დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: CP 10.5 vs CUM 10.5
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
გვერდი: 1, 2
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 3rd July 2009 - 07:35 PM) *
საყრდერნზე პრობლემა არაა, ჩემი ძმის ბეჭი გამოდგება(რბილი ადგილი, მხრის ზვლის კუნთი

შეეშვი!! ე მანდ არაფერი მოწიო biggrin.gif.

თუ სერიოზულად განვიხილავთ ადამანის ბეჭი საყრდენად არ გამოდგება, სუნთქავს, ოდნავ მოძრაობს და... მოკლედ პროსტა ხეს რომ მიეყუდო და ლულაც მიადო ხეს უკვე საკმაოდ გაგიჩერებს ლულას.


დანარჩნებს
ნუ რადგანაც გინდოდათ რეპორტის მაგვარი CP-სა და CUM-ის შედარების მხრივ აგერ ბატონო ა...
მერე თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ცალკე თემად გადაიტანოთ რომ არ ჩაიკარგოს ამ ერთ თემაში.

მაშ ასე კონკურსში მონაწილეობას იღებდა 10 ცალი CP 10.5 (Crosman Premier 10.5 Domed მუყაოს კოლოფში რომ არის 1250 ცალიანი) და CUM 10.5 Premier (Crosman Ultra Magnum 10.5 gr Premier რკინის კოლოფში რომ არის 500 ცალი).

ვინც არ იცის გაცნობებთ რომ ორივეს უშვებს კომპანია კროსმანი და ორივე ტყვია გადის Premium კლასში, CP 10.5 ითვლება პრაქტიკულად ელიტად, ხოლო CUM ითვლება ელიტარულად გადარჩეული ტყვიებიდან დარჩენილი მასად.

კამათი დაიწყო იმით რომ ჩვენი წევრი და მთავარი მოდერი Bazuka თავის GAMO-ში და Discovery-ში ტყვიების ჩატენვისას საკმაო ძალას ხარჯავს (ზ.დ.პ. GAMO Big CAT-ში ლულაში ტყვიის ბოლომდე ჩასადებად საჭიროა თითით/ფრჩხილით ბოლომდე მიჭერა რომ ტყვია ლულაში ჩაჯდეს) როდესაც ლულაში ტენის CUM-ს ხოლო CP-ს დროს იგივე წვალება არ სჭირდება, ტყვია პირდაპირ ჯდება ლულაში ზედმეტი ჩალიჩის გარეშე.

ამას ემატება JAH-ის მიერ მოსმენილი ინფორმაცია იმის შესახებ თითქოსდა CP არის გადარჩეული ტყვიები და რაც რჩება, არეული მასა ის იყიდება როგორც CUM-ი.

მე (ანუ მონამორჩილი Ja_Ja) და Geojorjika ვამბობთ რომ ერთნაირია. პირადად მე ჩემი დისკოდან გავისროლე 1500-ზე მეტი ტყვია, აქედან ახალ გაუსროლელ თოფზე პირველ 150-200 გასროლაზე მართლა ვგრძნობდი რომ ტყვია ლულაში შესასვლელად საჭიროებდა გარკვეულ ზეწოლას, შემდეგ ეს ეფექტი გაქრა და ნამეტანი იოლად იკეტება ჩემი დისკოს საკეტი. აქვე დავძენ CP-ზეც და CUM-ზე ჩემს ხელუხლებელ დისკოს სჭირდა ერთნაირი ეფექტი, ერთი პერიოდი მეგონაკიდევაც რომ ლულა და ჩახმახის გამტენის ხვრელის ღერძი ერთმანეთს აცდენილი იყო და ლულაში ტყვიის შესვლისას ხდებოდა ტყვიის ჩამოთლა. Parna-ს მიერ მოტანილმა პლასტენილმა და მასში სროლამ დაამტკიცა რომ ტყვიას არაფერი არ ეჭრება. და ეს ეფექტი ცატახანში გაქრაკიდევაც.

მოკელდ შესავალი გაკეთებულია მთავარი მიზეზი შეხვედრის ვიცით, გაეცანით კონკურსანტებს. ამოღებულია ორივე კოლოფიდან პირველი ხელში მოხვედრილი 10-10 ცალი. რომელბზეც გავატარე ზომების შედარებები.



დავიწყოთ სანაქებო CP 10.5-ით


თავის ზომა, სპეციალურად რბილად მიწეულია შტანგელის ტუჩები იმისათვის რომ ტყვიის ოდნავადაცგაჭყლეტა და დეფორმაცია არ მოხდეს, პლიუს შტანგელი ოდნავ ზემოთაა რომ ტყვია ტუჩებში იყოს და რეალურ ზომას აჩვენებდეს. ანუ ტყვია ამოვარდნილი რომ არ იყოს შტანგელიდან. თავის ზომას იმედია ეკრანზე ვხედავთ 4.52 მილიმეტრია. და არა შეპირებული 4.5 მილიმეტრი, ასე რომ ზუსტმა ლულამ 4.5-ზე შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობის ეფექტი სანამ ტყვია ხრახნებზე დაჯდება. (ერთხელ გადახრა იყო 4.51-მილიმეტრისკენ, მაგრამ ერთი არაფრის მაჩვენებელი არაა 10-დან)



აქვე ვდებ CUM-ის სურათს, რავიცი რაიმე განსხვავებას ხედავთ??? პირადად ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში თავებში ამ ორ ტყვიას განსხვავება არა აქვთ, რამდენიმე ტყვიაზე ჩარტარებული ექსპერიმენტით ერთი და იგივე ზომები მივიღე ორივე ბანაკში (CUM-is თავებში განსხვავება საერთოდ არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩემს ეგზემპლატებში).

გადავიდეთ ეგრეთწოდებულ "იუბკაზე"


იუბკა CP-ს 4.54 მილიმეტრი აქვს, მართალი გითხრათ საკმაოდ გასაოცარი იყო, ველოდებოდი იგივე 4.52-ს მაქსიმუმ 4.53-ს, მაგრამ.....
აქვე დავძენ ერთი სერიოზული სიურპრიზიც შემხვდა



არ ვიცი ამ ეგზემპლარს რა დავარქვა, ფაქტია რომ სანაქებო CP-ში ერთეული გაფრენები არსებობს, გასაგებიც არის, ამ პლანეტაზე ოქრო არ არსებობს ბოლომდე 100%-იანი ასე რომ პნევმოს ტყვიებში დასაშვებია cdomilebebi.

ამიტომაცაა სერიოზული შეჯიბრების წინ სერიოზული ხალხი ტყვიების გადარჩევას აკეთებს, ზომა წონის მიხედვით რომ ტყვიის ხარვეზები მაქსიმალურად გამოირიცხოს (თუმცა გადარჩევა არ ნიშნავს 100%-იანად თავის დაცვას ბევრი მსროლელზეც, ამინდზეს და სხვა პირობებზეცაა დამოკიდებული).




