თუმცა ჯერი არ გაგვიკეთებია, რადგან ქარი იყო ოდნავ და ხან სამიზნეს აგდებდა ხან ტყვიას უცვლიდა ტრაექტორიას... თანაც ხან ვინ ისროდა ხან ვინ და აზრიც არ ჰქონდა... მომავლისთვის გადავდე ჯერის გაკეთება, ამ ეტაპზე იარაღის "გაცნობით" შემოვიფარგლეთ.
ამასობაში ნელ ნელა შევედით მუღამში და დეიდაშვილმა აიღო და სიგარეტის "ბიჩოკი" დადო სამიზნედ.. ორი სროლიდან ორჯერვე გავარტყი რასაც ჩემი სიამოვნება და ჩემი დეიდაშვილების "ხედავ ბიჭო რა ნავაროჩინი პნევმატიკაა?" მოჰყვა ...

სროლის პროცესში:
ამ მანძილზე გავარტყი ორჯერ სიგარეტის ნამწვს..



თქვენი მონა მორჩილი


ხო მართლა ტყვიები Crosman -ის 10.5 გრანიანი ტყვიები მქონდა მუყაოს ყუთში რომ დევს 1250 ცალი აი ის, გრიგოლთან ნაყიდი smile.gif)

მოკლედ ეს პირველი გასვლა საკმაოდ მსუბუქი სახის იყო. პრაქტიკულად ღირებული არაფერიც არ გაგვიკეთებია... ცოტა ხნიანი სროლის შემდეგ ნელ ნელა წვიმამაც დაიწყო, ჩავალაგე ჩემი თოფი და წავედით სახლში იარაღის დასასველებლად...


PART 2

თოფი სახლში მედო დაახლოებით 3-4 დღე, ფაქტიურად აღარც მისვრია პირველი გასვლის მერე... ერთი სული მქონდა ნადირობაში გამომეცადა, არ გასულა ცოტა ხანი და სამსახურმა მამცნო რომ დასავლეთში მიწევდა მივლინებაშ წასვლა 2 კვირით, არც ვაციე და არც ვაცხელე ჩავაგდე ჩემი თოფი მანქანაში და მე და ჩემი თანამშრომელი დავადექით დასავლეთისკენ გზას.


ძლევაჲ საკვირველი

სენაკიდან ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე მინდორში დავლანდეთ ყვავები. გავაჩერეთ მანქანა, გადავტენე თოფი და ვცადე მიპარვა, სამწუხაროდ ყვანჩოებმა ახლოსაც კი არ მიმიშვეს, თეთრი პერანგს კილომეტრზე ხედავდნენ და მიფრინავდნენ...
რახანაც ყვავებზე დევნამ ვერაფრით გვახერია დავიწყეთ ალტერნატივის ძებნა, გავიხედ გამოვიხედეთ და გვერდით წყლის არხი დავინახეთ, ახლოს რომ მივედით აღმოვაჩინეთ რომ არხი ბაყაყებით იყო სავსე.
ბევრი აღარ გვიფიქრია და შევუდექით საქმეს biggrin.gif
მოკლედ რამდენსაც ვესროლეთ იმდენი ბაყაყი ამოვატრიალეთ, მართალია სამიზნე ძალიან ახლოს იყო, ხან 5 მეტრშიც კი მარა მაინც, სასიამოვნო იყო ბაყაყჩოებზე ნადირობა, თუმცა ცოტა მომაბეზრებელიც...





ამასობაში ჩემმა თანამშრომელმა ბოლოქანქარა ჩიტი დალანდა 15 მეტრში და ესროლა, საწყალ ჩიტუნას მოხვდა და აფართხალდა... სანამ ჩიტთან მივედით და დავხედეთ ჩემს გვერდით ბეღურა ჩამოჯდა, არც ვაციე არც ვაცხელე ვესროლე და ჩამოვაგდე (დაახლოებით 10 მ)







მოკლედ პირველმა ნადირობამ ძალიან გვასიამოვნა, ფრთები შეგვასხა და სტიმული მოგვეცა, უკვე ვიცოდით რა ძალასაც ვფლობდით ჩვენი პრნევმატიკის სახით და უკვე თავაწეულები ვეძებდით საკბილოს...

