![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
მოკლედ მაწუხებს ეს თვენი იდეები მოდერზე, მინდა ყველანაირად უნივერსალური გამოვიდეს, მაგრამ ჯერ ნელნელა ვიღებ აბაროტებს. ესეიგი გამოიყენება ალუმინის მილი, სისქე დაყვანილია 1.6 მილიმეტრზე სიგრძე 150 მილიმეტრი, გარე დიამეტრი 21 მილიმეტრი (22-იანი იყო მარა 1 მმ ავათალე), შიდა დიამეტრი 17.8 მილიმეტრი ეს მილი ![]() ეს მილის ჭრილი ![]() შემდეგ ეს საყვარელი მილი ჯდება გადამყვანზე რომელის დისკოზე დასვავს ამ მილს. ნუ ეს გადამყვანი ცოტაოდენ ჩემებურად გამოვთალე, ანუ აქვს ორი ზომის ხვრელი, მილში შემავალ ადგილზე 8 მილიმეტრიანი ხვრელია, დისკოს მხრიდან კი 11 მილიმეტრია, ანუ სტოპორის ვარიანტი გავაკეტე რომ დისკოზე უაზროდ არ შეჯდეს გადამყვანი. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე რით ამოვიღო მომრგვალება ისეთი როგორიც გააკეთა norika-მ და Davitus-მა თავის მოდერებზე. რაღაცას მოვიფიქრებ, თუ არა და პირდაპირ სწორ ანათალს გადაკეთებ როგორც Daviti-ს მოდერზეა. ეს გადამყვანის მთლიანი ხედი ![]() ხვრელი დისკოს მხრიდან ![]() ხვრელი და ჩამოსაჯდომი მილის მხრიდან ![]() დააგვირგვინებს კონსტრუქციას ხუფი, ხვრელი 5.5-იანი ბურღით, დამუშავების მერე რეალობაში ხვრელი გამოვიდა 5.7 მილიმეტრი, ნუ მაგ ხუფზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ აგერაა, რაღაც "ნაკატკის" ჩანასახით ![]() ![]() და რა თქმა უნდა ჭიქები, ჭიქები გაკეთდება აი ამ ღერძიდან ![]() ახლა რა როგორ იქნება რეალიზებული როგორც ხედავთ რეზბა არსად არაა მოჭრილი, ყველა დეტალი მიკრონებშია გამოთლილი, ერთმანეთში ჯდება სუპერ მყარად, არანაირი ყანყალი და ასე შედმეგ. სპესიალურად გადამყვანზე დავსვი გამოთლილი მილი (ისე მყარად ჯდება რომ მერე მთელი ომია ჩასატარებელი რომ დააშორო ერთმანეთს), ჩავსვი პატრონაში და მივეცი მაქსიმალური ბრუნი, ოდნავი გადახრაც არაა ღერძიდან ანუ ყანყალი ქნევა, რუსულად "ბიენიე", არ არსებობს. ცენტრირება უნივერსალურია. მიუხედავად მყარი შეერთებისა მაგას არ დავჯერდები და ეს ორი დეტალი ერთმანეთზე M4 ვინტებით დამაგრდება, ვინტები იქნება ისეთი როგორიც დისკოს რვიანზე გამოიყენება, ოღონდ მეტრული, ანუ ექვსკუთხედით იქნება მოჭერა მოშვება. იგივე პრინციპით დამაგრდება წინა ხუფიც და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოდერის დაშლა. მოდერი დისკოზე იგივე M4 ვინტებით დამაგრდება სულ მოდერზე გამოყენებული იქნება 6 ცალი M4 ვინტი. ჰო მართლა, ყველა მასალა ნაყიდია El-Java-ზე, ბევრი ჩალიჩის მერე მაინც ვერ გავიგე რა მარკის ლითონია, მეუბნება დურალია, მაგრამ რომელი არ ვიციო, შეიძLება იყოს D16 მაგრამ ეგ არის თუ არა არ ვიციო. მეორე ცუდი ამბავი ისაა რომ მილი რაც ვიყიდე 50 სანტიმეტრი, ეგ იყო 3 დღის წინ მაქსიმუმი მთელს El-Java-ზე, იმედია კიდევ გაიჩითება ![]() რაც შეეხება ფერს... სავარაუდოდ ან ვერცხლისფერს დავტოვებ, ან საღებავით გადავღებავ, ამ მომენტისთვის მე შემუშავებული არ მაქვს გალვანური მეთოდი, ან ანოდირების პროცესი ასე რომ იქნება ისეთი როგორიც ვთქვ, მაქსიმუმ მე რომ მაქცს გასაშავებელი სითხე ის გამოვიყენო, მაგრამ მაგის გამოყენების წინ ცხიმის და ნარჩენების მოსაცილებელი სითხეა გამოსაყენებელი, რომელიც მე არ მაქვს... ნუ რას იტყვით ვარგა თუ არ ვარგა, რაიმე კონსტრუქციულ ცვლილებას ხომ არ შემომთავაზებდით???
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,351 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
გუშინ სანამ წავიდოდით გასვლაზე აი ამეების გამოთლაც მოვასწარი: ![]() ჭიქის კედლის სისქე 1.94 მილიმეტრი, 1 მილიმეტრიანი კედლები ძალიან სახლაფორთოა, ასე რომ ჯერჯერობით გავჩერდი 2 მილიმეტრზე. ტექნოპროცესის დამუღამებასთან ერთად ალბათ სისქესაც შევამცირებ. მოკლედ დარჩა 2-3 საქმე: 1) ფრეზის საქმე ღიობისამოსაღებად რომ რეზიკს არ ედებოდეს გადამყვანი 2) ტრუბის, გადამყვანის და ხუფის ვინტებით დამაგრება 3) გადაღებვა მოკელდ სამშაბათ ოთხშაბათს რაცხა ინსტრუმენტარიუმს ველოდები დრემელისთვის რომელიც იმედია დამეხმარება ვინტების დირკების დასმაში. გადაღებვა ჯერ მხოლოდ ნიტრო სარებავით, არამდგრადია, მაგრამ ჯერ ამ მომენტისთვის ყველაზე იოლია... და ბოლოს ფრეზი.... ჰოოო ჯერ აქ ისევ თავს ვიფხან ![]() მანამდე კი წონითი ერტეულები: მილი - 38.57 გრამი გადამყვანი - 40.59 გრამი ხუფი - 9.83 ჭიქები - 13.9 გრამი სულ ჯამში: 102.89 მართალია კარბონივით მსუბუქი არ გამოდის, მაგრამ მაინც მსუბუქია, თან იდეაში ეს მოდელი ცოტა გრძელია, შემდგომში შეიძLება შემოკლებაც და ავტომატურად უფრო მსუბუქიც იქნება.
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 10:36 PM |
Hosted by Pro-Service |