CUM-ის იუბკა უფრო დიდი აღმოჩნდა 4.55 მილიმეტრი, და ეს უფრო დიდი სიურპრიზი იყო, თუმცა გასაოცარი წინ იყო, იმიტომ რომ CUM-ის 10 ცალში 2 ცალი მოიძებნა არა 4.55 მილიმეტრიანი არამედ 4.58 მილიმეტრიანი biggrin.gif მართლდება Bazuka-ს ეჭვედიsmile.gif



მოკლედ ასე თუ ისე CUM-ში არცერთი ტყვია 4.54-ზე არ ჩამოსულა 8 იყო 4.55 2 კი 4.58. მართალია 4.54-სა და 4.55-ს შორის 0.01 მილიმეტრია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, CUM-ი შედარებით პუტკუნაა, თუ დავამატებთ 4.58-ისკენ გადახრებს, მაშინ....


ბოლო სურათების წყვილი, სიგრძეში გაზომვა. აქ ორივე ტყვიამ ერთმანეთის პატივისცემა გამოიჩინა, ორივემ აჩვენა 6.69 მილიმეტრი



მეტი განსხვავება ამ ტყვიებში მე ვერ ვნახე, ადრე აწონილიც მქონდა და ორივემ 10-10 ცალიან პარტიებში 105.00 გრანის მაგივრად მიჩვენეს 105.3-დან 105.5-მდე წონების ცვალებადობა, რაც საშუალოდ თითო ტყვიაზე ნიშნავს 0.03-0.05 გრანიან გადახრას რაც აფსოლუტურად უმნიშვნელოა და თუ მაინცა და მაინც 10-10 არ აწონე ტყვიები ისე ამ 0.03 ან 0.05 გრანიან სხვაობას ვერ იპოვი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნობია სასწორი რომელიც 0.01 გრანის სიზუსტით წონის. 0.1 გრანიც კი საშინელებაა ოდნავ ამოსუნთქვა მაგიდაზე შეხება და ეგრევე იცვლება შედეგები, 0.01 გრანზე ალბათ ბომბეიში რომ ნიავი უბერავს ის იქონიებს გავლენას ზუსტ აწონვაზე biggrin.gif).



ბოლოს იმას დავძენ რომ ვიზუალურად ორივე ტყვია ერთნაირია, უბრალოდ CUM 10.5-იანი რომელიც 500 ცალია და რკინის კოლოფშია არის გრაფიტიან ზეთში ამოვლებული, როგორც მწარმოებლის ერთერთი წარმომადგენლის სიტყვებიოდან ირკვევა (ყვითელ თუ მწვანე ფორუმზე ამოვიკითხე მარადიორის თუ დისკოს განხილვის ერთერთ განყოფილებაში) ეს გაკეთებულია იმისათვის რომ ტყვიის მყარ ზედაპირზე მოხვედრისას (ალბათ იგულისხმება ბეტონი, ან ლითონი) დარჩეს ზისუალური კვალი, რომ იოლი გასაგები იყოს სად ხვდება ტყვია.

პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ მეზობელი კორპუსის ბლოკის სროლისას CUM-ი აშკაარდ ტოვებს შესამჩნევ კვალს, CP-ც ტოვებს მაგრამ ძალით უნდა დააკვირდე და რამდენჯერმე ვერც კი შევამჩნიე სად მოხვდა. მოკლედ გრაფიტი ამართლებს, მაგრამ ხელებს საზიზღრათ თხვრის.

მოკლედ სულ ესაა, ჩემს დასკვნებს თავზე თქვენ არ მოგახვევთ, პატარები აღარ ხართ, თან ჩვენთან დემოკრატიაა ასე რომ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია. biggrin.gif

ტყვია იქა, თოფი აქა, წადით ახლა დაიძინეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
დღეს კიდევ ერთი ტესტი ჩავატარე CP-სა და CUM-ის ტყვიებს შორის. ტესტირება საკმაოდ გვიან დავიწყე სადღაც 17:30-ზე, მანამდე დღეს მომიწია მაღაზიებში სირბილი და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება.

შევეცადე მყარი სტენდიდან მესროლა მიზანში, ამისათვის ამოვბეჭდე სადღაც 30 ფურცელი სხვადასხვა ტიპის სამიზნეები, სამწუხაროდ მხოლოდ 7-ის გამოყენება მოვახერხე, შედმეგ ისეთმა წვიმამ დაუშვა რომ მთელი ჩემი გაშლილი სასროლი სტენდი სადღაც 40 წამში ავალაგე. არც მეგონა თუ ეგრე მოვასწრებდი. იარაღი დასველებას გადარჩა, მაგრამ მე ვერა. ისეთი გალუმპული ჩამოვედი მთიდან რომ.... გამიტყდა ჩემებისთვის მეთხოვა სურათი გადამიღეთ მეთქი, თორემ დავდებდი...

კარგი დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას. ცუდი ისაა ჩვენთან (ვერაზე), რომ მთა არის ტალღოვანი სწორი ადგილები ძალიან ცოტაა, არის მთაწმინდაზე (ანძასთან) რამდენიმე 30-40 მეტრიანი დისტანცია, მაგრამ ანძა შორსაა და მთელი ჩემი ტვირთით ვერ ავიდოდი იქამდე, პლიუს ანძა მაინც სტრატეგიული ობიექტია და მის არემარეში ამხელა ოტკიკიანი ტიპის გამოჩენა... მოკლედ ვინ შეგეკითხება პნევმო გაქვს, წყლის თოფი თუ Remington 700

ბევრი ბოდიალის მერე ვიპოვე 20 მეტრიანი დისტანცია სადაც ტესტირება ჩავატარე.

სასროლი პოზიცია იყო ასეთი


პრაქტიკულად მყარი პოზიციაა, ეგაა რომ მიწაზე ხარ წამოწოლილი, მაგიდა ან რაიმე სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ შედეგი სხვა იქნებოდა (სამწუხაროდ ერთადერთ ეგეთ მაგიდიან ადგილზე მწვადები და გრიალი იყო). მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.

ეს იყო იმპროვიზირებული სამიზნე ობიექტი, სხვათაშორის კოლოფიც თან წავიღე (დაშლილი) და თან წამოვიღე, ბუნებისთვის ტყვიების გარდა ზიანი არ მიმიყენებია biggrin.gif



თავიდან ოპტიკის გასწორება წავიდა, ამაზე დაიხარჯა 6 გასროლა, როგორც კი პირველი ტყვია 10-ანს მოხვდა ჩავთვალე რომ ოპტიკა ასე თუ ისე გასწორებულია, თან ამ გადაწყვეტილებაში დამეხმარა ენით აუღწერელი ელვა და გრუხუნი, მართალია ჩემს თავზე ცა ცარიელი იყო და მზე მწვავდა ბეჭებს, შორს საკმაოდ შავი ღრუბელი ჩანდა.



რადგან ჯერ ქარი არ იყო და მზე ანათებდა გადავწყვიტე საკონტროლო 5 გასროლა გამეკეთებინა, შედეგი აგერაა სურათზე. ჰო მართლა გაითვალისწინეთ სატესტო სროლა და ოპტიკის გასწორება მიდიოდა CUM 10.5-ით (კროსმანის ტყვიებით რკინის კოლოფში 500 ცალი რომ არის), ანუ აი ამ ტყვიებით.