ორი დღის შემდეგ, ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე ხეზე შემომჯდარი ყვავი დავინახეთ (მანამდე ძალიან ბევრჯერ ვვცადეთ სხვადასხვა დროს მიპარვა ყვანჩოებთან მარა მანქანიდან გადმოსვლა და მათი დაფრთხობა ერთი იყო ხოლმე, ამიტომ ბოლოს მანქანით მიპარვაზე გადავედით და მხოლოდ მანქანიდან ვესროდით ჩაწეული შუშიდან)

ჩავუწიეთ შუშას და ნაპარნიკმა 5 ყვავიდან ერთ ერთს დაასვა მიზანი... ტკაც და ჩვენი ყვანჩო შურდულივით დაეშვა ძირს...
რა თქმა უნდა როგორც მონადირეებს სჩვევიათ აქაც მოვაწყეთ პატარა სამახსოვრო სურათების გადაღება და წამოვედით smile.gif)







ასე განმეორდა დაახლოებით 3-4ჯერ...
მოკლედ ამ ხნის განმავლობაში რაც მე მივლინებაში ვიყავი, 4 ყვანჩო და 4 ჩიტი მოვინადირეთ...
საქმე იმაშია მიზანი ბოლომდე კარგად გასწორებული არ მქონია. არც გვეცალა სამასხურის გამო მიზანში სროლები და ა.შ... ხშირად ლულაზე დამჯდარი ყვავისთვისაც ვერ მოგვირტყია... ბოლო დღეს კი მოვიცალეთ და გავედით ბუნებაში, სამიზნეს წამოღება დამავიწყდა და ამიტომ კოკაკოლას ბოთლი ჩავარჭე მიწაში, გადავზომე 25 ნაბიჯი და დავუწყე სროლა, ზოგო ტყვია ალთას წავიდა ზოგი ბალთას.. ნუ რამოდენიმე სროლის შემდეგ მივაღწიე იმას რომ ნახევარლიტრიან კოკაკოლის ბოთლს 10 დან 10-ს ვარტყავდი (უბრალო თურქული 2.50 ლარიანი ტყვიებით)
მოკლედ სამიზნეც გასწორებული გვქონდა მეტნაკლებად და დავიწყეთ ცოცხალი სამიზნის ძებნა. ფოთი სენაკის გზაზე რამოდენიმე ყვანჩო ჩამოვხსენით და წამოვედით თბილისისკენ...

მოკლედ რეზიუმე შემიძლია ასე გავაკეთო რომ ეს იარაღი საკმაოდ ძლიერია, საკმარისია რამეს მოხვდეს და ჩათვალეთ რომ თავის საქმეს ხუთიანზე შეასრულებს...

ყველაზე საინტერესო ისაა რომ ის ყვავები მოვკალი არა კროსმანის მძმიმე ტყვიით, არამედ 2.50 ლარიანი თურქული მსუბუქი ტყვიით. გვერდით თემაში nihontoman ვრცლად უწერია იმ ტყვიებზე ფართე რევიუ ამიტომ ამ თემაში მაგ ტყვიებზე არ შევჩერდები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ტყვიები მართლა სტაბილურად დაფრინავდნენ, მარაგში კროსმანის ტყვიებიც მქონდა წამოღებული მცირე ოდენობით მარა ფაქტიურად არც მისვრია, თურქულებით გავდიოდით იოლას smile.gif

სხვათა შორის ეს თურქული ტყვიები ძალიან თავისუფლად მიდიან თოფში, აი კროსმანის ტყვიები უფრო მჭიდროდ ჯდებიან და ოდნავ ხელის შეშველებაც უნდათ ხოლმე ხანდახან...


რეზიუმე:

მინუსებში რაც შემიძლია ჩავუთვალო თოფს ჩემი მხრიდან ისაა რომ არაა მთლად მსუბუქი, ოპტიკიანად ჩემი შაშხანა იწონის 3 კგ-ს, სანადიროდ კი ალბათ 2.5-ი მშვენიერი იქნებოდა. შეიძლება სხვა თოფები ამაზე მძიმეებიცა და არ უნდა ვამბობდე მარა მე ყოველ შემთხვევაში მაინც მესიამოვნებოდა ცოტა მსუბუქი რომ ყოფილიყო.

