დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მოდერის იდეები
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
გვერდი: 1, 2
ja_ja
მოკლედ მაწუხებს ეს თვენი იდეები მოდერზე, მინდა ყველანაირად უნივერსალური გამოვიდეს, მაგრამ ჯერ ნელნელა ვიღებ აბაროტებს.

ესეიგი გამოიყენება ალუმინის მილი, სისქე დაყვანილია 1.6 მილიმეტრზე სიგრძე 150 მილიმეტრი, გარე დიამეტრი 21 მილიმეტრი (22-იანი იყო მარა 1 მმ ავათალე), შიდა დიამეტრი 17.8 მილიმეტრი

ეს მილი


ეს მილის ჭრილი


შემდეგ ეს საყვარელი მილი ჯდება გადამყვანზე რომელის დისკოზე დასვავს ამ მილს. ნუ ეს გადამყვანი ცოტაოდენ ჩემებურად გამოვთალე, ანუ აქვს ორი ზომის ხვრელი, მილში შემავალ ადგილზე 8 მილიმეტრიანი ხვრელია, დისკოს მხრიდან კი 11 მილიმეტრია, ანუ სტოპორის ვარიანტი გავაკეტე რომ დისკოზე უაზროდ არ შეჯდეს გადამყვანი. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე რით ამოვიღო მომრგვალება ისეთი როგორიც გააკეთა norika-მ და Davitus-მა თავის მოდერებზე. რაღაცას მოვიფიქრებ, თუ არა და პირდაპირ სწორ ანათალს გადაკეთებ როგორც Daviti-ს მოდერზეა.

ეს გადამყვანის მთლიანი ხედი


ხვრელი დისკოს მხრიდან


ხვრელი და ჩამოსაჯდომი მილის მხრიდან


დააგვირგვინებს კონსტრუქციას ხუფი, ხვრელი 5.5-იანი ბურღით, დამუშავების მერე რეალობაში ხვრელი გამოვიდა 5.7 მილიმეტრი, ნუ მაგ ხუფზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ აგერაა, რაღაც "ნაკატკის" ჩანასახით biggrin.gif


და რა თქმა უნდა ჭიქები, ჭიქები გაკეთდება აი ამ ღერძიდან





ახლა რა როგორ იქნება რეალიზებული

როგორც ხედავთ რეზბა არსად არაა მოჭრილი, ყველა დეტალი მიკრონებშია გამოთლილი, ერთმანეთში ჯდება სუპერ მყარად, არანაირი ყანყალი და ასე შედმეგ. სპესიალურად გადამყვანზე დავსვი გამოთლილი მილი (ისე მყარად ჯდება რომ მერე მთელი ომია ჩასატარებელი რომ დააშორო ერთმანეთს), ჩავსვი პატრონაში და მივეცი მაქსიმალური ბრუნი, ოდნავი გადახრაც არაა ღერძიდან ანუ ყანყალი ქნევა, რუსულად "ბიენიე", არ არსებობს. ცენტრირება უნივერსალურია.

მიუხედავად მყარი შეერთებისა მაგას არ დავჯერდები და ეს ორი დეტალი ერთმანეთზე M4 ვინტებით დამაგრდება, ვინტები იქნება ისეთი როგორიც დისკოს რვიანზე გამოიყენება, ოღონდ მეტრული, ანუ ექვსკუთხედით იქნება მოჭერა მოშვება.

იგივე პრინციპით დამაგრდება წინა ხუფიც და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მოდერის დაშლა. მოდერი დისკოზე იგივე M4 ვინტებით დამაგრდება სულ მოდერზე გამოყენებული იქნება 6 ცალი M4 ვინტი.

ჰო მართლა, ყველა მასალა ნაყიდია El-Java-ზე, ბევრი ჩალიჩის მერე მაინც ვერ გავიგე რა მარკის ლითონია, მეუბნება დურალია, მაგრამ რომელი არ ვიციო, შეიძLება იყოს D16 მაგრამ ეგ არის თუ არა არ ვიციო. მეორე ცუდი ამბავი ისაა რომ მილი რაც ვიყიდე 50 სანტიმეტრი, ეგ იყო 3 დღის წინ მაქსიმუმი მთელს El-Java-ზე, იმედია კიდევ გაიჩითება smile.gif

რაც შეეხება ფერს... სავარაუდოდ ან ვერცხლისფერს დავტოვებ, ან საღებავით გადავღებავ, ამ მომენტისთვის მე შემუშავებული არ მაქვს გალვანური მეთოდი, ან ანოდირების პროცესი ასე რომ იქნება ისეთი როგორიც ვთქვ, მაქსიმუმ მე რომ მაქცს გასაშავებელი სითხე ის გამოვიყენო, მაგრამ მაგის გამოყენების წინ ცხიმის და ნარჩენების მოსაცილებელი სითხეა გამოსაყენებელი, რომელიც მე არ მაქვს...