ამის მერე სამიზნედ გამოვიყენე სპეციალურ ქაღალდზე ამობეჭდილი სამისნეები, არ გეგონოთ რომ ამერიკიდან ჩამოვიტანე, მეთვითონ სახლის პრინტერზე ამოვბეჭდე, თუ გაინტერესებთ რატომ ჩანს ასე კარგათ ნატყვიარები, ამ საიდუმლოს მოგვიანებით გაგიმხელთ და მიხვდებით რაშია საქმე.


მაშ ასე პირველი მიზანში სროლა (პრეტენზია არაფერზე არ მაქვს, მაგრამ მგონი პირველი რეპორტირებული მიზანში სროლაა ჩვენს ფორუმზე ჰააა biggrin.gif)! რადგან აქამდე ვიყენებდი CUM-ს გადავწყვიტე მაგითვე გამეგრძელებინა რეალური სროლაც. პირველ ქაღალდს ვესროლე 5 ტყვია, მიზანი საკმაოდ კარგად ჩანდა, ოპტიკა პრაქტიკუალდ არ დადიოდა. ასე რომ წავიდა...



რას იტყვით ვარგა თუ არა? მემგონი მშვენიერი შედეგია, ჯგუფის მაქსიმალური ზომაა 12 მილიმეტრი (ახდა ჩემი ოცნება biggrin.gif) , შეიძლებოდა ოპტიკის კიდევ გასწორება, მაგრამ მთავარია ჯგუფი, დანარჩენს ეშველება smile.gif

რადგან ეს გამოვიდასავით და ამინდიც ხელს მიწყობდა (ჰაერის ოდნავ მოძრაობაც კი არ იყო და ოფლი ოხრად გამდიოდა), გადავწყვიტე საკონტროლოდ მეორე სერია გამეშვა 10 გასროლიდან, ოპტიკაში ოდნავ კორექტივება შევიტანე, მეორე ქაღალდი მივამაგრე და...



ვთვლი რომ იდეალუურია. ჯგუფის მაქსიმალური დაცილება არის 19.5 მილიმეტრი, კუთხითა ზედა ტყვიის ხვრელის დასაწყისიდან, მოწყვეტილ ტყვიის ბოლომდე, გავზომე რუსული ვარიანტით, ანუ მაქსიმალური ხვრელების დაცილებით (№ტელს დიამეტრზე), ამერიკელები თვლიან ჯგუფებს ტყვიის სავარაუდო ცენტრებს შორის. გაითვალისწინეთ ის ერთი მოწყვეტილი ტყვია გაგეცინებათ და ბალახის ბრალია, სუუულ ოდნავ ნიავმა დაუბერა და გასროლის წინ ბალახი დავინახე სამიზნეში, მაგრამ უკვე დაჭერილი იყო ხელი. შედეგად ოპტიკაში დავინახე ბალახი როგორ გადაჭრა ტყვიამ და სადაც მოხვდა ქე ხედავთ.

არაფრით არ მეგონა თუ ბალახსაც კი შეეძლო კორექტივების შეტანა, სასაცილოა მაგრამ ფაქტია, შემდეგისთვის გასათვალისწინებელი გაკვეთილი მივიღე biggrin.gif

კარგი ბატონო გადავიდეთ CP 10.5-ზე, ანუ მუყაოს კოლოფში რომ არის Crosman-ის 1250 ცალიანი პაჩკა, მოკლედ ვინც ვერ მიხვდა აი ეს.



პირველი გასროლა ისევ 5 ცალიანი, შედეგს ზედა სურათზე ქე ხედავთ, მმმმმმმმ მგონი მშვენიერია ჰა? ჯგუფი CUM-ზე ცოტა უარესია ეს ჯგუფი ყველაზე მაქსიმალურ ზომაში შეადგენს 17.3 მილიმეტრს, მგონი CP-ს მხრივ კაი ინფო არ გრონვდება არა. თუმცა ჯერ სად ხართ, აი 10 ცალიანს შეხედეთ თვალები შუბლზე აგივათ.



მაქსიმალური ჯგუფის ზომა შეადგენს 11.4 მილიმეტრს. ნუ ეს არ ვიცი, ჩემი პირადი რეკორდია ჯერჯერობით, ზღაპრულად გამიხარდა biggrin.gif.

თუ CUM-ს შევადარებთ და არ გავითვალისწინებთ CUM-ში იმ ერთ მოწყვეტილ ტყვიას, მაშინ CUM-ის მაქსიმალური ჯგუფი იქნება 14.8 მილიმეტრი, ანუ CP-ს ჯგუფი 3.4 მილიმეტრით უფრო პატარაა. მოკლედ ასე თუ ისე CP ამ შემთხვევაში თავის სახელს ამართლებს, თუმცა ტყვია შედარებით ძირს მიდის, ვერ გავიგე რატომ, ალბათ რაღაც განმასხვავებელი მაინც არის ამ ტყვიებში, ან შეიძლება იმის ბრალია რომ რეზერვუარი 1300-მდე ჩამოვიდა, მოკლედ ჯერ არ ვიცი.

რადგან რეზერვუარი დაცლაზე იყო გადავიწყე დატევვა. გადაკეთე 30 ბუქნი, მერე დასვენების მიზნით გავიქეცი და ახალი სამიზნე მივამაგრე. ეს სამიზნეც ჩემი ამობეჭდილია, ასეთ სამიზნეს ეძახიან ”სუპერ ბუზს” (Super Fly). არ ვიცი რატომ, მართალია ეს ორიგინალი სუპერ ბუზი არაა, თავიდან ფეხებამდე ჩემს მიერ აწყობილია და წოტა უფრო პატარა რგოლებია, იმის გამო რომ A4 იყო დასატევი. A3 პრინტერი მე არ მაქვს smile.gif



მოვარდი ნასოსთან, და დავაკაჩავე კიდევ 20 ბუქნი, მოკლედ თოფი გამზადდა. დავწექი და მივხვდი რომ სირბილ ბუქნაობამ თავისი ქნა, მიზანი იქეთ აქეთ დადიოდა.

გადავწყვიტე ცოტა დავისვენებ მეთქი, 3-4 წუთი ვისვენებდი და დეერხა ამინდს, ამოვარდა ქარი. ქე მივხვდი რომ წესით წასვლის დრო იყო, მაგრამ ბოლომდე ვიქნები მეთქი. მოკლედ დავიწყე ქარის ჯინაზე სროლა, მაგრამ......

მოკლედ ქარში სროლა არ ღირს, სად როდის მიფრინავდა ტყვია კაცმა არ იცის, 24 წრე მიუხედავად ამისა მაინც გავდირკე (რეალში კი წრეში არსებული შავი ლაქაა მოსახსნელი) მაგრამ ქარი კორექტივებს აკეთებდა და 25-ში ისეთი კორექტივა შეიტანა რომ საერთოდ რგოლს გასცდა ტყვია biggrin.gif (წითლითაა აღნიშნული სად მოხვდა და სად უნდა მოხვედრილიყო.)




