დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფრინველები.
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
გვერდი: 1, 2
foxi
თითქმის ყველა პნევმატიკის მფლობელს ერთხელ მაინც უჩნდება სურვილი რაიმე ბიოლოგიურ სამიზნეზე სროლის.
ზოგისთვის ეს ნამდვილ სიამოვნებას წარმოადგენს,ზოგი სპორტულ ინტერესს მისდევს,ზოგი კი ნამდვილ მონადირეობაზე ოცნებობს.
მაგრამ რავიცით იმ ფრინველთა შესახებ რომლებსაც ვესვრით? ალბათ ძალიან ცოტა რამ. ვფიქრობ ურიგო არიქნება უფრო უკეთ ვიცოდეთ.


Columba palumbus-ჩვენებურად ქედანი,ღორ ქედანა,ტყის ქედანი.



ყველაზე დიდი მტრედი. მისი წონა აღწევს-420-620 გრამსს! სხვა მტრედებისგან განმასხვავებელი ნიშნებია:ფრენის დროს თეთრი ლაქები ფრთებზე,ხოლო დამჯდარს, კარგად ეტყობა თეთრი ლაქები კისერზე.ეს ფრინველი უაღრესად ფრთხილი ფრინველია,იგი ბინადროსბს
ტყეში და ძალიან კარგად იყენებს დაბურულ ხეებს დასამალად. მისი აღმოჩენა ძალიან ადვილად შეიძლება გამრავლების პერიოდში, ამ დროს
მისი ღუღუნი მკაფიოდ ისმის ტყეში.
მტრედის ეს ჯიში გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში,აფრიკაში,აზიაში ჰიმალაის მთებშიც კი.ასევე ციმბირის რიგ რაიონებშიც.
ბუდობას იწყებს მარტში ან აპრილში. დებს ორ თეთრ კვერცხს.კვერცხებზე ძირითადად დედალი ზის.
იჩეკება 17-18 დღეში,პატარები ბუდეში რჩებიან 20 დღეს.ამხნის მანძილზე დედალ მამალი აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათ გამოკვებაში.
ძალიან გემრიელია.
foxi
Columba livia-მტრედი.


ამ ფრინველს ყველა კარგად იცნობს,ეს გარეული მტრედია.საერთოდ ბუნებაში ყველაფერი გარეულია,უბრალოდ რიგი ფრინველ-ცხოვე
ლების,ადამიანმა მოიშინაურა.მისი წონაა-240-360 გრამი. ქედანისგან განსხვადება არამარტო წონით,არამედ ცხოვრების ნირითაც.
ცხოვრობს როგორც ტყის პირას ასევე სოფლდა ქალაქად. ტყისპირად მცხოვრები გაცილებით უფრო ფრთხილი და ძნელად მოსანადირებელია.
ქალაქის მტრედი კი, რამის ქათამს გავს,ხშირად ხელითაც კი დაიჭერთ.

ბუდობას იწყებენ მარტის ბოლოს აპრილის დასაწყისში.წლის მანძილზე ბუდობას სამჯერ ასწრებენამიტომ ნადირობა ზაფხულში დაუშვ
ებელია!

საკვებად გამოსადეგია ქალაქისგან მოშორებით მოპოვებული გარეული მტრედი.ძალიან გემრიელია.
foxi
Pica pica-კაჭკაჭი.


ფრინველი რომელიც ძალიან ცნობისმოყვარეა და ხშირად ხდება ამის მსხვერპლი. ბინადრობს ტყის პირას,პარკებსა და სკვერებში.
იწონის-160-260-გრამს. მისი შეფერილობა გამორიცხავს მის სხვა ფრინველებში არევას.არის ძალიან ხმაურიანი და ამავედროს
მოხერხებული ქურდიც.იკვებება სოფლისმეურნეობისთვის მავნე მწერებით და ხოჭოებით.ასევე კენკრით,ბალახით,წვრილი
ფრინველების კვერცხებით.არ თაკილობს პატარა ბარტყების მოპარვა შეჭმასაც.ბუდობას აპრილის დასაწყისიდან იწყებს,დებს 2
5-8 მომწვანო კვერცხს.კვერცხებზე მხოლოდ მდედრი ზის 17-18 დღე. მამრი ამდროს იცავს.გამოჩეკვიდან 22-27 დღეში ბარტყები
ფრენას იწყებენ.ეს ფრინველიც როგორც მტრედი ირჩევს მხოლოდ ერთ მეწყვილეს.