ნუ რას იტყვით ვარგა თუ არ ვარგა, რაიმე კონსტრუქციულ ცვლილებას ხომ არ შემომთავაზებდით???

geojorjika
ja_ja
ძლიან კარგია გილოცავ smile.gif

შეკვეთების მიღებას როდის დაიწყებ? smile.gif
ja_ja
ჰო სულ დამავიწყდა ამ მომენტისთვის მხოლოდ ალუმინის დეტალები იწონის 97.4 გრამს, და სავარაუდოდ კიდევ შემცირდება (ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს თუ გამოვიდა ჩანაფიქრი).

geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd June 2010 - 10:06 AM) *
ძლიან კარგია გილოცავ

დანქე ბელლ

ციტატა(giorgi @ 23rd June 2010 - 10:06 AM) *
შეკვეთების მიღებას როდის დაიწყებ?

მაიცა კაცო ჯერ ეს მოვრჩე biggrin.gif
Davitus
მდაა... ახრინეწ... მილის დეტალიზაციაზეც კი ვატყობ რომ ძალიან მაგარი დაზგა გაქვს, ალუმინის დამუშავება რაც კი მინახავს, ასეთი კარგი და ხარისხიანი დამუშავების არცერთი არ ყოფილა

ვერაფერს ვიტყვი. ბრავო, ბრავო და კიდევ ერთხელ ბრავო!
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2010 - 10:12 AM) *
ნუ რას იტყვით ვარგა თუ არ ვარგა, რაიმე კონსტრუქციულ ცვლილებას ხომ არ შემომთავაზებდით???

ვფიქრობ ძალიან ეფექტური იქნება, მოცულობაც მაქსიმალურად გაქვს გამოყენებული.
Power_VANO
ვაა მართლა რა სუფთა ნამუშევარია! მშვენიერია ჯა_ჯ, ოქროს ხელები გაქვს smile.gif


კონსტრუქციაც იმხო კარგი მოფიქრებულია, საბოლოო პროდუქტი იქნება ძალიან, ძალიან საინტერესო, შედეგები ანუ. როდისთვის გეგმავ მიახლოებით დასრულებას?
cz80
ja_ja
საღოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! wink.gif
foxi
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2010 - 09:34 AM) *
თუ არა და პირდაპირ სწორ ანათალს გადაკეთებ


არიქნება ურიგო. შეგირდებს არაიყვან რამე როიყოს? ერთი სიტყვით ყველა ვარიანტში შენს გვერდით მიგულე.ეგ იდეა არმიატოვო,
თუ რამით შემიძლია დახმარება მარტო მითხარი. (ფინანსური,ფიზიკური.) რაცშეეხება მაგის გამუქების პროცეს,ძალიან მაგრად აქვს
დამუღამებული ჩვენ თანაფორუმელს კაკას.ასერომ მოდერის დასრულებამდეც შეგვიძლია გამუქება.
bazuka
ja_ja
მშვენიერია, თან კარგადაც დაგიმუღამებია საღოლ.
ისე თავად მილის სისქე ცოოტა დიდი მეჩვენება თუ ეგრეა??

ციტატა(ja_ja @ 23rd June 2010 - 09:34 AM) *
სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოვიფიქრე რით ამოვიღო მომრგვალება ისეთი როგორიც გააკეთა norika-მ და Davitus-მა თავის მოდერებზე.

ასიმეტრიულ მოდერზე არ გიფიქრია??
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 23rd June 2010 - 03:48 PM) *
ასიმეტრიულ მოდერზე არ გიფიქრია??

მაიცა რა იზდევაიშსია biggrin.gif ჯერ ჩვეულებრივი მოვრჩე შეკაცო biggrin.gif, პლიუს ასიმეტრულს დამატებითი დეტალები სჭირდება....

ციტატა(bazuka @ 23rd June 2010 - 03:48 PM) *
ისე თავად მილის სისქე ცოოტა დიდი მეჩვენება თუ ეგრეა??

აქ ჩანს სქელი, ელექტრონული საზომით რომ ვზიმავ მიჩვენებს 1.6 ან 1.61 მილიემტრს, მაგაზე თხელი რა გავაკეთო?? მარადიორის შრაუდერი 1.56 მილიმეტრია...
აიღე აქ მოყვანილი სურათი დააპატარავე ისე რომ შუაგული 17.8 მილიემტრი გამოვიდეს და დაინახავ რეალურ კედლის სისქეს.


foxi
ციტატა(kakha @ 23rd June 2010 - 03:29 PM) *
არიქნება ურიგო. შეგირდებს არაიყვან რამე როიყოს?

ესეც იზდევაიტსია კაცო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჯერ მე ვერ დამიმუღამებია...

