![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
ჰოო თემებს სათაურებს ვაძლევ ნუ იტყვი რომ, მოგინდეს ვეღარ იპოვი ![]() მოკლედ ასე იყო თუ ისე, მოიდა შაბათი, შესაბამის თემაში დაიწყო აბა რა ვქნათ სად გავიდეთ რა გავაკეთოთ... დამასწრო ატეხვა CZ-მ, თუმცა მაგას ვინ რას დაასწრებს ![]() შეიარაღებაში 2 დისკო 2 მარადიორი, პლიუს პატარა ტექნიკური პრიბამბასები, ნუ იდეაში მანძილმზომი (თუმცა ელ-კვება დაცლილი იყო და ბატარეა გზად ვიყიდეთ). აქვე დავძენ, რომ გზად ვიყიდეთ პაწა საჭმელი და ცოტა წყალი, ეს უკანასკნელი საკმაოდ მწვავედ ვიგრძენით ![]() მოკლედ ასე იყო თუ ისე გავედით აღმოსავლეთისკენ, გავცდით რუსთავს, გავცდით მარნეულს და... და ჩვენს ნავიგატორ და მამოძრავებელ ძლას ბატონ დავითუსს გზა აერია ![]() ![]() ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად მინახია ![]() ![]() ვეცით კამერას, ვაჩერებთ ჩეზეს, ერთი იძახის ესროლე, მეორე არ ესროლო, მესამე იღებს, მეოთხე მანქანიდან ვერ გადმოდის, მოკლედ ჩვენ იქ საცოდაობაში ვიყავით ![]() მარა შავ კარდინალებს ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ. ჩეზემ ვერ მოითბინა და გავარდა პირველი ტყვია, აიშალა ხე და გაშავდა ცა ![]() ![]() ისე გამოსული ქალაქელი რუხი კარდინალებისგან განსხვავებით (ერთი დღეს დილით აივნიდან ავაყირავე ვესტერნის სტილში, ნათელი დაადგეს მის მჩხავანა ფრთებს ![]() ![]() ჰაერში 80% ტრიალებდა მარა დანარჩენი 20% იქეთ აქედან ისევ ხეებზე ჯდებოდა, როგორც გაირკვა ბინათმშენებლობა ჰქონიათ იმ ხეზე, ალბათ უკანონოდ აივნების გაფართოებაზე ჩალიჩობდნენ და ჩაყრილი ფულის მიტოვეა არ უნდოდათ. ასე იყო თუ ისე, წავიდა მეორე გასროლა მესამე და... ![]() სხვათაშორის ჩავიწერეთ სადღაც 5 ვიდეო ფაილი მარა რათ გინდა ![]() ![]() მოკლედ აგერაა ეს გაუგებრობა, გთავაზობთ მხოლოდ ერთ ვიდეოს, რომ გაიგოთ რამდენად უაზრო იქნებოდა დანარჩენი ვიდეოები დამედო ან მათ დაჭრა გაკერვაზე მეჩალიჩა, ცარიელი ნერვების დაწყვეტაა ბოლოს ყვალა გადმოვლაგდით მანქანიდან და ვისაც რომელი ყვანჩო მოეწონებოდა იქეთ ისროდა. დისტანცია საშუალოდ 50 მეტრი, ყვანჩოებიც მიმართავდნენ თავდაცვის მეთოდებს, ანუ ტყვიაგაუმტარ ტოტებს ეფარებოდნენ, მაგრამ მათი ბრონირებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა შედეგად ეს უბედურები ცვიოდნენ ვითარცა გადამწიფებული კარალიოკები... ან ლეღვები, რავიცი ვისაც რა უფრო მოგწონთ წარმოსადგენად ![]() ![]() პირველი აურზაურისა და მოსავლის ჩამოყრის შემდეგ დავითუსმა ყანებიდან პირველი მოსავალი გამოიტანა, აღმოჩნდა კაი 6 ცალი შავი ინდაური, კიდევ ჩამოვყარეთ და კიდევ დაემატე, ბოლოს მეც მომიწია ერთერთი მოსავლის ასაკრეფად გასვლა და ის ის იყო 5 ცალი ავაგროვე, უკან მობრუნებას ვაპირებდი, რომ საზიზღარმა დავითუსმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა გართობისთვის, აიღო და კიდევ ერთ მფრინავ ჯიხვს ჩაახუტა 10.5 გრანი, ამ დროს მწიფე კარალიოკი ძირს მოფრინავს, მე მოსავალს ვაგროვებ, ის ის იყო შევტრიალდი და ზურგს უკან.... კაიხანია დავიწყებული მქონდა რა ხმით ებერტყება ეს ლამაზი არსება, თან ვიცანი, თან გამიხარდა, თან გადავწყვიტე წამომეყვანა და ჩქარა გამოვცილებოდი ხეს, რომ შემდეგი ნაყოფი მე არ დამცემოდა ნისკარტ მომართულ მდგომარეობაში ![]() პირველი მონადირების შედეგის დროს გადავიღეთ აი ეს: მარა რა ვიცოდით რომ კიდევ გავაგრძელებდით, შედეგად გადავიღეთ აი ეს სურათები ვიდეო კოლაჟის გარეშე ![]() დავამატეთ თოფები ![]() ![]() დავამატეთ მსროლელი, რომელმაც მისივე თქმით ამ ყვავიდან ვერცერთს ვერ გაარტყა, ასე რომ ჩავთვალოთ მასშტაბისთვისაა ჯორჯიკა აქინე ![]() ![]() და ბოლოს დავემატე მე ![]() აქ ჩემს სახელზე სულ 2 ცალია, ნაწილი დავითუსის სახელზე და ძირითადი მასა სისხლისმხმელ CZ80-ზე ![]() სხვათაშორის ყველა გამვლელი მანქაა პირდაღებული გვიყურებდა, რას აკეთებენ აი აბდალა ქალაქელებიო ![]() სხვათაშორის ფოტო სესიების დამთავრების შემდეგ, გამოჩნდა ადგილობრივი მაცხოვრებელი, აუღწერელი ბედნიერი სახით (ამ დროს ჩვენ ნადავლს ცელოფნის პაკეტში ვალაგებდით), აშკარად ვერ ხვდებოდა თუ რისი მეშვეობით ჩამოიყარა ეს ფრინველები, მაგრამ აინტერესებდა, პატარა გამოკითხვის შემდეგ, ჩვენი მაცხოვრეელი გაემართა იმ ხის ძირს სადაც ძირითადი მასა იყო ჩამოყრილი, სავარაუდოდ იმ იმედად, რომ რამდენიმე თვითონ დაეთრია ერთი ორი ჩამოგდებული ნაყოფი. აი რათ უნდოდა ეგ უკვე მეორე საკითხია. ჩვენ კი ვხუმრობდით, რომ შაკიკის სამკურნალო მაზია გასაკეთებელი ამ ნადავლიდან, განსაკუთრებით კი ფასობს ყვავის ახლად მოხდილი ქონი. ეს შაყირი ბოლოს CZ-ს ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებისას სერიოზულად განიხილავდა ყვავის ქონის გაყიდვას Mymarket.ge-ზე, მაინც ყველანაირი ნაგავი დევს მაგ საიტზე და რაც მთავარია იყიდება და ყვავის ქონი რატომ არ უნდა გაიყიდოს ![]() ![]() ამ ნადირობის მერე გავაგრძელეთ ჩვენი შაბათის გასეირნება თუმცა ეს უკვე მეორე საკითხია და ამ თემის გაგრძელებას მხოლოდ დახურულ განყოფილებაში ვიხილავთ, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვეღარ მოვასწრებ დადებას, ალბათ ხვალ დავდებ, ან დღის განმავლობაში ან საღამოს.
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ზუსტი მსროლელი ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 7-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 5 ![]() |
ჯაჯა საიდან ჩითავ ამ თემების დასახელებეებს ერთ 7 - ჯერ წავიკითხე უკვე ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th May 2025 - 01:47 PM |
Hosted by Pro-Service |