საჭმელად უვარგისია!
foxi
Corvus cornix-ყვავი.


ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოხერხებული და საზრიანი ფრინველია.ძალიანძნელია ამ ფრინველის მონადირება. ცხოვრობს ქალაქებსა
და სოფლებში მინდორში ტყეში.თითქმის ყველგან სადაც ადამიანი საქმიანობს.მას აქვს უნიკალური ათვისების უნარი.ამიტომ
ბებერი ყვავის მოკვლა ძალიან ძნელია.ბუდობას იწყებს მარტში.3-6 კვერცხ დებს.18-21 დღე ზის მდედრი კვერცხებზე.
ამ ფრინველს განვითარებული აქვს ჯგუფურობის ინსტიქტი,რომელიც კარგად არის ორგანიზებული.ყავთ დარაჯები და მეომრები.
საჭმელად უარგისია ვინაიდან იკვებება ძირითადად ნაგვით და ლეშით.
foxi
Anas platyrhynchos-მყვირალა იხვი.



იხვის ეს სახეობა ძალიან გავრცელებულია საქართველოში.მას უწოდებენ ნამდვილ იხვს,ასევე მდინარის იხვს.მისი წონა 800გრამიდან
2 კოლოგრამამდეა.როგორც ყველა იხვი ესეც მშვენივრა ცურავს,მაგრამ ნაკლებად ყვინთავს.მაგრამ თუ დაჭერით,შეუძლია ჩაყვი
ნთოს და რამოდენიმე ათეული მეტრი წყალქვეშ გაცუროს.სწრაფად დაფრინავს მისთვის დამახასიათებელი სტვენისებრ ხმით.
ამ ჯიშის იხვს მამრს ახასიათებს მუქი მომწვანო-მოლურჯო მბზინავი კისერი.მდედრი კი უფრო ყავსიფერ ფერებშია.
გადამფრენი ფრინველია.საქართველოში ძირითადად გვხვდება კახეთის მდინარეებსა და წყალსაცავებზე.ასევე დასავლეთში.ფოთი.
ძალიან გემრიელია, პნევმო იარაღით ნადირობა ჯერ არმიცდიამ.იმედია არანაკლებ აზარტული იქნება ვიდრე ცეცხლსასროლით.
foxi
Phalacrocorax pelagicus-ჩვამა. (ბაკლანა.)



ამ ფრიველს ხშირად შეხვდებით მდინარე მტკვარზე,ასევე ქალაქის ნაგავსაყრელებზე.მისი 6 ნაირსახეობიდან ჩვენთან მხოლოდ ეს
ბაკლანები გვხვდება. მისთვის დამახასიათებელი შავი შეფერილობით.იწონის 1,5 - 2.00 კილომდე.ბუდობს თებერვალ მაისში.
საკვებად გამოსადეგია თუკი გავაძრობთ ტყავს და ღამე ძმაღში ვამყოფებთ. მოსანადირებლად საკმაოდ მოუხელთებელია.ძალიან
ამტანია ჭრილობაზე.
foxi
Anser albifrons-თეთრ შუბლა ბატი.


Anser coerulescens-თეთრი ბატი.


საქართველოში ძირითადად გვხვდება სწორედ ბატების ეს წარმომადგენლები.მათი საშუალო ზომა 2-3კილოა.ძალიან ძლიერი და ფრთ
ხილი ფრინველია.ძირითადად გვხვდება წყალსაცავებზე.ჯანდარაზე ხშირად დაინახავთ და მოისმენთ მათ ხმას, მაგრამ სასროლ მან
ძილზე თითქმის ვერასდროს მიხვალთ.ამიტომაც მასზე უპირატესად ნადირობენ ჩასაფრებით,სატყუარების გამოყენებით.
ეს ფრინველიც გადამფრენია.საკვებად უაღესად გემრიელი და ნოყიერია.

foxi
Picus virdis-მწვანე კოდალა.