2-ჯერ იყო შემთხვევა რომ ყვავს მოხვდა და მაინც გაფრინდა, ამან ცოტა არ იყოს გამაკვირვა, შეიძლება სადმე კუდისკენ მოხვდა ან ფრტას შეეხო არ ვიცი ზუსტად, ან შეიძლება უცებ ვერც აღიქვეს რომ დაჭრილები იყვნენ მარა ფაქტია რომ ორივე მძიმედ მარა მაინც გაფრინდნენ, ერთი ტყვია კროსმანი ვესროლე, მეორე თურქული.

ოპტიკა მშვენივრად აახლოევებს სამიზნეს, თუმცა ერთი ვერ გავიგე რომ ხან რაღაც ბუნდოვანივით ხდება ძალიან რომ ვაახლოვებ
საერთო ჯამში მშვენიერი თოფია თავისი ფასით, საკმაოდ სოლიდური შესახედაობა აქვს და ძალიან ლამაზია ხელში ჭერისას. სხვაზე რომ მენახა ალბათ მეც მომინდებოდა ისეთია და ახლა მე რომ მიჭირავს ხელში ძალიან მაგარია smile.gif) ნამდვილად არ მინანია ამისი ყიდვა.

სამწუხაროდ დრო ვერ გამოვნახე რომ A4-ზე ამობეჭდილ სამიზნეზე გამესწორებინა მიზანი და ზუსტად ვერ ვამბობ როგორი სიზუსტით ისვრის ჩემი თოფი, თუმცა ბოლოს ისე გავასწორე კოკაკოლის ბოთლზე 25 მეტრში რომ კმაყოფილი ვარ.


პ.ს. თემა ჩავარედაქტირე და თუ რამე დარჩა ამოსაღები ან მომწერეთ ან თქვენით ამოიღეთ, კასტრირებულ თემაზე არ იყოს ახლა ღადაობები იცოდეთ biggrin.gif

და ბოლოს ჩემი თოფის სურათები:











geojorjika
Hellados
გილოცავ , დასაყსისისთვის მშვენიერი ვრცელი რეპორტია დიდი მადლობა smile.gif
gregory
გილოცავ! მაგარია!
iorama
მეც გილოცავ რა თქმა უნდა.მიზნების მონადირებაში გაგელიოს.

მერე. გეტყობა მართლაც მაგრად გაგხარებია,რომ დეკონსერვაციაზე სიტყვაც არ დაგცდენია.

xxx xxx xxxx xxxx bla bla bla
ja_ja
გილოცავ, მშვიდობაში და 10-იანებში

ისე ყვავს რომ ესროლე და გაფრინდა ეგ ნუ გაგიკვირდება, განსაკუთრებით თურქული ტყვიების შემთხვევაში. მოკლედ მანდ ბუმბულია მაგარი მატყუარა, მიჩვევა უნდა სილუეტს სად უნდა ესროლო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაპარსავ, გააყრევინებ ბუმბულს და გაფრინდება biggrin.gif შენ კი ვერ გაიგებ... ნახევარი ბუმბული დატობა და მაინც გაფრინდაო biggrin.gif

თან მაგარი ჟივუშები არიან ეგ მამაძაღლები, შეიძლება დაიჭრას სასიკვდილოდ, მაგრამ გარკვეული მომენტი უძლებს და ყოფილა ჩემთცვევა გაუფრენია 200-300 მეტრი და ეცემა. აგერ CZ-მ საერთოდ მოხსნა ხიდან, აფრინდა (საერთოდ არ შეიმჩნია), აკრიფა სიმაღლე ლამის 100 მეტრი, გაფრინდა სადღაც 60-70 მეტრზე და უცებ მიხვდა რომ უნდა მომკვდარიყო.. biggrin.gif ეგრევე დაერჭო ნისკარტით ძირს. ეგეთი შემთხვევები ბევრია.

მოკლედ აწი სულ 10-იანებს გისურვებ...

ოპტიკა კი მინდორში არ სწორდება, ეგ მაგრა გაგაწვალებს smile.gif
bazuka
Hellados
მოხარული ვარ, რომ კმაყოფილი და აღფრთოვანებული ხარ შენი შაშხანით. გილოცავ
მარა წარმომიდგენია, დისკოს გასინჯვის შემდეგ რა ხასიათზე იქნები wink.gif



ციტატა(Hellados @ 6th July 2010 - 05:24 PM) *
ოპტიკა მშვენივრად აახლოევებს სამიზნეს, თუმცა ერთი ვერ გავიგე რომ ხან რაღაც ბუნდოვანივით ხდება ძალიან რომ ვაახლოვებ