ამ სერიის დამთავრება და წვიმის წამოსვლა ერთი იყო, სასწრაფოდ ავლაგდი, მაგრამ ნაწილი ქარალდები მაინც დამისველდა. სველ ბალახებში და ჯაგებში რავარი იყო სიარული მოყოლას არ დავიწყებ, მოკლედ ჯინსის შარვალი წყლის გამო იმსიმძინე გახდა ძლივს მოვათრევდი ფეხებს.

მოკლედ ეს იყო კიდევ ერთი ტესტირება სერიიდან CUM vs CP, დასკვნების გაკეთება ისევ თქვენთვია მომინდია, თუმცა ლიდერი იკვეთება.

ისე აქვე დავძენდი, ერთი სროლით რომელ ლიდერობაზე საუბარი, ეს სტაბილურად რამდენჯერმეა გასაკეთებელი და მერე 100%-იანი დასკვნა იქნება, თუმცა შუალედური დასკვნების გაკეთება ახლაც შეიძლება.

P.S. ვისაც გაინტერესებთ საიდუმლო მეთოდი, რომლის მეშვეობითას მოხერხდა მკაფიოდ ქაღალდზე ტყვიის ხვრელების გამოჩენა..... მაშინ მოკალათდით, დაანთეთ მონიტორთან ჩემს სახელზე 7 სანთელი და გადმომირიცხეთ 20 მილიონი პირად ანგარიშზე biggrin.gif

სინამდვილეში მარტივი მეთოდია, ჯერ კიდევ ამ ზამთარში რომ დავდიოდი სალუქვაძის ტირში შევამჩნიე რომ ზოგიერთ სამიზნეზე ტყვიის განახვრეტი კვალი გადასარევად ჩანდა, ზოგზე კი ქაჯურად. ანუ ჩვენ როგორც გამოგვდის ხოლმე. მიზეზი კი იყო ქაღალდის შემადგენლობა, კერძოდ სქელ ქაღალდზე მკაფიოდ ჩანს ნატყვიარები, მაშინ როდესაც უბრალო A4-ზე პატარა წვრილი ნახვრეტია და ვერაფერს გაიგებ რა ხდება.

გუშინ სამსახურის მოპირდაპირე მხარეს ვიყიდე 200 გრამიანი A3, მოვიტანე სახლში დავჭერი A4-ის ზომაზე, ამოვბეჭდე და კიდევ დავჭერი, შედეგად ნატყვიარები გადასარევად ჩანს.
Jah
სიტყვები არ მყოფნის... უმაგრესი რეპორტია.
ძალიან დიდი მადლობა.
ისე 20 მეტრი ცოტა არ იყოს პატარა მანძილია, აი მინიმუმ 40 მეტრზე განსხვავება ბეეევრად მკვეთრი იქნებოდა.
geojorjika
სიტყვები არ მყოფნის , იუ არ ზე ბესთ ჯაჯა smile.gif , მაგარი რეპორტია , ტაკ ძერჟაწ smile.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 4th July 2009 - 10:17 PM) *
სიტყვები არ მყოფნის... უმაგრესი რეპორტია.

დიდი მადლობა

ციტატა(Jah @ 4th July 2009 - 10:17 PM) *
ისე 20 მეტრი ცოტა არ იყოს პატარა მანძილია, აი მინიმუმ 40 მეტრზე განსხვავება ბეეევრად მკვეთრი იქნებოდა.

მეთვითონ მინდოდა 25 და 50 მეტრიანი დისტანციები, მაგრამ ეს ადგილი რაც ვნახე მაქსიმალური იყო ჩვენს მთაზე. ძირს კი იყო ერთი 29 მეტრიანი ადგილი, მაგრამ სროლის ხაზზე გადის ხალხის საბოდიალო ბილიკი, და ოხრად ხალხი დადის ხოლმე დღის განმავლობაში, ამიტომ ტავი ავარიდე.

მეორე ადგილი სადაც 40 მეტრამდე შეიძლება გაჩალიჩება დაკავებული დამხვდა მოქეიფე ხალხით. ანძამდე პროსტა ვერ ავედი, იმდენი რაღაც მქონდა აკიდებული რომ.... რომც ავსულიყავი ეგრევე ჩამოსვლა მომიწევდა, წვიმა კაკრაზ მაშIნ მომიწევდა ზემოთ რომ ავიდოდი.

მოკლედ მაგ პრაკოლს შემდეგში გამოვასწორებ, ან გასვლისას ან რაიმე სხვა ვარიანტში.
bazuka
მშვენიერია !!!!!!



ხომ გეუბნებით რკინის კოლოფი ძნელად იტენებამეთქი

ასევე ძნელადდასატენია 7.9-იანიც. jaja თუ არ გეზარება ეგენიც მიაშტანგელე რაა
Der Rote Baron
საღოლ ჯაჯააა! იმენა რეპორტ მენი ხარ რა biggrin.gif კარგი ამომწურავი რეპორტი + კიდევ და კიდევ საღოლ შენ და შენს დისკოს
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th July 2009 - 10:57 PM) *
ასევე ძნელადდასატენია 7.9-იანიც. jaja თუ არ გეზარება ეგენიც მიაშტანგელე რაა

ეგენი მე არ მაქვს, მაშინ 1 კოლოფი ჰქონდა მხოლოდ გრიგოლს და ეგ ერთი კოლოფი შენთვის გამოვართვი, სხვა ეგეთი ნეტუ sad.gif
bazuka
უი

ზ.დ.პ. ზე კაპიკად არვარგა რომელი სად მიდის ვერ გამიგია, ეტყობა ძაან მაღალ სიჩქარეზე ისვრის 1200 უწერია მაქსიმალური. მარა 10-15 მეტრიდან წვიმებითგაჟღენთილ დეესპეს ხვრეტს.
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th July 2009 - 11:36 PM) *
მარა 10-15 მეტრიდან წვიმებითგაჟღენთილ დეესპეს ხვრეტს.

შეეშვი ამ DSP-ებს smile.gif ბრანიბოინის ამზადებ თუ სიზუსტეს???? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე ნახე ქრონში რამდენს მოგცემს. შეიძლება მართლა 325-ზე ზემოთაა და მაშინ ხმის ბარიერის გადაალახვისას შეიძლე მაგ მსუბუქ ტყვიას ქეც ჰქონდეს გადახრები
Davitus
მშვენიერი რეპორტია, რესფექთ smile.gif
ისე, შეღწევადობის ტესტიც რომ გაგეკეთებინა არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ გასვლაზეც ხომ უნდა მოვიტოვოთ რამე გასატესტი biggrin.gif
bazuka
ეს ახალი კარდონის კოლოფიანი ტყვია არის მუქი ფერის, ანუ რაღაც უსვია, ხელს აშავებს
ჩემი პირველი პარტიის ტყვიები იყო ქაღქათა, თუგინდ გეჭამა ისეთი სუფთა იყო smile.gif
ja_ja
აბა ამათ თუ იცნობთ თავისი გენერალიანათ smile.gif

2000 ცალ CUM-ში ვიპოვე აი ეს ერთი გენერალი, გაშლილი ფრთებით.