ყველასათვის ნაცნობი ფრინველია თუმცა საქართველოში მისი ძალიან მრავალფეროვანი სახეობებია გავრცელებული.
ბინადრობს როგორც ფოთლოვან ასევე წიწვოვან ტყეებში. საშუალოდ იწონის 250 გრამს.არსებობს გიგანტური კოდალაც,რომელიც
600 გრამზე მეტსაც იწონის.იკვებება ხეში არსებული მატლებით და ჭიებით.ძალიან უყვარს ჭიანჭველები,რომლებცას უზომო რაოდე
ნობით მიირთმევს.
ზოგიერთი კოდალის ჯიში შეტანილი იყო წითელ წიგნში (კომუნისტების დროს.) არის გემრიელი და სასარგებლო ფრინველი.
foxi
Turdus merula-შავი შაშვი.


შაშვი საქართველოში ძალიან გავრცელებული ფრინველია.კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში,სადაც
ბევრი ბუჩქნარია. იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით.ძირითადად მიწაზე ცხოვრობს.არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისთვის.სხვა შაშვებისგან განსხვავებით შავი შაშვი ბუდეს მიწაზე, ან ამაღლებულ
ბუჩქსა თუ კუნძებზე იკეთებს. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა,განსაკუთრებით ზამთარში.
foxi
Galerida cristata-ქოჩორა ტოროლა.


ტოროლები ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა სახეობის ფრინველი მრავალნაირია. მაგრამ მათ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვთ
ტოროლებს უყვართ მიწაზე ცხოვრება.მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად დაფრინავენ.ეს განპირობებულია მათი საკვებით.
არსებობს ტოროლის დაახლოებით 40 ცამდე ქვე სახეობა რაც განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით,კლიმატით და სხვა მრავალი
პირობით.ტოროლაც შეიძლება იქას გამოყენებული საკვებად.
foxi
Coturnix coturnix-მწყერი.


ყველა მონადირისთვის საინტერესო ფრინველია,როგორც სანადირო თვალსაზრისით ასევე საკვებად.ბინადრობს ძირითადად
პურის ყანებში,ასევე გვხვდება სიმინდის,ჭვავის ყანაშიც.პრინციპში პნევმო იარაღით ნადირობა მწყერზე ნამდვილი მარაზმია
ვინაიდან იმდენად მშიშარა და ეშმაკი ფრინველია რომ სანადირო ძაღლის გარეშე მისი ნახვა თითქმის შეუძლებელია.გაფრენილს
კი პნევმო იარაღით ვერაფრით მოარტყავთ.
foxi
Merops apiaster-კვირიონი.


ეს ფრინველი ძალიან ლამაზია.მისი შეფერილობა იმდენად ლამაზ ფერებშია რომ ერთი შეხედვით სამოთხის ჩიტი გეგონებათ.
ან რომელიმე მგალობელი.მაგრამ ამ სილამაზის მიღმა იმალება მისი მავნებლობა,კვირიონი ითვლება ნომერ 1 მტრად ფუტკრებისთვის!
თანაც რაც ყველაზე საინტერესოა კვირიონი ჭამს ფუტკრის მხოლოდ თავს!კვირიონი აფრიკაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე ბრუნდე
ბა.ბუდეს იკეთებს გორის ან მთის ნაპრალში.მას შეუძლია ამოთხაროს ორმო.ამოთხრილი ორმოს მიწა ხშირად 12 კილოგრამს აღწევს.
მისი წონაა 50 - 60 გრამი.საჭმელად რამდენად გამოსადეგია ცნობილი არარი.

დამატება გააკეთა mamuka2301-მ
კვირიონი (კვირკვილი )

ძალიან ლამაზი გადამფრენი ფრინველია, გურიაში მისი გუნდები გამოჩნდება დაახლოებით ივლისის ბოლოდან, იკვებება ძირითადად მწერებით და ანადგურებს ფუტკარს.
ზომით შაშვზე ოდნავ პატარაა და ყავს ტილები. საკვებად ვარგისია და არის ძალიან გემრიელი!!!!
foxi
Upupa epops-ოფოფი.


ოფოფი ძალიან ლამაზი ფრინველია.ბინადრობს როგორც ფოთლოვან ტყეში ასევე მინდორსა და ველზე.ბუდეს იკეთებს მაღალფოთლო
ვან ხეზე.ფრენა დამახასიათებელი ტალღისებრი აქვს.იკვებება ჭიებით მწერებით.საჭმელად ვარგისია.
foxi
Sturnus vulgaris-შროშანი.