ეს პარალაქსის უქონლობის ბრალია მემგონი.


ja_ja
ვახ გადავირიე, მეთქი ესკაცი რეებს წერს rofl.gifHellados



Power_VANO
Hellados
გილოცავ, გილოცავ, მშვიდობაში smile.gif

მაქსიმალურ ჯერადობაზე გამოსახულების გაბუნდოვნება კი ოპტიკის ბრალია. ყველა იაფფასიან ოპტიკას ეგ "დაავადება" სჭირს smile.gif
cz80
Hellados
აბა მშვიდობაში ახალი ფიშტო wink.gif
სულ სასურველი ტროფეების მონადირებაში smile.gif
koknar
Hellados

სიმძიმეს მაიდამაინც ნუ ემდური 3 კილო არაა მძიმე. ეგ თოფი რო უფრო მსუგუქი იყოს სიზუსტეში წააგებს (ინერცია თავისას შვება მაინც) ისე მშვენიერი ნაკეთობაა, ხეც კაი ხარისხისაა რასაც უყურებ. ჯგუფები დადე 20 მეტრაში ან 30 ში.... ველოდებით
foxi
გილოცავ თოფს. მაგშენაძენით ბევრი მოწამლე ალბათ, ჰოდა გრიგოლის საქმე გაუჩნდება. რჩევა თუგინდა თურქულ ტყვიებს
შეეშვი უხარისხოაბია როგორც მიზნისთვის ასევე ლულისთვის.(ლულის ნარზებს ამოლესავს, გასაწმენსი გაგიხდება ლულა.)
ასევე დეკონსერვაციაა აუცილებელი თორემ მანჟეტს და ზამბარას ბოლოს მოუღებ დროზე ადრე.
რეპორტისთვის მადლობა.
tengo
Hellados
გილოცავ შენაძენს!
nihontoman
გილოცავ, შენ წარმოიდგინე მაგისი კონდახი რომ მასე მოგეწონა, ვაირაუხს ან საერთოდ ეარარმსის ზ.დ.პ.-ებს როგორი ექნებათ.....

ჰა, ხო ხარ კმაყოფილი? თუ ტექნიკას დაამუღამებ ზ.დ.პ.-დან სროლისას, კიდევ უფრო კმაყოფილი დარჩები. ყვავი და კაჭკაჭი 70-80 მეტრაზე პრობლემა არ იქნება, მითუმეტეს მაგ ოპტიკით.

მოკლედ მზით გაცვითე...
giga_st
გილოცავ შენაძენს
Davitus
Hellados

გილოცავ... წარმატებულად და დანიშნულებისამებრ გამოგეყენებინოს

რეპორტისთვის მადლბა... კარგი გადმოცემის და თხრობის მანერა გაქვს, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, გეტყობა ქართული ენის მასწავლებელი რომ გიყვარდა smile.gif
Rembo
გილოცავ , კარგი გემოვნება გქონია, მაგარი შაშხანაა.მე განსაკუთრებით მისი კონდახი მომეწონა (ჩემ ჰატსანს მოუხდებოდაbiggrin.gif biggrin.gif ) მშვიდობაში wink.gif

პ.ს Pate ვარ, შემთხვევით ჩემი ძმის სახელით შემოვედი...
Power_VANO
Rembo
როგორც Pate-მ გვითხრა, შენ Remington Vantage უნდა გქონდეს, იქნებ არ დაიზარო და მიმოხილვა დადო მაგ თოფზე, საინტერესოა smile.gif
foxi
ციტატა(Power_VANO @ 9th July 2010 - 08:55 AM) *
Rembo
როგორც Pate-მ გვითხრა, შენ Remington Vantage უნდა გქონდეს, იქნებ არ დაიზარო და მიმოხილვა დადო მაგ თოფზე, საინტერესოა


მით უფრო საინტერესო იქნება, იმის გაგებაც გიყვარდა თუ არა, ქართული ენის გაკვეთილები. wink.gif
Rembo
Power_VANO
კი, მაგრამ რა აზრი აქვს?
Crosman Storm Xt და Remington vantage თითქმის ერთნაირი შაშხანებია.
მალე მე ვყუდულობ remington npss-ს და მის მიმოხილვას დავდებ, არ ჯობია?

foxi
ციტატა(kakha @ 9th July 2010 - 09:09 AM) *
მით უფრო საინტერესო იქნება, იმის გაგებაც გიყვარდა თუ არა, ქართული ენის გაკვეთილები.


