ფრინველები., ფრინველთა სახეობების მიმოხილვა. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია ) |
ფრინველები., ფრინველთა სახეობების მიმოხილვა. |
May 18 2010, 10:57 PM
პოსტი
#1
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
თითქმის ყველა პნევმატიკის მფლობელს ერთხელ მაინც უჩნდება სურვილი რაიმე ბიოლოგიურ სამიზნეზე სროლის. ზოგისთვის ეს ნამდვილ სიამოვნებას წარმოადგენს,ზოგი სპორტულ ინტერესს მისდევს,ზოგი კი ნამდვილ მონადირეობაზე ოცნებობს. მაგრამ რავიცით იმ ფრინველთა შესახებ რომლებსაც ვესვრით? ალბათ ძალიან ცოტა რამ. ვფიქრობ ურიგო არიქნება უფრო უკეთ ვიცოდეთ. Columba palumbus-ჩვენებურად ქედანი,ღორ ქედანა,ტყის ქედანი. ყველაზე დიდი მტრედი. მისი წონა აღწევს-420-620 გრამსს! სხვა მტრედებისგან განმასხვავებელი ნიშნებია:ფრენის დროს თეთრი ლაქები ფრთებზე,ხოლო დამჯდარს, კარგად ეტყობა თეთრი ლაქები კისერზე.ეს ფრინველი უაღრესად ფრთხილი ფრინველია,იგი ბინადროსბს ტყეში და ძალიან კარგად იყენებს დაბურულ ხეებს დასამალად. მისი აღმოჩენა ძალიან ადვილად შეიძლება გამრავლების პერიოდში, ამ დროს მისი ღუღუნი მკაფიოდ ისმის ტყეში. მტრედის ეს ჯიში გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში,აფრიკაში,აზიაში ჰიმალაის მთებშიც კი.ასევე ციმბირის რიგ რაიონებშიც. ბუდობას იწყებს მარტში ან აპრილში. დებს ორ თეთრ კვერცხს.კვერცხებზე ძირითადად დედალი ზის. იჩეკება 17-18 დღეში,პატარები ბუდეში რჩებიან 20 დღეს.ამხნის მანძილზე დედალ მამალი აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათ გამოკვებაში. ძალიან გემრიელია.
| |
> |
|
|
May 19 2010, 04:29 PM
პოსტი
#2
|
||
ზეზუსტი მსროლელი ჯგუფი: Moderators პოსტები: 2,912 რეგისტრ.: 22-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება წევრი №: 226 |
Coturnix coturnix-მწყერი. ყველა მონადირისთვის საინტერესო ფრინველია,როგორც სანადირო თვალსაზრისით ასევე საკვებად.ბინადრობს ძირითადად პურის ყანებში,ასევე გვხვდება სიმინდის,ჭვავის ყანაშიც.პრინციპში პნევმო იარაღით ნადირობა მწყერზე ნამდვილი მარაზმია ვინაიდან იმდენად მშიშარა და ეშმაკი ფრინველია რომ სანადირო ძაღლის გარეშე მისი ნახვა თითქმის შეუძლებელია.გაფრენილს კი პნევმო იარაღით ვერაფრით მოარტყავთ.
| |
> |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 04:14 AM |
Hosted by Pro-Service |