ფრინველი რომელიც ძალიან ჰგავს შაშვს.მაგრამ ეს მხოლოდ შორიდან.თუ ახლოს ვნახავთ განსხვავებას მაშინვე შევამჩნევთ.
პირველ რიგში შროშანი შაშვისგან განსხვავდება ბუმბულზე არსებული თეთრი წინწკლებით,ასევე თავის,ნისკარტის მოყვანილობით.
(იხილე პოსტი შაშვი.) შროშანი საკმაოდ ბინძური ფრინველია.მას ხშირად იხილავთ ნაგავსაყრელებზე,სადაც მათი გუნდი იმდენად
დიდია რომ ლამის ცას აბნელებენ ფრენის დროს.საჭმელად გამოიყენება,იმდენად რამდენადაც თქვენ ამას გადაწყვეტთ.

foxi
Corvus corax-ყორანი.


ყორანს ჩვენში ისევე როგორც ყვავს ცუდი რეპუტაცია აქვს. მაგრამ ყვავისგან განსხვავებით ეს ფრინველი გაცილებით ნაკლებია,არ
არის ისეთივე მომაბეზრებელი და ხმაურიანი. ასევე ნაკლებად ჭკვიანია რაც მის განადგურებას აშკარად ხელს უწყობს.ყორანიც გუ
ნდურ ცხოვრებას ეწევა,იკვებება ბალახეულით მწერებით და წვრილი არსებებით.

არსებობს აზრი რომ ყორანი საკვებად გამოსადეგია,ვინაიდან ლეშსს არ ჭამს.
foxi
Scolopax rusticola-ტყის ქათამი.


ტყის ქათამი ითვლება ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სანადირო ფრინველად. მისი ბუმბულის შეფერილობა იმდენად შეეფრება გარე
მოს სადაც ის ბინადრობს რომ სრულიად შესაძლებელია გვერძე ჩაუაროთ და ვერცკი შეამჩნიოთ.ამ ფრინველს უყვარს გუნდური ცხო
ვრება.ბინადრობს მეჩხერ ტყიან მასივებსა და ველ მინდვრებზე. არის უაღესად გემრილეი.ნადირობის სეზონის დაწყებამდე მასზე
ნადირობა ისჯება კანონით!!!
foxi
Asio flammeus-ჭაობის ბუ.


ბუ ღამის ფრინველია და მისი დღისით ნახვა ძალიან ძნელია. ნადირობს მღნელებზე.ითვლება მტაცებელ ფრინველად.
ძალიან სასარგებლო ფრინველია სოფლის მეურნეობისთვის. მასზე ნადირობა აკრძალულია!!! საჭმელად უვარგისი.
foxi
Passer domesticus-ბეღურა.


ბეღურები ყველასთვის ნაცნობი ფრინველია.მათი ჟღურტული თითქმის განუყოფელია ქალაქისთვის.მათი პოპულაცია იმდენად დიდია
რომ მათზე ნადირობა ფაქტიურად არიკრძალება. მაგრამ რამდენად საინტერესოა მათზე ნადირობა? ჩემი აზრით ფუჭი ტყვიების ხარჯ
ვაა. მითუმეტეს რომ ბეღურები აქტიურად ანადგურებენ მავნე მწერებს.
skywalker


ჩხიკვი

ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს.
skywalker

ბოლობეჭება, ანუ თეთრი ძერა (white kite). არწივის მსგავსად მასაც გრძელი ფრთები აქვს და დაბალ სიმაღლეზე ფრენის უბადლო ოსტატია.


შევარდენი (falcon), რომელსაც ბრჭყალებში ნადავლი აქვს მოქცეული, როდესაც ქვემოთ ეშვება მსხვერპლის დასაჭერად, იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მას ვხვდებით ყველგან,ანტარქტიდის გარდა.

მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია.როდესაც ქვევით ეშვება მსხვერპლის დასაჭერად,იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.მისი ძირითადი ნადავლია მტრედი,რომელსაც შევარდენი 15/18 მეტრის სიმაღლიდან ხედავს და უსწრაფესად ეშვება ქვემოთ მის დასაჭერად.მიმინოს მსგავსად,შენარდენიც წამიერი მოძრაობით განგმირავს მცირე ზომის მსხვერპლს.რაც შეეხება დიდ ნადავლს,მტაცებელი ნაწილ-ნაწილ მიირთმევს.
mamuka2301
ბოლოშავა