შენ რა, ეჭვი გეპარება? biggrin.gif
foxi
ციტატა(Rembo @ 9th July 2010 - 03:24 PM) *
შენ რა, ეჭვი გეპარება?


მე ის უფრო მაინტერესებს თოფზე რეპოტი დაწერო,თორე დამიჯერე, გრამატიკის მასწავლებლობაზე თავის დამდები მოიძებნება. wink.gif
gela
ხოოოოდააა რაშიაა ახლაა სააქმეეე : ) გახსოვთ ალბათ ადრე ვიუწყებოდი რომ ყოველგვარი გაკითხვისა და რჩევის გარეშე ჰატსან 150 ვიყიდე თქო, ხოდა დრეს გავუყენე კუდიგორის გზას და მის შემცვლელად ვგონებ უკეთესი ვიყიდე, კროსმანის ქუესტი, 240 ლარი. თავისივე ოპტიკით, რადნოი რა : )) ხოოოდა რა მინდოდა მეთქვა : )) რაღაც ისეთი უდარნი არ მეჩვენება, იმ წინა თოფთან შედარებით როგორც ზარბაზანი და რაგატკა ისე მეჩვენება, თან მის პატრონს რომ ვკითხე დეკონსერვაცია თუ ჩაუტარე თქო, ეგ რაღა არისო biggrin.gif რეა ვიცი რეაა ვიცი, არა და რაღაც პლიუსები კი შევამჩნიე, არ გღლის ტარებით, ადვილად იტენება, მიზანში ბარაკუდა ჰანტერებით ვისროლე და ნორმალნო, ცუდი არ იყო : ) 27 ნაბიჯიდან 5 ბოთლს ხუთი სროლიდან ავხადე პროპკა, თუმცა ჰატსანი ბოლოს ისე მივიმუღამე ჯსბ დიაბლო მძიმეებით რომ ვთქვა იმით ვერ გავარტყამდი თქო ძააან გაბუქებული გამომივა : ) თან სასხლეტი ჰატსანის ბევრად მართალი კაცივით იყო ვიდრე ამის : )) ხოოდა რა მინდოდა მეთქვა არჩევანს მიწონებთ თუ? და კიდევ რაც მთავარია, რა ტყვიებს მირჩევდით მოყვასნო გამოცდილნო : )
iorama
ციტატა(gela @ Jan 21 2011, 10:10 PM) *
ხოოოოდააა რაშიაა ახლაა სააქმეეე : ) გახსოვთ ალბათ ადრე ვიუწყებოდი რომ ყოველგვარი გაკითხვისა და რჩევის გარეშე ჰატსან 150 ვიყიდე თქო, ხოდა დრეს გავუყენე კუდიგორის გზას და მის შემცვლელად ვგონებ უკეთესი ვიყიდე, კროსმანის ქუესტი, 240 ლარი. თავისივე ოპტიკით, რადნოი რა : )) ხოოოდა რა მინდოდა მეთქვა : )) რაღაც ისეთი უდარნი არ მეჩვენება, იმ წინა თოფთან შედარებით როგორც ზარბაზანი და რაგატკა ისე მეჩვენება, თან მის პატრონს რომ ვკითხე დეკონსერვაცია თუ ჩაუტარე თქო, ეგ რაღა არისო biggrin.gif რეა ვიცი რეაა ვიცი, არა და რაღაც პლიუსები კი შევამჩნიე, არ გღლის ტარებით, ადვილად იტენება, მიზანში ბარაკუდა ჰანტერებით ვისროლე და ნორმალნო, ცუდი არ იყო : ) 27 ნაბიჯიდან 5 ბოთლს ხუთი სროლიდან ავხადე პროპკა, თუმცა ჰატსანი ბოლოს ისე მივიმუღამე ჯსბ დიაბლო მძიმეებით რომ ვთქვა იმით ვერ გავარტყამდი თქო ძააან გაბუქებული გამომივა : ) თან სასხლეტი ჰატსანის ბევრად მართალი კაცივით იყო ვიდრე ამის : )) ხოოდა რა მინდოდა მეთქვა არჩევანს მიწონებთ თუ? და კიდევ რაც მთავარია, რა ტყვიებს მირჩევდით მოყვასნო გამოცდილნო : )