ციტატა(kakha @ 23rd June 2010 - 03:29 PM) *
რაცშეეხება მაგის გამუქების პროცეს,ძალიან მაგრად აქვს დამუღამებული ჩვენ თანაფორუმელს კაკას.ასერომ მოდერის დასრულებამდეც შეგვიძლია გამუქება

მაიცა ეგ რომელია?? აქ რაცხა არ მინახია და რა მეთოდით გამუქებაზეა საუბარი???
koknar
ვა 17 მმ იანი კამერები მუშაობს, ძაან წვრილი ხო არაა... მაშინ პალიროვკა უნდა და ეგაა გასარკე საკაიფოთ არ უნდა შეღებვა

ხო... ეგ ურეზბო პონტი კაი მოიფიქრე, რომელსაც აცმევ ის უნდა გააცხელო ცოტა და რო ჩასვავ შევიწროვდება და ჩააკვდება ვეღარც მოხსნი ერთი დეტალივით იქნება
foxi
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2010 - 04:18 PM) *
მაიცა ეგ რომელია?? აქ რაცხა არ მინახია და რა მეთოდით გამუქებაზეა საუბარი???


ქიმიური მეთოდით ვეჩნია. ჩვენთან რომ იყო რუსთავის ფორუმზე,აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობს მეგრელი ბიჭი.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2010 - 04:18 PM) *
მაიცა რა იზდევაიშსია ჯერ ჩვეულებრივი მოვრჩე შეკაცო , პლიუს ასიმეტრულს დამატებითი დეტალები სჭირდება...

მე ვთქვი გიფიქრიამეთქი ვააა biggrin.gif


შეღებვა არ გამოდგება, ალუმინზე საღებავი კარგად ვერ დადგება ჩვეულებრივი მეთოდით.
თან თუ შეღებავ "მატოვი" საღებავით უნდა შეიღებოს, ანუ ე.წ. გრუნტი.

ისე წებოვანი ლენტის დაკრობაც არუნდაიყოს მთლად ცუდი biggrin.gif
tengo
bazuka
ციტატა(bazuka @ 23rd June 2010 - 05:50 PM) *
შეღებვა არ გამოდგება, ალუმინზე საღებავი კარგად ვერ დადგება ჩვეულებრივი მეთოდით.
თან თუ შეღებავ "მატოვი" საღებავით უნდა შეიღებოს, ანუ ე.წ. გრუნტი.

ისე წებოვანი ლენტის დაკრობაც არუნდაიყოს მთლად ცუდი


არ ვიცი ტბილისში არის თუ არა,მაგრამ არსებობს ორკომპონენტიანი საღებავი ნა ვოდიანომ ასნოვე,რომლის გარანტია დაახლოებით 7 დან 10 წლამდეა მსძე სისტემატიური ზემოქმედების შემთხვევაში. პრაქტიკაში ეს საღებავი არ შორდება.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 23rd June 2010 - 07:58 PM) *
არ ვიცი ტბილისში არის თუ არა,მაგრამ არსებობს ორკომპონენტიანი საღებავი ნა ვოდიანომ ასნოვე,რომლის გარანტია დაახლოებით 7 დან 10 წლამდეა მსძე სისტემატიური ზემოქმედების შემთხვევაში. პრაქტიკაში ეს საღებავი არ შორდება.

და ტექნოლოგიას სახელი ააქვს??? ან საღებავის სახელი თუ იცი, ბოლო ბოლო ვსინჯოთ დაკვეთა

koknar
ციტატა(koka @ 23rd June 2010 - 04:44 PM) *
ვა 17 მმ იანი კამერები მუშაობს, ძაან წვრილი ხო არაა...

დავითი-ს მოდერში საერთოდ 16 მილიმეტრია, ამაშინ კი 17.8 მილიმეტრია, ანუ ცოოტათი მეტია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(koka @ 23rd June 2010 - 04:44 PM) *
მაშინ პალიროვკა უნდა და ეგაა გასარკე საკაიფოთ არ უნდა შეღებვა

ნუ პალიროვკაზე კი ვიფიქრე, 1000-იანი ზუმფარით გადავუვლი და მერე "ზილიონკით" გავაპრიალებ მეთქი, მარა მე პირადად ბრჭყვიალა ნივთები არ მიყვას იმიტომ რომ ყვავებს უყვართ და ეგრევე ყურადღებას აქცევენ.

მაგრამ არის ხალხი უყვარს პრიალა დეტალები, მაგალიტად JAH-მა თავისი ვირთხა ვერცხლისფერი გახადა როგოც ამბობდა smile.gif, მოკელდ კაცია და გუნება, იდეაში ასეც შეიძლება დატოვება, მაგრამ სასურველია რაიმე შეღებვიც ნორმალური მეთოდი დავამუღამოთ, ან მშრალი ან ანორდირება, ან აი Tengo-მ რომ თქვა.