ბინადრობს ძირითადათ მთაში, გვიან შემოპდგომაზე, როცა მთები უკვე დათოვლილია ჩამოდის ბარში, მოძრაობენ გუნდებად, შაშვზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, მოსანადირებლად ზალიან იოლი და ძალიან გემრიელია. უყვარს ხურმა, კარალიოკი...
mamuka2301
ჩხართვი

ეს ფრინველი ბევრს ერევა ჩხარტაში თავისი შეფერილობის და დიდი მსგავსების გამო, მაგრამ ეს ფრინველი ჩხარტასგან განსხავევბით ბინადრობს ძირითადად მთაში, დაბლობში გამოჩნდება შემოდგომის დადგომიდან, ყველაზე კარგი მოსანადირებელია წვიმიან ამინდში, არის ძალიან გემრიელი, ზომით შაშვზე ოდნავ პატარა
Axalbeda
თბილისში რო მტრედებია , იჩმევა? biggrin.gif
ja_ja
Axalbeda
ციტატა(Axalbeda @ 4th August 2013 - 10:53 PM) *
იჩმევა

ნუ ეგ ალბათ შეიძლება, მაგრამ აი ჭამას თუ გულისმობ მაშინ არ გირჩევ smile.gif ნაგავზე გაზრდილები არიან და ისედაც მტრედი მილიონი დაავადების გადამტანია და მითუმეტეს ქალაქის ნუ რაღაც საშინელება იქნება smile.gif
WARNer brother
არა არ იჭმევა
ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს მონადირებული
უწერია პატივცემულ ფოქსის გარეულ მტრედზე და თუ
დააკვირდებოდი ნახავდი.
ასევე მტრედი როგორ უნდა ჭამო? ხომ იცი რომ ქალაქში
ნადირობა არ შეიძლება... ძალიან ცუდი კითხვა იყო მე თუ მკითხავ
დანაშაულია ადამიანზე მიჩვეული მტრედის მონადირება , ასევე ქალაქში
ნადირობა.
geojorjika
WARNer brother
ja_ja
რას პროფესორობთ ან ერთი და ან მეორე? ვინ თქვა რომ არ იჭმევა?
ჭამე და დაავადება დაგემართა რამე? მე ბევრჯერ მაქვს ნაჭამი და ცოცხალი ვარ როგორც ხედავთ.
და თუ უმის ჭამას თუ აპორებთ ეგ სხვა ამბავია, ზოგადად გარეული ფრინველი ინქება თუ ნადირი არის უამრავი დაავადების გადამტანი და ქალაქში იქნება ეს თუ სიმინდის პლანტაციაში სადაც სასუქის და სხვა პესტიციდების ნაჟურ წყალზე იზრდება.
პირველი და აუცილებელი პირობაა ნანადირევის კარგად შეწვა ან მოხარშვა, არ არის მცვრიანი და ნახევრად მოცარშულის ჭამა რეკომენდებული და არა აქვს მნიშვნელობა სად იზრდება (ნუ ჩერნობილი გამონაკლისია და კიდევ თევზებს არ ეხება ეს)
და კიდევ ნაგავზე გაზრდილი არ ნიშნავს რომ არ იჭმევა , გარეული ცხოველების და ფრინველების უმეტესობა ნაგავზე იზრდება და რადგან ამას თქვენ ვერ ხედავთ ეგ იმას სულაც არ ნიშნავს რომ გრეჩიხაზეა ქესალოში მონადირებული ქედანი გაზრდილი, რათქმაუნდა ჯანსაღ საკვებსაც მიირთმევს, მაგრამ არც ნაგავზე ამბობს უარს wink.gif
WARNer brother
geojorjika
დავუშვათ იჭმევა (დავუშვათ რა ნუ იჭმევა ესეიგი)
მაგრამ , როგორ უნდა შეჭამო?
უნდა მოინადირო, რაც არ შეილება...
geojorjika
WARNer brother
კითხვა იყო იჭმევა თუ არა , და პასუხი არის :დიახ იჭმევა

როგორ ფიქრობ ბორჯომის ირმის ხორცი იჭმევა? რათქმაუნდა იჭმევა და მონადირება აკრძალულია wink.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 5th August 2013 - 12:11 AM) *
მე ბევრჯერ მაქვს ნაჭამი და ცოცხალი ვარ როგორც ხედავთ.

ეტო ტი ტაკ დუმაეშ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
მდააა.