ყველა მასე იწყებს biggrin.gif

ლაშა ვარ გელა wink.gif

მე არ ვიცი ვისი ქვესტი ნახე 240 ლარად,მაგრამ აგერ ჩვენი ფორუმელი ყიდის 300 ლარად.კონსერვირებულიც არის და ძალიანაც კარგია. მაგ ფასში ალტერნატივა არ არის.თუ არის და იგივე კლასის
giorgi-RW1k77X2
gela

მაგისი ახლო ბიძაშვილი მეც მაქვს, საკმაოდ კარგი რამეა, განსაკუთრებით იმ ფასად, რაც შენ გადაგიხდია smile.gif

ციტატა(gela @ 21st January 2011 - 10:10 PM) *
რა ტყვიებს მირჩევდით მოყვასნო


გამოცდილი ხალხი რას გეტყვის არ ვიცი, მაგრამ მე ქროსმან პრემიერებს ვისვრი ხოლმე 10.5 გრანიანებს და საკმაოდ წარმატებულადაც მიაქვს smile.gif

და კიდევ, კინაღამ დამავიწყდა!

გილოცავ!
მშვიდობაში და მიზანში გარტყმაში !
სხვა ბევრი მოსალოცი თოფიც შეგმატებოდეს!!!

(ისე შენც რუსთაველი ხომ არ ხარ?)
iorama
ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Jan 21 2011, 10:28 PM) *
gela

(ისე შენც რუსთაველი ხომ არ ხარ?)



გაგიკვირდება და რუსთაველია biggrin.gif



გელას კი ვურჩევდი JSB მსუბუქები. გადასარევად ისვრის
giorgi-RW1k77X2
ციტატა(iorama @ 21st January 2011 - 10:37 PM) *
გელას კი ვურჩევდი JSB მსუბუქები. გადასარევად ისვრის


ზნაჩიტ მეც უნდა ვცადო. ეხლა ცროსმანის 7.4 გრანიანები მაქვს ნაყიდი და 2 თვეა ვერ გავსინჯე რა ! ამ დროის უქონლობას რა ვუთხარი...

ციტატა(iorama @ 21st January 2011 - 10:37 PM) *
გაგიკვირდება და რუსთაველია

მოკლედ, რუსთავი შეიარაღდა smile.gif
და მაშინ მგონი გელასაც ვიცნოოობ smile.gif
gela
ლაშას გაუმარჯოოოს , მეც მასე ვფიქრობდი ჯსბ მეყიდა ისევ : )) გიორგი შენ კიდევ რით ვეღარ მიცანი შე კაცოო. რუსტაველი ვარ აბა ვინ ვარ : )) გელა ვარ ვარდიძე, რაც მე და შენ ერთად დაგვიკრავს გიტარებზე ჰეავი მეტალი და როკი : )) შენ ხაშურის სიამაყევ შენა : ))
giorgi-RW1k77X2
gela

ველქომ!
თემას ნუღარ გავაოფებთ (ნახე PM) და ბიძია ადმინისტრატორ-მოდერატორებს ვთხოვ რომ ჩემი დატოვილი ნაგავი გაასუფთავონ.
iorama
ციტატა(gela @ Jan 21 2011, 10:47 PM) *
ლაშას გაუმარჯოოოს , მეც მასე ვფიქრობდი ჯსბ მეყიდა ისევ : ))

გიორგი შენ კიდევ რით ვეღარ მიცანი შე კაცოო. რუსტაველი ვარ აბა ვინ ვარ : )) გელა ვარ ვარდიძე, რაც მე და შენ ერთად დაგვიკრავს გიტარებზე ჰეავი მეტალი და როკი : )) შენ ხაშურის სიამაყევ შენა : ))



თოფი უკვე იყიდე? თუ იყიდე მაშინ არ დაგავიწყდეს,რომ მსუბუქი JSB exact.ანუ 17 ლარიანი