უფროსწორედ ეს ზედმეტი პლაში შემოხვეული ჰქონდა და ფორმა დაკარგულს გავდა, ფრჩხილი გამოვკარი და გაშალა მოსასხამი biggrin.gif
nihontoman
ეგ მაგათი პალკავოდეცი იყო, რაზე გუფუჭე იმიჯი? ჯარისკაცების თვალში გააბანძე :lol: :lol: :lol:
Power_VANO
აი მეც ვიპოვნე ჩემს CP-ებში ერთი დაჩაგრულ-გაბრტყელებული გენერალი:

soxa
ეგეთები ბევრი მაქ ნაპოვნი, მაგრამ მაინც მაგრად მომწონს ეგ ტყვიები
Pate
საღოლ, კარგი რეპორტია.
geojorjika
ციტატა(Pate @ Jun 15 2010, 03:56 PM) *
საღოლ, კარგი რეპორტია.


რა მაგრად ცხელა ხალხმა დროის შეგრძნება დაკარგა biggrin.gif biggrin.gif
gregory
ციტატა(ja_ja @ 4th July 2009 - 10:29 PM) *
bazuka

ციტატა(bazuka @ 4th July 2009 - 10:57 PM)
ასევე ძნელადდასატენია 7.9-იანიც. jaja თუ არ გეზარება ეგენიც მიაშტანგელე რაა

ეგენი მე არ მაქვს, მაშინ 1 კოლოფი ჰქონდა მხოლოდ გრიგოლს და ეგ ერთი კოლოფი შენთვის გამოვართვი, სხვა ეგეთი ნეტუ


პრობლემა არაა მაქვს რამდენიმე და მოგაწვდი!

ისე ჯაჯა დიდი მადლობა : შენი რეპორტების კითხვამ, მგომი ჩემს ბიჭს წიგნის კითხვაც შეაყვაროს biggrin.gif
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 15th June 2010 - 06:21 PM) *
პრობლემა არაა მაქვს რამდენიმე და მოგაწვდი!

შეიძლება, მაგრამ ჯერ საჩქარო არაა, ისედაც ნამეტანი ბევრ პროექტს ვამუშავებ ერთდროულად.

ციტატა(gregory @ 15th June 2010 - 06:21 PM) *
ისე ჯაჯა დიდი მადლობა : შენი რეპორტების კითხვამ, მგომი ჩემს ბიჭს წიგნის კითხვაც შეაყვაროს

მე რა შუაში ვარ biggrin.gif, თუ მინდომება არის, ის ყოველთვის გაიღვიძებს, მთავარია მისთვის საინტერესო თემას მიადგეს biggrin.gif, მაგალიტად თავიდან მეც წიგნებს ვერ მაკარედნენ, მერე კი ვერ მაცლიდნენ ხელიდან წიგნებს biggrin.gif
Pate
ციტატა(geojorjika @ Jun 15 2010, 04:36 PM) *
რა მაგრად ცხელა ხალხმა დროის შეგრძნება დაკარგა biggrin.gif biggrin.gif

დროს რა მნიშვნელობა აქვს? რეპორტი რეპორტია. შენ გინახავს ისეთი რეპორტი რომელიც 1 წლის წინ ვარგოდა და ახლა აღარ ვარგა?
tengo
ეხლა მივაქციე ყურადღება,ნახეთ თვითონ კროსმანი როგორ ახასიათებს CP 10.5 vs CUM 10.5 ამ ტყვიებს.

1..177 cal. Ultra Magnum heavy pellets
Domed heavy pellets are the best choice for targeting at the range or in the field. 500 per tin. 10.5 grain. .177 caliber.
გუგლის თარგმანი:0,177 кал. Ultra Magnum тяжелые гранулы
Купольная тяжелые гранулы являются наилучшим выбором для ориентации на полигоне или в поле. 500 в олово. 10,5 зерна. 0,177 калибра

2.177 cal. 10.5 gr. Field Target Premier Pellet
Our finest domed pellets are the #1 choice of field target shooters across the nation and around the world. 1250 count .177 caliber, 10.5 grain pellets per package.
თარგმანი: 177 кал. 10,5 гр. Полевой стрельбы Премьер Пелле
Наши лучшие выпуклое гранулы # 1 выбор целевых стрелков области по всей стране и во всем мире. 1250 кол-во 0,177 калибра 10,5 зерна гранул за пакет.
ხაზგასმულია, რომ გამოიყენება მიზანში სროლისთვისო,რაც CUM 10.5-ზე არაა მითითებული. გამოდის,რომ განსხვავება ჩადებულია მათ შორის.
gregory
tengo
კა რა თენგო: კროსმანს რაც უწერია, იმისთვისაა რომ არ დაწეროს ერთი ეაო, უბრალოდ სხვადასხვა პაჩკაში. მე მგონია, რომ 1250 კოლოფი იმოთ ჯობია, რომ ტყვიები მჭიდროთაა ჩალაგებული და 500-იანში "პაგრიმუშკასავით" ჩხრიალებს, ეჯახება ერთმანეტს ტრანსპორტირების დროს მა მინი დეფორმაციებს იღებს. რავიცი, შეიძლება ვცდები unknw.gif
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 06:00 PM) *
tengo
კა რა თენგო: კროსმანს რაც უწერია, იმისთვისაა რომ არ დაწეროს ერთი ეაო, უბრალოდ სხვადასხვა პაჩკაში. მე მგონია, რომ 1250 კოლოფი იმოთ ჯობია, რომ ტყვიები მჭიდროთაა ჩალაგებული და 500-იანში "პაგრიმუშკასავით" ჩხრიალებს, ეჯახება ერთმანეტს ტრანსპორტირების დროს მა მინი დეფორმაციებს იღებს. რავიცი, შეიძლება ვცდები

რადგანაც თვითონ მწარმოებელი სხვადასხვა შეფასებას აძლევს ,ზნაჩიტ ესტ რაზნიცა.

JAH-ი მართალი ყოფილა, მანაც მითხრა რომ რკინის ყუთში დაბრაკულებს ყრიანო.
gregory
tengo
ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 05:09 PM) *
რადგანაც თვითონ მწარმოებელი სხვადასხვა შეფასებას აძლევს ,ზნაჩიტ ესტ რაზნიცა.

JAH-ი მართალი ყოფილა, მანაც მითხრა რომ რკინის ყუთში დაბრაკულებს ყრიანო.

მოკლედ, ორშაბათს მივწერ კროსმანს და ვნახოთ ერთი რას გვიპასუხებს(ბრაკებს ვყრითო ნაღდად არ აღიარებენ biggrin.gif )?

foxi
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 06:28 PM) *
(ბრაკებს ვყრითო ნაღდად არ აღიარებენ )?


biggrin.gif wink.gif

ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 06:09 PM) *
JAH-ი მართალი ყოფილა, მანაც მითხრა რომ რკინის ყუთში დაბრაკულებს ყრიანო.