ამ მოდერზე თუ არა სხვა დეტალებზე შეიძლება დასჭირდეს სხვა ფორუმელს. ჩვენ კი ჯერ არანაირი მეთოდი არ გვაქვს sad.gif
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd June 2010 - 10:46 PM) *
და ტექნოლოგიას სახელი ააქვს??? ან საღებავის სახელი თუ იცი, ბოლო ბოლო ვსინჯოთ დაკვეთა

საღებავებს ქვია Акриловые краскию. თბილისში, შეიძლება ქონდეთ ეს საღებავი ფირმებს რომლებიც ღებავენ ალუმინისა და პლასტიკატის ვიტრაჟებს.ასეთი ტიპის საღებავები გამოიყენება სარეკლამოებში ვინც მუშაობს პლოტერებზე. მე ეს საღებავი მაინტერესებდა საქმისთის, მაგრამ მისი ტრანსპორტირება ვერ მოვაგვარე ,მერე სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ეს ამბავი. მასალები ამ საღებავზე დასავლეთში მაქვ დარჩენილი ძმასთან.ივლისის პირველ ნახევარში ჩამოვიტან.

თუ იცით ისეთი გადამზიდავი ,რომელსაც უკრაინიდან ჩამოაქ მცირე მოცულობის საქონელი.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 24th June 2010 - 09:46 AM) *
საღებავებს ქვია Акриловые краскию. თბილისში, შეიძლება ქონდეთ ეს საღებავი ფირმებს რომლებიც ღებავენ ალუმინისა და პლასტიკატის ვიტრაჟებს

ჰოო მოსაფიქრებელია ეგ ამბავი...

ციტატა(tengo @ 24th June 2010 - 09:46 AM) *
თუ იცით ისეთი გადამზიდავი ,რომელსაც უკრაინიდან ჩამოაქ მცირე მოცულობის საქონელი.

სამწუხაროდ არა.

დანარჩენებს

დღეს მაგრა ცუდათ ვიყავი, ეტყობა გავცივდი და წელი ხერხემალი და თირკმელები სად რომელ ქვეყანაში წავიდნენ არ ვიცი, დილის 4 საატამდე საერთოდ ვერ ვინძრეოდი, მერე ცოტა შემეშვა და მეტქი ჩავალ გავერთობითქო, მარა 2 საათშI ისევ მობრუნდა და მომიწია დღეს საკმაოდ მალე ყველაფრის დამთავრება, მაგრამ...

პირველ რიგში გავაკეთე აი ეს



თუ ვერ მიხვდით აი ეს ახლო ხედი:



ანუ ეგრეთწოდებული ნაკატკა სრული კომპლექტაციით biggrin.gif ბევრი ჩალიჩის მერე გამოვიდა.

კიდევ გავაკეთე აი ეს



მიხვდით რა არის??? თუ ვერა აი ახლო ხედი:



მაინც ვერ მიხვდით ხომ biggrin.gif ნუ მილია 11 მილიმეტრიანი ხვრელით და ჰაჩიკას მოდერის რეზბით biggrin.gif, მართალია მთლად სრულყოფილი არ გამოვიდა რადგან ზომები დუიმებში ვერ გავარკვიე და რამდენადაც ვიცი ეს იყო 1/2 დუიმის რეზბა (არა კრანის რეზბა, ეგ კიდევ რაღაც სხვაა), ანუ რამდენადაც ვიცი ჰაჩიკაზე გამოიყენება რეზბა 1/2 - 20 . მოკლედ მილიმეტრებში უნდა ყოფილიყო 12.7 მილიემტრი, მაგრამ მაგ ზომაზე არ გაიკეთა წვეტები, სავარაუდოდ მეტი უნდა ყოფილიყო, მაგარმ პირველი ტესტია და წავა.

ახლა მაინტერესებს ვინ წერდით რომ იყიდეთ ჰაჩიკას მოდერი და პერეხადნიკს ეძებდით??? გამოჩნდი რომელი ხარ, მეთვითონ მაინეტრესებს ეს რეზბა ისაა თუ არა, კაროჩე გამოიტანე მოდერი, ვნახოთ ამ რეზბაზე თუ წავიდა მერე ნორმალურის გაკეტებაზე ვიჩალიჩებ, ოღონდ ჯერ გამოვჯანმრთელდები თორემ წელი ისე მტკივა ჩემს მტერს....
Power_VANO
ja_ja
ვაა კარგად დახელოვნებულხარ შენ smile.gif 2 საათში კარგად მოგისწრია მაგდენი რაღაც, + მშვენიერი ნამუშავერია!

ბრავო, ბრავო!


