![]() |
![]() |
![]() |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
![]() |
![]() |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
||
![]() ვეტერანი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin პოსტები: 17,350 რეგისტრ.: 9-February 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: პლანეტა Zorgi წევრი №: 13 ქალაქი:თბილისი ![]() |
nihontoman საყრდერნზე პრობლემა არაა, ჩემი ძმის ბეჭი გამოდგება(რბილი ადგილი, მხრის ზვლის კუნთი შეეშვი!! ე მანდ არაფერი მოწიო ![]() თუ სერიოზულად განვიხილავთ ადამანის ბეჭი საყრდენად არ გამოდგება, სუნთქავს, ოდნავ მოძრაობს და... მოკლედ პროსტა ხეს რომ მიეყუდო და ლულაც მიადო ხეს უკვე საკმაოდ გაგიჩერებს ლულას. დანარჩნებს ნუ რადგანაც გინდოდათ რეპორტის მაგვარი CP-სა და CUM-ის შედარების მხრივ აგერ ბატონო ა... მერე თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ცალკე თემად გადაიტანოთ რომ არ ჩაიკარგოს ამ ერთ თემაში. მაშ ასე კონკურსში მონაწილეობას იღებდა 10 ცალი CP 10.5 (Crosman Premier 10.5 Domed მუყაოს კოლოფში რომ არის 1250 ცალიანი) და CUM 10.5 Premier (Crosman Ultra Magnum 10.5 gr Premier რკინის კოლოფში რომ არის 500 ცალი). ვინც არ იცის გაცნობებთ რომ ორივეს უშვებს კომპანია კროსმანი და ორივე ტყვია გადის Premium კლასში, CP 10.5 ითვლება პრაქტიკულად ელიტად, ხოლო CUM ითვლება ელიტარულად გადარჩეული ტყვიებიდან დარჩენილი მასად. კამათი დაიწყო იმით რომ ჩვენი წევრი და მთავარი მოდერი Bazuka თავის GAMO-ში და Discovery-ში ტყვიების ჩატენვისას საკმაო ძალას ხარჯავს (ზ.დ.პ. GAMO Big CAT-ში ლულაში ტყვიის ბოლომდე ჩასადებად საჭიროა თითით/ფრჩხილით ბოლომდე მიჭერა რომ ტყვია ლულაში ჩაჯდეს) როდესაც ლულაში ტენის CUM-ს ხოლო CP-ს დროს იგივე წვალება არ სჭირდება, ტყვია პირდაპირ ჯდება ლულაში ზედმეტი ჩალიჩის გარეშე. ამას ემატება JAH-ის მიერ მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ თითქოსდა CP არის გადარჩეული ტყვიები და რაც რჩება, არეული მასა ის იყიდება როგორც CUM-ი. მე (ანუ მონამორჩილი Ja_Ja) და Geojorjika ვამბობთ რომ ერთნაირია. პირადად მე ჩემი დისკოდან გავისროლე 1500-ზე მეტი ტყვია, აქედან ახალ გაუსროლელ თოფზე პირველ 150-200 გასროლაზე მართლა ვგრძნობდი რომ ტყვია ლულაში შესასვლელად საჭიროებდა გარკვეულ ზეწოლას, შემდეგ ეს ეფექტი გაქრა და ნამეტანი იოლად იკეტება ჩემი დისკოს საკეტი. აქვე დავძენ CP-ზეც და CUM-ზე ჩემს ხელუხლებელ დისკოს სჭირდა ერთნაირი ეფექტი, ერთი პერიოდი მეგონაკიდევაც რომ ლულა და ჩახმახის გამტენის ხვრელის ღერძი ერთმანეთს აცდენილი იყო და ლულაში ტყვიის შესვლისას ხდებოდა ტყვიის ჩამოთლა. Parna-ს მიერ მოტანილმა პლასტენილმა და მასში სროლამ დაამტკიცა რომ ტყვიას არაფერი არ ეჭრება. და ეს ეფექტი ცატახანში გაქრაკიდევაც. მოკელდ შესავალი გაკეთებულია მთავარი მიზეზი შეხვედრის ვიცით, გაეცანით კონკურსანტებს. ამოღებულია ორივე კოლოფიდან პირველი ხელში მოხვედრილი 10-10 ცალი. რომელბზეც გავატარე ზომების შედარებები. ![]() დავიწყოთ სანაქებო CP 10.5-ით ![]() თავის ზომა, სპეციალურად რბილად მიწეულია შტანგელის ტუჩები იმისათვის რომ ტყვიის ოდნავადაცგაჭყლეტა და დეფორმაცია არ მოხდეს, პლიუს შტანგელი ოდნავ ზემოთაა რომ ტყვია ტუჩებში იყოს და რეალურ ზომას აჩვენებდეს. ანუ ტყვია ამოვარდნილი რომ არ იყოს შტანგელიდან. თავის ზომას იმედია ეკრანზე ვხედავთ 4.52 მილიმეტრია. და არა შეპირებული 4.5 მილიმეტრი, ასე რომ ზუსტმა ლულამ 4.5-ზე შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობის ეფექტი სანამ ტყვია ხრახნებზე დაჯდება. (ერთხელ გადახრა იყო 4.51-მილიმეტრისკენ, მაგრამ ერთი არაფრის მაჩვენებელი არაა 10-დან) ![]() აქვე ვდებ CUM-ის სურათს, რავიცი რაიმე განსხვავებას ხედავთ??? პირადად ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში თავებში ამ ორ ტყვიას განსხვავება არა აქვთ, რამდენიმე ტყვიაზე ჩარტარებული ექსპერიმენტით ერთი და იგივე ზომები მივიღე ორივე ბანაკში (CUM-is თავებში განსხვავება საერთოდ არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემს ეგზემპლატებში). გადავიდეთ ეგრეთწოდებულ "იუბკაზე" ![]() იუბკა CP-ს 4.54 მილიმეტრი აქვს, მართალი გითხრათ საკმაოდ გასაოცარი იყო, ველოდებოდი იგივე 4.52-ს მაქსიმუმ 4.53-ს, მაგრამ..... აქვე დავძენ ერთი სერიოზული სიურპრიზიც შემხვდა ![]() არ ვიცი ამ ეგზემპლარს რა დავარქვა, ფაქტია რომ სანაქებო CP-ში ერთეული გაფრენები არსებობს, გასაგებიც არის, ამ პლანეტაზე ოქრო არ არსებობს ბოლომდე 100%-იანი ასე რომ პნევმოს ტყვიებში დასაშვებია cdomilebebi. ამიტომაცაა სერიოზული შეჯიბრების წინ სერიოზული ხალხი ტყვიების გადარჩევას აკეთებს, ზომა წონის მიხედვით რომ ტყვიის ხარვეზები მაქსიმალურად გამოირიცხოს (თუმცა გადარჩევა არ ნიშნავს 100%-იანად თავის დაცვას ბევრი მსროლელზეც, ამინდზეს და სხვა პირობებზეცაა დამოკიდებული). ![]() CUM-ის იუბკა უფრო დიდი აღმოჩნდა 4.55 მილიმეტრი, და ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, თუმცა გასაოცარი წინ იყო, იმიტომ რომ CUM-ის 10 ცალში 2 ცალი მოიძებნა არა 4.55 მილიმეტრიანი არამედ 4.58 მილიმეტრიანი ![]() ![]() ![]() მოკლედ ასე თუ ისე CUM-ში არცერთი ტყვია 4.54-ზე არ ჩამოსულა 8 იყო 4.55 2 კი 4.58. მართალია 4.54-სა და 4.55-ს შორის 0.01 მილიმეტრია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, CUM-ი შედარებით პუტკუნაა, თუ დავამატებთ 4.58-ისკენ გადახრებს, მაშინ.... ბოლო სურათების წყვილი, სიგრძეში გაზომვა. აქ ორივე ტყვიამ ერთმანეთის პატივისცემა გამოიჩინა, ორივემ აჩვენა 6.69 მილიმეტრი ![]() მეტი განსხვავება ამ ტყვიებში მე ვერ ვნახე, ადრე აწონილიც მქონდა და ორივემ 10-10 ცალიან პარტიებში 105.00 გრანის მაგივრად მიჩვენეს 105.3-დან 105.5-მდე წონების ცვალებადობა, რაც საშუალოდ თითო ტყვიაზე ნიშნავს 0.03-0.05 გრანიან გადახრას რაც აფსოლუტურად უმნიშვნელოა და თუ მაინცა და მაინც 10-10 არ აწონე ტყვიები ისე ამ 0.03 ან 0.05 გრანიან სხვაობას ვერ იპოვი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია სასწორი რომელიც 0.01 გრანის სიზუსტით წონის. 0.1 გრანიც კი საშინელებაა ოდნავ ამოსუნთქვა მაგიდაზე შეხება და ეგრევე იცვლება შედეგები, 0.01 გრანზე ალბათ ბომბეიში რომ ნიავი უბერავს ის იქონიებს გავლენას ზუსტ აწონვაზე ![]() ![]() ბოლოს იმას დავძენ რომ ვიზუალურად ორივე ტყვია ერთნაირია, უბრალოდ CUM 10.5-იანი რომელიც 500 ცალია და რკინის კოლოფშია არის გრაფიტიან ზეთში ამოვლებული, როგორც მწარმოებლის ერთერთი წარმომადგენლის სიტყვებიოდან ირკვევა (ყვითელ თუ მწვანე ფორუმზე ამოვიკითხე მარადიორის თუ დისკოს განხილვის ერთერთ განყოფილებაში) ეს გაკეთებულია იმისათვის რომ ტყვიის მყარ ზედაპირზე მოხვედრისას (ალბათ იგულისხმება ბეტონი, ან ლითონი) დარჩეს ზისუალური კვალი, რომ იოლი გასაგები იყოს სად ხვდება ტყვია. პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ მეზობელი კორპუსის ბლოკის სროლისას CUM-ი აშკაარდ ტოვებს შესამჩნევ კვალს, CP-ც ტოვებს მაგრამ ძალით უნდა დააკვირდე და რამდენჯერმე ვერც კი შევამჩნიე სად მოხვდა. მოკლედ გრაფიტი ამართლებს, მაგრამ ხელებს საზიზღრათ თხვრის. მოკლედ სულ ესაა, ჩემს დასკვნებს თავზე თქვენ არ მოგახვევთ, პატარები აღარ ხართ, თან ჩვენთან დემოკრატიაა ასე რომ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია. ![]() ტყვია იქა, თოფი აქა, წადით ახლა დაიძინეთ ![]() ![]() ![]()
| |
> |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
||
![]() პროფესიონალი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderators პოსტები: 3,394 რეგისტრ.: 17-April 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 68 ![]() |
ერთი კოლოფით დასკვნის გამოტანა ძნელია. საერთო და სრულყოფილი დასკვნისთვის მთელი CUM-ის პარტიის გატესტვაა საჭირო, რაც ბატონ გრიგოლს აქვს ჩამოტანილი ![]() თუ მთელი პარტია იგივე შედეგს იძლევა, ე.ი. კროსმანი ა***ებს, თუ არა, ჩვენ ვა*****ებთ ![]()
| |
> |
|
|
![]() ![]() |
![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 01:17 AM |
Hosted by Pro-Service |