Axalbeda
კი იჭმევა, მამენტ ,,ლენინგრადის" ბლოკადის დროს ვირთხებსაც ჭამდნენ, გამოდის რომ ვირთხებიც იჭმევა.

რა ვიცი აბა, ვიციიიი? აბა მე რა ვიცი smile.gif
gregory
რა იყო ხალხნო გშიათ? biggrin.gif biggrin.gif
foxi
საჭმელად გამოსადეგია ქალაქის მტრედიც და ქათამიც. სწორედ თუ მოამზადებთ შხამიანი თევზიც ვარგისია. ბოსტნეული ზოგი ნატურალურად მოყვანილია,ზოგიც პესტიციდებით. ნათესების უმეტესობა ტექნიკური წყლით ირწყვება. მას კი გარეული ფრინველი მიირ
თმევს. ასე თუ გავყევით ღორზე საზიზღარ საჭმელს არც ერთი ცხოველი არ ჭამს. მაგრამ ყოველ ფორუმის გასვლავს ახლავს ღორის მწვადი.
Axalbeda
ციტატა(WARNer brother @ Aug 4 2013, 11:35 PM) *
არა არ იჭმევა
ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს მონადირებული
უწერია პატივცემულ ფოქსის გარეულ მტრედზე და თუ
დააკვირდებოდი ნახავდი.
ასევე მტრედი როგორ უნდა ჭამო? ხომ იცი რომ ქალაქში
ნადირობა არ შეიძლება... ძალიან ცუდი კითხვა იყო მე თუ მკითხავ
დანაშაულია ადამიანზე მიჩვეული მტრედის მონადირება , ასევე ქალაქში
ნადირობა.


თბილისის ზღვაზე ვნახულობ ხოლმედა ამიტომ ვიკითხე smile.gif
geojorjika
Axalbeda
ციტატა(Axalbeda @ 5th August 2013 - 01:42 PM) *
თბილისის ზღვაზე ვნახულობ ხოლმედა ამიტომ ვიკითხე

ა ბატონო ფაქტი
Lukiane123


ვინმემ ხომ არ იცით ეს რა ფრინველია(მეგრულად ვიცი ქარტყანია ქვია :დ) მიმინოა ვითომ თუ მაგდაგვარი რამე?
SCORPIONS
SVD მიმინოს სახეობაა ჩემი აზრით. მეგრულად კი არც გამიგია ეგ სახელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
რატომ არის ეგ ფრინველი მაგ მდგომარეობაში? ეჭვი მაქვს რომ ვორნს მიიღებ ეხლა, სანადირო.ობიექტი არ არის ეგ რომ მაგაზე ინადირო
Lukiane123
ციტატა(geojorjika @ Oct 11 2015, 08:12 PM) *
რატომ არის ეგ ფრინველი მაგ მდგომარეობაში? ეჭვი მაქვს რომ ვორნს მიიღებ ეხლა, სანადირო.ობიექტი არ არის ეგ რომ მაგაზე ინადირო

არაა არა მე არაფერ შუაში არა ვარ სანადიროდ ვიყავი კახეთში სააკაძე რომაა და მანდ ვნახე ასე დაჭრილი იყო და ჩამოვხსენიი
geojorjika
კარგია თუ ჩამოხსენი და გაუშვი , ცოტა მიჭირს ერთ სურათთ რამე ვთქვა მაგრამ მარჯანს გავს
Lukiane123
ციტატა(geojorjika @ Oct 11 2015, 08:43 PM) *
კარგია თუ ჩამოხსენი და გაუშვი , ცოტა მიჭირს ერთ სურათთ რამე ვთქვა მაგრამ მარჯანს გავს

არა სადისტი მართლა არა ვარ და ასეთ რამეს არგავაკეთებ.ეხლაც მყავს სახლში მიმინო
userman
ციტატა(kakha @ 19th May 2010 - 05:06 PM) *
Turdus merula-შავი შაშვი.


შაშვი საქართველოში ძალიან გავრცელებული ფრინველია.კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში,სადაც
ბევრი ბუჩქნარია. იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით.ძირითადად მიწაზე ცხოვრობს.არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისთვის.სხვა შაშვებისგან განსხვავებით შავი შაშვი ბუდეს მიწაზე, ან ამაღლებულ
ბუჩქსა თუ კუნძებზე იკეთებს. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა,განსაკუთრებით ზამთარში.


აბა ამის მოკვლა იქნება? მითუმეტეს ამ დროს.




datka25
არც მომიკვლია მე. . smile.gif
gioxmala
დასავლეთში რო ვიყავი ისე მოდიოდნენ სახლთნ ახლოს არც ეშინოდათ იდგნენ და იყურებოდნენ ხოლმე შაშვები
mamukaaa
ვიყიდოთ თოფები მერე გავიაროთ საჯართეზე ჟესტის ბანკები მოვაგროვოთ და ვხვრიტოთ და ვხვრიტოოოოოთ.
აღარც ფრინველი დაზარალდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
gioxmala
biggrin.gif სიმინდის ყანაში რო შევდიოდი ისე ნაგლურად დაფრინავდნენ ვითომც არაფერი biggrin.gif
mamukaaa
კახეთში ვიყავი და ტყეში გავიარეთ მოკლეთ.
შაშვი
ჩხიკვი
ჩხარტი
სავსეა,ძალიან ბევრია მარა ახლოს არ მიშვებდნენ მეკიდე ჩემი 1377-თ შორს ვერ ვესროდი.
ერთი 10-თი ან 15-ტი კილომეტრი ისე ვიარე რო ვერაფერი მოვინადირე.
ერთი 50-თ მეტრში მაინც უნდა გესროლა.
მარა ამაოდ ვერაფერიიიიიიიიიიიიიი.
35-ტი 40-ც მეტრში კიდე შეიძლებოდა სროლა მარა არ მიშვებდნენ ახლოს.
თოფი იყო საჭირო ანუ კაი პსპ-ი.
pilotina
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 17th March 2016 - 09:25 PM) *
ერთი 10-თი ან 15-ტი კილომეტრი ისე ვიარე რო ვერაფერი მოვინადირე.


არ შეიძლება ეხლა ნადირობა
gregory
mamukaaa
პცპ-თი რომ ყოფილიყავი 100 მეტზე ახლოს არ მიგიკარბდნენ.
იციან მაგ ოხრებმა იარაღის ცნობა biggrin.gif

userman
მოკლედ რა ნახა დღეს ჩემმა თვალებმა :

ჩემს გარემოში ვიყავი და ჩემიდან 30 მეტრში ჩხიკვს მოსდევდა შაშვი გამწარებული ( იქვე ახლოს შაშვს ბუდე აქვს ) ეს ისეთი სწრაფად მოხდა ვერც ვიდეო გადავიღე და ვერც თოფი გამოვიყენე ( იმიტომ , რომ თან არ მქონდა biggrin.gif ) მოკლედ შეიქმნა გაწევ გამოწევა ცემა ტყეპა smile.gif რამდენიმე წამში შაშვმა თავი ანება და ვხედავ , ჩხიკვი ხეზე რაღაცას მადიანად შეექცევა, ვიფიქრე ალბათ შაშვს ბღარტი მოსტაცა და იმას ჭამს თქო და გამწარებულმა ქვა ვესროლე და ნადავლი პირიდან გავაგდებინე და თვითონ გაფრინდა. მივედი ახლოს და დამხვდა ჩიტის კუდიღა დანარჩენი შეუჭამია . მარა შაშვისას არ ჰგავდა ბეღურა ჩიტის ნარჩენი შემრჩა... შაშვს რაღა უნდოდა არ ვიცი mda.gif

P.S. ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ როგორ ჭამს ჩხიკვი რკოს ( მთლიანს ყლაპავს ) ასევე კენკრას , ბალს, თუთას. აი ჩიტებსაც თუ ჭამდა ეგ აღარ ვიცოდი . აღმოვაჩინე კიდევ ერთი მავნებელი... ვაჟა ფშაველას რომ ეს სცოდნოდა ,, ჩხიკვთა ქორწილს " ალბათ აღარ დაწერდა biggrin.gif შეიძლება ვაჟას დროს არც იყო ჩხიკვი მავნებელი და ეხლა გახდა smile.gif , რავი ბუნებაც გადაირია ალბად ჩორტ ევო ზნაეტ ... biggrin.gif
mister_io
ციტატა(userman @ 13th May 2016 - 10:06 PM) *
აი ჩიტებსაც თუ ჭამდა ეგ აღარ ვიცოდი

წიწილებსაც ჭამს მშვენივრად თუ დაიგეშა , ტავებს აცლიდა სოფელში ჩემთან და შეეწირა 7 ნომერს ჰაერში
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.