+ შენი სახელოსნოს თემა გადმოიტანე რა ისევ დახურულიდან აქ, ტყუილად დევს იქ smile.gif იმ თემაშიც მშვენიერი და საინტერესო ინფოა.
koknar
ეს ნაკატკა რამ გაგაკეტებინა biggrin.gif შენ ნიჭიერებში ხო არ გამოდიოდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
foxi
ჯერ მაგ გრიპს მიხედე მერე,სხვა რამესაც გააკეთებ. შენი ისეთი ტემპებით მიდიხარ მაგ სახელოსნოში რომ მალე კროსმანიც
იყიდის მაგეებს.
soxa
ja_ja
მე ვიყიდე გიო, ხაჩიკას მოდერი, 9/16 დუიმიაო რეზბა და "შაგი" 20-ო ასე გამათვიცნობიერეს ხარატებმა. რადგან ამერიკული სტანდარტი იყო იქ მივედი სადაც ამერიკულ მანქანებს აკეთებენ და მგონი ხვალ მიშველიან. შენ დაიძახე და ჩემი მოდერიანად შენთან გავჩნდები

ციტატა(ja_ja @ 24th June 2010 - 10:54 PM) *
ახლა მაინტერესებს ვინ წერდით რომ იყიდეთ ჰაჩიკას მოდერი

ანუ მე ვიყავი ის ვინც ხაჩიკას მოდერი იყიდა
geojorjika
ვაა საინტერესოა შაიძLება თუ წავიდა შაკვეთები მიიღი მისტერ ჯაჯ? smile.gif
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 25th June 2010 - 12:05 AM) *
მე ვიყიდე გიო, ხაჩიკას მოდერი, 9/16 დუიმიაო რეზბა და "შაგი" 20-ო ასე

შაგი 20-იანია ვიცი, მაგრამ ყველგან ახსენებენ 1/2-ს და ამ ჩვენმა ჭკვიანებმა რაფრა შეაფასეს 9/16???

ანუ 14.3 მილიმეტრია გარედანო??? სტრანნო...

ერთი შენს გახარებას თუ მოახერებ ამოირბინე, ან მითხარი სად ხარ და ვნახოთ ძალიან მაგრა მაინტერესებს მე ვაფრენ, მსოფლიო თუ ჩვენი ხარატები biggrin.gif

P.S. ისე შენ ჰაჩიკას მოდერი იყიდე თუ ევანიქსის???
soxa
ja_ja
ხაჩიკას მოდერია 60 ლარიანი, გავაკეთებინე გადამყვანიგარე ხრახნი 12.97-ია და შიდა 11.45, ახლა დასკვნები თვითონ გამოიტანე, შაგი კი ნამდვილად 20-ია. ხრახნი კი 1/2 დუიმს გავს
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 25th June 2010 - 07:47 PM) *
ხაჩიკას მოდერია 60 ლარიანი, გავაკეთებინე გადამყვანი, გარე ხრახნი 12.97-ია და შიდა 11.45

1/2-ია biggrin.gif მეც არავთქვი რაღაც ახალია მეთქი biggrin.gif, იასნია ესეიგი ესეც ეგ იქნება, პროსტა მე 12.6 ავიღე და ამიტომაც ბოლომდე არ აქვს რეზბის წვეტები გამოკვეილი შემდეგში ვააბშე 13-დან დავაწყებინებ მოჭრას biggrin.gif.

სპასო ინფოესთვის, ისე სურათს თუ დააგდებდი ცალკე რა გამოვიდა კაი იქნებოდა.

P.S. და ნასოსი რომ არ გაქვს ახლა რას შვები???
cz80
ციტატა(ja_ja @ 25th June 2010 - 08:22 PM) *
P.S. და ნასოსი რომ არ გაქვს ახლა რას შვები???

მაიცა ტო...სოხას ნასოსს რაღა დაემართა?
ja_ja
cz80
ციტატა(cz80 @ 25th June 2010 - 08:38 PM) *
მაიცა ტო...სოხას ნასოსს რაღა დაემართა?

იუ, უი ამერია კავო biggrin.gif ის ოჩოპინტრეს გაუფუჭდა ნასოსი, რავი ჰაცანოიდზე რომ იყო საუბარი უცებ ვეღარ მოვტვინე და....

შესაბამისად თუ თოფი მუშოაბს კაია თუ გვაცნობებს ამხანაგი Soxa შედეგებს რამდენად ამართლებს დისკოზე ჰაჩიკას მოდერი.
soxa
ციტატა(ja_ja @ 25th June 2010 - 10:24 PM) *
თუ გვაცნობებს ამხანაგი Soxa შედეგებს რამდენად ამართლებს დისკოზე ჰაჩიკას მოდერი

აუცილებლად ბიჭებო, ხარატის საქმე დღეს დავამთავრე, მაგრამ "ფრეზეროვშიკს" ვეღარ მივუსწარი და თუ ხვალ ვერ მოვიცალე ორშაბათამდე გადაიდება ეგ საქმე. სორი
ja_ja
გუშინ სანამ წავიდოდით გასვლაზე აი ამეების გამოთლაც მოვასწარი:



ჭიქის კედლის სისქე 1.94 მილიმეტრი, 1 მილიმეტრიანი კედლები ძალიან სახლაფორთოა, ასე რომ ჯერჯერობით გავჩერდი 2 მილიმეტრზე. ტექნოპროცესის დამუღამებასთან ერთად ალბათ სისქესაც შევამცირებ.