საინტერესოა ეგ პროცესსი კონვეირული წესით ხდება თუ ხელით? მე მიმაჩნია რომ სრული სისულელეა. ჩემითოფი ერთნაირად ისვრის
ორივეს.
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 06:28 PM) *
მოკლედ, ორშაბათს მივწერ კროსმანს და ვნახოთ ერთი რას გვიპასუხებს(ბრაკებს ვყრითო ნაღდად არ აღიარებენ

თუ მართლა მისწერ საინტერესოა რას იტყვიან.
ისე ლოგიკურად რომ ვიმჯელოთ, ყველგან ყველაფერს ახარისხებენ არაა გამორიცხული რომ დარჩენილებს უფრო ხარისხიან ყუთში დებენ რომ გაასაღონ.
ბრაკს რათქმაუნდა არ აღიარებენ, მაგრამ მაგათი რეკლამა (დახასიათება)დამაფიქრებელია.
gregory
ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 06:21 PM) *
თუ მართლა მისწერ საინტერესოა რას იტყვიან.

მივწერ რათქმაუნდა ! biggrin.gif
უბრალოდ ტყვიების დახარისხება უფრო შრომატევადი საქმე მგონია, ვიდრე გადადნობა და ახლიდან გაკეთება( თუმცა, რათქმაუნდა თუ მთელ პარტიაზეა ლაპარაკი, მაშინ ხო)
bazuka
მე ჩახმახის ჩაკეტვის დროს, რკინის კოლოფიანზე ძალის დატანება მჭირდებოდა, ხოლო კარდონი შლუპუნით მიდიოდა.
არაერთხელ მითქვამს ეს.
tengo
bazuka
ციტატა(bazuka @ 19th June 2010 - 07:46 PM) *
მე ჩახმახის ჩაკეტვის დროს, რკინის კოლოფიანზე ძალის დატანება მჭირდებოდა, ხოლო კარდონი შლუპუნით მიდიოდა.
არაერთხელ მითქვამს ეს.

აი ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო ჩემთანაც.
gregory
ციტატა(bazuka @ 19th June 2010 - 06:46 PM) *
მე ჩახმახის ჩაკეტვის დროს, რკინის კოლოფიანზე ძალის დატანება მჭირდებოდა, ხოლო კარდონი შლუპუნით მიდიოდა.
არაერთხელ მითქვამს ეს.

სმაზკაში ხომ არაა საქმე?
Jah
ციტატა(kakha @ 19th June 2010 - 06:12 PM) *
საინტერესოა ეგ პროცესსი კონვეირული წესით ხდება თუ ხელით?

არ ვიცი კროსმანის წარმოებაში როგორ არის... მაგრამ JSB-ზე ზიან ქალები, და ჩემხელა გამადიდებელ შუშებში სათითაოდ!!! ახარისხებენ ტყვიებს. wink.gif
ისე შენს თოფს რაც შეეხება, ძნელია ტყვიების ხარისხზე მსჯელობა... შენ გაგიტესტია შენი თოფი ტისოკებიდან? დარწმუნებული ხარ რომ ფასკაშI არ არის საქმე, ან თუნდაც სიჩქარეების ხტუნვაში (ასეთი რამე ხდება, ხშირად ახალ თოფფებში, სანამ არ მიეხახუნება დამრტყმელი, ან სმაზკა თუ აქვს დამრტყმელს) მოკლედ ბევრი ფაქტორია გამოსარიცხი, რომ ვიმსჯელოთ კაია თუ ცუდია.
მე რასაც ვამბობ, ეს არის ძალიან სერიოზული ტესტების შედეგი რუსეთის კოლეგებისა... ნუ ახლა ეს ალბათ ვარაუდია, რომ რკინის კილებშI ბრაკს ყრიან და მუყაოში იდეალურს... მაგრამ
100-დან 100 შემთხვევაშI მუყაოდან ტყვიები უფრო კარგად მიფრინავს ვიდრე რკინის კილიდან.

პს
საინტერესოა რას უპასუხებს გრიგოლს კროსმანი biggrin.gif
bazuka
gregory
არამგონია.
gregory
Jah
bazuka
მაშინ დაველოდოთ კროსმანის "ოფიციალურ პასუხს"
და რატომ გამორიცხავთ ერთმანეთზე ბრახუნით დაზიანებას?
P.S. მე ასე მინდა მივწერო: ....რითი განსხვავდება ეს ტყვიები ერთმანეთისაგან(რათქმაუნდა შეფუთვის გარდა)?
თუ რაიმე უფრო კონკრეტული და კომპეტენტური შეკითხვა უნდა გავაგზავნოთ, გთხოვთ დადოთ ტექსტი(ENG) და მაგ ტექსტს გავუგზავნი ჩემს "თამარას" ორშაბათს biggrin.gif
Jah
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 08:37 PM) *
და რატომ გამორიცხავთ ერთმანეთზე ბრახუნით დაზიანებას?

მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ, ძალიანაც შესაძლებელია...
თუმცა ეს უფრო სავარაუდოა JSB-ზე, იმიტომ რომ ბევრად უფრო რბილი ტყვიაა ვიდრე CP-ებში,
მაგრამ ნაღდად არ გამოვრიცხავ.

პს
როგორც არ უნდა იყოს
JSB-ს მერე (ისეც არა ყველა ლულის შემთხვევაში) CP (კარდონის ყუთებში) საუკეთესო ტყვიებია 4.5 კალიბრში...
აი .22-ში საქმე ცოტა სხვაგვარადაა თუმცა ეს ჩვენი თემა არ არის.
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 19th June 2010 - 08:37 PM) *
P.S. მე ასე მინდა მივწერო: ....რითი განსხვავდება ეს ტყვიები ერთმანეთისაგან(რათქმაუნდა შეფუთვის გარდა)?
თუ რაიმე უფრო კონკრეტული და კომპეტენტური შეკითხვა უნდა გავაგზავნოთ, გთხოვთ დადოთ ტექსტი(ENG) და მაგ ტექსტს გავუგზავნი ჩემს "თამარას" ორშაბათს

გრიგორ, თუ არ მიუთითე მიძეზი ,თუ რატო გახდა ამ შეკითხვის დასმა აუცილებელი ,არამგონია რომ დამაკიმაყოფილებელი პასუხი მოვიდეს.
geojorjika
Jah
ციტატა(Jah @ 19th June 2010 - 08:54 PM) *
აი .22-ში საქმე ცოტა სხვაგვარადაა თუმცა ეს ჩვენი თემა არ არის.

ამაზე ცალკე თემაშI რომ ვისაუბროთ კარგი იქნება . მაინტერესებს ძალიან ტადგან კროსმანის .22-ის ტყვიების გარდა მე სხვასთან შეხება არ მქონია და როგორ აირ სმანდ საქმე?
gregory
ციტატა(tengo @ 19th June 2010 - 08:12 PM) *
გრიგორ, თუ არ მიუთითე მიძეზი ,თუ რატო გახდა ამ შეკითხვის დასმა აუცილებელი ,არამგონია რომ დამაკიმაყოფილებელი პასუხი მოვიდეს.