გიორგისთვის კი მეც უნდა მეკითხა მეტალისტობაზე biggrin.gif მარა მოკითხვები და ჩახუტებები სხვა თემაში თვარა ჩავიხუტებთ რაცხა-რაცხეებს აქანა
gela
კიი ლააშ დღეს ვიყიდე ეს თოფი კროსმანის ქუესტ 1000 და ხელშიც მემსუბუქება, რა თმა უნდა კაია რომ მსუბუქია, მაგრამ აი სასხლეტს რა ვუშველო ეგ არ ვიცი, ძაან ვერ გავუგე როდის ისვრის, , აი ჰატსანს უფრო დახვეწილი სასხლეტი ქონდა , ეს კიდევ რაღაც გაურკვევლად მუშაობს, რომ მოქაჩავ ვერ გაიგებ რა წამს გავარდება, ანუხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ, ის არ აქვს რაა, ნუ,,,,, რა ვიცი ვერც ვხსნი ნორმალურად biggrin.gif
nihontoman
ციტატა(gela @ Jan 21 2011, 11:34 PM) *
კიი ლააშ დღეს ვიყიდე ეს თოფი კროსმანის ქუესტ 1000 და ხელშიც მემსუბუქება, რა თმა უნდა კაია რომ მსუბუქია, მაგრამ აი სასხლეტს რა ვუშველო ეგ არ ვიცი, ძაან ვერ გავუგე როდის ისვრის, , აი ჰატსანს უფრო დახვეწილი სასხლეტი ქონდა , ეს კიდევ რაღაც გაურკვევლად მუშაობს, რომ მოქაჩავ ვერ გაიგებ რა წამს გავარდება, ანუხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ, ის არ აქვს რაა, ნუ,,,,, რა ვიცი ვერც ვხსნი ნორმალურად biggrin.gif



ეეეჰ, შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის შენი.

აი მაგის საშველი:

GRT III
gela
ეგ ყველაფერი კარგი ჩემო nihontoman მაგრამ აქ სად შეიძლება ეგ ვიყიდო ? იქნებ და ბარემ დაგეკვალიენებინე მაინც შენს გაზრდა გახარებას : )))
nihontoman
gela
აქ ვერ იყიდი.

უნდა გამოიწერო.
სამწუხაროდ სხვა გზა არაა....
gela
მადლობა ჯიგარო, აბა ახლა შევაწუხებ ახლობლებს ვინც ამის ჩამოტანაში დამეხმარება და : )) ისა და რა მინდოდა კიდევ მეთქვა, მგონი ფანტომებსაც მასეთი პრობლემა აქვთ ხომ? ანუ სასწაული და დაზიანებული არაფერია ამაში ?
nihontoman
gela
ყველა იაფასიან ზ.დ.პ.-ებს ეგ პრობლემა აქვთ, ფანტომი იქნება, ქვესტი, გამოს ბიგქეთი დთუ ჰატსანი. კაი სასხლეტი ვაირაუხებს და ეარარმსებს მოყვება biggrin.gif
gela
არა რატო? ზუსტად გუშინამდე ჰატსან 150 მქონდა და იმის სასხელტი კროსმანისაზე იმდენად დახვეწილი მეჩვენება როგორც pagani zonda ჯობია ვექტრას biggrin.gif
nihontoman
gela
ჰატსანის სასხლეტი იგივეა ვთქვათ ვაირაუხთან შედარებით როგორც ვექტრა და პაგანი ზონდა biggrin.gif


მარა ვაოფებთ უკვე. biggrin.gif


ტყვიები მართლა ჯსბ მოსწონს ძაან, მსუბუქი ეკზაკტები ფანტომებს და ქვესტებს. ჩემსას ყოველ შემთხვევაში ძაან მოეწონა.
foxi
გილოცავ თოფს. რუსთაველი აირგანელები აღარ ვხუმრობთ აი. drinks.gif

ისე უფულობას რა უთხარი თორე jsb უნდა ვისროდე? crosman ის ტყვიებს გირჩევ.
Der Rote Baron
ციტატა(gela @ Jan 21 2011, 10:47 PM) *
რაც მე და შენ ერთად დაგვიკრავს გიტარებზე ჰეავი მეტალი და როკი : ))

ვა.. აქ რა ხლხი ყოფილა ტო.. good.gif

მოკლეთ რა ხართ ეს რუსთაველები რა biggrin.gif შემოგევლეთ drinks.gif

პ.ს შენი და Steve Vai-ს გიტარა რა მაგრად გავს..
gela
foxi მადლობა ჯიგარო, დღეს ვიყიდე ჯსბ დიაბლო მსუბუქები, ჯერ სამსახურში ვარ, საღამოს ვნახავ ერთი ორის გავისვრი აბა ერთი რას იზამს ეს ტყვიები და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ საღამოსთვის, ხვალ კი მე და იორამამ უნდა დავტესტოთ გულიანად ჩემი კროსმანი და ვნახოთ აბა : )
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.