მოკლედ დარჩა 2-3 საქმე:

1) ფრეზის საქმე ღიობისამოსაღებად რომ რეზიკს არ ედებოდეს გადამყვანი
2) ტრუბის, გადამყვანის და ხუფის ვინტებით დამაგრება
3) გადაღებვა

მოკელდ სამშაბათ ოთხშაბათს რაცხა ინსტრუმენტარიუმს ველოდები დრემელისთვის რომელიც იმედია დამეხმარება ვინტების დირკების დასმაში. გადაღებვა ჯერ მხოლოდ ნიტრო სარებავით, არამდგრადია, მაგრამ ჯერ ამ მომენტისთვის ყველაზე იოლია... და ბოლოს ფრეზი.... ჰოოო ჯერ აქ ისევ თავს ვიფხან biggrin.gif

მანამდე კი წონითი ერტეულები:
მილი - 38.57 გრამი
გადამყვანი - 40.59 გრამი
ხუფი - 9.83
ჭიქები - 13.9 გრამი

სულ ჯამში: 102.89 მართალია კარბონივით მსუბუქი არ გამოდის, მაგრამ მაინც მსუბუქია, თან იდეაში ეს მოდელი ცოტა გრძელია, შემდგომში შეიძLება შემოკლებაც და ავტომატურად უფრო მსუბუქიც იქნება.
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th June 2010 - 10:38 AM) *
სულ ჯამში: 102.89 მართალია კარბონივით მსუბუქი არ გამოდის, მაგრამ მაინც მსუბუქია, თან იდეაში ეს მოდელი ცოტა გრძელია, შემდგომში შეიძLება შემოკლებაც და ავტომატურად უფრო მსუბუქიც იქნება.

12 სანტიმეტრიც საკმარისია მაგ საქმისთვის თურმე , შედეგი იგივეა რაც 15-იანში. გრამობაში 59 გრამი გამოივიდა.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 27th June 2010 - 10:44 AM) *
12 სანტიმეტრიც საკმარისია მაგ საქმისთვის თურმე , შედეგი იგივეა რაც 15-იანში

ჰოდა მეც ეგრე ვფიქტობ, კაკრას 25-დან 30 მილიმეტრამდე მოვაკლებ - წონაც შემცირდება და ზომაც, მაგრამ 59-ზე ვერ ჩამოვალ, რადგან მე გადამყვანს ჩემი ჭკუით ბაკეთებ და ერთერთი ყველაზე მასიური დეტალია sad.gif
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th June 2010 - 10:54 AM) *
ჰოდა მეც ეგრე ვფიქტობ, კაკრას 25-დან 30 მილიმეტრამდე მოვაკლებ - წონაც შემცირდება და ზომაც, მაგრამ 59-ზე ვერ ჩამოვალ, რადგან მე გადამყვანს ჩემი ჭკუით ბაკეთებ და ერთერთი ყველაზე მასიური დეტალია

შენ არ ვიცი როგორ გადამყვანს აკეთებ, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრობ ის ადგილი სადაც ეცმევა ,რომ დაიყვანო 1დან 07 მდე რეზერვუარს არ შეეხება ,ხოლო ის ნაწილი რომელშიც ფიქსატორი ეხრახნება უნდა დატოვო 3მმ. დე. მემგონი მსუბუქიც იქნება მყარიც.
ja_ja
tengo
ისაა... თუ შეიძლება ნელა და თავიდან smile.gif

ნუ ერთი მხარე რომ მაქსიმუმ 1.25 მილიემტრამდე უნდა დავიყვანო ეგ ვიცი, ნუ გასაგებია ეგეც რაღაც წონას მოაკლებს კონსტრუქციას, მარა შემდეგ რომელ ფიქსატორზე და ხრახნზე საუბრობ.... აი მანდ უკვე გავჭედე smile.gif
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th June 2010 - 11:31 AM) *
ისაა... თუ შეიძლება ნელა და თავიდან

ნუ ერთი მხარე რომ მაქსიმუმ 1.25 მილიემტრამდე უნდა დავიყვანო ეგ ვიცი, ნუ გასაგებია ეგეც რაღაც წონას მოაკლებს კონსტრუქციას, მარა შემდეგ რომელ ფიქსატორზე და ხრახნზე საუბრობ.... აი მანდ უკვე გავჭედე