ხორა დაწერეთ ისე რომ იმათ ტვინებამდე ჩავიდეს და მე გადავუგზავნი biggrin.gif
ისედაც ძაან მიჭირს მაგათთან ურთიერთობა და რაც უფრო დავგრუზავ, მით უფრო მოკლედ მიპასუხებენ. რავი მე ესე მინდა მივწერო:
what is different between 177HB and LUM77 (except the quantity in the package)?
და ორშაბათამდე მაინც არ მივწერ. ასე რომ შემოვიდნენ გურუები და დადონ ტექსტი და იმას გავაგზავნი smile.gif
ja_ja
gregory
tengo
რაღაც ნონსენსს აკეთებთ biggrin.gif

ერთი კოლოფის შედეგებზე დაყრდნობით რაღაც ასაწიოკებელი წერილის მიწერას გეგმავთ biggrin.gif უაზრობაა, ეგ არის პანიკიორობა რის შემდეგაც კომპანია ნორმლაური თვალით აქეთ არ გამოიჭყიტება!

ახლა რაც შეეხება მოყვანილ ტექსტებს და გუგლის ნათარგმნს:
1) თენგო დიდი მადლობა თარგმნისთვის რმაგრამ მაგრა არასწორედ და არასრულად ტარგმნის გუგლიც, პრომპტიც და სხვა სატარგმნი პროგრამაც, ამიტომაცაა რომ სათარგმნი პროგრამა რაღაც დონემდე უნდა გამოიყენო მაგრამ არა მთელი ტექსტების სატარგმნად.

მე პირადად მირჩევნია ორიგინალში ყველაფრის გადაკიტხვა და შინაარსის გამოტანა.

შესაბამისად დადებული ტექსტებიდან:

1..177 cal. Ultra Magnum heavy pellets
Domed heavy pellets are the best choice for targeting at the range or in the field. 500 per tin. 10.5 grain. .177 caliber.

თარგმანში
1..177 cal. Ultra Magnum heavy pellets
მრგვალტავიანი მძიმე ტყვიები - რომლებიც არის საუკეთესო არჩევანი მიზანში სასროლად დისტანციაზე (იგულისხმება ტირი), ან მინდორში (იგულისხმება ფილდ ტარჰგეტინგი). კოლოფშ არის 500 ცალი 10.5 გრანიანი 0.177 კალიბრის ტყვია.


2.177 cal. 10.5 gr. Field Target Premier Pellet
Our finest domed pellets are the #1 choice of field target shooters across the nation and around the world. 1250 count .177 caliber, 10.5 grain pellets per package.

თარგმანში
2.177 cal. 10.5 gr. Field Target Premier Pellet
ჩვენი საუკეთესო მრგვალთავიანი ტყვიები არის # 1არჩევანი ფილდ ტარგეტინგის მსროლელებისთვის, ყველა ქვეყნისთვის მთელს სამყაროში. კოლოფში არის 1250 ცალი .177 კალიბრისა და 10.5 გრანის ტყვიები.

ახლა მითხარით რა განსაკუთრებილი განსხვავებული ტექსტი დაინახეთ ამ ორ ფრაზაში ისეთი რომ წიოკის აწევად ღირდეს???

ეგრე კროსმანი დრემდე 14.3 გრანიან ტყვიებს .22 კალიბრისთვის მხოლოდ მუყაოს კოლოფში უშვებდა, და ეს გრძელდებოდა წლების მანძილზე, სულ რამდენიმე თვის წინ გამოუშვა იყგივე წონა ფორმა ზომის 0.22-იანი ტყვიები რკინის კოლოფში. რა გინდათ თქვათ წინასწარ დაგეგმილად ნაგავი გამოუშვა?? და დააწერა რომ ახალთ ახალი შექმნილი ნაგავი ტყვიები გამოვყარე ბაზარზეო?

ჩემი პირადი რჩევაა კროსმანს ნურაფერს ნუ მისწერთ სასაცილოდ არ ეყოფად და სუპერ არაკომპეტენტურობად ჩაითვლება!

და საერთოდ ერთ თოფზე და ერთ კოლოფე დაყრდნობით რაიმე განსაკუთრებული დასკვნების გაკეთება სხვა თუ არაფერი არასწორია!!!

რაღა ვთქვა იმ ათეულ CUM-ის კოლოფზე რომელიც აქამდე დავხარჯე და ტყვია ტყვიაში მიდიოდა? რა თქვას სხვამ ვისთანაც ასევე იდეალურად მიდის ეგ ტყვია? ერთი კოლოფის საფუძველზე რა დასკვნას აკეთებთ?? პასუხს იცით რას მოიწერებიან? როგორ პირობებში ინახავდითო, რა პირობებში მოხდა ტრანსპორტირება და ასე შემდეგ, ანუ ნამიოკს ჩაგიგდებენ, თქვენ ხომ არ უბერავთ მშვენიერი ტყვიებია და პრობლემები ტქვენს მხარეს ეძებეთო.

იდეაში მართლებიც იქნებიან. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩმა.
gregory
ja_ja
კაკ ვსეგდა: სენსეი პრავ 24.gif
bazuka
ja_ja
გიო
გახსოვს ხო ჩემი პირველი თვალსაზრისი ამ ტყვიებზე? უარყოფითი
ხომ გახსოვს გია რას იძახდა?? უარყოფითი??
აგერ კიდევ ერთი ჩვენს თანაფორუმელა
tengo
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 19th June 2010 - 11:34 PM) *
თარგმანში
1..177 cal. Ultra Magnum heavy pellets
მრგვალტავიანი მძიმე ტყვიები - რომლებიც არის საუკეთესო არჩევანი მიზანში სასროლად დისტანციაზე (იგულისხმება ტირი), ან მინდორში (იგულისხმება ფილდ ტარჰგეტინგი). კოლოფშ არის 500 ცალი 10.5 გრანიანი 0.177 კალიბრის ტყვია.

ციტატა(ja_ja @ 19th June 2010 - 11:34 PM) *
თარგმანში
2.177 cal. 10.5 gr. Field Target Premier Pellet
ჩვენი საუკეთესო მრგვალთავიანი ტყვიები არის # 1არჩევანი ფილდ ტარგეტინგის მსროლელებისთვის, ყველა ქვეყნისთვის მთელს სამყაროში. კოლოფში არის 1250 ცალი .177 კალიბრისა და 10.5 გრანის ტყვიები.

ჯაჯა ,მე ინგლისური მაგ დონეზე არ ვიცი, ბოლობოლო მესმის რომ ზუსტად არ თარგმნის,მაგრამ შინაარსის გაგება ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება.

CUM-ის ტყვიების ტექსტში, მიზანზე საერთოდ არაა საუბარი გუგლის თარგმაNში
ჯაჯა, ფაქტია რომ ეს არ ყოფილა ერთი თოფის და ერთი კოლოფის პრობლემა.

იმაშიც ვერაფერს ვერ ვხედავ საგანგაშოს,რომ მწარმოებლისგა მიიღო რეკომენდაცია თუ რომელი ტყვიები ჯობია ,საველე პირობებში შეჯიბრებებში გამოსაყენებლად, რადგანაც ეს ყველაფერი მაგის სახელზეც მოქმედებს.

არაა გამორიცხული რომ ასეთ დაბალ ხარისხს განვითარებად ქვეყნებში აგზავნიდნენ. აბა გერმანელებს ამას ნაღდად არ გაუგზაბნიან.
და მემგონი რომ იცოდნენ, რომ ჩვენ ცოტა რაღაცეებში ვერკვევით არ იქნებოდა ცუდი. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს რომ კროსმანი ნაწყენი არ დარჩეს.
gregory
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 10:15 AM) *
არაა გამორიცხული რომ ასეთ დაბალ ხარისხს განვითარებად ქვეყნებში აგზავნიდნენ. აბა გერმანელებს ამას ნაღდად არ გაუგზაბნიან.
და მემგონი რომ იცოდნენ, რომ ჩვენ ცოტა რაღაცეებში ვერკვევით არ იქნებოდა ცუდი. მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს რომ კროსმანი ნაწყენი არ დარჩეს.

ეგ ნაღდად გამორიცხულია,რომ საქართველოში ერთს აგზავნიდნენ და გერმანიაში სხვას smile.gif
მე ევროპის პრაისით ვმუშაობ(საწყობი კი საერთოა), როგორც გერმანია
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 12:03 PM) *
ეგ ნაღდად გამორიცხულია,რომ საქართველოში ერთს აგზავნიდნენ და გერმანიაში სხვას
მე ევროპის პრაისით ვმუშაობ(საწყობი კი საერთოა), როგორც გერმანია

რატომაა გამორიცხული? მაგალითად ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ჩინური საქაონელი ძალიან განსხვავებულია ხარისხით იმ საქონელისგან ,რომელიც ჩვენს ბაზარზე ხვდება.
foxi
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 12:09 PM) *
რატომაა გამორიცხული? მაგალითად ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ჩინური საქაონელი ძალიან განსხვავებულია ხარისხით იმ საქონელისგან ,რომელიც ჩვენს ბაზარზე ხვდება.


წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით,ასეთი რამ გამორიცხულია! კროსმანი არარის პატარა უაზრო ფირმა რომელიც თავის პროდუ
ქციას ეჭქვეშ დააყენებს მსოფლიო ბაზარზე.
tengo
foxi
ციტატა(kakha @ 20th June 2010 - 12:13 PM) *
წმინდა მარკეტინგული თვალსაზრისით,ასეთი რამ გამორიცხულია! კროსმანი არარის პატარა უაზრო ფირმა რომელიც თავის პროდუ
ქციას ეჭქვეშ დააყენებს მსოფლიო ბაზარზე.

აბა რკინის კოლოფში სხვა ტყვიებიც დევს,მაგალითად 7,9 გრ.ხელოუპოინტები,რომლებიც მშვენივრად მიფრინავს ცუმ-თან შედარებით,მიუხედავად თავისი წონისა. ან კიდევ ბნჯამინ ხელოუპოინტები 10.5გრ. ასე რომ მე შორსა ვარ იმ აზრისგან ,რომ ტრანსპორტირების დროს ხდება რკინის კოლოფში მათი დაზიანება.
gregory
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 11:09 AM) *
რატომაა გამორიცხული? მაგალითად ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ჩინური საქაონელი ძალიან განსხვავებულია ხარისხით იმ საქონელისგან ,რომელიც ჩვენს ბაზარზე ხვდება.

მე ეს ტყვიები რომ მომაქვს ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. საერთოდ კროსმანს ჩინეთში დახურული ქარხანა აქვს
tengo
gregory
ციტატა(gregory @ 20th June 2010 - 12:59 PM) *
მე ეს ტყვიები რომ მომაქვს ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. საერთოდ კროსმანს ჩინეთში დახურული ქარხანა აქვს

რამე საწყენი ხომ არაა შენტვის?,შენ რაშუაშიხარ.მარტო ერთი შემთხვევა რომ იყოს გასაგებია,ხომ. 3 კაცთან ვიცით ,მაგრამ რომ ვერ გაამახვილეს ყურადღება ისეთებიც იქნება. ბუნებრივად იბადება კითხვა, მაშინ რაშია საქმე?.
Jah
მეგობრებო, მგონი აზრი არ აქვს დიდად ამაზე კამათს...
კი საინტერესოა რას უპასუხებენ გრიგოლს ამერიკელები, მაგრამ არჩევანი ჩვენზეა smile.gif
ვის რა მოწონს ის ვიყიდოთ და ვისროლოთ smile.gif

პს
თავი რომ დავანებოთ ყველაფერს ადრე თქმულს biggrin.gif
ჩემი მოკრძალებული აზრით... ის რომ რკინის ქილაზე არ წერია "მიზანში სროლა"
და მუყაოს კოლოფზე სწორად "მიზანში სროლა" არის აღნიშნული... ნუ ისევ ვიმეორებ ჩემთვის
ეს უკვე ბევრზე მთქმელის (ეს თავი რომ დავანებოთ უამრავ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადამიანების აზრს)

პს
ჩემი ვირთხიდან (სპორტული ს.დ.მ.-ის დაყენების შემდეგ უკვე თამამად შემიძლია დასკვნების გამოტანა)
JSB მიფრინავს, სულ მცირედ 1 რიგით უკეთესად ვიდრე CP, აი CUM-ი არც მჭერია ხელში smile.gif, ძალიან მაინტერესებს როგორ იფრენს CP-სთან შედარებით.

პსს
ერთი უნდა შეგეჯიბროთ დისკომანებს და მარადომანებს biggrin.gif ჩემი ვირთხუნიათი biggrin.gif

პსსს
ბოლო შედეგები:
მანძილი - 40-45 მ
მდებარეობა - აივანი biggrin.gif
მიზანი - კვიპაროსის პატარა გირჩები (25-30მმ)
გასროლა - ხელიდან მდგომარე!!
7 დან 4 wink.gif
gregory
ციტატა(tengo @ 20th June 2010 - 12:07 PM) *
რამე საწყენი ხომ არაა შენტვის?,შენ რაშუაშიხარ.მარტო ერთი შემთხვევა რომ იყოს გასაგებია,ხომ. 3 კაცთან ვიცით ,მაგრამ რომ ვერ გაამახვილეს ყურადღება ისეთებიც იქნება. ბუნებრივად იბადება კითხვა, მაშინ რაშია საქმე?.

საწყენი რაა კაცო? მე კი არ ვდებ მაგ ტყვიებს კოლოფებში biggrin.gif
უბრალოდ არაგონია, რომ შეგნებულად იყოს დიფერენცირება ჩვენზე და ევროპელებზე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.