მე ვამბობ,კრუგში დაიყვანე 1 მმ.-მდე( შენ ხომ გინდოდა ,რომ ქონოდა პატარა ვინტით ფიქსატორი,ისეთი როგორც ქარხნულად აქვს სამიზნეს ) და იმ ადგილას სადაც ფიქსატორის ვინტიკი უნდა მოათავსო იქ დატოვე სისქე 3მმ.-ი და სიფართე 4-5მმ.ი ,რომ შეძლო რეზბის მოჭრა ,მერე როცა რეზბას მოჭრი და ვინტს მოათავსებ შეგიძლია ის 3 მმ.-იანი ზოლი რომელიც დატოვე რეზბის მოსაჭრელად ,მოაშორო ქლიბით ან სხვა საშუალებით ,კაროჩე დაიყვანო შენთვის სასურველ ფორმამდე,იმ ადგილებში სადაც ხელს გიშლის რეზიკის საცობის მოხსნა-დაყენებაში.
ja_ja
tengo
მივხვდი რასაც ამბობ smile.gif

ეგ ნაფიქრალი ამქვს და ვიზუალური პონტის გამო დავიწუნე, მაგრამ ახლა მაინტერესებს რამდენად ეფექტურად იმუსავებს საერთოდ ეს მოდერი, ამიტომაც სამშაბათ ოთხშაბათს რომ ჩამომივა გასახვრეტი შტუკები, მაგ მომენტისთვის შეიძლება ვიზუალუ\ი დავიკიდო და კაკრაზ ეგეთი გავაკეთო რომ მუშაობის ხარისხი შევამოწმო, მერე უკვე ვიფიქრებ ვიზუალურ მხარეზე.

ისე სისქე მე რამდენადაც გაზომილი მაქვს დისკოზე შეიძლება 1.2-1.25 მილიმეტრის გამოყენება, ანუ რეზიკსა და ლულას შორის. თუმცა ქარხნულ ვარიანტში დისკოს რვიანი ისეა გაკეტებული წომ წინა მხარეს ლულა ძირს მიყავს. ანუ დააკვირდი კოლოფთან რეზერვუარს ლულა უფრო აცილებულია ვიდრე ლულის პირთან. თუმცა შენ შეფასებისთვის ხელს შეგიშლის უკანა სამიზნის მილი როემლიც ლულის ირგვლივაა შემოხვეული კოლოფთან.
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th June 2010 - 03:55 PM) *
მივხვდი რასაც ამბობ

ეგ ნაფიქრალი ამქვს და ვიზუალური პონტის გამო დავიწუნე, მაგრამ ახლა მაინტერესებს რამდენად ეფექტურად იმუსავებს საერთოდ ეს მოდერი, ამიტომაც სამშაბათ ოთხშაბათს რომ ჩამომივა გასახვრეტი შტუკები, მაგ მომენტისთვის შეიძლება ვიზუალუ\ი დავიკიდო და კაკრაზ ეგეთი გავაკეთო რომ მუშაობის ხარისხი შევამოწმო, მერე უკვე ვიფიქრებ ვიზუალურ მხარეზე.

ისე სისქე მე რამდენადაც გაზომილი მაქვს დისკოზე შეიძლება 1.2-1.25 მილიმეტრის გამოყენება, ანუ რეზიკსა და ლულას შორის. თუმცა ქარხნულ ვარიანტში დისკოს რვიანი ისეა გაკეტებული წომ წინა მხარეს ლულა ძირს მიყავს. ანუ დააკვირდი კოლოფთან რეზერვუარს ლულა უფრო აცილებულია ვიდრე ლულის პირთან. თუმცა შენ შეფასებისთვის ხელს შეგიშლის უკანა სამიზნის მილი როემლიც ლულის ირგვლივაა შემოხვეული კოლოფთან.

ჩემთანაც ესეა და ამიტომ მეც რვიანის ვინტის საშუალებით ,ერტმანეთის პარალერულად ვაყენებ.
bazuka
მაგისათვის, მე რეზერვუარსა და ლულას შორის, რვიანთან პატარა პლასმასის დეტალი მაქვს ჩამაგრებული და რვიანის ვინტი მხოლოდ ლულის გამყარებას ემსახურება
ja_ja
bazuka
tengo
მე კიდევ მუყაოს ნაჭერს (ვგულისხმობ 150-200 გრამიან ქაღალდს ეგრეთწოდებული ვიზიტკების ქაღალდს), ან პლასტიკატის ნაჭერს ვუფენ რვიანს, თან ორი მხრიდან.

ანუ ლულის დირკაში ქვევიდან, რეზერვუარის დირკაში ზემოდან. შედეგად ლულის მიმართულება რეაზერვუარის მიმართ პარალელური ხდება და დაცილება მტელს სიგრძეზე არის 1.2 ან 1.25 მილიმეტრი.

ყველა ჩვენებურ გამოსავალს ვნახულობთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
soxa
გაშავებას აკეთებს კაცი და ჩემი მოდერი უნდა მივუტანოშედეგებსაც გამცნობთ
Power_VANO
soxa
გაშავებაში რა მეთოდი იგულისხმება? ანოდირება? პაუდერ ქოუტინგი?
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 27th June 2010 - 04:18 PM) *
bazuka
tengo
მე კიდევ მუყაოს ნაჭერს (ვგულისხმობ 150-200 გრამიან ქაღალდს ეგრეთწოდებული ვიზიტკების ქაღალდს), ან პლასტიკატის ნაჭერს ვუფენ რვიანს, თან ორი მხრიდან.

ანუ ლულის დირკაში ქვევიდან, რეზერვუარის დირკაში ზემოდან. შედეგად ლულის მიმართულება რეაზერვუარის მიმართ პარალელური ხდება და დაცილება მტელს სიგრძეზე არის 1.2 ან 1.25 მილიმეტრი.

ყველა ჩვენებურ გამოსავალს ვნახულობთ

მეც ზუსტად ეგეთი იდეები მქონდა ,მეც მაგას ვაპირებ.
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 27th June 2010 - 07:06 PM) *
გაშავებას აკეთებს კაცი და ჩემი მოდერი უნდა მივუტანოშედეგებსაც გამცნობთ

ვინ კაცი და რა ტექნოლოგიით, შედეგები არ გამოგვაპარო, ძალიან საინტერესოა ყველა წყარო და მეთოდი
soxa
ja_ja
ტექნოლოგია შეიძლება არ გაგვანდოს, მაგრამ ნამუშევარს ვიხილავთ
Power_VANO
soxa
ტექნოლოგიაში მთლად დეტალებს არ ვგულისხმობთ, უბრალოდ, საინტრესოა რა მეთოდს იყენებს - ანოდირებას, ე.წ. პაუდერ ქოუთინგს თუ რამე სხვას.
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 27th June 2010 - 11:18 PM) *
ტექნოლოგია შეიძლება არ გაგვანდოს

ტექნოლოგიები მინიმუმ 4 თუ 5 შეღებვის ვიცი, პროსტა სახლის პირობებში ვერ ვუზრუნველყოფ. მე მაინტერესებს პროსტა ტომელ მეთოდს იყენებს რომ გავნსაზღვროთ რამდენად მედეგია, ანუ ფიმიური ხსნარით გააშავებს, სარებავით, ოქსიდირებით თუ ამოდირებით (თუმცა ბოლო 2 ერთმანეთ გავს).

შეღებვის ტექნოლოგია არ გვჭირდება, პროსტა რომელ მეთოდს იყენებს, იმისათვის რომ მერე საჭირობის შემთხვევაში მივმართოთ, დარწმუნებული ვარ ბევრს დასჭირდება.
ja_ja
ჰოოო ბატონო ჩემი, დღეს გადავწყვიტე საბოლოოდ ამეწყო მოდერი და გამეტესტა.

ესეიგი წინა მხარეს გავუკეთე ვინტები, ჩავყარე წიქები, გადამყვანს ვეჩალიჩე წლიბით 2 საათი და მივიღე აი ასეთი რამ



ესეც მთლიანად



და ესეც გადამყვანი



ხმის ტესტი ჩააბარა ხუთიანზე, თან ტყვიის გარეშე, უბრალოდ ჰაერის ტესტი, მშვენივრად მიგუდა, რა ტქმა უნდა ნოლი არ იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემი მამა დისკო რა ხმას გამოსცემს, და შემდგომ ეს ფუმპ-ფუმპ... ტყვიით კიდევ უფრო ჩუმი იქნება. და თან კორპუსების ექოს გარეშე.

ახლა მოსაფიქრებელი მაქვს ნორმალურად ამოჩარხვა და შეიძლება ფიქრი ხალხის გახარებაზე.

geojorjika
ja_ja
გილოცამ მაგარია smile.gif

ციტატა(ja_ja @ 1st July 2010 - 10:54 PM) *
ახლა მოსაფიქრებელი მაქვს ნორმალურად ამოჩარხვა და შეიძლება ფიქრი ხალხის გახარებაზე

პირველი მე ვარ რიგში smile.gif

ja_ja
უაკანა მხარე როგორ დასვი? წინა პრობკა კი არის ვინტით მაგრამ უკან ებოქსიტი იხმარე? თუ როგორ დაამაგრე?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 1st July 2010 - 10:57 PM) *
უაკანა მხარე როგორ დასვი? წინა პრობკა კი არის ვინტით მაგრამ უკან ებოქსიტი იხმარე? თუ როგორ დაამაგრე?

ჯერ არაფერზე არ დამისვია, არ მინდოდა დროზე ადრე მივინტვა, იმიტომ რომ ეს გადამყვანი გადასაგდები მექნება, ახალს რომ გამოვთლი იმაზე მივარჭობ ვინტებს.

ამიტომაც მთელი იმედები მჭიდროდ ჩაჯდომაზე იყო და თან ხელითაც მეჭირა... ნუ დავიჭირე რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 2nd July 2010 - 12:00 AM) *
ნუ დავიჭირე რა

აფირისტ biggrin.gif
Jah
გიო პირველ რიგში მაგარი რესპექტი smile.gif

და თუ ესწ "ნასეჩკა" წინა საცობზე შენ გააკეთე მაშინ x2 respect smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.